Fudzilla -ამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი 10,1დიუმიანი პლანშეტის Acer W510 დემონსტრაციის და მუშაობის. ეს პლანშეტი არის Windows 8-ის ბაზაზე,აქვს Atom Clover Trail ჩიპი(ახალი 32 ნანომეტრიული 2 ბირთვიანი პროცესორი,Medfield-ის საფუძველზე). დემონსტრაციას გაუძღვა ინტელის მარკეტოლოგი ფრანსუა პინოელი(Francois Piednoel).
ბევრ სკეპტიკოსს მიაჩნდა რომ ვერ გაამართლებდა Microsoft პლანშეტების ბაზარზე, მაგრამ ბევრს მოწევს აზრის შეცვლა ამასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ის რომ Acer W510 იწონის 500 გრამს,შეუძლია უპრობლემოდ გაუშვას მაღალი ხარისხის DivX HD ფორმატის ვიდეოები. ერთადერთი ასე ვთქვათ პრობლემა მხოლოდ ის შეიძლება იყოს ჯერ-ჯერობით რომ ამ პლანშეტის ფასი როგორც იუწყებიან იქნება დაახლოებით 800$, ასევე ჯერ ცნობილი არ არის თუ რამდენ ხანს შეეძლება ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა.(არაოფიციალური წყაროდან გამომდინარე იუწყებიან რომ მას შეეძლება ავტონომიუ რეჟიმში 9 საათამდე მუშაობა, ხოლო მას თუ შევუერთებთ დოკ-სადგურს კლავიატურის სახით მაშინ 18 საათამდე )
ეს კი ვიდეო-
ეს კი მისი მახასიათებლები: 10,1 დიუმიანი IPS დისპლეი,1366 x 768 გაფართოებით Intel Atom Clover ბაზაზე,2 ბირთვი 1გბ ოპერატიული აქვს Wi-Fi, Bluetooth, 3G(SIM-კარტის სლოტი) micro-USB, micro-HDMI და micro-SD პორტები წინა 2 მეგაპიქსელიანი უკანა 8 მეგაპიქსელიანი კამერა