როგორც უკვე ცნობილია ჰონკუნგურმა ვიდეო ბარათების მწარმოებელმა კომპანია Inno3D-მ გამოუშვა GTX Titan-ის დღეს კი ცნობილი გახდა რო ის მუშაობს კიდევ ერთ არარეფერენსულ მოდელზე რომელსაც "არსენალში" ექნება HerculeZ 3000 ქულერი რომელიც ასევე Geforce 600 სერიის კარტებში გამოიყენება.
ახალი ვიდეო ბარათი დაფუძნებულია Kepler არქიტექტურაზე აქვს 28 ნანომეტრიული GK110-გრაფიკულ ჩიპი 2688 CUDA ბირთვითურთ. ახალი GPU განეკუთხვნება iChiLL სერიას.გრაფიკული ბირთვის ბაზური სიხშირე შეადგენს 927MHz-ს.
დაფუძნებულია შავ ბეჭდურ პლატაზე PCI Express 3.0 х16-ზე, გააჩნია GDDR5 მეხსიერება 6144Mb ტევადობითა და 384-ბიტიანი ინტერფეისით.
თავსებადია შემდეგ ტექნოლოგიებთან: DirectX 11.1,NVIDIA CUDA, NVIDIA PhysX, NVIDIA 3-Way SLI/2-Way SLI, NVIDIA GPU Boost 2.0, NVIDIA FXAA, NVIDIA TXAA, Adaptive VSync, NVIDIA 3D Vision და NVIDIA 3D Vision Surround.
ესეც Furmark-ის სქრინი
927/6008MHz სიხშირეზე მაქსიმალური ტემპერატურა არის 72 °C.
Inno3D iChiLL GeForce GTX Titan HerculeZ 3000-ის ოფიციალური ანონსი შედგება 2013 წლის 20 მაისს, ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.