მათე
-
Posts
15277 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Posts posted by მათე
-
-
20 hours ago, Pczone.ge said:
მეორე კითხვას რაც შეეხება, თუ აარჩიე უკვე რომ დააწვები ავტომატურად წაშლას ჯობია ისევ ეგ ჩანდეს სიაში, არ მგონია რომ ეგ ეგრე არ უნდა იყოს. ერთმანეთში დამოკდიებულება რომ არ იყოს ალოგიკური სეტების გაკეთება იქნება შესაძლებელი და ვერ გამოითვლის სწორად.
კარგი იქნება უშვალოდ გამომთვლელი როგორ მუშაობს თუ დაწერთ და რამდენად ემთხვევა თქვენს გეიმფლეის
სადაა ავტომატური წაშლა? უნდა ჩაასწკაპო მაუსი და მეორე ხელი კლავაზე დაადო და წაშალო. მაგაზე მეტად არაფერი მეზარება მე პირადად
თვითონ დათვლილი მონაცემებიც AI-ს შექმნილი თუა დაივიწყე ეს პროექტი...
-
9 hours ago, Pczone.ge said:
1 სია ძალიან დიდია შესაბამისად უმჯობესია რომ სრულად არ იშლებოდეს. არ მგონია რაიმე ისეთ პროცესორს ან ვიდეო ბარათს ეძებდე რაც არ არის დამატებული. თუ მაინც ვერ პოულობ რასაც ეძებ, ალბათ ძალიან იშვიათი პროცესორია მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა. სისტემატიურად დაემატება.
2 (კითხვას ვერ მივხვდი)
3 პრესეტი არის სწრაფი ვარიანტი რომ მინიმალური და მაქსიმალური FPS გამოთვალო. შეგიძლია პრესეტი არ გამოიყენო და გარჩევადობა და გრაფიკა ცალცალკე აირჩიო. თუმცა დახვეწა ჭირდება.
4 კარგი შენიშვნაა მომეწონა, შემდეგ აფდეითში გავაკეთებ.
5 მონიტორის განახლების სიხშირეებიც დაემატება შემდეგში.
კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის აწყობილი. საიტი ვორდპრესია.1 მაშინ 10 წლის ბარათების ნაცვლად ჯობს პირიქით ბოლო მოდელები ჩანდეს.
2 ანუ ვიდეო ან ცპუ რომ აარჩიე მერე რომ დააწვები მარტო ეგ ჩანს სიაში სხვა არცერთი სანამ არ წაშლი მთლიანად
3 კი და ერთმანეთში არ უნდა იყოს დამოკიდებულება, ერთს დააკლიკავ და მეორეს რომ გირთავს ტეხავს
-
საიტი AI-ს შექმნილია?
1 ჩამოსაშლელ სიას რომ აჩენს ყველა მოდელი არ ჩანს. სანამ ხელით არ ჩაწერ არც კი იცი შეგიძლია თუ არა რომ ეგ აირჩიო.
2 არჩევის მერე ჩამონათვალში მარტო შენ მიერ არჩეულ მოდელს ანახებს.
3 გრაფიკა ულტრა გადართვა, როცა 4k-ზე დგას, პრესეტსაც ულტრაზე რთავს. დანარჩენები არცერთს არ რთავს პრესეტს. რაღაც უცნაური დამოკიდებულებებია მაგ 3 (გრაფიკა, პრესეტი, გარჩევადობა) სეთინგებს შორის
4 თუ ვიდეო ან cpu არ აქვს არჩეული და გამოთვლას დააჭერ კარგი იქნება გააწითლოს მაგ ველის ინპუთის ირგვლივ ისევე როგორც ამწვანებს არჩევის მერე.
5 მონიტორის განახლების სიხშირის არჩევაც უნდა იყოს. დაბლა დავწერ რატომ.
აი ამ სურათზე პრესეტი ultra მაქსიმუმი, გრაფიკა ultra, 4k გარჩევადობა FPS 105 რანაერადაა ეს შეფერხება თუ 60 hz-იანი 4k მაქვს?
ან აქ თუ 120 hz-იანი 4k მაქვს
-
7 hours ago, Harmony Lines said:
წელს ალბათ იგივეს გაიმეორებს სამსუნგიც და ეიფლიც.
დიდი ალბათობით იდეა მაგათ მოპარეს და დაასწრეს. 3d პრინტერით გაუკეთებიათ. დიდად არ მგონია ხანგრძლივ მოხმარებას გაუძლოს.
სამსუნგის ტრაიფოლდმა ჩაისვარა ეტყობა. ამოდენა ფასს რომ ადებდნენ რა ეგონათ აბა? უნდა დაუკლონ ცოტა ტელეფონების და ლეპტოპების ფასებს ძაან ასტრალშია უკვე გასული.
-
ამიტომ აღარ ვეკარები pixel-ებს რაც ექსინოსზე გადავიდნენ. სასაცილო ისაა რომ თვითონ exynos-მაც კი გაასწრო უკვე მაგათ კლონს. 3-4 წლით ჩამორჩებიან დანარჩენებს. ეგ ჩიპი ალბათ კაპიკები უჯდებათ და უსინდისოდ iphone-ს და samsung-ს ფასებს ადებენ ტელეფონებს.
A19 pro-ს ანტუტუზე კი უწერია არ ედრებაო, მაგრამ ბოლოს უცნაურად დაუთვალა საკმაოდ დაბალი ქულა. არადა მაგის წინა მოდელი iphone 16 pro-ს მითუმეტეს შემცირებული 5 GPU core-იანი ვერსია კი ვხედავთ რასაც შვება ლეპტოპებში.
ნამეტანი ძლიერი ჩიპები დევს მობილურებში როგორმე უნდა დაიწყონ სტანდარტული სისტემების გაშვება მობილურებზე, მათ თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვხედავთ სტანდარტული OS-ებისა და თანამედროვე PC თამაშების გაშვებაც კი ემულატორით.
-
On 2/26/2026 at 10:23 PM, Gamer-4ever said:
Mercy 2026
IMDb 6.1/10
სერიალ "ბლექ მირორის " მსგავსი ფილმია მომავალზე და ხელოვნურ ინტელექტზე
ანუ მოსამართლის ფუნქციას ასრულებს ხელოვნური ინტელექტი და მაგაზეა აგებული მთელი ფილმი
თვითონ ფილმი საინტერესოა თავიდან სადღაც ნახევარი საათი და მერე უკვე გადახვევებით უყურე
ნახევარი ფილმი დაკითხვის პროცესია და თან სიკვდილის დასჯით ემუქრებიან , აფსურდული სცენარით ვითარდება მოვლებენი იმიტო რო 2 საათი აძლევენ ვადას და მერე კლავენ , ანუ ეგრევე გამოუტანა განაჩენი, სისულელე რა , ატრიალებენ უაზროდ ამ დეტალებს და თან დამნაშავეა და თან არახსოვს
ნუ ალბათ მართლაც გარდაუვალია ესეთი სცენარით განვითარდეს ჩვენი მომავალი იმიტო რო ტერმინატორი რო გამოვიდა მაშინ ფანტაზიის დონეზე იყო ყველაფერი და ამდენი წლის მერე რეალობაში მოიყვანეს , სკაინეტის მაგვარიც არის უკვე და რობოტებიც აქტიურ ფაზაში შემოდის , ასე რომ რასაც იღებენ ფილმებში რაღაც დროის მერე რეალობათ იქცევა
ფილმი არ მომეწონა , ნახევარი საინტერესოა და ნახევარი მოსაწყენი , ასე რომ ერთხელ საყურებლად არაუშავს ,შეფასებაც სადღაც ეგრე ეკუთვნის რაც დაუწერეს
არა აზრი ისა აქ რომ ულიმიტო წვდომა აქვს მაგ დროს და როგორც გვაჩვენეს დანაშაულიც გახსნა და ტერორიზმის ფაქტიც აღკვეთა. უბრალოდ ასეთ რამეს რომ ქმნი და იმ 1:30 -თ პოტენციურ დამნაშავეს აძლევ წვდომას ეგაა უაზრობა. ეგ სისტემა მოქოქილი უნდა იყოს და დამოუკიდებლად იძიებდეს. მაგ ყველაფერს რაც ამ ტიპმა ქნა ისედაც იზამდა და სწორად გამოიძიებდა. მეტიც დაგეგმვის დონეზეც შეძლებდა მაგეების დაფიქსირებას რომ მიეშვათ და ეკონტროლებინა ეგ ყველა მონაცემები ყველა კომპანიაში. ეგ ნაწილი იყო მაგ ფილმში უაზრობა.
-
რომ მეგულებოდეს გეტყოდი. მეეჭვება ECC უფრო სწრაფი ნახო. ფიზიკურად ვერც იქნება ECC კონსამერ RAM-ზე სწრაფი იგივე მონაცემებიც, რადგან მეტ საქმეს აკეთებს. უბრალოდ იმას ვამბობ რომ მიმუშავია მსგავს სამეცნიერო მონაცემების დამუშავებაზე სადაც დღეები, კვირები და თვეც მიდიოდა გამოთვლები და მსგავსი საქმისთვის როგორც წესი ECC-ს იყენებენ.
ინტელის ბრალია კონსამერ სეგმენტში რომ დაიკარგა ECC თორემ AMD არაოფიციალურად ასაფორტებს ECC-ს რაც ძალიან კარგია.
-
On 3/4/2025 at 1:36 AM, majinboo said:
უმეტეს წილად ფიზიკასთან დაკავშირებული სიმულაციები, Particles, Rigid body dynamics, Fluid, Liquid და ა.შ.
ასევე არ მსურს ლიმიტი ვიგრძნო პოლიქაუნთის გამო ვიუპორტში, როცა მაღალი რეზოლუციის ობიექტებზე მომიწევს მუშაობა
აქ რაც ჩამოთვალე არა ECC მემორისკენ არც კი უნდა იხედებოდე...
-
On 1/31/2026 at 10:18 PM, George said:
ვატყობ მალე whatsapp გაძვრება სული non webview2 ვერსიას ვინდოუს 11-ზე რაც ყენდება, ნეტა ანდროიდის ბილდის დაყენება არ გამოვა მანდ, webview2 აშკარათ არ მაწყობს, ოთხჯერ მეტ რამს იყენებს ეგ ბილდი სტანდარტულზე,
ეგაა დეველოპერები რომ გაზარმაცდნენ და ტიპებმა js ჩატენეს დესკტოპ აპებშიც. არადა სოფტი რომ დახვეწილი იყოს ყველაფერი გაცილებით სწრაფი და ოპტიმიზირებული იქნებოდა. ფოე ფოე რაღაცები ბევრია დამატებული უაზროდ.
ისე ონლაინ ვერსიას რატომ არ იყენებ რად გინდა დესკტოპ აპი. გახსენი ტაბი ბრაუზერში აპინე და ეგაა.
-
7 hours ago, majinboo said:
გთხოვ, გერმანიაზე დამიზუსტე აბა, ანუ პროცი რომ მანდ ავიღო სიტყვაზე, განბაჟების გადახდა არ მომიწევს მოგვიანებით ?

უახლოეს მომავალში ვაპირებ ისევ წასვლას და ხელს გამოვაყოლებდი ბარემ
Marshal Tufton დავითრიე გერმანიაში და ჩანთით ჩამომიტანეს უყუთოდ და განბაჟება არ მოუწია. ყოველი შემთხვევისთვის გადააგდე მაგ cpu-ს ყუთი და არამგონია მაგაზე პრობლემა შეგექმნას.
კი ძაან გემრიელად გამოიყურება ეგ მინი პცები. გადახედე ნეტში შეიძლება ეგ უფრო გაწყობდეს შენი სოფტისთვის მაგის igpu-ს რომ ამოდენა VRAM აქვს. რამიც რომ სწრაფია ეგეც შეიძლება გეხმარებოდეს. რისერჩი გინდა მოკლედ შენი სოფტის მიხედვით. ასაწონ დასაწონია დადებითი და უარყოფითი მხარეები.
-
ეხლა რომ ვფიქრობ რამე mini PC რომ ნახო ამის მსგავსი უკეთესი გამოსავალი იქნება ვიდრე ნაწილები ცალ-ცალკე იყიდო. ისე გაძვირდა ნაწილები მეეჭვება აწყობილმა კომპმა იგივე ამას აჯობოს https://www.amazon.com/AIFUT-LPDDR5X-Performance-Training-Rendering/dp/B0FJQDRZFZ/ref=sr_1_4?crid=1HS0O5QPDK1X4&dib=eyJ2IjoiMSJ9.v9GCMbTZGdErSnt3c1LKH3VrLkC3_Tpiao_d0oTGf4pXuAeUVlNPxyVruvG29NuDdUZePxXBFIXVNJdkOJrIgXaG7mY_DXMOk-JTrbGIaoXZBPCC-vJ2lOFnbZJKbJyT1XeqJ3HN52PKizsNmTL_-ac8NPB7CC2CTAX33S_WXE71jApf25qT8IQHH_qocslDQEDct7kjS_Y9DXuZT-a-jZ51KblamYj6Duo3_9ZhQaA.RavJ6wYqwdVimPyA0WMlBD-dfAUbab0-ckFoun8SV-g&dib_tag=se&keywords=amd+strix+halo+mini+pc&qid=1770050895&sprefix=amd+halo+mini%2Caps%2C273&sr=8-4
თუ განბაჟება არ გიწევს გერმანიიდან 5.7K ლარი კია ამის ფასი 128 RAM იმდენი ღირს ამას თან 8000 MHZ უყენია და მითუმეტეს gpu-ზეც შეუძლია მაგის გამოყენება და 4070-ს დონისააო კი ამბობენ.
ეფლის მინი კომპებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან ამ ფასების ფონზე.
-
5 hours ago, Gogla1990 said:
Samsung 840 Pro რომელიც 2013 წელს ვიყიდე დაახლოებით 9 წელი ვიხმარე სანამ მ2-ზე გადავედი, დღესაც ცოცხალია ის სსდ და სატესტოდ ვიყენებ საკმაოდ ინტენსიურად, სრულიად ჯანმრთელია ეხლაც, 75%-ზე კი არის ჩამოსული, მაგრამ ეგ სატა კაბელი მქონდა ცუდი/ცუდად შეერთებული და მაგან აჰკიდა შეცდომები დატა ტრანსფერის, ანუ რეალურად ეხლაც ჯანზეა 9 წელი სისტემაზე და მეოთხე წელია სატესტოდ მომუშავე
მე 2015-ში ნაყიდი Crucial BX 100 მაქვს MLC ჩიპებზეა. არ გაჩერებულა რაც ვიყიდე 1000 კომპზე გადამხტარია
ბოლო წლები 24/7 ჩართულია სახლის სერვერში მიდევს.
-
2 minutes ago, G1ORG1 said:
არა შენ არა მათე, "ვეჩნის" მივწერე.
იმ დღეს ოპო ფაინდ იქს9 პრო გავტესტე, რა აიფონი 17ის სურათი და ვიდეო, სასწაული ტელეფონია, სასწაული კამერით, ძვირია და მენანება მაგდენი ტელეფონებში, დიდ პლიუსი რაც აქვს ანდროიდებს, იაფდება და მერე შეიძლება ყიდვა ეგრევე რომ არ მიახტე.
ვიდეოში ვერ დაგეთანხმები გიო. 17-ს არ აქვს მაგრამ 17 pro და pro max-ს ისეთი ხარისხით შეუძლიათ გადაღება რომ ვერცერთი მობილურის შიდა მეხსიერება ვერ უმკლავდება და არ გააქტიურებინებს მაგ სეთინგს თუ გარე SSD არ მიუერთე type C პორტზე. რაც შეუძლია ისიც ძალიან მაღალი ხარისხისაა.
6 minutes ago, G1ORG1 said:დიდ პლიუსი რაც აქვს ანდროიდებს, იაფდება და მერე შეიძლება ყიდვა ეგრევე რომ არ მიახტე.
კი ბატონო pixel-ები კანფეტებია მაგ მხრივ. 8 თვე- 1 წელში ჩალის ფასებში ვყიდულობდი მუდამ მაგათ.
მეორე მხრიდან რომ შეხედო აიფონის პლიუსიცაა. ყიდულობ ახალს (აქაც საქართველოში იგივე ფასებია დაჟე ზოგ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები მაღაზიაში აიფონებზე) და 1-2 წლის მერე გამოცვლა თუ გინდა კაი ფასში გაყიდი დაამატებ და ისევ ახალს იყიდი.
-
მე თუ მეკითხები გიო ანდროიდზე არ მქონდა ეგ პრობლემები. ios-ზე მაქვს. ანუ ეგ ფუნქციები საერთოდ არ აქვს ისე როგორც ანდროიდს. ტექსტის ედიტირება, დაკოპირება და ჩაპეისტება, ნომრის ედიტირების არ ქონა. ზოგადად ეფლის კლავიატურა overall არის ძალიან საზიზღრობა.
რაც iphone ვიყიდე ტექსტის აკრეფისას ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ და ნერვები მეშლებოდა უკვე. მერე ვნახე ეს
slow mo გადაუღო ტიპმა რომ სწორ ღილაკს აჭერს, მაღლა ხტება კიდეც სწორი ღილაკი, მაგრამ სხვა ღილაკი აიკრიფა. ჩემი აზრით gboard საუკუნეებით უსწრებს apple-ს კიბორდს. და ცუდი ისაა რომ კიბორდს თუ შეცვლი ბევრ რამეზე წვდომა არ აქვს სხვა ქიბორდებს. ios-ს შეზღუდვაა.
გადახედეთ მაგ რედიტის და იუტუბის კომენტარებსაც
I've used iPhone when I was young then Android, then I gave the iPhone another chance recently. The copying and highlighting drove me crazy, I basically couldn't use this phone, had to switch back, although I liked most of the rest..
მარტო მე კი არ ვწერ
ზოგადად ცნობილია რომ ჰაილაითი, კოპირება, ედიტირება უსაზიზღრესია ios-ზე.
-
აშკარად ios-ზე ხარ მიჩვეული და არა ანდროიდზე და იმიტომ ვერ ატყობ ვერაფერს. რამდენიმეკვირიანი მოხმარებისა და დაკვირვების შემდეგ შემიძლია ცალსახად ვთქვა რომ ios 10 წლით მაინც ჩამორჩება android-ს მოხმარების კომფორტისთვის. სისტემის ჩაკეტილობაზე არაფერს ვამბობ, ეგ ცხადია და core-ში უდევს ios-ს. მაგას ვერაფერი ეშველება თუ ძირეულად არ შეცვალეს სისტემა.
-
7 hours ago, vechny said:
თითის გასმაზეა აქაც. მარცხენა გვერდიდან რო გამოუსვავ უკან გამოდის. როგორც ქნდროიდზე
20%-ში კი. დანარჩენში? გააჩნია წინა ანიმაცია საიდან გაიხსნა. დაბლიდან თუ გაიხსნა მაშინ უკან დაბრუნება ზემოდან ქვემოთაა და არა მარცხნიდან. ძალიან ბევრგან კი არც მარცხნიდან არც მაღლიდან არ მუშაობს იმენა X-ს უნდა დააჭირო მარცხენა ზედა შორ კუთხეში მარჯვენა ხელისთვის.
9 minutes ago, vechny said:ზუსტად ისე მუშაობს როგორც პიქსელზე მუშაობდა. ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობთ
ჰოუმ სქრინზე არ გამოდის კიბატონო მაგას ქვევიდან უნდა აუსვა და ეგრე ვშვებოდი ანდროიდზეც
რანაერად მუშაობს როგორც პიქსელებზე? პიქსელების და ნექსუსების მეტი არაფერი მქონია სანამ Iphone 17 pro ვიყიდე. ეგ სვაიპი კიდევ როგორც კი შექმნეს იმ დღიდან მოყოლებული მაგას ვიყენებ.
ის რაც წინა გვერდზე ჩამოვთვალე ეგენი თუ წვრილმანებია აბა რისთვის იყენებ ტელეფონს მხოლოდ ვიდეოების ასასქროლად? დავიჯერო ნომრის აკრეფისასაც არ დაგიშვია შეცდომა ან რაღაცის დაკოპირება ან ტექსტის ჩასწორება არ დაგჭირვებია?
კიდევ გამახსენდა საზიზღრობა. ბრაუზერში url-ს ჩასწორება თუ მოგინდა აიფონზე good luck
-
4 hours ago, vechny said:
ეხლახანს,რამდენიმე თვის წინ, დავითრიე ვაშლის 17 და ისე გამისწორდა ალბათ აღარასდროს დავბრუნდები ანდროიდზე.
უთესლესი და ულამაზესია IOS-ი. ყველა ანიმაცია, ყველა დეტალი დახვეწილი აქვთ ამ ბოზებს.არაფრით არ მეგონა ბევრ წლიანი ანდროიდის მომხმარებელს თუ ასე გამისწორდებოდა.
ვერ დაგეთანხმები. ძალიან ბევრი ბაგები აქვს ამ ახალ ios-ს და ანიმაციები არაა smooth. 120hz-ა და ჰოუმ პეიჯზეც კი ლაგები აქვს მომენტებში გადასვლა გადმოსვლაზე. მაგაზე მარტო მე არ ვწერ სავსეა ნეტი. 60hz-ზე იმენა 30 fps-ვით მუშAობს. ცდილობს ეფლი მაგის გამოსწორებას. ეს ახალი liquid glass არის სრული კატასტროფა. პერფორმანსი უნდა ოხრად და სულ ტყუილად. უარესია ვიზუალურად ვიდრე ჩვეულებრივი ინტერფეისი. იმიტომ დაამატა ეფლმა 26.2-ში ცოტა ნაკლებად გამჭვირვალე რომ ყოფილიყო. თვალებს აჭრელებს ადგილებში.
დახვეწის რა მოგახსენო აგერ მცირე ჩამონათვალს გავაკეთებ.
1 კლავიატურას (ინგლისური, ქართული) არ აქვს number row
2 copy paste არის უბანძესი, კურსორის ადგილზე ჩასმა არ აქვს როგორც ანდროიდზე რომ დააჭერ და ჩაჯდება. სხვა კლავას security-ს სახელით არ აქვს წვდომა რაღაცებზე და არც აქვს აზრი გამოყენებას.
3 ტელეფონის ნომერს რომ კრეფ თუ შეგეშალა ციფრი სადმე შუაში უნდა წაშალო იქამდე მთლიანად და ახლიდან აკრიფო, ჩასწორება არ აქვს
4 back button არ აქვს. მარტო ამის გამო აი ისეთი საზიზღარი მოსახმარია ტელეფონი რომ არ ვიცი. ზოგან ზემოდან უნდა ჩამოუსვა, ზოგან მარცხნიდან, ზოგან არც აქვს X უნდა დააწვე უკიდურეს მარცხენა ზედა კუთხეში. თან ეს აპებში კი არა მარტო, შიგ სეთინგებშიც. ანუ იმდენად დაუხვეწავები არიან რომ თვითონ სტოკ ios-შიც კი არაა ერთნაერად უკან დაბრუნების ღილაკი.
5 ალარმს რომ დააყენებ არ გიწერს რამდენი დარჩა ალარმამდე (ეს ყოფილა რაც ყოფილა pixel-ზე სულ ვუყურებდი და ძაან მაგარი ფუნქციაა)
6 ავტოროტეიტი არავის უყვარს, მე მუდამ გამორთული მაქვს. აი filmix-ზე მაგალითად ჩართე ფილმი და გადიდება გინდა არ ხსნის ეკრანს ავტომატურად საიტი როგორც youtube შვება მაშინ უნდა დახარო შენით, მაგრამ წამოწოლილზე გვერდულად თუ გიჭირავს ტელეფონი ანუ ვერტიკალურად უნდა დაბლოკო როტეიტი, დაბლოკავ და ეგრევე ვერტიკალდება რადგან ios-ს არ აქვს ეგ ფუნქცია, რაც nokia-ს ქონდა 17+ წლის წინ და ანდროიდს აქვს უკვე ალბათ 10 წელია. Pixel-ზე ავტოროტეიტ გამორთულზე დავხრიდი ეკრანს, კუთხეში გაჩნდებოდა ღIლაკი დავაჭერდი დაიხრებოდა და ვსო ვუყურებდი. მერე გავასწორებდი ტელეს და ისევ იმავე ღილაკს ვაწვებოდი და ვსო.
7 მობილური ბევრ windows-ს ლეპტოპს ჯობია პერფორმანსით. სასწაული ჩიპი უდევს. ეხლა ეფლი ამის წინა მოდელის ჩიპს უპირებს თავის მაკბუკში ჩადოს. Single thread ლამის 4k geekbench M4-ს დონისაა, ხოდა რატომ ვწერ. ეკრანს უერთდება და რამე dex-ს მაგვარი არ აქვს. 26.2-მდე იყო ios-ში ბაგი რისი ექსპლოიტითაც რამდენიმე ფაილს ასწორებდნენ და სისტემას ეგონა ipad და ააქტიურებდა მაგ ფუნქციას (ანუ სოფტვეარ ლიმიტაციაა ყველა ამის კოდი არის უკვე მანდ). ეს მონაცემები ძალიან ბევრ მომხმარებელს სულ კისრამდე ეყოფოდა.
კიდევ არის მაგრამ ახლა არ მახსენდება.
კარგი რაც აქვს ჰარდი სასწაულია, ვიდეო გადაღება TOP N1-ა სმარტებში, ფოტოებში ეს და pixel ები ვიტყოდი ერთ დონეზეა. Battery life ამ ზომის ელემენტით უსასწაულესია (esim 17 pro მაქვს ოდნავ დიდი ელემენტი აქვს აქაურ 17 pro-ებთან შედარებით), სწრაფად იტენება, wireless charger-ზე მაგნიტები ძაან მაგარია და ასევე 25 W იანი დატენვა მანდაც საკმაოდ კარგია. Software support top notch. საფორთს ვგულისხმობ თორემ აგერ ჩამოვთვალე თვითონ ფუნქციონალურად რა ბანძიცაა ios.
-
2 hours ago, david_888 said:
და ყველაზე მოუხერხებელი, სენ გემოზე ვერაფერს რო ვერ დაანასტროიკებ ))) + ჩაკეტილი
დანასტროიკებით ნამდვილად ანდროიდზეც ბოლო წლები არაფერს ვანასტროიკებდი, პირიქით დეფოლტი რაც იყო ეგ მერჩივნა. აი მოუხერხებელი კი ნამდვილად არის. ისეთი ელემენტარული რაღაცები არ აქვს რომ აშკარად ios-ს დეველოპერები გარტყმაში არ არიან როგორია დღეს ანდროიდი რომ მოიპარონ იდეები.
-
6 minutes ago, david_888 said:
მაგან დამტანჯა და წავშალე, ჩემთან ჭედავდა ხოლმე ვიდეო პერიოდულად
განახლება უნდოდა ალბათ. ან მასე შვება ხოლმე ან სულ ვერ ხსნის ვიდეოს. როცა ურევს 99% განახლება უნდა.
-
2 hours ago, Gogla1990 said:
მადლობა, დავაყენე, მუშაობს იდიალურად
განახლებებზე როგორაა საქმე? ყენდება, არ ყენდება? ყენდება მაგრამ არ უნდა დავაყენო თუ?
დაიკიდე სანამ მუშაობას არ შეწყვეტს, რომ შეწყვეტს იგივენაერად დააყენე ახალი ვერსიის იუტუბი. მენეჯერ აპი რომაა იმაში აქვს განახლება, მაგრამ იუტუბის ვერსია ხელით უნდა გადმოწერო და ახლიდან დაპაჩო. რაც მქონდა წლების მანძილზე სულ 3-ჯერ მაქვს გაკეთებული. ადრე vanced ერქვა და ის მისით შვებოდა მერე ეგ გათიშეს და revanced მაგიტომ ქვია.
მობილურის ბრაუზერში youtube-ს როგორ იყენებთ? მე ვერ ვგუობ.
-
1
-
-
16 hours ago, Gogla1990 said:
იუთუბის აპში რეკლამების გათიშვის რამე გზა არსებობს?
იშვიათად ვხმარობ, მაგრამ იმ იშვიათადაც ნერვებს მიშლის
სხვა მგონი გათიშული მაქვს ყველაფერი თუ ითიშება
Youtube revanced ნახე. ანდროიდზე რომ ვიყავი მაგის გარეშე არ შემეძლო. მისით გიწერს რომელი ვერსია უნდა და apk pure-დან გადმოწერ მაგ ვერსიის youtube-ს დაპაჩავს მისით და ეგაა. წინასწარ დაპაჩულები მგონი არ ვარგა რაღაც გაფრთხილება ედოთ ადრე მაგათ თქვენით ქენითო ჩვენ არ ვშვებითო.
ფუნქციონალს უმატებს თან ჩაკეცვაც შეგეძლება, ეკრანი რომ დაბლოკო არ გათიშავს ხმას და ა.შ.
Iphone-ზე რაც გადავედი უბრალოდ პრემიუმი ვიყიდე და ესეც იგივეს აკეთებს ურეკლამოდ.
-
1
-
-
ჰო ანტუტუ ძაან არასწორია სულ იცვლება ვერსიებს შორის და პლატფორმებს შორის არ დარდება. CPU/GPU რეალური წარმადობა გიკბენჩით უფრო ჩანს პლატფორმებს შორის. იგივე ვერსია დაადარე და უფრო მიხვდები გასწორდა თუ არა.
-
-

მონიტორის შერჩევა
in რჩევა-კონსულტაციები
Posted
მე რაც ვნახე მის ფასში საუკეთესო მონიტორი ეს იყო გამოსახულებით
https://alta.ge/monitori/lenovo-n27p-67c3gcc4us-black-p40745
თუმცა კი ხედავ რამდენიმე ეგ მოდელი ბრაკი შემხვდა.
ასევე დელიც და ბენქიც (აი ამის მოდელი მქონდა იდეალური გამოსახულებით mac-ებისთვის თავისი პროფილით) ბრაკი შემხვდა.
ნუ 4k რაც ვნახე მაშინ საუკეთესო მოდელები ჩამოვუარე, ყველა ბრაკი აღმოჩნდა. დავრწმუნდი რომ საქართველოში ბრაკი პროდუქცია შემოაქვთ. გამორიცხულია ასე 4 თუ 5 მონიტორიდან ყველა ბრაკი იყოს შემთხვევით. იმედია შენ გაგიმართლებს.
ბოლოს კი lenovo Y27qf-30 ამაზე შევჩერდი და კი მუშაობს კარგა რახანია. 240 hz-იანია და რომ ვცადე გეიმინგი და სკროლვა რავიცი 120-იანზე თუ ვჯდები 60-ვით აღვიქვავ ამის ფონზე. 160 hz მაინც უნდა ქონდეს უკვე ჩემთვის მონიტორს რომ მომეწონოს.
ერთი რაც დიდი მინუსი აქვს ამ ლენოვოს არის 2k გარჩევადობა. 27 ინჩზე 2k არის ნაგავი და არ გაეკარო კოდის წერა რომ გინდა მითუმეტეს. მეც მაგისთვის ვიყენებ ძირითადად. მე უბრალოდ უკვე ნერვებიც აღარ მყოფნიდა ამდენი მონიტორის დაბრაკვის მერე და ეს ვიყიდე. დანარჩენი რაცაა ამის დინამიკებიც საკმაოდ მომწონს. იმ n27p-საც ასეთი დინამიკები ქონდა. ის ბენქი 1700-მდე რომ ღირდა უნაგვესი დინამიკები ქონდა. ვერ ვხვდები რატომ დებს ლენოვო ასეთი იაფიანში უკეთეს დინამიკებს ვიდრე მასეთ ძვირიანებში დევს.