Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7727
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. მე მაპატიეთ შეცდომით დავწერე... Monza უნდა ეწეროს Imola-ს მაგივრად eXtreme-Hunter არა, კახა. არაფერი არ უწერიათ. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ GTros Spanish Sim Racing Team-ის მიერ არის ვიდეო გადაღებული. ვიდეოს აღწერაშია მაგათი ლინკები და ფორუმიც. სერიოზულად ატარებენ.
  2. Assetto Corsa - რეალურ Mclaren-თან შედარება Sim Racing-ის ესპანურმა ჯგუფმა გააკეთა შესანიშნავი ვიდეო შედარება Assetto Corsa-ს უახლეს ავტომობილთან. ავტომობილი Mclaren MP4-12C GT3 გახდა AC-ს Early Access Beta update-ის შემადგენელი ნაწილი. ქვემოთ მოცემული ვიდეო გვიჩვენებს წრეს Mclaren-ით Imola-ს გზაზე, რომელიც რეალობასთანაა შედარებული (ანალოგიურ ავტომობილთან და გზასთან).
  3. ავტომობილი Mazda Miata - Assetto Corsa-ს თამაშისთვის ჯგუფმა Pure გაავრცელა ახალი პროექტის Mazda Miata-ს სურათები. ეს მანქანა იყო ერთ-ერთი პირველი მოდელირების პროექტი, რომელიც დაწყებული იყო მანამ, სანამ Assetto Corsa-ს Early Access ვერსია გამოვიდოდა. mod-ის ეს ვერისა შეიცავს, როგორც იაპონური როდსტერის (Japanese roadster) ქუჩის ვერსიას (street version), ასევე spec racing კომპლექტს. აშშ-ს ფარგლებს გარეთ, Miata უკეთ არის ცნობილი MX-5 დასახელებით ევროპაში და ასევე Eunos Roadster-ით იაპონიაში. 1989 წლის თებერვლიდან მოყოლებული, თითქმის მილიონი Miata-ს მოდელი გაიყიდა მთელს მსოფლიოში. სწორედ ამან გახადა ის ყველაზე პოლულარული roadster-ი საავტომობილო ისტორიაში.
  4. ახალი ინფორმაცია ISM-ზე ! MB-X100 // THE FINAL LOOK
  5. Build 0.6.6 released -Fixed old replays engine sound -Launcher, fixed small issues -Audio, fixed low volume in a file
  6. მაგარი ვიდეოა ესეც ახალი lemax-ის ახალი ნამუშევარი გადმოსაწერი ლინკი ვიდეოს აღწერაშია
  7. შეგიძლიათ განაახლოთ თემა ბევრი არაფერი დამიმატებია, მაგრამ ძველს ჯობია. Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-ენჯინი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey - ორივე წარმოშობით - დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო ტრასის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში. LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე, როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: - XRG, XFG, FBM. გზა - Blacwood GP. Releases (რეალიზები) თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 3 წელიწადია). ყოველ შემდგომ (მომავალ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან. LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 2012 წლის, 30 ნოემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები. Simulation (სიმულაცია) ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციის, შეჩერების, აეროდინამკის, ტრანსმისიის-რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის, კონუსის გადახურების, მანქანის დაზიანებისა და ძრავის მწყობრიდან გამოყვანის სისტემით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით. Gameplay (სათამაშო სიუჟეტი) LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის). რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ, ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. გარაჟის შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები, რომელიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა, ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი, ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა. სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ საგნებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს (გაიაროს) ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები დაწყობილია როგორც კომპლექტები. თითოეული მანქანის თანმიმდევრობა კი - ნელიდან სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში. Cars (მანქანები) S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერის მოდელებზე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, GT DTM-ის მსგავსი რეისის ავტომობილები. აღსანიშნავია, რომ თამაშში მადთ გარდა აგრეთვე გამოყენებულია ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო მანქანებიც. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მათ ასევე აქვთ 5 რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები. BMW Sauber F1.06 Formula BMW Formula SAE Sports car Volkswagen Scirocco Tracks (გზები) LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა კი კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარულის (drive in reversed) დაყენება (დაკონფიგურება). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი (rallycross) ტიპის გზები. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) რედაქტორის გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები. Intel Racing Tour and V1 Championship LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში. LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნადიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად. Rockingham Motor Speedway Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს) LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს, რომ გადამუშავების სისტემა შეჩერდეს. LFSWorld LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin-ების მხარდაჭერით. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რიცხვი, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია, თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. საიტი აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს. გარდა ამისა, არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (official world record lap) წრის და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთოთ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს. Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები) PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცება და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”). Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”). Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”). Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”). 2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცეს, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები. BHM “Game of the year” award BHM “Best multiplayer” award BHM “Best physics” award თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ გადახედეთ ამ ლინკებს: Live for Speed - ENG Live for Speed - RUS თამაშის სქრინები: ვიდეოები: http://www.youtube.com/watch?v=9Scy5TsLBEU&feature=player_embedded ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი ტიპის თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live For Speed - 0.6E, რომელიც გამოვიადა 2012 წლის, 30 ნოემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Live For Speed 0.6E Original (Full Version) გამოსვლის წელი: 2012 (30 ნოემბერი) ჟანრი: Racing/Simulator შემქმნელი: LFS Studio გამომცემელი: sti228 ენა: ინგლისური + მრავალენოვანი პლატფორმა: PC გამშვები: მოყვება მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8 პროცესორი: Pentium 4 ოპერატიული: 512 მბ ვიდეო დაფა: 256/512 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ თამაშის შესახებ: 2012 წლის 29 ნოემბერს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6E, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება. ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ასე რომ ეს ვერსია ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი, იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას. თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ, multiplayer-ის სრულიად ახალ სისტემას. დეველოპერების თქმით თამაშის წინა ვერსიებში ხშირად იყო შეფერხებები და ბაგები დაკავებულ სერვერებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა მუშაობს სრულიად განსხვავებული გზით. Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით, ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას. დამატებითი ინფორმაცია: არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში. ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო, მაშინ პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Starts". რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით. თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება - ახალი პაკეტი, რომელიც ამცირებს სერვერზე დატვირთვას - ახალი დაცვა ჰაკერებისგან და cheat-ების აღმოჩენის ფუნქცია - marshall - ების მქასიმუმი რაოდენობა გაიზარდა 96-დან 120-მდე - autocross ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 800-დან 900-მდე - SHIFT+N: sound on/off ეხლა უკვე მუშაობს multiplayer-შიც - კიდევ ბევრი სხვა ტიპის ფიქსაცია და გაუმჯობესება თამაშის გადმოსაწერი ლინკი: Live For Speed 0.6E Original - (Full Version) თუ ვინმეს მხოლოდ Unlocker-ი და Ip patch-ი გჭირდებათ, მაშინ გადაწერეთ აქედან: LFS 0.6E Unlocker and Ip patch დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით: როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ? როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ლიკები: LFS Manual Wiki Live for Speed S2 Russian FAQ განახლება ! თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და 2 დღის წინ გამოვიდა ბოლო სატესტო პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამტების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-სგან განსხვავებით. დამეტა Antialiasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკზე გადასვლით. დამატებითი ინფომრაცია: TEST PATCH - 0.6E14 ხშირად დასმული შეკითხვები: როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ? ip patch-ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ? LFS-ის სერვერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულია და მუშაობს Ip patch-ით ! lislon Servers Drift Server + Original tracks + Lislon Insim Ip: 78.46.161.73 Port: 5553 ვერსია: 0.6E Drift Server + Layouts + Lislon Insim Ip: 78.46.161.73 Port: 5554 ვერსია: 0.6E Drift Server + Lislon Insim Ip: 78.46.161.73 Port: 5555 ვერსია: Z28 ოფიციალური გვერდი: http://drift.lislon.ru/servers/ Terra RacingPro Ip: 94.245.155.26 Port: 63392 ვერსია: 0.6E RDS 2014 2 round Ip: 94.245.155.26 Port: 63391 ვერსია: 0.6E ოფიციალური გვერდი: http://lfs.ya1.ru DRIFT ARENA Ip: 91.211.244.44 Port: 63392 ვერსია: 0.6E როგორ ვითამაშო Live For Speed 0.6E Pereulok-ის სერვერებზე ? ზუსტად ისე როგორც 0.6B ვერსიას თამაშობდით: LFS 0.6B Pereulok საიდან გადმოვწერო სეთაფები ? Setup Field setupgrid Car Setups საიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ? Engine Sound Sharing საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (Skins) ? bean0 LFS Car Skins Skins საიდან გადმოვწერო გზის სქემბი (Layouts) ? Layouts Autocross Layouts Track Layouts Layouts საიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (Mods) ? lfsmods driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! "Lucas-mods downloadgamemods როგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ? მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:LFSdatadds და C:LFSdataveh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც. სკინები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdataskins სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdatasetups ძრავის ხმები: C:LFSdataengine სქემები: C:LFSdatalayout Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან: lfs-tweak გაკვეთილები თამაშზე: Live For Speed-ში ძრავის ხმების გაკეთება LFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი) Live For Speed Skin Making Tutorial LFS Dedi + LFSLapper Cruise Setup LFS 0.6B Pereulok - Tutorial How To Play LFS By Hamachi How To setup LFS Lapper მანქანის მოდელირების გაკვეთიელბი How to make your own car for LFS How To Make LFS Mods ვიდეო გაკვეთილები: თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი)
  8. გამოვიდა ახალი განახლება 0.6.5 Oculus Rift improvements High fov on single screen (>80 degrees) rendering fix Car physics & apps fixes Balanced opponents volume Some ranking fixes fixed closing AC while a replay was playing after a race Replay performance improvements Fixed real time position on restart Best lap is kept when restarting session Fixed look back on replay Engine smoke when damaged Engine damage (not balanced yet) McLaren MP4-12C GT3 Upgrade BMW 1M Stage 3 Upgrade Lotus Evora Stage 2 Ferrari 599XX Aero center of pressure adjusted Ferrari 599XX improved cockpit view and adjusted bonnet cam Small aero improvements on BMW Z4 GT3, M3 GT2 and P4/5 Competizione New overboost function BMW Z4 Drift (keys 1-0 for 10% to 100% turbo boost. 80% default) Engine damage when turbo overboost is over 80% on cars that support it Engine damage from overrevving the engine (i.e. downshifts) Steam friends leaderboard & Friends Leaderboard app for hot lap, drift & time attack
  9. თუ ტექსტურების შეცვლა გინდა ამ საიტებზე ნახე. Miscellaneous Addons Addons List of texture ! [Z28] შედარებით ნორმალური ENB-ს სეთინგები ესენია: EnbSeries + Blur Effect (not Motion Blur or DoF) Kyotee's ENB + SweetFX (All new, updated!) ეს მანქანის ანარეკლები Reflections Reflections pack შეგიძლია გახსნა ფაილი cfg.ini შენი თამაშის ფოლდერში და Car Shine 1.00 დააკლო 0.90-ზე ან ა. შ. (რამდენიც გინდა). მინიმუმი 0.20 თუ სწორად მახსოვს და მაქსიმუმი 1.00.
  10. ოფიციალურიდან გადმოწერე (რომელიმე ლინკიდან): http://www.lfs.net/?page=downloads rutracker-იდან თუ გაქვს გადმოწერილი ეგ 2008 წლის ვერსიაა და მაგის დაყენებას აზრი არ აქვს. 0.6E გადმოწერე ოფიციალური საიტიდან და მერე გახსენი მანქანები და გზები.
  11. LFS 0.6E Unlocker and Ip patch
  12. მე დიდი მოყვარული არ ვარ ჩქაროსნული ტრასების. Nürburgring-ის გზა ჩქაროსნულია ძალიან. პრიამიკებია საკმაოდ ბევრი. ლაზერით დაასკანირებენ პირველად და ყველაზე საინტერესო ეგ იქნება AC-ში.
  13. დეველოპერების თქმით თამაშის სრული ვერსია გამოვა ამ წლის Q2-ში თუ რათქმაუნდა რამე არ შეიცვალა
  14. ყველაზე მაგარი ტრასა Trento-Bondone არის ჩემთვის და დიდი სიამოვნებით გავივლიდი რეალობაში იმედია მალე გამოვა AC-თვის
  15. Assetto Corsa - Mclaren MP4-12C GT3 ხვალ გამოვა თამაშის ახალი განახლება, სადაც შევა ახალი ავტომობილი - Mclaren MP4-12C GT3, რომელიც აღჭურვილი იქნება 3.8 ლიტრიანი V8 bi-turbo ძრავით. MP4-12C დამზადებულია FIA GT3-თვის, რომელიც ეფუძნება საგზაო ავტომობილს MP4-12C-ს. მანქანას მონაწილეიბა აქვს მიღებული ძალიან ბევრ შეჯიბრში და მათ შორის 24 საათიან რბოლაშიც.
  16. თემას განახლება უნდა, მაგრამ ჯერ თამაშის ახალ ვერსიას ველოდები და თავს ვიკავებ. უახლოეს მომავალში განვაახლებ პირველ პოსტს. თამაში გადმოწერეთ აქედან: Live For Speed 0.6E - Original (Full) გზები და მანქანები გახსენით ამ ვიდეოს მიხედვით: http://www.myvideo.ge/?video_id=2119990
  17. Топ Гир 21 сезон 2 серия на русском языке
  18. არა, LFS-ში გზები არ ემატება.
  19. DRIFT Season 2014, მრბოლელების მზადება!
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.