Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7783
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. 10 მანქანა და ერთი გზა - Nurburgring-Nordschleife 3 ვარიაცია. The Dream Pack 1 car list Alfa Romeo 4C Alfa Romeo 155 Ti V6 ‘93 Alfa Romeo GTA BMW M235i Race Car GM Corvette C7r GTE McLaren P1 McLaren F1 GTR Mercedes-Benz C9 Mercedes Benz 190E 2.5-16 EVO II Nissan GT-R NISMO 2014 GT3 The Assetto Corsa Nordschleife version will feature the legendary Nurburgring-Nordschleife circuit consisting out of three layouts. The Nurburgring-Nordschleife, Tourist and Endurance version. The Dream Pack also brings you the Bridge To Gantry mode. This A to B mode, allows you to simulate the real public track day rules of the Nurburgring Nordschleife. This section starts at the first bridge after leaving the barriers and stretches to the last gantry.
  2. თუ გახსოვს რომელი მეილით ხარ Steam-ზე დარეგისტრირებული მარტივად შეგიძლია Account-ის აღდგენა. რათქმაუნდა თამაშის ყიდვა აღარ დაგჭირდება (თვითონ გადმოწერს ბოლო ვერსიას). DLC ფასიანია: Assetto Corsa - Dream Pack 1 თუ ვერ აღადგენ ეს არის თამაშის ბოლო გატეხილი ვერსია: Assetto Corsa [Repack] [RUS/ENG/Multi3 / ENG] (2014) ( 1.1.4) (+Dream Pack DLC)
  3. Live for Speed-ის მოდელირების (Modding) ისტორია დასაწყისი (2006 წელი) ეს იყო 2006 წლის ღამე, როდესაც გავარკვიე ინფორმაცია Live for Speed-ში modding-ის შესახებ. lfsforum.net-ზე გამოჩნდა თემა, სადაც ნაჩვენები იყო Mclaren F1 მოდელის სურათები Live for Speed-ის თამაშში. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი (fake) და photoshop-ით გაკეთებული. სპეციალურად შექმნილი (custom) მანქანა Live for Speed-ში არავის უნახავს, ამავე დროს ძალიან ბევრი ყალბი სურათის რედაქტირება კეთდებოდა. ასე რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო რეალური. იმ დროს მეც მეგონა, რომ ეს იყო სიცრუე. იგივე ორი სურათი ნაჩვენები იყო თითქმის ყველგან და მე ვფიქრობდი რომ გზა გამოიყურებოდა ოდნავ ბუნდოვნად, მანქანებთან შედარებით. ვცდილობდი მომეძებნა Mclaren F1-ის გადმოსაწერი ბმული, მაგრამ ინტერნეტში უშედეგო რამოდენიმე საათის ძიების შემდეგ, თავი დავანებე ამაზე ფიქრს და უბრალოდ დავნებდი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2007 წელს, მე ვუყურებდი live for speed-ის ვიდეოებს youtube-ზე და წავაწყდი ვიდეოს, სადაც ვიღაცამ მოახერხა 3D Ferrari F40 მოდელის გადატანა Live for Speed-ში. მოგვიანებით გამოჩნდა Mazda 787b-ს ვიდეოც. მისი მეტსახელი (nickname) იყო redruM0381 (ამჟამად მისი მეტსახელია - JJ Dasher). გულახდილად რომ ვთქვა, მე არ მჯეროდა იმის რაც მან გააკეთა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი ვიდეო და არა სურათი. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სიცრუე. მე ნამდვილად მინდოდა მეტარებინა Mazda RX-7 Live for Speed-ში და ეს შეიძლება ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება რეალობად მექცია. მე გავუგზავნე პირადი შეტყობინება (private message) youtube-ზე მოდელის გადმოსაწერი ბმულის თხოვნით, მაგრამ რათქმაუნდა მას არასდროს უპასუხია. Davescz (2007) სანამ ვეძებდი redruM0381-ის მიერ გაკეთებულ უფრო მეტ მაქანას "car mods", მე წავაწყდი davescz-ის youtube-ის არხს (channel). ის იყო skoda-ს მოყვარული და მოახერხა საკუთარი საყვარელი მანქანის Skoda 130RS გადატანა Live for Speed-ში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს mod-ი იყო განსხვავებული. მას ჰქონდა ტექსტურები (textures) ! ის ასევე მუშაობდა (იმ პერიოდში) ბოლოს გამოსულ LFS-ის ვერსიაზე. როგორც ჩანდა redruM0381 მუშაობდა LFS S1-ზე, ხოლო ეს ბიჭი კი LFS S2-ზე ! მე დაუყოვნებლივ გავუგზავნე პირადი შეტყობინება და ვკითხე ჰქონდა თუ არა მას MSN. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე რეალურად მივიღე პასუხი. მან მითხრა: "არა, მე არ მაქვს msn-ს. მე ვიყენებ icq ან skype-ს". მან მომცა საკუთარი ICQ მისამართი. მე რათქმაუნდა დავამატე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ონლაინში (online). ერთ დღეს, როდესაც ონლაინში შემოვიდა, მე სიტუაცია ხელიდან არ გავუშვი და მაშინვე დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა რომ ფაქტიურად დაწერა საკუთარი LFS მანქანის რედაქტორი (Car Editor). ასევე მომცა რამოდენიმე სურათის ბმული საკუთარი ვებ გვერდიდან (http://skoda.daves.cz/). ვეკითხებოდი შეიძლებოდა თუ არა მისი რედაქტორის და მანქანის: Skoda-ს გამოცდა. ასევე ვეკითხებოდი შეეძლო თუ არა ჩემთვის Mazda RX-7-ის გადატანა Live for Speed-ში. სამწუხაროა, მაგრამ მას ერთი რამის გაკეთებაც კი არ სურდა ჩემი ჩამოთვლილიდან. ვფიქრობ ამის შესახებ... რატომ გაუგზავნით თქვენ ხელნაკეთ ავტომობილის და მანქანის იმპორტის პროგრამას ვიღაც noob-ს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ვერ გაიგებს როგორ გამოიყენოს ის ? ის გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოდიოდა და გადიოდა ICQ-დან. მან მითხრა, რომ საბოლოოდ აამუშავა დაზიანების მოდელები (collision models) საკუთარი Skoda-სთვის. მას აგრეთვე შეეძლო ფერების შეცვლა რედაქტორში, ნაწილების გადაადგილება და ა. შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან შეწყვიტა ICQ-ში შემოსვლა და მე მასთან ამის შემდეგ აღარასდროს მისაუბრია. ვფიქრობ, რომ მან შეწყვიტა mods-ების გაკეთება იმ ეტაპზე. Driftinc, *** and Driftmods (2008-2009) მე მგონია, რომ ეს იყო საუკეთესო წელი. მოულოდნელად live for speed-ის mod-ები გავრცელდა მთელ ინტერნეტ სივრცეში. იმ დროს, რეალური ჩამოტვირთვის ბმულებით ! გამოსული იყო "გაწელილი" (stretched) XFG ლიმუზინი (limousine), ასევე FXO drift-ის სპოილერით (wing/spoiler) რათქმაუნდა ამას მალე მოყვა სხვა უამრავი “vob mods”. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც mod-ები ფართო საზოგადოებისთვის გადმოსაწერად გავრცელდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ mod-ები ერთმანეთს გამოეყო სხვადასხვა მცირე საიტების და ბლოგების მეშვეობით, ამიტომ ძალიან ძნელი გახდა მათი (lfs mods) პოვნა. მე შევხვდი ბიჭს სახელად Pierre Porquier-ს, რომელიც იყო ძალიან კარგი დრიფტერი (drifter) LFS-ში. ჩვენ ვიცოდით იმ mod-ების შესახებ, რომელსაც ხალხი სულმოუთმენლად ელოდა. მე მომივიდა იდეა გამეკეთებინა ვებ გვერდი სადაც ყველა lfs-ის mod-ი ერთად იქნებოდა თავმოყრილი, ისე რომ თქვენ არ მოგიწევდათ ინტერნეტში ბევრი საათის დახარჯვა, მათ მოსაძებნად. მე მჭირდებოდა ის რადგან დამხმარებოდა, ასე რომ ჩვენ ერთად შევქმენით ახალი ვებ გვერდი. ესე შეიქმნა და დაიბადა www.driftmods.net ! ჩვენ ინტერნეტში mod-ების ძიებაში ვატარებდით მრავალ საათს. ნაპოვნ მანქანებს კი ვებ გვერდზე ვანთავსებდით: driftmods.net. იმ ეტაპზე, lfs modding ჯერ კიდევ პროფესიონალების (pro) ხელში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ისინი იყო კერძო (მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის - private). არავის შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ფართო პუბლიკისთვის გამოსული არ იყო მანქანების რედაქტორი. ყველა მიმდინარე გამოშვებული მანქანა “released mods” გაკეთებული იყო hex editor-ის მეშვეობით. მე აღმოვაჩინე ვებ გვერდი სახელად MagnoT workshop. ის ასევე აკეთებდა mod-ებს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პრობლემა მის ვებ გვერდთან დაკავშირებით. როდესაც მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ driftinc-ის ვებ გვერდზე ორჯერ, მათი account-ები იბლოკებოდა. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ DriftInc-ზე დადებული mod-ების განთავსება driftmods-ის ვებ გვერდზე. მე როგორღაც მოვახერხე MagnoT-ის MSN მისამართის (address) გაგება და დავიწყე მასთან საუბარი. მან მითხრა, რომ ის მუშაობდა LFS Car Importer-ზე ! მე მაინც ვკითხე, შემეძლო თუ არა მეცადა მისი პროგრამა. მან კი მიპასუხა, რომ ის ერთ დღეს რეალურად აპირებდა პროგრამის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის. აგრეთვე მკითხა, შემეძლო თუ არა Toyota AE86 ამოაარქივება Race Driver: Grid-ის თამაშიდან და შემდეგ მისთვის მოდელის გაგზავნა. რამოდენიმე დღის შემდეგ მან უკვე მაჩვენა Toyota AE86-ის სურათები Live for Speed-ის თამაშშიდან. მანქანა გამოიყურებოდა საოცრად, რადგან ის იყო სრულიად განსხვავებული, ვიდრე სხვა mod-ები. მანქანა იყო high poly, მას გააჩნდა მომუშავე ფარების ნათება, texture-ები და სხვა ყველაფერი. ამ მიზნით გამოჩნდა კიდევ ერთი ვებ გვერდი სახელად ***. როგორც ჩანს, მათაც ჰქონდათ იგივე იდეა, რაც ჩვენ. მათ დაიწყეს mod-ების აღება driftmods.net-დან და შემდეგ მათი განთავსება ***.com-ზე. თუმცა ეს ფაქტი ჩვენ დიდად არ გვადარდებდა. ჩვენ გაფიცვის მიზნით გავაკეთეთ იგივე, რაც მათ. ამისათვის ჩვენ უბრალოდ დავაკოპირეთ მათი ექსკლუზიური mod-ები და შემდეგ განვათავსეთ ჩვენს ვებ გვერდზე: driftmods.net ! *** - საიტის მფლობელმა (Rodrigo)-მ დამამატა მე msn-ში და დაიწყო ჩემთან საუბარი. მან მითხრა, რომ შემეწყვიტა მათი mod-ების დაკოპირება. ამავე დროს DriftInc-ის ვებ გვერდზე გამოჩნდა ახალი სიახლე. MagnoT-მა გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა რომ ის აღარ აპირებდა AE86 Mod/LFS Car Importer-ის გამოშვებას, რადგან აღმოაჩინა ვებ გვერდი, რომელიც უკვე აკოპირებდა მის mod-ებს. ის ასევე საუბრობდა driftmods-ზე. ჩვენ ნამდვილად ვიყავით ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე დავწყე MagnoT-თან საუბარი იმაზე, თუ როგორ იფიქრა რომ ისეთი ვებ გვერდი, როგორიც არის driftmods დააკოპოპებდა მის mod-ებს. ეს შემაშფოთებელია. მან არ იცოდა, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი. მე რათქმაუნდა არ მინდოდა ამის თქმა, რადგან ეს გამოიწვევდა ჩვენს შორის ბრძოლას. ის იყო ძალიან მაგარი ბიჭი და ამავდროულად DriftInc - ძალიან ძლიერი გუნდი. მათ ჰქონდათ საუეკთესო mod-ები და ზოგიერთი ნამდვილად კარგი ვიდეო. მე არ მინდოდა, რომ ის გამხდარიყო ჩემი მტერი. რამოდენიმე ხნის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ driftmods იყო ჩემი ვებ გვერდი და ისიც, რომ მე ვაკოპირებდი მის mod-ებს. როგორღაც ის მიხვდა ამ ყველაფერს და გვაპატია. მან ჩემთვის დაიწყო რამოდენიმე LFS Mod-ის სურათების ჩვენება, რომელზეც მუშაობდა. მე ვფიქრობდი, რომ მანქანა გამოიყურებოდა ნამდვილად იდეალურად. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ დავიწყეთ საუბარი LFS Car Importer-ის შესახებ და მან მითხრა, რომ აპირებდა პროგრამის გამოშვებას იმ ღამეს. ეს იყო ნამდვილად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახსნიდა სრულიად ახალ სამყაროს და საშუალებას მისცემდა ყველას გაეკეთებინათ საკუთარი Live for Speed mod-ები ! მეორე დილით მე გავიღვიძე და დავინახე, რომ MagnoT-მა გაავრცელა LFS Car Importer-ის პროგრამა. იმ დღეს აბსოლიტურად ყველამ დაიწყო mod-ების გაკეთება Live for Speed-ისთვის. რამოდენიმე ხნის შემდეგ driftmods-ის ვებ გვერდი დაზიანდა (crashed) და 1 წლის განმავლობაში გათიშული იყო. მე გავიცანი Rene (DMGarage) და შევიტყვე ინფორმაცია mod-ებზე რომელსაც ის აკეთებდა. მე ვკითხე სურდა თუ არა მას DMGarage-ის შეერთება Driftmods-თან ? რათქმაუნდა მივიღე თანხმობა და სწორედ ამიტომ ჩვენ გავერთიანდით. Driftmods.net დაბრუნდა. იმ დღიდან მოყოლებული driftmods-მა შეწყვიტა ყველა live for speed-ის შემთხვევითი მოთამაშე ბავშვების მიერ გაკეთებული mod-ების განთავსება ვებ გვერდზე. ჩვენ მხოლოდ გვსურს დავჰოსტოთ (host) საუკეთესო mod-ები, Live for Speed modding-ის ისტორიაში. არანაირი ნაგავი, მხოლოდ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის (high quality) მქონე mod-ები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. როესაც *** ფორუმი გაუქმდა, ჩვენ დავიწყეთ Live for Speed modding საზოგადოების შერჩევა. აქედან მოყოლებული საზოგადოება ვითარდებოდა (ამ სფეროში), აუმჯობესებდა მანქანების ხარისხს და ქმნიდა ძალიან დეტალიზებულ mod-ებს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს Live for Speed-ში Modding-ი იქნება მიღებული ოფიციალური LFS-ის საზოგადოების მიერ (lfs.net/lfsforum.net). ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თამაშის დეველოპერებზე (devs). თუ ისინი ხელს შეუწყობენ modding-ს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ არსებული საზოგადოება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წაიწევს, ხოლო ხალხი კი კვლავ გააგრძელებს გართობას mod-ებით. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად იმუშავებენ mod-ების გაკეთებაზე და გააგრძელებენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებას - 3D მოდელირებაში. თუ თამაშის დეველოპერები თავს დააღწევენ modding-ის მხარდაჭერას შემდგომი პატჩის გამოშვებით, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი აქ დასრულდება. - Endless www.driftmods.net
  4. Type-X

    RIDE (2015)

    გუშინ ვითამაშე და ერთადერთი რაც ამ თამაშს აკლია ეს აშკარად ამინდის ცვალებადობაა. გარდა ამისა საშინელი ოპტიმიზაცია აქვს და ბაგებით გამოტენილია. სეივებს ვერ ტვირთავს ან საერთოდ არ იმახსოვრებს. 64bit ვერსიის ჩართვის დროს კი კლავიატურის არცერთი ღილაკი აღარ მუშაობს. დანარჩენი იგივეა რაც MotoGP-ის სერიებში. არაფერი ახალი და განსხვავებული. არც მომავალი MotoGP™15 იქნება ისეთი როგორსაც ვიდეოში აჩვენებენ.
  5. Spintires [Repack] [RUS|Multi18] (2014) (v.1.0 Build (19/03/15 v3) ბოლო განახლება: Build (19/03/15 v3) - Default Public Build (Stable) update
  6. თემა ჩასასწორებელია და როცა მოვრჩები აქაც დავწერ ინფორმაციას. მანამდე აქ ნახეთ: Assetto Corsa, Your racing simulator
  7. როგორც იქნა მოვრჩი ამ სტატიის თარგმნას და გასწორებას. იმედია ვინმეს გამოადგება :confused: მანქანის პარამეტრების დაკონფიგურება სახელმძღვანელო დამწყებებისთვის - Beginners Guide Setup-ის გაკეთების ან შეცვლის მთავარი მიზანია მანქანისგან მივიღოთ მაქსიმალური შესაძლებლობები (performance) და ამავდროულად შევინარჩუნოთ მაღალი დონის მართვა. Understeer და oversteer განმარტებები: Understeer - თუ მანქანა არ რეაგირებს საჭის მობრუნების დროს და მოსახვევში შესვლისას საჭე ძალიან გარბის კუთხეებში, მაშინ ეს არის Understeer. მოცემული სიტუაცია გამოწვეულია წინა საბურავების ნაკლები მოჭიდებით. კომპენსაციისთვის, მძღოლს შეუძლია ნაკლებად მოუხვიოს საჭე, რადგან არ გადააჭარბოს წინა საბურავების მოჭიდების ზღვარს (traction limit). საუკეთესო მაგალითი: საინტერესო სტატია: Understeer Oversteer - Oversteer არის სიტუაცია, რომლის დროსაც მანქანის უკანა მხარე აღარ ექვემდებარება კონტროს ან "კარგავს" მას. ეს გამოწვეულია უკანა საბურავების მოჭიდების ნაკლებობით. მძღოლს შეუძლია კომპენსაცია მოხდინოს counter steering-ის მეშვეობით და საჭე აიღოს მოსახვევის საპირისპირო მიმართულებით ან (თუ მანქანა არის მხოლოდ უკანა ან ოთხივე წამყვანი თვლით) შეამციროს აქსელერაცია (reduce throttle input). საინტერესო სტატია: Oversteer ეს მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მოხდეს როგორც 1 წრის განმავლობაში ასევე უბრალო გარკვეულ სიტუაციებშიც. არსებობს რამოდენიმე პარამეტრი რომელიც შეიძლება შესწორებული იყოს მანქანის setup-ში. მოცემული გზა დაგეხმარებათ აღმოფხვრათ მსგავსი მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საშუალებას მისცემს მძღოლს მანქანისგან მიიღოს უფრო მეტი სიჩქარის პოტენციალი გზაზე. Richard Hammond-ის მარტივი ახსნა :shades: ესეც LFS-ის მაგალითზე: სხვა გამოსადეგი ბმულები ამ საკითხთან დაკავშირებით: Controlling understeer and oversteer Driving Tips Number #3 Understeer & Oversteer MUSTANG OVERSTEER & UNDERSTEER EXPLAINED What is understeering and oversteering ? მანქანის პარამეტრების (setup) შექმნა ნულიდან ამ სახელმძღვანელოში საუბარია მანქანის პარამეტრების გასწორებაზე - Live for Speed-ის სქემებისთვის (layout). არ არის კარგი იდეა თავიდან ბოლომდე იმუშაოთ თითოეულ პარამეტრზე თანმიმდევრობით, რადგან თითოეულმა შეიძლება გავლენა მოახდიონს შემდეგზე. როდესაც თქვენ კომფორტულად შემნით პარამეტრებს მანქანისთვის, შემდეგ შეგეძლებათ ისწავლოთ თუ რომელი პარამეტრი ახდენს ეფექტს სხვაზე. მუხრუჭები - Brakes Maximum per wheel - ეს პარამეტრი არეგულირებს დამუხრუჭების ძალას. ოპტიმალური მნიშვნელობის მოსაძებნად მუხრუჭები უნდა შემოწმდეს სწორ გზაზე მაღალი სიჩქარის განვითარებით და შემდეგ მისი მკვეთრად დაგდებით დაბალ სიჩქარიან მოსახვევში. მაგ. როგორიცაა hairpin. დაარეგულირეთ ეს პარამეტრი ისე, რომ თქვენ იპოვოთ ის წერტილი სადაც საბურავები არ დაიბლოკება და არ შეწყვეტს ბრუნვას ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში. Brake balance - დამუხრუჭების ძალის ფარდობითი წილი წინა და უკანა ბორბლებს შორის. მოცემული პარამეტრი მიზნად ისახავს ბალანსს, რაც დამუხრუჭებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს კი თავიდან გვაცილებს საბურავების დაბლოკვას და მანქანის არასტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას. ABS - Anti-lock braking system ვიდეოები: LFS-ის მაგალითზე: სავალი ნაწილები - Suspension ვიდეოები: Ride height - მანძილი მანქანის შასის (chassis) და გზას შორის. შეეცადეთ მანქანის კლირენსი მაქსიმალურად მიაახლოვოთ გზის საფართან, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ მოხდეს მათი ერთმანეთთან კონტაქტი ან საბურავების "კრილოსთან" (ფრთასთან) მოდება "bottoming out". თუ მანქანა ეხება გზის საფარს, მძღოლმა შეიძლება მომენტალურად დაკარგოს მოხვევის უნარი. Stiffness - ზოგადად რბილი (softer) სავალი ნაწილი უზრუნველყოფს მეტ მოჭიდებას, მაგრამ მხოლოდ რეაგირების ხარჯზე. Setup-ის ნებისმიერი ელემენტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ცადეთ იპოვოთ ბალანსი. იმისათვის რომ გქონდეთ უფრო მეტი oversteer-ი, მაშინ გამოიყენეთ რბილი პარამეტრები წინ და უფრო უხეში (stiffer) უკან ან პირიქით. Bump damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ სურს (reluctant) სავალ ნაწილს სწრაფად შეკუმშვა (compress). ბიძგები (Damping) ზოგადად უზრუნველყოფს საწინააღმდეგო ძალას (opposing force) ნებისმიერი სავალი ნაწილის მოძრაობის დროს. Rebound damping - რაც უფრო მაღალია პარამეტრი, მით უფრო არ ცდილობს (reluctant) სავალი ნაწილი სწრაფად ამოსვლას (დაბრუნებას საწყის პოზიციაში - rebound). Anti roll - მაღალი anti roll ამცირებს მანქანის გადახრის ან მოსახვევში დახრის ტენდენციას რეაგირების ხარჯზე. ერთი სიტყვით აქ მთავარია - ბალანსი. ზოგადად საუკეთესო შემთხვევაა: მაღალი anti roll, ხანგრძლივ და მაღალ სიჩქარიან მოსახვევებში, ხოლო დაბალი anti roll, ხანმოკლე და დაბალ სიჩქარიან მოსახვევებში. ვიდეოები: მოხვევა - Steering Maximum lock - წინა საბურავების მაქსიმალური მოხვევის კუთხე, სადამდეც ბრუნავს საბურავი. მოცემული პარამეტრი აღინიშნება გრადუსებით (degrees). ვიდეოები: Parallel steer - 100 % მნიშვნელობა ნიშნავს, რომ წინა ბორბლები რჩება ერთმანეთთან შესანიშნავ დამოკიდებულებაში - საჭის მექანიზმთან ერთად. მნიშვნელობა 0 % ნიშნავს, რომ შიგნით (inside) მდებარე წინა საბურავი უხვევს უფრო მეტად, ვიდრე გარე (outer) საბურავი. ეს ჩვეულებრივ გვაძლევს უკეთეს შედეგს და უფრო მგრძნობიარე (responsive) მოხვევას. Caster - მოცემული პარამეტრი გავლენას ახდენს camber-ის რაოდენობაზე, რომელიც დაემატა საჭის input-ს წინა თვლებზე. მეტი caster ასევე იძლევა უფრო სტაბილურ უკუკავშირს (feedback) საჭის მეშვეობით. ვიდეოები: სტატიები: WHEEL ALIGNMENT EXPLAINED Camber, Caster, and Toe The Caster Angle Effect Caster Angle Basics Caster And Camber Tech Castor or Caster angle Caster and Camber – by Peter Winton Toe in - დადებითი toe in ზრდის სტაბილურობას, მაგრამ ამცირებს მანქანის მოხვევის შესაძლებლობას მოსახვევში. უარყოფითი toe in-ს გააჩნია საპირისპირო ეფექტი. ვიდეოები: დამატებითი ინფორმაცია: Toe (automotive) Wheel Toe-In and Toe-Out Theory What Is Toe, And Why Should You Use It ? Toe-out and Handling წამყვანი თვლები - Final Drive Differential - არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა სახის დიფერენციალი. ჩაკეტილი, ღია, გადაბმულობის ტიპი (შეზღუდული მოცურების დიფერენციალი - LSD - Limited Slip Differential) და ბლანტი LSD. ვიდეოები: Locked differential - წამყვანი ბორბლები ნებისმიერ დროს ბრუნავს ერთი და იმავე სიჩქარით. ზოგადად ეს იძლევა 100 %-იან სიმძლავრეს გზაზე, მაგრამ გააჩნია ხარვეზები. კონკრეტულად კი მოსახვევში შესვლის დროს (lift off) understeer, და მოსახვევიდან გამოსვლის დროს (power on) oversteer. დაბლოკილი დიფერენციალი (locked diff) იდეალურია მხოლოდ drag racing-ისთვის, რადგან წამყვან თვლებს მიაწოდებს მაქსიმალურ სიმძლავრეს სწორ გზაზე. Open differential - თითოეული საბურავი თავისუფლად ბრუნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ზოგადად ეს გვაძლევს მოსახვევში შესვლის დროს oversteer-ს და მოსახვევიდან გამოსვლისას understeer-ს. ვიდეოები: Clutch pack LSD - power პარამეტრი აკონტროლებს რამდენი დაბლოკვის პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ცხენის ძალა გადაეცემა ძრავიდან წამყვან თვლებს. Coast პარამეტრი აკონტროლებს რამდენი პროცენტი გამოიყენოს მაშინ, როდესაც ძრავი დაუტვირთავ რეჟიმში იმყოფება (მასზე დატვირთვა შემცირებულია - იგულისხმება ძრავის ბრუნვის შემცირება - decelerating). Preload განსაზრვრავს ორ საბურავს შორის მინიმალური ბრუნვის (torque) სხვაობას, რაც აუცილებელია მათთვის რადგან იბრუნონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მაღალი მნიშვნელობა ისეთი როგორიცაა 800 Nm, შესაბამისად ხდის მანქანის ქცევას ისეთს თითქოს უმეტეს შემთხვევაში ის არის ჩაკეტილი დიფერენციალი. Viscous LSD - რაც უფრო მეტია მოცემული პარამეტრი, მით უფრო ძლიერი დამოკიდებულებაა წამყვან თვლებს შორის. Gear ratios - გადაცემა (ამძრავი - Gearing) ყოველთვის იქნება კომპრომისული, ამიტომ overall ratio მიზანია მოგვცეს საუკეთესო აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე. ვიდეო: Final drive ratio - ეს პარამეტრი არეგულირებს საერთო თანაფარდობით (overall ratio) ყველა გადაცემას ერთად. ამ პარამეტრის შემცირების შემთხვევაში ყველა გადაცემა გახდება "taller" ან გრძელი (longer). საბურავები - Tyres Tyre type - ამჟამად LFS-ის შემქმნელს არ შეუცვლია საბურავის performance-ი. თუმცა არის რამოდენიმე გასათვალისწიენბელი ფაქტორი slick საბურავებთან მიმართებაში. R1 ეს არის softest ნაერთი და R4 კი არის hardest ნაერთი. რბილი ნაერთი იძლევა მეტ მოჭიდებას გაცვეთისა და გადახურების ხარჯზე. ძლიერი ნაერთის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ხდება საპირისპიროდ. ზოგადად, ძლიერი (harder) საბურავები გამოიყენება გამძლეობით შეჯიბრებებში, ხოლო რბილი საბურავები კი საუკეთესო დროის დასაფიქსირებლად ან საკვალიფიკაციოდ. ვიდეოები: Pressure - საბურავში წნევის გაზრდა ოდნავ შეამცირებს საერთო მოჭიდებას (overall grip) და ასევე ოდნავ შეამცირებს საბურავების ზედმეტად გადახურების (overheat) ტენდენციას. Camber - მანქანასთან მიმართებაში საბურავების დახრის კუთხე. უარყოფითი camber აბრუნებს საბურავებს შასის ზედა მიმართულებით. დადებითი camber აბრუნებს ბორბალს შასის ზედა მიმართულებისგან დაშორებით. თუ თქვენი საბურავები გადახურდება შიგნითა (inside) მხარეს, მაშინ გაზარდეთ camber დადებითი მიმართულებით. თუ საბურავი გადახურდება გარეთა მხრიდან (outside), მაშინ შეამცირეთ camber უარყოფითი მიმართულებით. ვიდეოები: აეროდინამიკა - Downforce ვიდეოები: Wing angle - Downforce ახდენს ჰაერის მანიპულირებას რომელიც მიედინება მანქანის ზემოთ, რადგან მიაღწიოს უფრო მეტ მოჭიდებას. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მიდიხართ, უფრო მეტი downforce შეცვლის მანქანის მართვას რადგან ჰაერი სწრაფად მიედინება მანქანის ზემოთ და გამოიმუშავებს უფრო მეტ downforce-სს. რაც უფრო მაღალია ფრთის კუთხე (wing angle) მით უფრო მეტი downforce-ს გამოიმუშავდება. Downforce მაქსიმალურ სიჩქარეზე გააჩნია უარყოფითი ეფექტი, ასე რომ ჩვენი მიზანი არის ოპტიმალური შუალედის მოძებნა მოჭიდებასა და სიჩქარეს შორის. ვიდეო: ზოგადი რჩევები - General Tips გააკეთეთ რამოდენიმე ექსპერიმენტი, ცადეთ ექსტრემალური პარამეტრები და ნახეთ როგორ შეცვლიან ისინი მანქანის კონტროლს. მანქანის კონფიგურაციის შექმნის დროს არსებობს 2 მნიშვნელოვანი სიტყვა "კომპრომისი" და "ბალანსი". შეუძლებელია სრულყოფის მიღება, რადგან ყველაფერი კომპრომისზეა დამოკიდებული. თუმცა დღეს საუკეთესო ბალანსი გაიმარჯვებს. საინტერესო ვიდეოები: Setup-ის დასახელებასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია: 1) გრძელი setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZ50 GTR_" და შემდეგ setup-ის სახელი. 2) მოკლე setup-ის დასახელების მაგალითს წარმოადგენს: "FZR_" და შემდეგ setup-ის სახელი. გისურვებთ წარმატებას ! ეს სტატია ინგლისური ენიდან ქართულად თარგმნილია sti228-ის მიერ. სტატიაში შეტანილია კორექტირება და დამატებულია ძალიან ბევრი გამოსადეგი: ინფორმაცია, სურათები და ვიდეოები. ორიგინალი სტატიის ბმული: Setup Development ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო "რიმეიკი" რაც კი ოდესმე გაკეთებულა LFS-ში. ვიდეოს ავტორი: Vano Paniashvili მოცემულ ვიდეოს გამოეხმაურა Will Roegge: ANIMAL STYLE – PARKING LOT PARODY Westhill-ის გზის პირველი წარდგენა გამარჯობათ მრბოლელებო, ჩვენ ვფიქრობდით გვეჩვენებინა ხანმოკლე ვიდეო მასალა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მომავალი გადაკეთებული გზის - Westhill Circuit სარბოლო გარემო. გზა რადიკალურად შეიცვალა - თქვენ მოგიწევთ ძალიან კარგი დაკვირვება, რადგან ამოიცნოთ. ის აღჭურვილა გრძელი გზებით, უფრო მეტი კონფიგურაციით და რამოდენიმე სასიამოვნო სურპრიზით ! თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო წარდგენა: ისიამოვნეთ ! ახალი ბეტა პატჩი: განახლებული Westhill-ის გზა გამარჯობათ მრბოლელებო, დღეს დილით ჩვენ გაჩვენეთ პატარა ვიდეო წარდგენა, სადაც ნაჩვენები იყო Westhill-ის განახლებული სარბოლო გზის გარემო. ჩვენ ეხლა გამოუშვით ახალი სატესტო (beta) პატჩი, ასე რომ შეგიძლიათ თავად შეხედოთ განახლებულ გზას. ეს ჯერ არ არის საბოლოო ვერსია - ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ თუ თამაშის დროს შეგხვდებათ რამოდენიმე შეცდომა (bugs). თუ თქვენ გადაწყვიტეთ ცადოთ სატესტო პატჩი და შეგხვდათ რომელიმე bug-ი, გთხოვთ შეგვატყობინოთ ამის შესახებ მოცემულ თემაში. ამ ბმულიდან თქვენ ასევე შეძლებთ პატჩის ჩამოტვირთვას: რედაქტირება - რამოდენიმე თამაშის შეცდომა დაფიქსირდა და უკვე ხელმისაწვდომია ახალი პატჩი: TEST PATCH 0.6G18 - New Westhill Circuit ეს სატესტო პატჩი თავისთავად შეუთავსებელია თქვენს LFS-ის ვერსიასთან. თუ აპირებთ შეუერთდეთ არსებულ სერვერებს, თქვენ უნდა გადააწეროთ მოცემული სატესტო პატჩი LFS-ის ფოლდერს, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დააკოპირეთ ორიგინალი LFS-ის ფოლდერი ისე რომ გქონდეთ 2 ცალი თამაშის ვერსია. კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ რომ ეს არის სატესტო პატჩი. მისი გამოყენება პირად რისკთანაა დაკავშირებული ! ვიდეო შედარება - ძველი და ახალი გზა: ორიგინალი პოსტები ოფ. გვერდზე: A first look at the rebuilt Westhill Circuit New beta patch : updated Westhill Circuit
  8. ეგ დამატებითი პროგრამაა და არა თამაშის ახალი ვერსია: LFSLazy Test Patch G2 is available for testing. It is fully compatible and therefore Westhill is not included. It does have much better support for open configs and much better hidden object removal on all configs. You should not see too much of objects popping into and out of view at the wrong time. დღეს LFS-ის ახალი სატესტო პატჩი გამოვიდა: TEST PATCH 0.6G2 (Open Configuration Support)
  9. შეგიძია სხვა ფოლდერში გაუშვა საინსტალაციო და ნახო რა ფოლდერებს ქმნის. rfm ფაილი არის მთავარი ჩამრთველი და თუ არ ჩაირთვება თამაში შეგიძლია ამოშალო F1-ის rfm ფაილი. წესით მერე უნდა ჩაირთოს.
  10. BeamNG.drive [RePack] [RUS / ENG] (2015) (0.3.7.6)
  11. კი, რათქმაუნდა შეგიძლია დააყენო.
  12. საინტერესო ვიდეოებია, გირჩევთ ნახოთ https://www.youtube.com/watch?v=aTIqQQSER-Q
  13. rFactor Pro - Track Footage Videos ეს ადრე არ მინახავს
  14. მეგონა არასდროს იქნებოდა ძალიან ლაგავს, მაგრამ მაინც საინტერესო წამოწყებაა: Multiplayer
  15. Get Google Earth PRO for Free
  16. პირველი პოსტი ვინმემ ისე ჩაასწორეთ ვიდეოებიც რომ გამოჩნდეს:
  17. სანამ დავიწყებთ თამაშის ძირითადი მახასიათებლების გაცნობას, მანამდე მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს Live for Speed-ი ძალიან ბევრ დამწყებ მოთამაშეს უჩნდება შეკითხვა - რა არის LFS ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ რამოდენიმე აბზაცში შეიტყობთ, მაგრამ თამაშის უფრო დაწვრილებითი განხილვა ამის შემდეგ დაიწყება. აღმოაჩინეთ სარბოლო სიმულატორის (racing simulation) რეალიზმი, Live for Speed-თან ერთად. ძირითადი უპირატესობები: ინტენსიური რბოლა ონლაინ რეჟიმში რეალისტური მანქანის ფიზიკა დიდი თანამეგობრობა Live for Speed-ეს არის ონლაინ რეისის სიმულატორი (Online Racing Simulator) Live for Speed გახლავთ სერიოზული სარბოლო სიმულატორი (racing simulator). აქ არ არის არკადული რეჟიმები (arcade modes), არც მოხვევის დამხმარე საშუალებები (no steering aids) - თქვენ უბრალოდ უნდა მართოდ ავტომობილი. ძალები გავლენას ახდენს მანქანის მოძრაობაზე რომელიც სიმულირდება ინდივიდუალურად თითოეულ საბურავზე. ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ კომპიუტერული საჭე, მაგრამ თუ ის არ გაქვთ მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ კლავიატურით ან მაუსით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ საჭე, პედლები და გადაცემათა კოლოფი გთავაზობთ უფრო მეტ სიზუსტეს ავტომობილის მართვის დროს და ნებისმიერ ავტო სიმულატორში მისი ქონდა სასურველია. ძალის უკუკავშირი (force feedback) იგზავნება კომპიუტერულ საჭეში, რომელიც გამოითველბა პირდაპირ და არა რაიმე ეფექტების საშუალებით. ეს გაძლევთ საშუალებას იგრძნოთ თუ რა ხდება საბურავისა და გზის საფარის ერთმანეთთან შეხების დროს. როდესაც თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი სიჩქარე და უხლოვდებით მოსახვევს, მაშინ უნდა დაამუხრუჭოთ საკმაოდ მკვეთრად, რადგან არ მოგიწიოთ გზის ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც არ გინდათ რომ იყოთ ! ამის სასწავლად თქვენ მოგიწევთ მოსახვევის არაერთხელ გავლა, რადგან ისწავლოთ მისი სწორად და სწრაფად შესვლა. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ იცით. თქვენ შეგიძლიათ იაროთ მარტო, მხოლოდ დროის წინააღმდეგ ან შეეჯიბროთ ბოტ მძღოლებს (AI drivers). ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი რეალურ გართობას პოულობს online-ში რეალურ ადამიანებთან რბოლის დროს ან multiplayer-ის რეჟიმში. LFS ამის გაკეთების საშუალებას ძალიან მარტივად იძლევა. უბრალოდ დააჭირეთ "List of Hosts", აირჩიეთ სერვერი რომელიც გამოიყურება საინტერესოდ და მაშინვე შეუერთდით მას. ბევრ სერვერზე ხდება საკმაოდ მოკლე რბოლა, რომელიც რამოდენიმე წრის გავლის შემდეგ მთავრდება, ასე რომ ჩვეულებრივ ძალიან დიდი დრო არ გჭირდებათ გადატვირთვის (საუბარია რბოლის თავიდან დაწყებაზე - Restart) დალოდებამდე. უმეტესი ღია სერვერი საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ მას შუა რეისის დროს (mid-race). უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენ იმყოფებით იმ გზიდან მოშორებით, სადაც მიმდინარეობს რბოლა და ხელს არ შეუშლით იმ ხალხს, რომლებმაც უკვე დაიწყეს შეჯიბრი იქამდე, სანამ თქვენ მას შეუერთდებოდით ! ასევე არსებობს უამრავი ონლაინ სარბოლო ლიგები (racing leagues), სადაც თქვენ შეგიძიათ მიიღოთ მონაწილეობა თუ რათქმაუნდა ეძებთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაგიწევთ. სერიოზული სიმულატორი აშკარად მოითხოვს ძალიან კარგ ფიზიკის სიმულაციას, რადგან მოგანიჭოთ ისეთი გართობისა და მღელვარების შეგრძნება, როგორიცაა რეალურ ცხოვრებაში. ეს ხდება ყველა ასპექტის გათვალისწინებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია რბოლისთვის. Live for Speed იმყოფება მუდმივი განვითარების პროცესში. S2 ეს არის მეორე საფეხური და ჩვენი ხედვის დასრულებული პროდუქტი. ის უკვე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა რეალური რბოლის სიმულაცია. რაც თავისმხრივ მოიცავს მრავალ ასპექტს - სრულყოფილი setup-ის შექმნის შესაძლებლობას, საწვავის გამოყენებას, საბურავის ცვეთას, შეჯახების დროს დაზიანებას, სხვადასხვა სახის ზედაპირის არსებობას, საინტერესო სარბოლო გარემოს, სხვადასხვა მანქანის კლასს და ა. შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო რადგან ივარჯიშოთ, დაიმახსოვროთ და ისწავლოთ გზების მოსახვევები და მათი ტრაექტორია. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ pitstop-ს. გაარკვიეთ რამდენ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა ერთ წრის განმავლობაში, როგორ მოქმედებს საბურავები სხვადასხვა გზაზე და საფარზე. რათქმაუნდა თქვენი მანქანის პარამეტრებიდან (setup) და მართვის სტილიდან გამომდინარე. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Live for Speed-ის თამაში, ოფიციალური ვებ-გვერდიდან: download page. დასაწყისში, პროგრამა მოქმედებს როგორც demo ვერსია, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ 3 ავტომობილი და 1 გზა. იმისთვის, რომ გახსნათ თამაშის დამატებითი მანქანები და გზები (content), ამისათვის საჭიროა შეიძინოთ ლიცენზიის განახლება. S1 ან S2 ლიცენზია (license). ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის, ასევე მათი შეძენაც შესაძლებელია თამაშის მაღაზიის ოფიციალურ გვერდზე - shop page. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ ინფორმაცია Live for Speed-ის შესახებ, მაშინ გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს: ინფორმაცია ინგლისურად: Live for Speed - ENG ინფორმაცია რუსულად: Live for Speed - RUS Live for Speed (LFS) ეს არის სარბოლო სიმულატორი (racing simulator), რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა. მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-თამაშის ძრავი), Eric Bailey (გზები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (სიმღერა, ვებ-გვერდი, რეალიზაცია). Scawen Roberts, Eric Bailey-ორივე წარმოშობით-დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen (ნიდერლანდია). მათი ძირითადი მიზანია, რომ მოთამაშემ შეიძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში - (multiplayer), რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ (single player-ის) რბოლებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ. მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო გზის დრო (იგივე hotlap), რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (დაფიქსირდეს) lfsworld.net-ზე hotlap-ის რეჟიმში. გარდა ამისა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადების გაკვეთილები ‘training’ რეჟიმში. LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით. თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ (unlocking) ყველა მახასიათებლის გახსნა (მანქანების და გზების) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას. ლიცენზიის შეძენის გარეშე, ის ფუნქციონირებს ისე როგორც შეზღუდული დემო ვერსია (feature-limited demo). Demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი გზის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი. მანქანები: XRG, XFG, FBM. გზა: Blackwood GP. Releases (რეალიზები) თამაში განკუთვნილია და დაყოფილია 3 ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 6 წელიწადია-2008 წლიდან მოყოლებული). ყოველ შემდგომ ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში, როგორიცაა ფიზიკის მოდელი, გრაფიკა და ხმა. ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც. ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და გზების მეშვეობით, ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რაოდენობის დაკავშირება სერვერთან. LFS S2-ის მთლიანი კომერციული სამუშაო (alpha ვერსა) დასრულდა 2005 წლის, 24 ივნისს. უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 2014 წლის, 27 სექტემბერს. S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები. Simulation (სიმულაცია) ამ ყველაფერთან ერთად, თამაშს გააჩნია ძალიან კარგი ფიზიკის მქონე სათამაშო ძრავი (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციით, მანქანის სავალი ნაწილებით (Suspension), აეროდინამიკით, drivetrain-ით, გადაცემათა კოლოფის რამოდენიმე სახეობა, კონუსის გადახურებით, მანქანის დაზიანებით (body damage) და ძრავის მწყობრიდან გამოყვანით. საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით, დინამიური დაბინძურებით, ეგრედწოდებული flat spot-ებით, ცხელი წერტილებით (hot spots), გზის საფარზე ნაკვალევის დატოვებით და საბურავის კედლის დეფორმირებით. სიმულატორი მხარს უჭერს 3D მოწყობილობებს (3D devices), მათ შორის 3D ტელევიზორებს (3D TV), მიკროფონებს, პროექტორებს და Oculus Rift-ს (როგორც DK1-ს, ასევე DK2-ს, დაწყებული 0.6F ვერსიიდან და დამთავრებული 0.6G-ით). Gameplay (სათამაშო სიუჟეტი) LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels), მაუსებს, კლავიატურებს, ჯოისტიკებს და Game pad-ს - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის). რეისი ან უნდა დასრულდეს რამოდენიმე წრის შემდეგ ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო, რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე. თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა, საბურავების გამოცვლა გარაჟში, შუა რბოლის დროს (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება. ბოქსების შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარეა 80 km/h (50 mph) ფარგლებში. ლიმიტის გადაცილების შემდეგ ძალაში შევა ჯარიმები, რომელიც მსგავსია იმასთან რაც ჩანს რეალურ ავტოსპორტში. სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ხდება შეჩერება და წასვლა ან საჯარიმო ქულების მიღება. სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რბოლის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი ან საკვალიფიკაციო პერიოში მიღებული შედეგი, რომელიც დაფიქსირებულია რბოლის დაწყებამდე. სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში. ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მახასიათებლების გაცნობაში. გაკვეთილები მოიცავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მოხვევა, მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი. რეისერმა რომ ჩააბაროს ეს გამოცდა, ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, რათქმაუნდა დასახული მიზნების სწორად შესრულებით. გაკვეთილები განლაგებულია ნაკრებად. ყველა მანქანა დაკავშირებულია შემდეგთან და თანმიმდევრობა დალაგებულია - ნელიდან-სწრაფამდე. თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორად, რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე, თუმცა მათი დასრულების შემდეგ, არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები, რადგან ისინი ისე რჩება, როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში. Cars (მანქანები) S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია, გთავაზობთ სულ 20 სხვადასხვა კლასის ავტომობილს. ისინი მერყეობენ დამწყები, მეგობრული მოდელებიდან უფრო რთულად დაკომპლექტებულამდე, რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას, ვიდერე მისი წინამორბედები. არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები, დაწყებული 100 HP (ცხენისძალიდან) და დამთავრებული 700 hp-მდე. თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები, როგორებიცაა GT DTM-ის მსგავსი სარბოლო მანქანები და ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო ავტომობილები. მიუხედავად იმისა, რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირითადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს, მას ასევე გააჩნია 5 ოფიციალურად ლიცენზირებული რეალური ავტომობილი. BMW Sauber F1.06 Formula BMW McGill University-ს Formula SAE (in conjunction with McGill Racing Team) Valmet RaceAbout '2003 Sports car რომელიც დაპროექტებულია Helsinki Polytechnic Stadia-ს მიერ Volkswagen Scirocco (გამოცხადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოსული) დეველოპერების ვიდეო, სადაც ნაჩვენებია კადრები თუ როგორ ხდება Formula BMW-ზე მუშაობა: Tracks (გზები) LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი გზის ტერიტორია, მათ შორის ერთი დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე, ხოლო კიდევ ერთი კი იამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings). შემდეგი გზა - კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan). თითოეულს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (drive in reversed). მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი rallycross ტიპის გზა. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts), კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) გამოყენებით. ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა, რადგან მოთამაშემ შექმნას მსგავსი გზის მონახაზები. Intel Racing Tour and V1 Championship LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში, რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში, 2007 წელს. ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში. LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან, რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში. V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე. წ. V1 Championship Limited, რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რბოლის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent). LFS გამოყენებული იქნა, როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი, სანამ ისინი ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე. თუ მათ წარმატებით გაიარეს (V1 Championship), გამორჩეული კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს, ამის შემდეგ LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მის მოდელირებაში (აგრეთვე - მანქანის თამაშში გადასატანდ). შესაძლებელია თამაშს დაემატოს გზა Rockingham Motor Speedway, V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და სწორედ ეს გზა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად. Rockingham Motor Speedway Rockingham Motor Speedway Track Map ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, ლაზერით დასკანირებული Rockingham-ის გზა: Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს) LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ, რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ თამაშში Leipzig Games Convention 2008 წელს. კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს ავტომობილს. Scirocco-ს დასრულება Live for Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბრამდე. თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მოულოდნელი შეცდომების გამო. ხოლო მათ მიერ გამოშვებული უკანასკნელი patch-ი და თავად Scirocco, აიძულებენ LFS-ის გუნდს რომ გადაამუშაონ სავალი ნაწიელბის სისტემა და საბურავების ფიზიკა. დეველოპერების ვიდეო - VW Scirocco-ს დაწვრილებითი მიმოხილვა: LFSWorld LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი, რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების ვებ-გვერდი და მონაცემთა ბაზა, skin-ების მხარდაჭერით online რეჟიმში. თითოეული მრბოლელის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედეგიც. სადაც შედის: - დრო, წრეების რაოდენობა, თქვენს მიერ ავტომობილით გავლილი მანძილი და ასევე დათვლილია და ნაჩვენებია თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი. მოთამაშეებს შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები. მონაცემთა ბაზა ასევე შედის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბეული გუნდები. გარდა ამისა, არის ოფიციალური წრის მსოფლიო რეკორდი (official world record lap) და დროის ცხრილი, სადაც რეისერებს შეძლებათ ატვირთონ საკუთარი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps), რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და გზას. მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე, საიდანაც ისინი შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება, თუ ეს თამაშის დროს დაჭირდება სხვა მოთამაშეებს. Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები) PC Gameworld’s 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1-მა გამოიწვია 89 % შეფასების გაცემა და განაცხადა, რომ: LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი, რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს (“A very strong simulation that offers fun and a high level of realism”). Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რბოლის სიმულატორი, რაც კი ოდესმე გამოსულა (“the best PC racing simulator ever”). Pelit magazine’s 2004 წლის მიმოხილვა LFS’ S1-ის გავრცელება. Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: (“Saloon cars and meticulous simulation. Absolute cream of the crop”). Bytesector.com’s 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება; განაცხადა, რომ: (“Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I’ve ever played”). 2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS-ს გადასცა საუკეთესო სიმულატორის (“Best simulation”) ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველებს ხმის მიცემის უფლება მისცა, რადგან LFS-ს მიეღო შემდეგი ჯილოდები. BHM “Game of the year” award BHM “Best multiplayer” award BHM “Best physics” award თამაშის სქრინები: ვიდეოები: https://www.youtube.com/watch?v=VNKfipLHtP4 ალბათ ყველამ იცით, რომ ავტო სიმულატორები საკამოდ იშვიათად გამოდის, რადგან მსგავსი თამაშები საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ისეთი თამაშის შექმნა როგორიც არის LFS საჭიროებს: ჯოჯეხეთურად დიდ დროს, თავდაუზოგავ შრომას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს, რაც სიმულატორების შემქმნელებს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ მოთამაშებს გვიწევს დიდხანს ლოდინი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი ამად ღირს ბევრს არ ვისაუბრებ და გეტყვით, რომ დღეს თამაშის ბოლო ვერსია არის Live for Speed - 0.6G, რომელიც გამოვიადა 2014 წლის, 27 სექტემბერს. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ თამაშის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაცია თამაშზე: დასახელება: Live for Speed 0.6G გამოსვლის წელი: 2014 (27 სექტემბერი) ჟანრი: Racing/Simulator შემქმნელი: LFS Studio ენა: ინგლისური + მრავალენოვანი პლატფორმა: PC მინიმალური სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, Windows 7/8/8.1 პროცესორი: Pentium 4 ოპერატიული: 512 მბ ვიდეო დაფა: 256/512 მბ თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ ინფორმაცია თამაშის ბოლო ვერსიის შესახებ (0.6G): ძვირფასო მრბოლელებო, თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Live for Speed-ის ახალი განახლება, რომელიც შეცავს გრაფიკულ გაუმჯობესებებს და Oculus Rift DK2-ის მხარდაჭერას. ძირითადი ვიზუალური გაუმჯობესება დაკავშირებულია ობიექტების გამჭვირვალობასთან, როგორიცაა ხეები და მოაჯირები. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ შევძელით საკმაოდ გაგვეუმჯობესებინა მათი გამოჩენა (appearance) რაც ახალი ხატვის სტილის გამოყენებით მოხდა (new drawing style). ჩვენ ასევე დავხატეთ მანქანები უფრო ეფექტური მეთოდის გამოყენებით, რომელიც თამაშის დროს გვაძლევს უფრო მაღალ FPS-ს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი მანქანა იმყოფება გზაზე. Oculus Rift-ის მხარდაჭერა არის საკმაოდ კარგად გამოცდილი და მიღებულია ძალინ ბევრი მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს ახალი DK2 headset-ი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მიმოიხედო მანქანის სალონში ან იმ გარემოში სადაც იმყოფები. ეს შეგრძნება კი თითქმის ისეთივეა როგორც რეალურ ცხოვრებაში. ამ მასშტაბის გრძნება არის ის, რაც თქვენ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ! დაწვრილებითი ინფორმაცია patch-ის შესახებ იხილეთ აქ: 0.6G information page Eric - ჩვენი არტისტი, აგრძელებს მუშაობას Westhill-ის ახალ გზაზე, რომელიც გამოვაცხადეთ ივნისის თვეში. Oculus Rift DK2-ის გამოსვლის შემდეგ, ჩვენმა პროგრამისტმა Scawen-მა დახარჯა ძალიან ბევრი კვირა, რადგან დაემატებინა მისი მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია Westhill-ის განახლების დაგვიანება. ამან უფრო მეტი დრო მისცა Eric-ს ემუშავა სცენაზე და უმაღლეს დონეზე დაეხვეწა ის. Eric-მა მისასვლელი გზები გააკეთა ისე, რომ მასზე მანქანით გავლა შესაძლებელი ყოფილიყო. ძალიან სასიამოვნოა მთელი გზის ტერიტორიაზე მანქანის მართვა, განსაკუთრებით კი ღია კონფიგურაციაზე, როდესაც თქვენ დრო გაქვთ მოწყდეთ რბოლას და დაიწყოთ გზის ათვისება. Scawen ამჟამად ფოკუსირებას ახდენს თამაშის ოპტიმიზაციაზე და პროგრამირების მხარდაჭერაზე, რომელიც Westhill-ის გზას უფრო მეტად სტაბილურს გახდის. ამ განახლებული გზის გამოშვებას, ჩვენ ვარაუდობთ რამოდენიმე კვრის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ახალი გზის რამოდენიმე სურათი (რომლებიც ივნისის თვეშია გადაღებული) და ჩვენს გვერდზეა განთავსებული: screenshots page -LFS დეველოპერები დაყენების ინსტრუქცია: არქივში მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი. მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა გზას და მანქანას. გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში, შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll, Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live for Speed-ის მთავარ ფოლდერში. ჩართეთ unlocker.exe, ჩაირთვება თამაში. შევდივართ სულ ქვემოთ Unlock Live for Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (გაითვალისწინეთ: Password-ი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock"-ს, შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live for Speed S2" (თუ ეს ფანჯარა არ გამოჩნდა, მაშინ პროცესს თავიდან იწყებთ). როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, შეგიძლიათ გამორთოთ თამაში და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და შემდეგ "Start"-ს. რამოდენიმე წამის შემდეგ დაიწერება "Patching Done", როდესაც ეს წარწერა გამოჩნდება, დახურეთ პროგრამა Exit-ის საშუალებით. დაყენების ინსტრუქცია სურათების მიხედვით: შენიშვნა: არქივში შესულია მხოლოდ ორიგინალი თამაშის საინსტალაციო ფაილები ! თამაშის გადმოსაწერი ბმული: Live for Speed - 0.6G/0.6E/0.6B/0.5Z28 Unlocker და Ip patch: LFS 0.6G Unlocker and Ip patch როგორ ვითამაშო არაოფიციალურ სერვერებზე ? როგორ უნდა ითამაშოთ LFS სერვერზე ნახეთ აქ: Как начать играть и подключиться серверу ? руководство по настройке რჩევები თუ როგორ გამოვიყენოთ Live for Speed-ში Oculus Rift DK2: 1) როგორ ჩავრთოთ LFS, თქვენს Rift DK2-თან ერთად: - Oculus Configuration Utility - დააყენეთ თქვენი Rift-ი გაფართოებულ რეჟიმში (extended mode) - Windows Display - გამოიყენეთ გაფართოებული ეკრანის რეჟიმი (extended desktop mode) და არა დუბლირებული (not duplicated) - Windows-ში DK2 დააყენეთ მბრუნავ რეჟიმში (rotated mode) - ზოგჯერ ამას დამაბნეველად უწოდებენ portrait-ს. - შეამოწმეთ რომ DK2-ის წინ სინათლე სიგნალის მისაღებად (receiving signal) ანათებდეს ლურჯად - შეამოწმეთ რომ DK2-ის დესკტოპის ნაწილს ჰქონდეს სწორი ორიენტაცია (correct orientation) - ჩართეთ LFS და დააჭირეთ 3D-ს, რომელიც მდებარეობს ხედვის პარამეტრებში (View Options) - მიუთითეთ Oculus Rift და დააჭირეთ OK-ს - თუ ყველაფერი კარგადაა LFS შემოგთავაზებთ: გამოხვიდეთ თამაშიდან, რომ შემდეგ ჩაირთოს Rift-თან ერთად - "Exit LFS to restart using the Rift" - დააჭირეთ OK-ს თამაშიდან გამოსასვლელად. როდესაც LFS თავიდან ჩაირთვება (restart), ის იქნება Rift-ის რეჟიმში 2) თქვენი ჯდომის პოზიციის შესაცვლელად არსებობს ტექსტის ბრძანება /rift reset რომელიც სტანდარტულად (by default) მინიჭებულია F8 ღილაკზე. - როდესაც ახალი პიროვნება ჯდება სათამაშოდ, სთხოვეთ მას, რომ სწორად იყუროს წინ და შემდეგ დააჭირეთ F8 ღილაკს - ღილაკებზე მითითებული ფუნქციბი შეიძლება შეიცვალოს: Options - Game - F1-დან F8 ღილაკის ჩათვლით 3) თუ რაიმე მიზეზის გამო LFS Rift-ის რეჟიმიდან გადავიდა 2D-ში ან უბრალოდ გადაიქცა შავ ეკრანად (black screen), თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ის ამგვარად: - დააჭირეთ ALT+F4, რადგან გამოხვიდეთ LFS-დან - თქვენი LFS-ის მთავარ ფოლდერში წაშალეთ ფაილი "card_cfg.txt", ამიტომ LFS ჩაირთვება საწყის რეჟიმში (primary device), ჩვეულებრივ თქენს მონიტორზე - LFS-ის მეორედ ჩართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ისევ ცადოთ 3D რეჟიმში (3D mode) გადასვლა 4) ისარგებლეთ (Accessing) თქვენი desktop-ით, როდესაც LFS იმყოფება Rift-ის რეჯიმში. - თქვენ ალბათ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მაუსის კურსორი შემოიფარგლება (confined) Rift-ის ვირტუალური მონიტორით - დააჭირეთ CTRL+C მაუსის თავსუფალ რეჟიმში გადასასვლელად, რის შემდეგაც მაუსი შეძლებს თავისუფლად მოძრაობას desktop-ზე - როდესაც თქვენ დააჭერთ desktop-ზე არსებულ ფანჯარას (window), LFS ჩაიკეცება (minimised) - იმისთვის რომ დაუბრუნეთ Rift-ს, დააწკაპუნეთ Live for Speed-ის იარლიყზე, რომელიც განთავსებული იქნება თქვენს taskbar-ზე. საინტერესო ვიდეო DK2-ის შესახებ: თამაშზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნახეთ ქვემოთ მოცემული ბმულები: LFS Manual Wiki Live for Speed S2 Russian FAQ 2014 წლის განახლება ! ამ წელს დეველოპერებმა გადაწყვიტეს თამაშის განახლება, მაგრამ არა რაიმე ტექნიკური მხარის, არამედ Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატება. ჩამონათვალში უკვე შეგიძლიათ იხილოთ Live for Speed-იც: List of games with Oculus Rift support თამაშის დეველოპერები ამატებენ Oculus Rift-ის მხარდაჭერას თამაშში. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ტესტირება და 2 დღის წინ გამოვიდა ბოლო პატჩი, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს ბოლო ტესტირება არ არის და ამას კიდევ რამოდენიმე მოყვება. Oculus Rift-ის მხარდაჭერის დამატების გარდა დეველოპერები თანდათან აუმჯობესებენ თამაშის სხვა შეცდომებსაც, ასევე ამატებენ რამოდენიმე ახალ ფუნქციას. მაგ: ეხლა უკვე LFS იყენებს DirectX 9 ვერსიას, DirectX 8.1-გან განსხვავებით. დამეტა Anti aliasing-ის ფუნქცია მენიუში არსებულ ავტომობილებს და მძღოლებს. სხვა დანარჩენი განახლებები ძირითადად ეხება Oculus Rift-ს. დაწვრილებით სრული განახლებების სიას გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულებზე. დამატებითი ინფომრაცია: Live for Speed, version 0.6G ინფორმაცია Oculus Rift-ზე: Oculus Rift 2014 წლის, 10 ივლისს, LFS მოხვდა Top Rated list-ის top 5-ში Oculus-ის ვებ-გერდზე: Oculus Rift Users - please rate LFS at Oculus Share https://share.oculusvr.com სურათი ცოტა ადრეა გადაღებული, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ იმავე დღეს (მოგვიანებით) თამაშმა მეორე ადგილზეა გადაინაცვლა. ვიდეოები და შთაბეჭდილებები: 2014 წლის, 5 სექტემბერს, თამაშის დეველოპერმა Victor van Vlaardingen-მა, განაახლა LFS-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფორუმი. www.lfs.net lfsforum.net თემა ამ საკითხთან დაკავშირებით: A New Site ასევე ძალიან კარგი სიახლეა, რომ lfs.net და lfsforum.net აღარ იქნება განცალკევებული საიტები. სწორედ დღეიდან დაწყებული, lfsforum.net-ის ფორუმი ინტეგრირებული (გაერთიანებული) იქნება lfs.net-ის ვებ-გვერდთან. საერთო ჯამში, წელს დეველოპერმა გამოუშვა თამაში 2 ახალი პატჩი. ესენია: Live for Speed, version 0.6F და ბოლო ვერსია Live for Speed, version 0.6G ასევე გთხოვთ გათვალისწინოთ, რომ ამ ვერსიების წინა ვერსიაა 0.6E, რომელსაც არ გააჩნია Oculus Rift-ის მხარდაჭერა და ისიც როგორც ყველა სხვა LFS წინა ვერსია მუშაობს DX 8.1-ზე და არა DX 9-ზე. DX 9 პირველად დამატებული იყო 0.6F ვერსიაში და თავისთავად ამ ვერსიიდან დაწყებული ყველა შემდგომი თამაშის ვერსია გამოიყენებს DX 9-ს. შესაბამისად 0.6G-იც იყენებს მას. ხშირად დასმული შეკითხვები: რა განსხვავებაა LFS-ის ვერსიებს შორის ? ბევრი კითხულობს და ვერ ხვდება რა სხვაობაა ვერსიებს შორის, ამიტომ დავდებ ბმულებს სადაც დაწვრილებით არის ახსნილი და ჩამოწერილი ცვლილებების სრული სია. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ გაეცნოთ ვერსიების ისტორიას: Version History version 0.6G version 0.6F version 0.6E version 0.6B version Z28 Version Z25 LFS-ში რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს ? ამის გაგება ძალიან მარტივა და უბრალოდ უნდა შეხვიდეთ დოკუმენტების ფოლდერში. ჩემს შემთხვევაში ეს ადგლმდებარეობა შემდეგნაირია: C:LFS 0.6Gdocs. იპოვეთ Keys.pdf ფაილი და გახსენით. იქ წერია ყველა ის ძირითადი ღილაკის ფუნქციები რომელიც თამაშის დროს გამოგადგებათ. დაწვრილებით: Keys როგორ დავაყენო Logitech G25/G27 Steering Wheel - Live for Speed-ში ? პირველ რიგში თამაშისთვის ვქმნით განცალკევებულ პროფაილს - Logitech Profiler: მენიუს Profile ჩანართში აირჩიეთ პუქტი New… ზევით მდებარე ტექსტურ გრაფაში ჩაწერეთ პროფაილის სახელი - Live for Speed (ან ნებისმიერი სხვა, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება) დააჭირეთ ღილაკს Browse და მიუთითეთ თამაშის გამშვები ფაილის ადგილმდებარეობა - LFS.exe შეარჩიეთ სასურველი სურათი (icon) პროფაილისთვის დააჭირეთ OK-ის ღილაკს ამის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ გარკვეული თამაშის პარამეტრები (იხილეთ სურათები) ყურადღება: ზემოთ მოცემულ სურათებში ნაჩვენებია Logitech G25-ის დაკონფიგურება და გამოიყენება კონკრეტული თამაშის პროფაილი (specific game profile), რომელიც შექმნილია LFS-ისთვის (თუ თქვენ გაქვთ Logitech MOMO, არ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ თქვენთან არ არის "degrees of rotation" ფუნქცია). მენიუს Edit ჩანართში აირჩიეთ პუნქტი Specific Game Settings… ვნიშნავთ თოლიას Use Special Force Feedback Device Settings პარამეტრი - Overall Effects Strength მიუთითეთ 101-105% (101% არის ყველაზე კარგი მნიშვნელობა). პრობლემების გამო Logitech Profiler-ის შიგნით FFB მოქმედებას იწყებს მხოლოდ ხაზოვნად (linearly) როდესაც მითითებული იქნება 100%-ზე მეტი. თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ სრულყოთ FFB-ს დონე LFS-ის Options > Controls ჩანართში ან შეგიძლიათ დაარეგულიროთ ის "on the fly", როდესაც ავტომობილის მართავთ FFB (Force Feedback)-თან ერთად, კლავიატურაზე სწრაფი ღილაკების დახმარებით) პარამეტრი - Spring Effect Stregth - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ) პარამეტრი - Damper Effect Strength - 0% (ეს არის Logitech driver-ზე დაფუძნებული ეფექტი და პრაქტიკულად LFS-ს ის არ ჭირდება - დადასტურებულია თამაშის დეველოპერის მიერ) მოვაშორებთ თოლიას თუ ის არის მონიშნული Enable Centering Spring/Centering Spring Strength პარამეტრთან და ვაყენებთ 0%-ზე ვნიშნავთ თოლიას Use Special Steering Wheel Settings Degrees Of Rotation პარამეტრისთვის ვუთითებთ 900 გრადუსს - თუ თქვენი საჭე უზრუნველყოფს ამ პარამეტრს, მაშინ მასში მიუთითეთ კონკრეტული მანქანის მოხვევის კუთხე - lock-to-lock angle: LFS საშუალებას გაძლევთ ნახოთ თითოეული მანქანის მოხვევის პარამეტრის მნიშვნელობა setup-ის განყოფილებაში, კონკრეტულად კი "Steering"-ის ქვემოთ. თუ სწრაფად გჭირდებათ თითოეული მანქანის მოხვევის კუთხის გრადუსის შესახებ ინფორმაციის მოძიება, მაშინ ეს გვერდი დაგეხმარებათ: Car Steering Wheel Lock Angles (თუ თქვენ დამწყები ხართ, მაშინ აქ გირჩევთ ნაკლები საჭის ბრუნვის არჩევას. მაგალითად: 270 ან 360. თუ ეს თქვენთვის ძალიან მარტივია, მაშინ ცადეთ 460, 540-560, 640 ან 720 გრადუსი. თუ არც ეს გაკმაყოფილებთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენც 900-ზე დააყენოთ მოცემული პარამეტრი. თუმცა ამის გაკეთებას დამწყებებს არ ვურჩევ) ვაშორებთ თოლიას Report Combined Pedals პარამეტრთან, თუ ის მონიშნულია (მისი ჩართვა გაძლევთ მხოლოდ ერთი პედლის ღერძს (one pedal axis), რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ სწორად ვერ გამოიყენებთ მუხრუჭს და აჩქარების პედალს. ასე რომ გათიშეთ ეს ფუნქცია) ვნიშნავთ თოლიებს Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings პარამეტრებთან ზემოთ მოცემული პარამეტრები იმუშავებს Logitech-ის ყველა საჭეზე. Logitech Profiler-ის პარამეტრები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული ამ ინსტრუქციისგან, რაც ძირითადად დამოკიდებულია თქვენი საჭის მოდელზე. როდესაც ამ ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ დავიწყოთ საჭის პარამეტრების დაყენებას უშუალოდ თამაშში: ვრთავთ Live for Speed-ს და გადავდივართ Options –> Controls ჩანართში ზემოთ მდებარე არჩევანში ვირჩევთ Wheel/Joystick პუნქტს პარამეტრი Wheel Turn-ს ვაყენებთ 900 გრადუსზე Wheel Turn Compensation - სლაიდერს ვაყენებთ დასაწყისში, მარცხენა მხარეს - 0.00-ზე. აქ იგულისხმება (საჭის ღერძის წრფივი დამოკიდებულება). უფრო გარკვევით რომ ავხსნათ: ეს ფუნქცია არეგულირებს მომხმარებლის საჭის მობრუნების კოეფიციენტს LFS-ის მანქანაში. Force Strength - დაიწყეთ 20%-დან და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პარამეტრის შეცვლა შეგიძლიათ პირდაპირ თამაშის დროს - კლავიატურაზე “<” და “>” ღილაკების დახმარებით. (თუ თქვენთვის 20% ძალიან ცოტაა, მაშინ მოსინჯეთ 25-45%) Throttle/Brake Axes - ვაყენებთ Separate-ზე Clutch - Axis Handbrake - Button - (გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ხელის მუხრუჭს აყენებთ ღილაკზე ! არ აქვს მნიშვნელობა ეს ღილაკი იქნება კლავიატურაზე თუ თქვენს საჭეზე. თუ გსურთ ხელის მუხრუჭად ჯოისტიკის გამოყენება, ამისათვის უნდა აირჩიოთ axis) Thr/Brk Center Reduction - სლაიდერი დააყენეთ უკიდურეს მარცხენა მხარეს - 0.00. ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართში Axes/FF, ვაჭერთ ღილაკს Recalibrate Axes და რაც არ უნდა უცნაური იყოს ვაკეთებთ საჭის და პედლების კალიბრაციას. აჩქარებას, მუხრუჭს და გადაბმულობას მათ შესაბამის ღერძზე ვანიჭებთ ფუნქციას. სინამდვილეში თამაში იშვიათად ცდება ავტომატური აღმოჩენით, მაგრამ თუ ესეთი რამ მოხდა, მაშინ თქვენ ირჩევთ ფუნქციას მარცხენა ჩამონათვალში. აჭერთ თქვნთვის სასურველ პედალს რადგან მოძებნოთ ის მარჯვენა ჩამონათვალში, შემდეგ კი მაუსით აწკაპუნებთ მასზე. ვიმეორებთ ანალოგიურ პროცედურას დანარჩენი პედლებისთვის. დაგვრჩა მხოლოდ გადაცემათა კოლოფის სიჩქარეების დაყენება თანმიმდევრობით (ნაჩვნებია ზემოთ მოცემულ სურათში). ABS-ის პარამეტრები, სიჩქარეებში გადართვის გზები და ავტომატური გადაბმულობის ჩართვა/გამორთვა ნახეთ ჩანართში - Options –> Driver. გახსოვდეთ, რომ თამაში ავტომატურად გადართვება სეკვენტალურიდან - H-Shifter-ის გადაცემათა კოლოფის რეჟიმში, რადგან ეს უშუალოდ დამოკიდებულია არჩეულ ავტომობილზე. ხშირად ისმის შეკითხვა ჯოისტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ მოთამაშეს აინტერესებს, შეიძლება თუ არა საფრენი ჯოისტიკის გამოყენება ხელის მუხრუჭად და როგორ ხდება მისი დაყენება. მე პირადად მაქვს Logitech Attack 3 Joystick და უპრობლემოდ მუშაობს თუ რათქმაუნდა სწორად დააყენებთ. ეს მოდელი თუ არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ ამ სამს გადახედოთ: Force 3D Pro Extreme 3D Pro Freedom 2.4 Cordless Joystick თუ მსგავსი რამის გაკეთება გსურთ, მაშინ უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს. http://www.youtube.com/watch?v=9sss40YLBHw უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის აუცილებლად იხილეთ jomardi-ის (კახას) ვიდეო და თემა ბმული: Logitech: G27/25 Logitech Gaming Software http://www.youtube.com/watch?v=NFUguG_Z5wE როგორ ჩავრთოთ Live For Speed 64 bit Windows-ზე ? ip patch-ით რომელი სერვერებია ამჟამად ჩართული ? LFS-ის სერვერების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულია და მუშაობს Ip patch-ით ! Terra RacingPro Race Server Ip address: 94.245.155.26 Port: 63392 ვერსია: 0.6G Drift Server Ip address: 94.245.155.26 Port: 63391 ვერსია: 0.6G ოფიციალური გვერდი: http://lfs.ya1.ru ყურადღება: Lislon-ის სერვერის ip შეიცვალა ! The New Year is bringing some changes Lislon community is moving to new ip address 185.4.72.143 ports will be same 5550= stunt server 5551= combo rallye+racing 5552=tracks layouts+au1 sometimes 5553=clear tracks 5554=au1 layouts 5555=tweak( PASS= tweak) old ip closed 25 dec stay with us გვერდი Facebook-ზე: Lislon Drift Team LFS საიდან გადმოვწერო მანქანის პარამეტრები (setups) ? setupgrid Car Setups საიდან გადმოვწერო მანქანის ძრავის ხმები (engine sounds) ? Engine Sound Sharing საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები (skins) ? bean0 LFS Car Skins საიდან გადმოვწერო გზის სქემბი (layouts) ? Autocross Layouts Track Layouts Layouts საიდან გადმოვწერო მოდები მანქანები (mods) ? driftmods - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია ! "Lucas-mods downloadgamemods როგორ დავაყენო მოდები, სკინები, სეთაფები, სქემები, ძრავის ხმები ? მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში: C:LFSdatadds და C:LFSdataveh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და იმათაც შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ. სკინები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdataskins სეთაფები უნდა გადაიტანოთ: C:LFSdatasetups ძრავის ხმები: C:LFSdataengine სქემები: C:LFSdatalayout Tweak-ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან: lfs-tweak გაკვეთილები თამაშზე: Live for Speed-ში ძრავის ხმების გაკეთება LFS - Free view/autox editor (დაუსრულებელი) Live for Speed Skin Making Tutorial LFS Dedi + LFSLapper Cruise Setup LFS 0.6B Pereulok - Tutorial How To Play LFS By Hamachi How To setup LFS Lapper მანქანის მოდელირების გაკვეთიელბი How to make your own car for LFS How To Make LFS Mods ვიდეო გაკვეთილები: თუ დააყენეთ თამაში და გინდათ ტექსტურების გაუმჯობესება, გირჩევთ აქედან გადაწეროთ (ვიდეოს აღწერაშია გადმოსაწერი ლინკი):
  18. არაფერი საერთოდ. 3 თვის წინ უნდა გამოეშვათ განახლება, სადაც ერთ-ერთი გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა (Westhill), მაგრამ ჯერ ახალი არაფერი ისმის.
  19. განახლებული თემა: Live for Speed, By LFS Studio
  20. Thrustmaster TH8A Shifter Review by The Simpit დამატებითი ინფორმაცია: http://www.thrustmaster.com/en_US/products/th8a-add-shifter
  21. გუშინ გამოვიდა ახალი განახლება: Build (04/02/15 v1) - Default Public Build (Stable)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.