300 000$-იან მაიბახს 100 000$-იანი maextro s800 რო აბახეებს ყველა ასპექტში რანაირადაა ერთი და იგივე ფასი ან უფრო ძვირი...
აგერ მაგალითი მაგ 2 მანქანის შედარების, Avatr ნახე, lync&co ნახე, geely, jetour ნახე, Geely-მა ვოლვო იყიდა 1.8 მილიარდად, ასევე მფლობელობაში ყავს ლეგენდარული "ლოტუსი", მერსედესის და აუდის და BMW-ს დიზაინერები ყავთ დაქირავებული უხდიან ბლომად, და აკეთებინებენ მანქანებს, ვოლვოსგან გადმოიღეს ძრავი, დაკიდიების სისტემა, ლოტუსის ნავიგაცია, და ეძახე შენ მაღალტექნოლოგიური ნაგავი და 5 წელში კიდე რამდენ კომპანიას ჩაყლაპავენ. ჯერ სად ვართ. უკვე ქალაქში ხშირად მხვდება ჩინური მანქანები, ჩემს კორპუსში უკვე Jetour 2T იყიდა ერთმა, გარანტია აგქვს 5 წელი და მიდი აბა როგორია ამდენ ბენეფიტზე უარი თქვა და ჩამოიყვანო დამტვრეული მანქანა, ვიღაცა ამერიკელის გამოსმული, მერე აკეთო, დაახარჯო ზევიდან და კი ადიხარ 20 000$-მდე კაი მანქანა რო იყიდო და 20-ში აქ როცა ცენტრში შეგიძლია შეხვიდე და იყიდო პირდაპირ 0 გარბენით, 5 წელი გარანტია კიდე ზევიდან, უკვე იწყებ ფიქრს რაღაც რაღაცეებზე...
აბსოლუტურად მესმის ყველა იმ ჩინური მანქანის მფლობელის ვინც გადავიდნენ, იმიტომ რომ ყველა ერთს ამობს, ეკონომიურია, საოცრად რბილი და კომფორტული და ყოველდღიურობაში იდეალურად მოსახმარია. დღეს-დღეობით რეალობა ასეთია...
აი ამ ვიდეოს უყურე ბევრ რამეს გაიგებ ჩინურ ავტოინდუსტრიაზე...