-
Posts
9688 -
Joined
-
Days Won
141
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Harmony Lines
-
ეჰ მარველის ამდენი ჩასვრის შემდეგ მგონია ეს იქნება ნორმალური ფილმი მაინც, ბოლოს რაც მომეწონა ერთადერტი იყო spider-man no way home დანარჩენი რაც კი გამოვიდა არაფერი მომწონებია რაა, (შავი პანტერა არ მინახავს) მაგის გარდა ჯერ ვერაფერმა ვერ მომხიბლა, სულ გააუფასურეს ყველაფერი, თორი იყო და მთლად კომიკურ სტილში გადაიყვანეს კატასტროფა იყო. END Game-ს მერე ერთადერთი Spider-man იყო კარგი, დანარჩენი არცერტი სერიალი და ფილმი არ გამოუვიდა მარველს, 2023-დან დაიწყო მეხუთე ფაზა, იმედია მეხუთე ფაზა მაინც იქნება ბევრად საინტერესო და არა იაფფასიან პროპაგანდებზე აგებული ფილმები.
- 3460 replies
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ცოტა პროპორციები არ მომეწონა და სტილისტიკა ძაან რაღაცნაირია არა აგრესიული, სხვა მხრივ ძაან ქულ არის.
-
MMA შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება (UFC)
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in ზოგადი დისკუსიები
რაც პუტინმა დაღესტანს გაუკეთა და მასიურად დაიწყო ომში გაწვევები ოჯახების, მეეჭვება ისევ პუტინის ხელის ბიჭი იყოს ხაბიბი, და რაც თქვი "ყეყეჩი ბანდა" ალბათ UFC-ს ისტორიაში ყველაზე გაწონასწორებული და მშვიდი ბუნების მებრძოლია ერთ-ერთი ხაბიბი, ვინც შეურაწყოფა მიაყენა ეროვნებას, ოჯახს და რელიგიას ეს იყო მაკგრეგორი და მისი გუნდი, მაკგრეგორმა მაგრად დაიწყო მაგრამ დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, თრეშ ტოქსაც აქვს თავისი საზღვრები, ეგ თრეშ თოქი არ იყო, რაც მაგან და მაგისმა გუნდმა აკადრეს ხაბიბის ოჯახს, რელიგიას ეროვნებას, არ მინდა ისე გამომივიდეს რომ ხაბიბს ვიცავ, მაგრამ ფულს იშოვი და მილიოენრი გახდები და პოპულარული არ უნდა ნიშნავდეს რომ კაცობა დაკარგო და ადამიანური სახე რაც კონორს დაემართა. ჩხუბი რომ დასრულდება ხელი უნდა ჩამოართვა შენს ოპონენეტს, მეორე კიდე საქმიტ უნდა დაამკტიცო და კი ვნახეთ რინგზე ვერაფერი ვერ შესთავაზა ხაბიბს კონორმა, ვერც დგომში და ვერც პარტელში. ახლა რაც შეეხება რუსეთს, ეგ რომ ოკუპანტია და პუტინი რომ საზიზღარი დიქტატორია მაგას ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს. დაღესტნელები რატომ არიან მაგრები მაგაზე გავცეთ პასუხი, ამასწინათ ისაუბრა ერთ-ერთმა ქართველა ყოფილმა mma-ს მებრძოლმა, გასვლითი ტრენინგები რომ გვქონდაო დაღესტანშიო, ტურნიკს ვერ ნახავდი რიგები რომ არ მდგარიყოო დილის 8 საათზეო, ყველა ვარჯიშობსო ვაფშეო, შეიძლება ადვოკატი იყოსო, ფერმერიო, ან ექიმი არ აქვს მნიშვნელობა ყველა ჯანსაღად ცხოვრობს იქ და გაკაჟებულები არიან და სულ ფორმაშიო. ეგ მაგათი ცხოვრების წესია და იმიტომაც იგებენ და იგებენ სამწუხაროდ. სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი მებრძოლი თანამედროვე UFC-ში არის დასტინ პორიერ. როგორც ტიპი, სტილისტიკა ჩხუბის ზოგადად მევასება მაგისი და ისედაც კაი ტიპია, მაგრად ვგულშემატკივობდი ხაბიბტან ბრძოლის დროს მაგრად გამიტყდა რომ მოუგო, მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ ვთვლი რომ MMA-ს ყურებას თავი უნდა დავანებო, ან ვინმემ დაანებოს თუ ევასება ეს სპორტი. პორიეს და ჩენდლერის ბრძოლი ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოლო ბრძოლებიდან. -
MMA შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება (UFC)
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in ზოგადი დისკუსიები
მიხარია რომ მოგწონთ მმა, მაგრამ გული დამწყდა რომ თანამედროვეობაში აღარ უყურებთ, არადა ეს სპორტის სახეობა დღითიდღე ვითარდება, ორგანიზაციების რიცხვიხ საკმაოდ გაზრდილი. ბევრი მებრძოლი ემატება და ემატება ყოველწლიურად, მირკო კრო კოპი, რმილიანენკო და ეგ თაობა ნამდვილად საოცარ ბრძოლებს მართავდნენ იმ პეროდში, მაგრამ დღესაც არანაკლები იმართება, დაღესტნელები თუნდაც უმაგრესები არიან, ჯერ ხაბიბმა რა გააკეთა ისე წავიდა სპორტიდან დამარცხება არ ქონდა კაცს და ზედმეტი თრეშთოქების და ჩასვრების გარეშე. რომანას ჩხუბები ერთი დიდი სანახაობაა, ილიასიც. შეიძლება მთლიან საღამოს ყველა ბრძოლა არ გამოდიოდეს სანახაობრივი, მაგრამ ეგრეც ნუ დავაკნინებთ მმას. გიგა ჭიკაძე ვს კელვინ კატარი ნახეთ ეს ტაკი მასხარაობა როგორაა... მართალია ჩვენმა წააგო აქ მაგრამ მაინც ბოლომდე იდგა მთელი 5 რაუნდი. აი ეს არის ნამდვილი მებრძის სული... ძველებიდან კროკოპის და ემილიანენკოს ბრძოლას ვთვლი რომ მმას ისტორიაში საუკეთესო ბრძოლაა: -
მოკლედ მსგავსი თემა ვერ ვნახე აქ და მგონი ღირს რომ გაიხსნას თემა ამ საკმაოდ საინტერესო სპორტის სახეობაზე... მოგეხსენებათ MMA ანუ mixed martial arts არის შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბრძოლის სტილს, როგორიცაა, კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუჯიცუ, გრემფლინგს და ა.შ. ამ სპორტის სახეობაში ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არის UFC (ultimate fighting championship). ბოლო 2 წელიწადში საკმოად წინ არის წასული საქართველო ამ სპორტში და 5 აქტიური მებრძოლი გვყავს ამ ორგანიზაციაში, მათ შორის 4 საუკეთესო ტოპ 15-ს წევრები არიან. ქართველი მებრძოლები UFC-ში: მერაბ დვალიშვილი (The Machine) , გიგა ჭიკაძე (Ninja), რომან დოლიძე (The Caucasian), ილია თოფურია (el matador) და გურამ ქუთათელაძე (Georgian Viking). ამათგან ყველაზე ტიტულოვანი ამჟამად მერაბ დვალიშვილია, რომელიც საუკეთესოთა შორის მესამე ადგილზეა რანკინგში და მას ბრძოლა აქვს ჩანიშნული რუს მეორე ადგილოსან პიოტრ იანთან 11 მარტს, ეს ბრძოლა იქნება ქართული ბრძოლის ისტორიაში პირველი ბრძოლა რომელიც Main Card ივენთად არის ჩანიშნული UFC-ში. წინა ბრძოლა მერაბმა დომინირების ხარჯზე მოუგო ბრაზილიელ UFC-ს ლეგენდას ჟოზე ალდოს რის ხარჯზეც ის შევიდა ტოპ 3-ში. მერაბის რეკორდია 15-4-0. მას UFC-ში ზედიზედ 8 წაუგებელი ბრძოლის სერია აქვს ჩატარებული. რომან დოლიძე რომანმა UFC-ში კარიერა ძალიან გვიან დაიწყო, არც ისეთი ცნობილი მებრძოლი არ იყო 2022 წლამდე, ბოლო 1 წელიწადში მან ზედიზედ 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვე ფაქტიურად დაფინიშებით დაასრულა, რის გამოც ის ტოპ 15-ში მე-8 ადგილზე დაჯდა და ის 2022 წლის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ მებრძოლად დაასახლეს UFC-ს საინფორმაციო პლატფორმაზე, მას 18 მარტს აქვს ბრძოლა ჩანიშნული ასევე საკმაოდ ძლიერ მეოთხე ადგილოსან იტალიელ მარვინ ვეტორისთან. რომანის რეკორდია 11-1-0. UFC-ში ზედიზედ მას 5 ბრძოლა აქვს მოგებული. ილია თოფურია ილია ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლია UFC-ში ის 25 წლის არის და მას კარიერაში წაგება საერტოდ არ აქვს, ნამდვილი სიკვდილის მანქანაა, დახვეწილი ტექნიკით, მისი ბრძოლის სტილია ბრაზილიური ჯიუჯიცი. მან UFC-ში უკვე 5 ბრძოლა ჩაატარა, აქედან 3 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ბოლო ბრძოლა საბმიშენით. ბოლოს ის შეხვდა ამერიელ წაუგებელი სერიის მქონე ბრაის მიჩელს რომელიც სასტიკად გალახა და ბოლოს საბმიშენით დაუსრულა ბრძოლა. მისი რეკორდია 13-0-0.
-
სხვათაშორის მაგთი რაც დავაყენე ახალ როუტერზე პირველად დავტესტე გუშინ მაინტერესებდა რას იზამდა დიდ ფაილზე 20Gb-ი გადმოვწერე ტორენტიდან და 5.3-5.5mb-ით მოქონდა 50მბპს-იანი პაკეტზე, ჰოდა იქ ტესტში 48-ს მიჩვენებს მარა რეალურად საქმეში უფრო ფლეში ტიპია და ფრიად გაკვირვებული კი დავრჩი, ჰოდა ლეს გოუ მაგთი...
-
მოკლედ ამ დღეებში ვუყურე სლაის ახალ ფილმს სამარიტელი ქვია, ერთხელ საყურებლად მაგრად გაასწორა, ბებერი სლაი კვლავ ფორმაშია და თან სუპერგმირულ ფილმში ცოტა სიახლე იყო და მოკლედ სთორი ზომიერად ჯიგრული, ექშენი სათანადო სიმაღლეზე, მოკლედ ვისაც გევასებათ მსგავსი ჟანრი გაასწორა...
- 3460 replies
-
- 1
-
-
- celebrities
- movies
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მშვიდობაში, აბა მალე ჩაგეყენებინოს, მოკლედ AMD-ე კი გღალატობს უკარტოდ დაგტოვა ამდენი ხანი, და შენ მაინც ერთგული რჩები...:დ
-
https://www.zotac.com/us/product/graphics_card/zotac-gaming-geforce-rtx-4070-ti-amp-extreme-airo ეს მოდელი თუა იყიდე, რამხელა რადიატორი ქონია, 3 სლოტიანი ყოფილა, საყინულე იქნება ეს კარტა წესით...
-
ესპანეთში ახლა 3090 ti უფრო იაფად დევს თუ 4070ti? რომელიც უფრო იაფი იქნება ის იყიდე...
-
ასე ამბობდი შენ 6900x-ზეც სანამ იყიდიდი ამას დავიტოვებ, დავიღალე ამ შეცვლებითო, მაგრამ მერე ისევ დაიწყე ნადირობა ახალ კარტებზე... 4090-ი მაინც იყიდე და დაისვენე ბარემ რაა, სხვაობა კოლოსალურია 4090-სა და ყველა სხვა კარტას შორის. 2k-ზე კი არა 4k-ზე 60 ფპს-ით rt ჩართულზე თამაშობენ 60-70ფპს-ით და შენ 2k-ზე თან RT-ს არ ჩაურთავ ალბათ სამუდამოდ გეყოფა... მაგრამ ამ წლის ბოლოს ნვიდია დაანონსებს ახალ თაობას და 5090-ი იქნება ალბათ ერთი 50-70%-ით მძლავრი 4090-ზე მიდი როგორა აბა არ გაგექცეს გული სხლისკენ, მოკლედ დრაგივითაა და ალკოჰოლივით ეს ვიდეო კარტები, რაც უფრო კარგზე შეჯდები, უფრო კარგზე გინდა გადაჯდე მერე...
-
კიდე ვერ ვიჯერებ თუ ეს ლეგენდა კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, ეეჰ უსამართლობაა გაბატონებული დედამიწაზე...( RIP KB
-
NVIDIA GeForce RTX 40XX Series - ზოგადი თემა
Harmony Lines replied to George's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
რანაირად ჯობს აგერ უყურე შედეგებს 2:50-დან გაყევი... 2K-ში 4080-ი უფრო მეტ წარმადობას დებს ვიდრე 7900XTX-ი, RT რეჟიმში არც არის საუბარი, მანდ სხვაობა იმხელაა სული ძვრება 7900-სს, 2K-ზე RT ეფექტებით 4080-ით ითამაშებ თამაშებს 60FPS-ით და მიკვირს რანაირად ვერ ხედავ სხვაობას RT ჩართულსა და გამორთულს შორის, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Cyberpunk 2077 ჩართულზე და გამორტულზე...:დდდ -
NVIDIA GeForce RTX 40XX Series - ზოგადი თემა
Harmony Lines replied to George's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
აი რამხელა სხვაობაა ენერგო მოხმარებაში ლოოლ, რეალური მიზეზი რატომ ჯობს 4K-ში 3090 ti და რატომ ჯობს 2K-ში და FHD-ში 4070 ti, ფურცელზეც კარგად ჩანს, მაგრამ რეალურად ამ კარტებს მაინც ყველა 2K-სთვის ყიდულობს 4K-ზე მაინც 4080-4090-ს აიღებს ყველა, ამიტომ ფასი წარმადობით მაინც დღევანდ ელ სიტუაციაში 4070 ti გამოდის ყველაზე კარგი ვარიანტი, მე მაინც 4050-ს მუღამი ამქვს რაა, 3050-მა ისეთი წარმადობა დადო ლოოლ შარშან, 4050-ს მაგარი იმედი ამქვს რომ ძაან მონსტრობა იქნება და თან ენერგო ეფექტური კარტა გამოვა სასწაული და პლიუს პატარა ზომის სისტემებშიც კარგად ჩაკუკლავდება...:დ -
NVIDIA GeForce RTX 40XX Series - ზოგადი თემა
Harmony Lines replied to George's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ეს 4070 ტი ძაან მაგარი კარტა არის 2K-ზე, 3090 ტი-ს დონეა დაჟე ჯობს კიდეც ოდნავ, 4K-ზე კიდევ 3090 ti ჯობს ისიც მაღალი ბიტრეიტის გამო ერთადერტი და ორჯერ მეტი Vram-ს გამო, მაგრამ ვიდეო რენდერში სახეს აძრობს 4070 ti, რეალურად ამხელა წარმადობის მატება წინა თაობასტან მიმართებაში არასდროს მომხდარა რომ ახალი თაობის 70 მოდელი წინა თაობის 90-ს კი არადა 90 ti-ს დონეზე იდგეს, თან ენერგო მოხმარება აქვს ძალიან დაბალი ფლაგმანური წარმადობის კვალობაზე 800$-ად ნამდვილად მაგარი ოფერია, AMD-ე კდიევ ფაქტიურად წინ ვერ წავიდა, რა წელი ქონდათ ეს, 4090-ზე საუაბრიც არ არის 4080-ს ვერ ჯობია ბევრ მომენტში მაგათი 7900XTX ფლაგმანი და 4090-თან ახლოსაც ვერ დგას, მაგიტომაა ეს ენვიდია ამხელა ფასებს რომ ადებს ამ 40 სერიის კარტებს, ამხელა სხვაობა ყოფილიყოს წინა წლებში არ მახსენდება NVIDIA და AMD-ს ფლაგმანებს შორის, ეგ კი არა იყო დრო AMD-ს ფლაგმანები უგებდნენ Nvidia-ს ფლაგმანებს... მერე კდიე ამდენი დეფექტური ბარათი გამოვიდა, პლიუს პროცესორებს იმხელა ფასები დაადეს, ახლა ისე აქვთ დაკლებული ფასები, მაგრამ მაინც ვერ ყიდიან იმ რაოდენობით რამდენსაც intel ყიდის, ძაან შეცვალეს მაგათმა პოლიტიკა რაა ბოლო 1 წელიწადში და იმედია მოტრიალდებიან ცოტა დედამიწისკენ და მიწაზე დაეშვებიან... წარმადობაზე მეტად ფასები ეკბინებათ ყველას რაა და რეალური მიზეზიც აქვთ, xx70 კარტა 600$-650$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს, როგორი საინტერესოა 4050 რა წარმადობის იქნება, ალბათ საუკეთესო ეგ იქნება FHD-ზე 250$-ად 3060-3070ti-ს წარმადობა თუ ექნა მაგ კარტაზე ბრდღვნა დაიწყება ისეთი წარმოდგენაც არ მინდა რაა... -
ეტყობა მაგ მისიის სცენარს ვინც წერდა უბიში ოჯახის წევრი ან ნათესავი გარდაეცვალა და არაფერი დაუტოვა და გამწარებულზე ეგ მისია დაწერა...
-
გილოცავთ 2023 წლის დადგომას, ვისურვებდი ეს წელი ყოფილიყოს საუკეთესოს მომტანი ყველასთვის, ჯამრთელობა და მშვიდობაა ის ფაქტორები რაც განაპირობებენ ადამიანების დღის წესრიგს, მძიმე წლები იყო ძალიან ბოლო 2-3 წელი და იმედია ეს სიმძიმე მსოფლიოში დასრულდება და ფონს გავალთ ყველანი, სიმშვიდე დაისადგურებს ერთხელ და სამუდამოდ.
-
მშვიდობაში, კარგი შენაძენია, ვნახოთ აბა ლონგ რანში რას იზამს და როგორ მოიქცევა, ფასის მხრივ შთამბეჭდავია ნამდვილად, სატენი დოკი რომ მოყვება მაგ ფასში ეგ დიდი ფუფუნებაა, მე მაგალიტად დამღალა ჩემი ბოქსის ქონთროლერის ელემენტების ცვლამ და კაბელით ვთამაშობ ხოლმე, კი არის გამოსული ორიგინალი ბოქსის ქონთროლერებისთვის ტენვადი აკუმულატორები რომლებსაც მოყვებათ თავიანტი დამტენი დოკი, მაგრამ ეგ კიდე ცალკე ფული ჯდება, მერე კიდე უკაებელოდ რომ დამეკავშირებინა ცალკე ბლუთუზ ადაპტერი ვიყიდე ისეთი რომელიც მორგებულია ყველაზე კარგად ბოქსის ქონთროლერებისთვის დამუშაობს იდეალურად, (ვაიერლეს ადაპტერი ბევრად ძვირი ღირს), ეგ სეტი რაც შენ გაქვს რომ ორიგინალ ბოქსზე შეკრა 40$-ით მეტი მაინც დაჯდება, ამიტომ ისევ ეგეთ ვარიანტში ღირს ფულის გადახდა, მთავარია როგორ გამოიჩენს თავს ხანგრძლივ პერიოდში, გააჩნია რა სიხშირით იყენებ ქონთროლერს, მე მაგალითად კლავიატურით არ ვთამაშობ საერტოდ, სულ ქონთროლერით მისწორდება თამაში...
-
ყველა ერთნაირი ხომ არ არის, პირიქით ეგ ფლანშეტი მაგით გამოირჩევა ზუსტად ელემენტის დიდი ხანგრძლივობით... https://www.pcmag.com/reviews/amazon-fire-hd-8-2020 კაი ტიპია ძაან...
-
https://www.amazon.com/Fire-HD-8-Plus-tablet/dp/B0839NDRB2/ref=sr_1_8?keywords=amazon+fire+hd+8&qid=1672180079&sprefix=amazon+fire+hd%2Caps%2C310&sr=8-8&ufe=app_do%3Aamzn1.fos.006c50ae-5d4c-4777-9bc0-4513d670b6bc ამაზე უფრო გემრიელად არ გაერთობა ბავშვი გინდ თამაშები, გინდ იუთუბი...
-
მირჩიეთ Wifi როუტერი მაგთის ინტერნეტისთვის
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in დახმარება
მარტივი გზა ნამდვილად არ გამომივლია არასდროს, კოვიდის დროს დიდი ზეგავლენა მოახდინა ყველაფერზე, ტრანსოფმაცია მოახდინა ცხოვრების რიტმის, პულსაცია შეიცვალა თითქოს, ღირებულეების გადაფაება დავიწყე და ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგრამ მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადავდგი იმ ოცნებისკენ რომელიც სულ მქონდა გონებაში, თან გამოცდილება მქონდა მანამდე სახლის კეთების, ერთოთახიანი მაქვს კიდევ ახალ აშენებულ კორპუსში და იმ ბინის კეთებამ დიდი გამოცდილება მომცა და ბევრ რამეში დამეხმარა, ამიტომ პირველ რიგში კარგია რომ გეგმები გაქვს, მთავარია გადააფასო პრიორიტეტები და აუჩქარებლად მიყვე შენს გზას და ირწმუნო საკუთარი თავის და ყველაფერი მოვა თავის დროზე, აუცილებლად მოვა. რამე დახმარება თუ დაგჭირდება კდიევ რემონტთან დაკავშირებით და ა.შ. ყველაფერში შემიძლია დაგემხარო, მომმართე, არასდროს მოგერიდოს ლააშ... ჰო რაც შეეხება ფეხი იქამდე გაწიე სადამდე საბანი გაგწვდება, ზუსტადაც და სწორად მოიქეცი და იდეალური სისტემა შეგრჩა ხელში, მინიმუმ ერთი 10 წლეულს რომ გადაატანინებ შენ მაგ სისტემას დარწმუნებული ვარ და ის ფინანასები კდიე რაც უნდა დაგემატებინა რომ აალი ინტელი ან ამდ აგეწყო ბევრად უფრო საჭირო რამეს მოახმარ... ახლა რაც შეეხება ქსელებს, ეს რა ვნახე ლააშ...:დდდ ერთი თვეც არ გასულა მგონი რაც Wifi 6 როუტერი დავაყენე და უკვე 7 დაანონსდა, ვააჰ ჩემი...- 55 replies
-
- wifi router
- wifi
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მირჩიეთ Wifi როუტერი მაგთის ინტერნეტისთვის
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in დახმარება
კი ასწორებს ახალი სახლი ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამეა დარჩენილი რომ შევავსო მთლიანი სახლი, რემონტს კი მოვრი, მაგრამ აი კეთილმოწყობა კიდე ცალკე ერთი რემონტისფასი ჯდება, მაგრამ ერთიანად ნამდვილად არ მაქვს რომ შევიძინო ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს შევმატებ და იმედია 1 წელიწადში სრულად ავღჭურვავ ისე როგორც მე მინდა, მერე სმარტ სისტემისთვისაც რაღაცეებში დამჭირდება გარკვევა და ა.შ. და თუ გესმის ეგეთი რაღაცეები მანდაც დამჭირდება მერე დახმარება ჰოდა რო დავასრულებ მესტურმე ერთი ძმაო, გავიცნოთ ერთმანეთი ცხოვრებაში და ჩავუსხდეთ გემრიელად... რაც შეეხება შენს სისტემას, აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღე, AMD-ს როგორ ვგულშემატკივრობდი კი იცი, ბოლოს მეც მაგათ Ryzen 5 Pro 4650G-ზე მქონდა სისტემა კი იცი, მერე მივაყიდე ამ გადაბარგება გამობარგების როცესში, ფიზიკურად ვერ ვიყენებდი, ნოუთბუქზე ვიყავი მაინც, ჰოდა სამომავლოდ მეც ან 5700G-ზე ავაწყობ ან RDNA2 არქიტექტურის მქონე APU-ზე მინდა ძალიან, ლეპტოპებში ძალიან მონსტრია, 2ჯერ მძლავრია ვეგაზე და ფაქტიურად ყველაფრისთვის გამართულია, მაგ APU-ს იყენებს handheld კონსოლები დღეს და ნამდვილი მონსტრია, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გაბრაზებული ვარ AMD-ზე, პირველი ის რომ 7000 სერია რა ფასები დაადო რა იყო ეს, ამდენი წლის შემდეგ პირველად ვაღიარე ინტელის პოლიტიკა მომხმარებლებთან მიმართებაში, ისეთი ადეკვატური ფასები დადეს, ამ ყველაფერს სამწუხაროდ აქვს ცუი მხარეებიც, იდმენად გაიზარდა ენერგო მოხმარება და ტემპერატურები რომ აი ცეცხლის ალში იწვიან ლამის ეგ პროცესორები სინთეტიკურ ტესტებში, გინდა არ გინდა გაიძულებენ რომ პრემიუმ წყლის გაგრილებები დააყენო, კარგი დედაპლატა დააყენო, მოკლედ ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, 5700G კი იმიტომ მესიმპატიურებოდა რომ ძალიან დახვეწილია მაგ მხრივ რაა, სიმძლავრეც საკმაოდ მაღალი აქვს და პლის არ მოითხოვს ძვირადღირებული ნაწილებით დაკომპლექტებას და რაც ყველაზე მთავარია ცოტა ვატს მოიხმარს... მოკლედ ჩემს მეგობარს რაც შეეხება, მე დავრეკე იმ დღეს ახალ ქსელებში როცა ვიყავი მაგასთან და დაველაპარაკე ცოტა "მკაცრად"... ჰოდა ვკითხე თან ახალი ძლიერი როუტერის ყიდვა გვინდა და თუ დაერთდება და იმუშავებს თქვენს მოწყობილობაზეტქო და მითხრეს ჩვენც გვაქვს როუტერებიო და გადმოგიგზავნით მონაცემებსო ჰოდა აღარ გადმოურეკავთ მერე, ჩემს მეგობარს კიდე გადაწყვეტილი ქონდა უკვე იმ ტპ ლინკის ყიდვა რომელიც გვირჩიე C80-ს. გუშინ ეტყობა იფიქრეს რამე ცუტი რევიუ არ გაგვიშანშალონო სადმე ან პოსტიო სოც ქსელშიო :დდდ ჰოდა გუშინ მისულან ჩემს მეგობართან ჩაუხსნიათ ის ძველი მედია კონვერტერიც ის, როუტერებიც და დაუყენეს ერთი როუტერი უფასოდ 4 ანტენიანი თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს Wifi 5 AC სტანდატის, აზზე არ ვარ რამდენად გამართულად იმუშავებს მაგრამ ფაქტია გაამართლა, ამ ჩემს მეგობარს დაავიწყდა ეთქვა ბარემ სახლის ცენტრში დაეყენებინათ ის ახალ იროუტერი, ჰოდა გუშინ მირეკავს მერე ცენტრში გადავიტანოთო და კაბელი დამაკაბელმენეჯმენტებინეო...:დ აი ეს როუტერია, მონაცემებით მგონი მთლად უბრალო არ ჩანს, მაგრამ აი რამდენად გამართულად იმუშავებს ეგ ნამდვილად არ ვიცი, თუ დაეწყო ჭინთვები მოვაშორებინებ მერე და დავაყენებინებ იმ ტპ ლინკს მერე, უბრალოდ ამაში პირდაპირ შეეაერტეს ის კაბელი ,თავზე რაღაც წამოაგესო და ისე დააერტეს ამ როუტერზეო, ანუ ის კონვერტერი ფაქტიურად არც არის საჭირო აწი, რომ მოუნდესშეცვლა პირდაპირ ამაზე დააყენეს ახალ როუტერს აწი როგორც მივხვდი და საერთოდ რატო ეყენა ის კონვერტერი ვერ მივხვდი მანამდე, პირდაპირ ეგრე გაეკეთებინათ... ისე ჩემთან რაც დავაყენე ეს Tp-Link Wfi 6 შენ რაც ამარჩევინე ერთხელაც არ მქონია შეფერხება ,მუშაობს საათივით, ყველგან ბოლო ხაზზე იჭერს და მართლა იდეალურად გამართულია ყველაფერი, გინდ მოძრაობის დროს სახლში გინდ ერთ ადგილას იჯდე, ყველაფერში გამართულად მუშაობს რაც დავაკვირდი...- 55 replies
-
- 1
-
-
- wifi router
- wifi
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მირჩიეთ Wifi როუტერი მაგთის ინტერნეტისთვის
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in დახმარება
ფაინ, ახალი წლისთვის ახალ სახლში შევხვდები იმედია ისე მიდის საქმეები ჩემსკენ, ნელ-ნელა ვლაგდები მგონი...^^ დიუუდ ჯერ მოგილოცავ ახალ კომპს, უმაგრესია, ღირდა ლოდინად ნამდვილად, ეგ პროცი ჩემი ფავორიტია ჯერ კიდევ გამოსვლის დღიდან, ჯერ-ჯერობით საუკეთესო APU-ა დესკტოპ სეგმენტში,^^ იმედია RDNA2-ს APU დესკტოპზეც ნახავს მზის სხივს, ვიმედოვნებ AMD-ე მიხვდება რომ VEGA-დან 680M-ზე უნდა გადაიყვანოს დესკტოპიც, გადაგვაყოლეს ბოლო 4 წელი ამ ვეგას, სიახლე გვჭირდება... მოკლედ ახლა რაც შეეხება ჩემს მეგობრის ამბავს, ეს რა ვნახე ლააშ სრული ქაოსი იყო... ტიპებმა რა გაიყვანეს რა გააკეთეს, ძაან დაბურდულ აბურდულად არის გაკეტებული. მოკლედ დავიწყოთ; პირველი ორი როუტერი რატომ უყენია, წლების წინ როდესაც დაუყენეს იმათმა თავისი DSL როუტერი, ეგ კაბელი რაც დავაკვირდი ტელეფონის კაბელს გავს კი და გაჭრილია შუაზე და დასმულია მაგათ როუტერში არც გამგია რა როუტერია საერთოდ არც მინახავს არასდროს ეგეთი არაფერი... აი ეს როუტერი დაუყენეს იმათ, მერე ჩემმა მეგობარმა იყიდა 2 ანტენიანი ტენდას როუტერი და ეგონა რომ დაბრდღვნიდა ყველაფერს როგორც მაღაზიაში უთხრეს, დაახლოებით ერთი 10-11 წლის წინ ხდება ეს ყველაფერი, ჰოდა თან დაუყენეს სახლის ბოლოში, :დ არადა კერძო სახლზეა საუბარი თბილისში, ეზო იქნება ერთი 200 კვადრატი და თვითონ სახლი 120 კვადრატი მინიმუმ ჰოდა რანაირად ეყოფოდა ერთი ცალი ტენდას უბრალო როუტერი, ამიტომ არ იჭერდა საძინებლებში, ამიტომ თავისთან საძინებელში მოგვიანებით დააყენა ნეტისის როუტერი ისიც 2 ანტენიანი, ჰოდა ეს მეორე როუტერი დაუკავშირა კაბელით იმ პირველ როუტერს, ოღონდ LAN პორტში აქვს შეერტებული და არა Wan პორტში, ჰოდა პირველი როუტერი კიდე ტენდასი wan პორტშია დაერტებული ყვითელი კაბელით იმ ახალი ქსელების გაუგებარი წარმომავლობის DSL როუტერზე... ორივე როუტერს პრობლემა აქვს, ხან ერთი ჭედავსხან მეორე, ხან ორივ ერთად ჭედავენ... ახალ ქსელებში რომ დაურეკა ჩემმა ძმაკაცმა, იმათმა უთხრეს ჩვენგან ყველაფერი კარგად მუშაობს, თქვენს ვაიფაი როუტერებს აქვთ პრობლემაო, ჰოდა მერე ამან კაბელით შეაერთა პირდაპირ ლეპტოპი იმათ დაყენებულ როუტერზე და საათივით მუშაობდა ინტერნეტი... აი ესეთი სიტუაცია არის, პლიუს ამის გარდა ქალაქისტელეფონი ეყენათ ადრე და იმის კაბელებიც ცალკე იყო მანდ, ისინი მოვხსენი ამოვძირკვე, ჰოდა მინდა ეს ამდენი კაბელები და ა.შ. ყველაფერი მოვაშორო და ერთი ის ძლიერი რომელიც თქვი მესამე ის დააყენოს და პირდაპირ დასვას იმათ როუტერზე ანუ ჰომ გამოვა ეგეთი ამბავი? ჰოდა რა მაინტერესებს იმ ახალი ქსელების როუტერი ჰომ არ დაალიმიტებს ამ ძლიერ TP-Link c80 როუტერს? ჰო იმუშავებს შეუფერხებლად?- 55 replies
-
- wifi router
- wifi
-
(and 1 more)
Tagged with:
-
მირჩიეთ Wifi როუტერი მაგთის ინტერნეტისთვის
Harmony Lines replied to Harmony Lines's topic in დახმარება
ლააშ ჰაი, როგორ ხარ ბრო? მოკლედ ლააშ ჩემს მეგობარს აქვს ქსელზე პრობლემა დაიტანჯა მოკლედ, კერძო სახლში ცხოვრობს და შეყვანილი აქვს "ახალი ქსელები", ჰოდა უყენია 2 ცალი როუტერი რაღაცა ჭპკ ფირმების, ტენდა და ნეტისია როუტერები, ორივე არის 2-2 ანტენიანები, ჰოდა მოკლედ ხან წყდება სიგნალი, ხან ძახილის ნიშანს წერს და მოკლედ ხან ლაგავს აჩვენებს რო არისო, მაგრამ რეალურად არ შედის, ჰოდა დაიტანჯა მოკლედ, ჰოდა შთავაგონე ეგ როუტერები გადააგდოს ორივე და ერთი მძლავრი დავაყენებინო სახლის ცენტრში როგორც ჩემთან გავაკეთეთ ისე^^, ოღონდ 6-ი არ უნდა, დივაისებიც არ აქვს 6-ს მხარდაჭერით და თან ფასშიც დიდია სხვაობა და კარგი ხარისხის 5-ი რო ვაყიდინოთ, ეგეთი ურჩევნია 5-ი იყოს, მაგრამ კარგად და გემრიელად რო იმუშაოს ისეთი... ჰოდა ავარჩიე რამოდენიმე მოდელი და რას ფიქრობობ აბა...^^ https://www.tp-link.com/ae/home-networking/wifi-router/archer-c64/#overview ფასი 119 ლარი https://www.tp-link.com/baltic/home-networking/wifi-router/archer-c6u/ ფასი 135 ლარი https://www.tp-link.com/baltic/home-networking/wifi-router/archer-c80/ ფასი 164 ლარი მოკლედ რაც გავითვალისწინე შენ რასაც გაუსვი ხაზი რომ მირჩევდი 3-ვეს აქვს MU-MIMO ტექნოლოგია, Wi-Fi 5-ა სამივე და Dual Band-ია, 2.4-5.0GHz-ზე მუშაობს და დანარჩენი არ ვიცი შენი რჩევა გვჭირდება ღირს თუ არა დამატება და რას ფიქრობ ამ 3-ვე ვარიანტზე. ჰოდა ფართობი არის დაახლოებით 120კვ. მადლობა წინასწარ ლააშ...^^- 55 replies
-
- wifi router
- wifi
-
(and 1 more)
Tagged with:
-
როგორც ასეთი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა ელიტს ნამდვილად ტან ბევრად იაფად, აი ეს ცვალებადი ანალოგები ჰომ საერტოდ უმაგრესი რამეა, ნუ რაც უნდა ვაღიარო ბოქსის ქონთროლერი მაინც ვერ ჯობია დუალსენსს, ყველაზე დიდი მიზეზი არის ეს ადაპირებადი ტრიგერები და მოუშენ სენსორები, ნუ ეგ სხვა ელფერს სძენს რა გეიმფლეი პროცესს, ტექნოლოგიურად სონი წინაა მაგ მხრივ, მაგრამ კომფორტულობის მხრივ და ზომით ბოქსის ფორმ ფაქტორი ბევრად მეკომფორტულება ხელში პირადად, მაგრამ ნუ ეს სუბიექტურია, ზოგისთვის პირიქით dualshock ან dualdensce უფრო კომფორტულია... ერთადერთი ფასები არ მომწონს ძალიან ამ ელიტის და ახალი ედჯის, ნუ მესმის დამატებული ფუნქციები აქვთ, მეტი მოდიფიკაციის შესაძლებლომა მაგრამ ეგ არ ამართლებს ფასის გაორმაგებას და გასამმაგებას სტანდარტულისგან განსხვავებით, მითუმეტეს როდესაც ამდენი ალტერნატივა შემოდის ბაზარზე უკვე...
