Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9687
  • Joined

  • Days Won

    140

Everything posted by Harmony Lines

  1. The 8-core Arc GPU running at up to 2.30 GHz is slated to be a proper alternative to the mighty Radeon 780M. The thing is almost as fast as the GTX 1650 (Laptop) and the RTX 2050 (Laptop) to represent some seriously solid performance gains over aging Xe-series integrated GPUs. If one chooses to take Intel's word for it, that is. მგონი როგორც იქნა მოგვაქციეს ყურადღება APU-ს მოყვარულებს და ეს მართლა სერიოზული რამ გამოაგდო ინტელმა, სახელწოდება შეიცვალა დავიწყოთ აქედან i3,i5, i7 და i9 მაგივრად სახელწოდება შეიცვალა Ultra-თი, იქნება Ultra 3, 5, 7 და 9-ა. ასევე როგორც აქამდე იყო, H სერიის პროცესორები და P სერიის პროცესორები განსხვავებული იქნება რადიკალურად წარმადობაში როგორც აქამდე იყო. H ანუ მაღალი წარმადობის მქონე სერიაა კვლავ. და მთავარი განახლება შეეხო ინტეგრირებულს, რომელიც დღეს-დღეობით არსებულ მონსტრ 780-ს ალტერნატივად გამოჩნდა, როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ ინტელმა შთამბეჭდავი წარმადობის მქონე ინტეგრირებული ვიდოე ბარათი გამოუშვა. intel Arc-ს სახელწოდებით, რომელსაც საკმაოდ სერიოზული წარმადობა აქვს, GTX 1650-ს და RTX 2050-ს ალტერნატივაა.
  2. ჯონ ვიკი 4 იყო დონე ძაან, ექშენის უსასრულობა კაცია კეანუ რივზი... ალბათ რეკორდი მოიხსნა ექშენის ხანგრძლივობის ფილმებში რაც კი ყოფილა, მთელი ფილმი გაუჩერებელი ბრძოლა მიდიოდა... ვიკაიფე ძაან... 10/7 Resident Evil: Death Island ვნახე და გამისწორდა, ჩაუჯდები, მოიმარაგებ სნექებს და კარგად გაერთობი, აქაც ბევრი ექშენი იყო ძალიან და თან ყველანი ერთად რომ ჩაერთნენ ბრძოლაში გაასწორა მაგრად, თამაშის ვაიბი მაოქვს რაა... 10/7 Scream VI ცუდი არ იყო, ვიტყოდი რომ დაჟე წინა ორ ნაწილს ჯობდა... 10/7 Meg 2: The Trench დიდი არაფერი, რაც წინა იყო, იგივე იყო ესეც რაა... 10/6 Insidious: The Red Door გამისწორდა მე პირადად, ტიპიური ჰორორი არ იყო, როგორც წინები, უფრო ადამიანურ ემოციებზე იყო გამახვილებული ყურადღება, მამა-შვილურ სიყვარულზე,დ ამოკდიებულებაზე, პატივისცემაზე და მოკლედ კარგი მესიჯები იყო ჩადებული... 10/7-ს დავუწერდი. Indiana Jones and the Dial of Destiny მაგრად გავერთე, ძალიან ვისიამოვნე, ყველაფრით საერთოდ, პირველი კადრიდან ბოლოდმე მოყოლებული, ერთი ამოსუბთქვით ვუყურე, იმდენად გენიალურია ჰარისონ ფორდის შესრულება, თან ბავშვობას გახსენებს, აი იმ ძველი ინდიანა ჯონსის ვაიბიც აქვს, პლიუს ატყობ რომ ფრენჩაიზი სრულდება, უკვე ბებერია მაგრამ მაინც ბოლო თავგადასავლისკენ მთელი ძალებით მიიწევს. მოკლედ 10/8. Renfield ერთხელ საყურებელი კომედიური ჰორორია 10/6. ნიკოლას ქეიჯი და ნიკოლას ჰოლტის დუელი ასწორებს სხვა მხრივ ფილმი ტიპიური საპოპკორნე ფილმია რაა... Teenage Mutant Ninja Turtles: Mutant Mayhem ძააან გავერთე და გამისწორდა, თან კარგი გაკეთებული იყო სიუჟეტურადაც და ტექნიკური შესრულებაც... 10/7 Shazam! Fury of the Gods მეტს მოველოდი, დიდი ვერაფერი დისის ბოლოდროიდნელი კიდევ ერთი იმედგაცრუება... 10/5 მაქსიმუმ Knock at the Cabin იმედგაცრუებული დავრჩი, ბევრად მეტს მოველოდი ამ ფილმისგან... 10/5 Evil Dead Rise ეფექტურად დაიწყო, მაგრამ ბოლოში დიდი ვერაფერი ეფექტი ვერ დატოვა... ლეგენდარული ჰორორის იმედგაცრუება იყო ჩვეულებრივი... 10/5 ისიც მომენტებში კარგი საშიში იყო და მაგიტომ... The Super Mario Bros. Movie ერთხელ საყურებლად წავა. 10/6 Top Gun: Maverick გენიალური ფილმი ტომ კრუზის შესრულებით, ემოციებით აღსავსე, კარგი აუდიო და ვიზუალური გაფორმებით, კარგი სიუჟეტით. 10-დან 8 Death Sentence (2007) მაგრად ვიკაიფე ამ ფილმით, ქევინ ბეიქონი ძაან მაგრად ასრულებს თავის როლს, ვისაც თრილერები გევასებათ, გირჩევთ გაგისწორდებათ... Blue Beetle კიდევ ერთი იმედგაცრუება დისის... 10/5 The Equalizer 3 კარგად გავერთე, დენზელა ფორმაშია, თავისი აუტანელი ყოფიერების სიმსუბუქითურთ...^^ 10/7 Gran Turismo მაგრად გამისწორდა ალბათ ერთ-ერთი ტოპ თამაშზე დაფუძნებული ფილმია რამაც გაამართლა... 10/7 Ghosted (2023), კარგად გავერთე ძალიან, გირჩევთ უყუროთ, ანა დე არმასი და ქრის ევანსი მონაწილეობენ, კარგი დუაოა ძალიან... 10/7 Haunted Mansion ერთხელ საყურებელი ფილმია, საოჯახო ჰელოუინზე რო გაგისოწრდება განსაკუთრებით... 10/6
  3. ბონი და კლაიდი ვაი სითის ვაიბით, მშვენიალურია, მე მომწონს... წესით კარგი ლავ სთორი ბევრი ექშენით უნდა იყოს. დეტალიზაციას დააკვირდით, უბრალოდ ასეთიდ ეტალიზირებული ოუფენ ვორლდი, ძალიან ინტერაქტიულია ყველა ლოკაცია... ქალაქი, ბუნება ცოცხალია რასაცქვია, დიდი ალბათობით RDR2-ვით იქნება დეტალებზე ყურადღება გამახვილებული ძალიან... თრეილერშივე ჩანს, დეტალებზე რომ დააკვირდეთ ყველაფერს წაიკითხავთ...
  4. Saw X ვნახე და გამისწორდა, იმიტომ რომ ძველი პირველი მეორე ხერხის ვაიბი მომიტანა, კლასიკური ხერხი რომ დააბრუნეს, ყველაზე მეტად მაგან გაასწორა და ჯონ კრამენის კდიევ ერთხელ ხილვა საინტერესო იყო. 10-დან 7-ს დავუწერდი. retribution ვუყურე კდიევ, ლიამ ნიისონის მონაწილეობით, გაასწორა, ჩვეულ რიტმშია ლიამი, სულ დაძაბული ხარ მის ფილმებზე და ჩამთრევი ექშენ სიუჟეტები ახასიათებს მაგ მსახიობის ფილმებს, ასაკი კი ემატება თუმცა ხიბლს არ კარგავს თავისებურს. ერთხელ საყურებლად კარგ დროს გაატარებთ. ამ ფილმს 10-დან 6.
  5. აი მე მგონია რო ეს გაამართლებს მაგრად და, ამის საბაბმს მაძლევს rockstar-ს ფინანსური და კრეატიული შესაძლებლობები, ყოველთვის ინოვატორები იყვნენ. ახლა ვთამაშობ ხოლმე Vice city definitive edition-ს და რო უკვირდები, ისეთ დეტალებზეა ნაფიქრი და განხორციელებული ჯერ კდიევ როდის, როცა არც ჰარდვეარი არ იყო განვითარებული და არც სოფთვეარი იმ დონეზე რომ ეს ყველაფერი დაემუშავებინა და ამიტომ წინ იყვნენ სხვებზე, ახლა კდიევ რაც ხელოვნური ინტელექტი აქტიურად არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და გუგლის საძიებო სერვერებთან აქვს წვდომა და ამოუწურავ ინფორმაციას აგენერირებს, ვფიქრობ ეს თამაშშიც იქნება ინტეგრირებული სხვა დამატებით ნიუანსებთან ერთად რაც მანამდე არ ყოფილა განხორციელებული თამაშებში, მაგალითად რედ დედ რედემფშენი ჰომ ჰიპერრეალიზმის ყველაზე კარგი გამოხატულებაა დღევანდელი გეიმინგ ინდუსტრიის, თუნდაც ცხენის სასქესო ორგანოების რეაგირებით ამინდის ტემპერატურის ცვლილებიდან დაწყებული, (რომელიც საერთოდ არ არის მოთამაშისთვის არსებითი მნიშვნელობის) მაგრამ მაინც გაკეთებული, და თამაში ასახავს იმ დროს როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიები არ არსებობდა, GTA 6-ში ფაქტიურად თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება წამყვანი ორიენტირი, რაც მოიცავს 1000სობით მეტ დეტალის ინტეგრაციას და რეალიზებას თამაშში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც GTA 5 გამოვიდა, 10 წლის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი გეიმ დეველოპმენტ კომპანიამ მეეჭვება ისე ჩასვაროს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მასიური ფრენჩაიზი რომ ხალხში გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს... ერტადერთი რაც კარგად მახსოვს, GTA 4 რომ გამოვიდა, იმ წლის კი არა 3 წლის შემდგომ გამოსულ high-end ვიდეო ბარათებს უჭირდათ გაშვება თამაშის ისე რომ ყველა პარამეტრი მაქსიმუმზე დაგეყენებინა. GTA 5 რომ გამოვიდა ანალოგიურად 3-4 წელი მაინც დაჭირდა კარტებს მიეღწიათ ისეთ სიმძლავრეს რომ მაქსიმალურ პარამეტრებზე გეთამაშა. მე კი ვთვლი რომ როქსთარის საუკეთესო ქმნილება მაინც GTA 4-ია და დეტალები საუკეთესოდ იყო გაკეთებული ვიდრე 5-ში. გინდ მანქანის აერო დინამიკა აიღე, დამტვრევის ფიზიკა, წყლის ფიზიკა, ცეცხლის აალების ფიზიკა, აი ძალიან ბევრ ნიუანსში რევოლუციური ნაბიჯი გადადგა GTA 4-ა გეიმინგ ინდუსტრიაში და ჰიპერრეალიზმი შემოიტანა.
  6. თანამშრომელს ვაყიდინე ნოუთბუქი, Asus Vivobook 16X. მონაცემები: ryzen 5 5600H, DDR4 8GB 3200MHz, samsung NVme SSD512GB 1600 ლარად. ნამდვილი მონსტრია ეგ პროცესორი, ფაქტიურად i5 10600K-ს წარმადობა აქ, სინგლ რეჟიმში მდგომი 1 ცალი 8Gb ოპერატიულით, ამას რომ მეორე 8-იანი დაუყენო საკმაოდ მოემატება წარმადობა დუალ რეჟიმში და გადახსნის შაზე 10600K-ს, ანუ ფაქტიურად ეს H სერია უდრის პერსონალურის სიმძლავრეს...
  7. https://www.imdb.com/title/tt9362722/?ref_=nv_sr_srsg_0_tt_8_nm_0_q_spider-man აუ აი ძაან დონე რაღაც იყო ეს რაა და ამის გაგრძელება იქნება კიდე უფრო დონე რაღაც, იმდენი ქამეო გაჩითეს რომ ბუმ ტვინი აფეთქდა, 10-დან 8 დიუდ ზედმეტების გარეშე!
  8. აუ აი სასწაულად მომწონს ეს ტელეფონი და რა გავაკეთო, ცოტა რომ დაიკლებს სამომავლოდ გეგმაში მაქვს ვიყიდო, ჯიბეში იმდენად მედისკომფორტულება ჩვეულებრივი ტელეფონები რომ აი ატანა არ მაქვს ეს კიდე თუ გინდა საერთოდ ნუ გადაშლი ისეთი დამატებითი ეკრანი უყენია დახურულ მდგომარეობაშიც რომ ყველაფერს გააკეთებ მაინც... თან მექანიზმიც უმაგრესად არის დახვეწილი შეზღუდვა მოხსნილი აქვს როგორც გავარკვიე გახსნა დახურვაზე.
  9. პირველი 4 ადგილიანი სუპერქარი ქოენიგსეგისგან...^^
  10. ეს ცაში რო მიყვება ზოლი კიდე არ მოხსნეს, რა უბედურებაა რით ვერ მოაშორეს ეგ მაჩვენებელი, გზაზე გადაიტანონ ადამიანურად... :დ
  11. ფლეშზეც მაგრად ვიკაიფე, ტრანსფორმერებმაც მაგრად გაასწორა...^^
  12. მე დიდად არ აღვფრთოვანდი გუშინდელი გეიმფლეით, მაგრამ ისე ულაგავდათ რანაირად თამაშობდნენ კი გამიკვირდა, მაგრამ სამეგობროსთან ერთად იკაიფებ რომ გამოვა ერთად, ეს ქრიუც, ფორზაც ყველა ერთი კლასტერია რა დიდი ოუფენ ვორლდი და გაშლილი სივრცეები, რაღაც ახალი მჭირდება, გამიუფასურდა თითქოს ეს რბოლები, TDU-ს ველოდი ბევრად უკეთესს, მაგრადმაჩილავებდა ეგ თამაში თავის დროზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უბრალოდ კრუიზინგითაც კი ვკაიფობდი TDU2-ი, ეს თუ შეიცვლება დაიხვეწება მართვის სპეციფიკა და დეტალიზაცია დაემატება, შუშების აწევა ჩაწევა, კაბრიოლეტებზე გადახდა დახურვა სახურავების, ფარების ანთება ჩაქრობა და ა.შ. გაასწორებს.
  13. რას დაამსგავსა ტიპი, არადა რომ ვუყურე ბრძოლას, მეგონა მეოთხე რაუნდში დასრულდებოდა, მაგრამ ემეტის გამძლეობამ ილიაც კი გააოგნა, ინტერვიუებში სულ მაგას აღნიშნავდა, ჩემს წინ გალიეში ამდენი არავის გაუძლიაო... ხელში აქვს საოცარი ძალა ილიას, ვოლკანოვსკის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, ვარაუდობ მომავალი UFC-ს ჩემპიონი ქართველი ელ მატადორი გვეყოლება...^^
  14. ესეც მეორე მეინ ივენთი ქართველის მონაწილეობით, დღეს ილიას დღე უნდა იყოს, იმედია დაანოუკაუტებს ემეტს...
  15. ვაუ აი მოტოროლამ ყველას მიასვა რაა, მგონი ყველაზე დახვეწილი კეცვადი ტელეფონი გამოშვა, დაჟე სამსუნგსაც კი გადაუარა და ახალ პიქსელსაც, ყველაზე მაგარი განახლება მაინც წინა ეკრანია რომელიც ფაქტიურად სრულად ფუნქციონალურია ყველა მხრივ, ერთადერთი მინუსი რაც დავიჭირე არის ამ ტელეფონის ძალიან პატარა ელემენტი უყენია 3800მილიამპერი ფაქტიურად არაფერია როდესაც 6.9 ინჩიანი დისფლეიანი ტელეფონია, მაგაში მაგრად შეცდნენ, ფაქტიურად სითხელეს შეწირეს ელემენტის მოცულობა, 4500-5000-იანი რომ გაეკეტებინათ ელემენტი მაშინ სისქეში გაიზრდებოდა ტელეფონი საგრძნობლად, მაგრამ გაზრდილიყო ჯობდა და ელემენტი ქონოდა ძლიერი...(
  16. აუ ბავშვობაში რომ ტრანსფორმერები გადიოდა ანიმაციური სერიალი ცხოველებად რომ იქცეოდნენ დეცეპტიკონები და ავტობოტები ზუსტად ეგ ვაიბი მოიტანა...
  17. ამ ადამიანს ჩემი დიდი პატივისცემა, იმდენად მაგარ საქმეს აკეთებს რომ სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია გადმოსცე ეს რამდენად მაგარი პროექტია...
  18. აი ამ ფილმს რომ ველოდები და მეორე secret invasion-ს ისე არაფერს ველოდები წელს...
  19. კი უდაოდ, ყველაძე ძლიერი თამაშია, შემდეგ მოდის მეორე ნაწილი და შემდეგ მესამე პირადად ჩემთვის. მეორე და მესამეც მაგრად მიყვარს თავიანთი ვაიბი აქვთ რა იმათაც, მიუხედავად იმისა რომ მესამე სუსტი დონის რიმეიქი გამოუვიდათ, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე როდესაც დავხურე... ნემეზისი ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვილანია ვთვლი მთელს ფრენჩაიზში, შემდეგ მოდის უკვე მისტერ იქსი.
  20. ვუჰუუ მაგარია, მეც დავხურე იუთუბზე რედზერგასთან ერთად...
  21. ნუ შეფასება მაღალი ჩემგან შენს ნამუშევარს, მაგრამ რაც შეეხება თამაშს ის შეუფასებელია. აუ ეს ტიპი მომეწონა ფილმში, ძაან მოუხდა ლიონის პერსონაჟს და რატო არ გადაიღეს ცალკე ფილმი ლეონზე დღემდე არ მესმის ამ მსახიობის მონაწილეობით, ბოლოს რაც გამოუშვეს იმ ფილმში ვიღაც ინდოელი რო ათამაშეს, რა შუაში იყო საერთოდ ის ტიპი ლიონთან, ვგიჟდები რა უბრალოდ...
  22. მე მგონია რომ ეგ 780m-ი რაც დავდე ვიდეო RDNA3 არქიტექტურაზე RE4-ს აი უგემრიელესად გათამაშებს, კდიევ GOW-ს და მსგავს თამაშებს FHD-ზე high-ultra-ზე გაუშვებ უკვე რა, ძალიან გააძლიერეს რაც RDNA3-ზე გადავიდნენ და ვიდეოს ბირთვი 2.8Ghz-ზეა და ნუ 3ghz-ზეც შეგძლია დააყენო, ანუ ფაქტიურად ინტეგრირებული დააოვერქლოქინგო, მანდ სულ სხვანაირად არის, როგორც დისკრეტულზეა ისე არ იმატებს ტემპერატურები, რადგან ენერგო მოხმარება მინიმალურია და ასეც და ისეც გრილად მუშაობს სისტემა, თბოგამოყოფა ფაქტიურად არ აქვს სისტემას, როცა 30 სანტიმეტრიანი კილოანი ვიდეო კარტა არ გიდგას რომელიც 300 ვატს მოიხმარს და მეტს სისტემაც გრილად მუშაობს ძალიან, და რომც დააყენო ძლიერი ვიდეო ბარათი, დაზღვეული იქნები ყოველთვის, ან გადაგეწვას კარტა, ან დაგიზიანდეს ან გაყიდო, ყოველთვის გექნება საშუალება რომ სისტემა ამუშაო ისეთ რეჟიმში რომ ვიდეო ედიტინგი იქნება, სინთეტიკურ ტესტებში მუშაობა და მაღალ ბიტრეიტიანი მულტიმედიური ფაილების გაშვება ვიდეო არ დაგალიმიტებს, 780m-ს და ძლიერი პროცესორის ხარჯზე... არა აუცილებელია დესკტოპზე გამოუშვან RDNA3 არქიტექტურაზე დაფუძნებული APU_ბი, 6-შიც და 8 ბირთვიან ვერსიებშიც, ვფიქრობ 8/16 სრულიად საკმარისია დღეს ყველაფრისთვის აბსოლიტურად...
  23. აი რატომ იყო საუკეთესო მარველში...^^ ეს ხომ ცხოვრებისეულია ადამიანებმა დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ შეცდომები... უმაგრესი პერსონაჟი იყო, არის და იქნება მუდამ ტონი სტარკი/iron man...
  24. ნახე რა ძლიერი APU დადო AMD-მ 780m_ს სახით მობილურ სეგმენტში, დესკტოპი სულ დაიკიდეს, არადა ეს მინიმუმ 3-ჯერ მძლავრი მაინც არის 5700g-ს ვეგაზე და რას შვებიან გამოუშვან დესკტოპზე rdna3 არქიტექტურაზე დაფუძნებული apu. FH5-ს high_ზე FHD-ზე 100FPS-ით უშებს უპრობემოდ საერთოდ, ანუ very highi-ultra-ზე 60-თ თავისუფლად უნდა მოერიოს, სერიოზული წარმადობაა ეს ძმაო და მობილურ სეგმენტში ასეთი მაგარი APU-ს ქონა და დესკტოპი უკვე რამოდენიმე წელია ისე ავთ მიგდებული რომ რავი რაა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.