Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9688
  • Joined

  • Days Won

    141

Posts posted by Harmony Lines

  1. ჩინურმა სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდა OPPO-მ პირველმა შეძლო გაექრო ნაკეცი შუაში ეკრანზე და კიდევ უფრო დახვეწა და ახალ ეტაპზე გადაიყვანა კეცვადი სმარტფონების ინდუსტრია. 

    წელს ალბათ იგივეს გაიმეორებს სამსუნგიც და ეიფლიც.

    • Upvote 1
  2. არა რა სხვა თემაა საერთოდ ფოლდზე ყველაფერი, ვიდეოს ყურებასაც რომ შევეხოთ, იუთუბი ფოლდზე სულ სხვანაირი ფორმატით იხსნება, თამაში, ბრაუზინგი ბევრად კომფორტულია ფოლდზე, ვეერ შეადრი რა თუ არ გაგიტარებია დრო ფოლდთან, ყველაზე მეტ ხანს მაინც ბრაუზინგში ვატარებთ და სოც ქსელებში და მანდ ფოლდი ბევრად ქულ ტიპია ჩვეულებრივ სმარტფონებთან... სამსუნგ დექსი არის საოცრება...  რაც შეეხება ნაკეცს მაგის მოშორება ეგ ერთ-ერთი უდიდესი ნახტომი იქნება წელს, და იმეტია ელემენტის მოცულობაც გაიზრდება, ფორმატს რაც შეეხება გუგლს ქონდა ვაიდ ფოლდ ვერსია პირველი პიქსელის და მსგავსი იქნება, მაგრამ მე ფოლდ 7-ს ფორმ მფაქტორი უფრო მომწონს, იმიტომ რომ მხოლოდ გაშლილი ეკრანი არ უნდა იყოს პრიორიტეტი, დაკეცილზეც კომფორტული უნდა იყოს მსგავსი დივაისის გამოყენება და დაკეცილზე 7-ს ფორმ ფაქტორი იდეალურად ზის ხელში, თუმცაღა ვაიდ ფოლდი იქნება დამატებით კიდევ ერთი მოდელი, როგორც თრიფოლდია, მე თრიფოლდის როგორც კონცეფცია ყველაზე მეტად მევასება, იმედია ეგეც დაიხვეწება და ისეთ წონაზე და სისქეზე დადგება რომ მსუბუქი იყოს... ფაქტიურად ძველი ფოლდები რაც იყო დაკეცილი, მაგხელა არის თრიფოლდი დღეს რაც ძაან წინ გადადგმული ნაბიჯია, ახლა საუბარი მიდის კიდე იმაზე რომ ელემენტი 5000-სი გახდება 8-შიო ნაკეცის გაქრობასთან ერთად, ეიფლიც კონკურენციაში რომ შევა მერე უფრო სწრაფი ტემებით განვითარდება ფოლდები, მოტოროლაც უშვებს ახალ ფოლდს აქედან და წლის მეორე ნახევარში კარგი დივიასები დადროფება მოკლედ, ასწორებს. 

  3. აუ სასწაული რამე გამოდის... რა ქასთი ბრუნდება, რა მსახიობები რა მაშტაბებზე გავა ეს ფილმი უკვე ვიცი, ენდგეიმმა და ინფინიტი ვორმა ხო მოხსნა ყველანაირი რეკორდები თავის დროზე, ხოდა იმ ძველ დიდებას დაუბრუნებს მარველს ეს ფილმი...

    • Upvote 1
  4. უკვე გაძვირებულია, იმდენად არის მოთხოვნა გაზრდილი, 16-17-ს რომ მეუბნებოდნენ ცენტრში 6 თვის წინ იგივე მანქანაზე 22-25 მითხრეს, მაგას ვამბობ რომ ხალხი მაგრად ყიდულობს, ქალაქში ბევრი მხვდება უკვე ჩინური მანქანები... გარანტიებით იზიდავენ ხალხს ძირითადად და დაბალი ფასებით...

  5. 23 hours ago, Gogla1990 said:

    ხარისხსაც თუ მიხედეს, კი, აქვთ ამბიციაც და რეალური შესაძლებლობაც, ადამიანური რესურსიც ოხრად აქვთ და წიაღისეულიც, ტექნოლოგიას ზოგს დახვეწავენ, ზოგს იყიდიან და აშ.

    ჯერ-ჯერობით მაღალტექნოლოგიურ ნაგავს აკეთებენ 10-დან 9 მანქანას, კარგი რაცაა ხშირად ანალოგიურ გერმანულ-იაპონურზე ძვირია, იაფი რაცაა 90% უბრალოდ ნაგავია ამ ეტაპზე.

    300 000$-იან მაიბახს 100 000$-იანი maextro s800 რო აბახეებს ყველა ასპექტში რანაირადაა ერთი და იგივე ფასი ან უფრო ძვირი...

    აგერ მაგალითი მაგ 2 მანქანის შედარების, Avatr ნახე, lync&co ნახე, geely, jetour ნახე, Geely-მა ვოლვო იყიდა 1.8 მილიარდად, ასევე მფლობელობაში ყავს ლეგენდარული "ლოტუსი", მერსედესის და აუდის და BMW-ს დიზაინერები ყავთ დაქირავებული უხდიან ბლომად, და აკეთებინებენ მანქანებს, ვოლვოსგან გადმოიღეს ძრავი, დაკიდიების სისტემა, ლოტუსის ნავიგაცია, და ეძახე შენ მაღალტექნოლოგიური ნაგავი და 5 წელში კიდე რამდენ კომპანიას ჩაყლაპავენ. ჯერ სად ვართ. უკვე ქალაქში ხშირად მხვდება ჩინური მანქანები, ჩემს კორპუსში უკვე Jetour 2T იყიდა ერთმა, გარანტია აგქვს 5 წელი და მიდი აბა როგორია ამდენ ბენეფიტზე უარი თქვა და ჩამოიყვანო დამტვრეული მანქანა, ვიღაცა ამერიკელის გამოსმული, მერე აკეთო, დაახარჯო ზევიდან და კი ადიხარ 20 000$-მდე კაი მანქანა რო იყიდო და 20-ში აქ როცა ცენტრში შეგიძლია შეხვიდე და იყიდო პირდაპირ 0 გარბენით, 5 წელი გარანტია კიდე ზევიდან, უკვე იწყებ ფიქრს რაღაც რაღაცეებზე...

    აბსოლუტურად მესმის ყველა იმ ჩინური მანქანის მფლობელის ვინც გადავიდნენ, იმიტომ რომ ყველა ერთს ამობს, ეკონომიურია, საოცრად რბილი და კომფორტული და ყოველდღიურობაში იდეალურად მოსახმარია. დღეს-დღეობით რეალობა ასეთია...

    აი ამ ვიდეოს უყურე ბევრ რამეს გაიგებ ჩინურ ავტოინდუსტრიაზე...

  6. ჩინელებმა ძაან გად... თავზე ბოლო პერიოდში ავტო ინდუსტრიაში, ისეთ ავტომობილებს აწარმოებენ უკვე და ისეთი დიზაინერები დაიქირავეს, ისეთი ბრენდები შეისყიდეს რომ რავიცი, ალბათ მანქანათმშენებლობაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე მდგომი ქვეყანა გახდება მსოფლიოში. 

  7. 2025-2026 წლის საუკეთესო სმარტფონების გამოვლენა ტექ იუთუბერების ყოველდღიური მოხმარებიდან გამომდინარე, "ტექ იუთუბერების რჩეული სმარტფონები."

  8. On 11/5/2025 at 12:01 AM, G1ORG1 said:

    ამ პრედატორს რომ ვუყურებ ბინდი მახსენდება, მძრეველა მაქციებზე და ვამპირებზე :xelitavi:

    https://ge.movie/movie/49624/predator-killer-of-killers

    აი ამას უყურე თუ არ გინახავს, ყველაზე მაგარი და ორიგინალური ეკრანიზაციაა ვაფშე პრედატორის. 

    • Upvote 1
  9.  

    დაიდო რივიუები, იმედია მალე შემოვა აქ, ერთი სული მაქ პირადად გავტესტო... (საინტერესოა აქ რა ეღირება, დიდი ალბათობით ამერიკაზე იაფი ჩვენთან ეღირება, როგორც ფოლდ 7-ს შემთხვევაში გააკეთა სამსუნგმა.)

  10. წელიწადში 4-ჯერ წონის კლებამ გამოფიტა ორგანიზმი, ბოლოს რო ვნახე ბრძოლამდე ინტერვიუში ყავდათ მიწვეული ერთ-ერთ ამერიკულ არხზე, ტუჩები ქონდა გალურჯებული ისეთი გამოფიტული იყო ტიპი, და მაგის გარდაც თავად თქვა რომ რომ მთავარია დანა უაითს და პუბლიკას ვაჩვენე შოუო, რაც მინდოდა მეჩვენებინაო და ორიენტირებული რომ ყოფილიყო ბოლომდე გეიმ ფლანზე, პარტელში წაიყვანდა ბოლომდე ბრძოლას და დაღლიდა სულ დაცვებისგან, მან კი მთავარი შეცდომა რაც დაუშვა დაუდგა სტრაიკინგში ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერს, იანი დღეს დღეობით ალბათ UFC-ში ილიას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსერია და ზუსტად ის მიცა რაც უნდოდა, მოკლედ არასწორი სტრატეგია აირჩია, მეორე ფაქტორი იყო, 1 კალენდარულ წელში უნდოდა 4-ჯერ ქამრის დაცვა რაც არავის გაუკეთებია აქამდე და უნდოდა მაგ რეკორდის მოხსნა, უბრალოდ ძალიან დიდი მსხვრეპლის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი. ისეთი უხასიათო ვიყავი მთელი დღე ამ ბრძოლის მერე, გაყოლილი მქონდა გაფუჭებული ხასიათი, თან დღეც ისეთი მოჟამული დაემთხვა მთელი დღე წვიმდა, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მოკლედ რაა, ტრილოგია იქნება აუცილებლად, ოღონდ შემდეგში ბევრად გააზრებული და დასვენებული უნდა დაბრუდნეს და დაიბრუნებს ქამარს, უკვე 35 წლის არის კაცი და ასეთი ორგანიზმის გადაწვა, რაც არ უნდა კარგი კარდიო ქონდეს, მაინც ცვეთა აქვს ორგანიზმს თავისი და როცა ასეთ სტრესში ამყოფებ ორმაგად უახლოვდები ლიმიტის ზღვარს ხოდვა, ზუსტად მაგ ზღვარზე გაიარა დღეს.

  11. ბოლო სეზონი, 🥹 ეპიკობებით აღსავსე იქნება.

    აბა სუპერნეიჩერალის ვაიბი წამოიღო... აუ რაც მაგ სერიალის ბოლო სერიაზე ვიბღავლე, გული მქონდა ცუდად, მე ეგეთი ემოციური სერია არ მახსოვს, ალბათ ჩემი ბავშვობის სერიალი რო იყო მაგის ბრალიც იყო ნაწილობრივ და მაგიტომ, სენტიმენტები წამოიღო ძაან ბევრი.

  12. 21:9 კონტენტზე კი ეგრეა, არაა დიდი სხვაობა, 16:9-ზე ფოლდ-ზე უკვე შესამჩნევია სხვაობა, მაგრამ იმ ჩაღრმავებას ეკრანზე ყველაზე ნაკლებად ამჩნევ როცა წინიდან უყურებ, უხილავია წინიდან როცა უყურებ, მხოლოდ გვერდიდან და ანარეკლზე ეტყობა ეგ ჭაღრმავება, თან 7-ში მინიმუმამდეა დაყვანილი, და ძველებში საშინელება იყო იმდენად ეტყობოდა, მაგრამ რაც მახარებს ის არის რომ ევოლუციას გადის ეგ სეგმენტი და იხვეწება და იხვეწება, ჩინელები იქედან აწვებიან აგდებენ ახალ მოდელებს, აგერ ეიფლიც აპირებს გამოშვებას, დააყენებენ როგორც იქნა საშველს... მაგრამ ბრაუზინგს რაც შეეხება ფოლდზე მაგრა არცერთ ტელეფონზე არ ასწორებს. გინდ იუთუბი იყოს ისე მაგრად აქვთ მორგებული ყველაფერი ამ კვადრატულ ეკრანზე გაგიჟდები, წარმოიდგინე ადრინდელ 4:3 ფორმატზე ვსაუბრობთ ფაქტიურად და თანამედროვეობაში ასე მაგრადაა მორგებული ბევრ რამეს. (არა ყველაფერს მაგრამ უმეტესობას, ეგეც დროის საკითხია) მაგრამ აი ელემენტზე მეც მწყდება გული რაღა დაგიმალოდა იმსახურებს 5000-ზე მეტ ელემენტს ყველა ვარიანტში ფოლდ 7-ი, მაგას რომ 5500 მილიამპერიანი ელემენტი ქონდეს ახლაც ნაყიდი მექნებოდა, 8-ს იმედი მაქვს. არადა საკმაოდ მძლავრი დივაისია და უტეხავს ესეთი ზომის ელემენტი ნამდვილად. https://browser.geekbench.com/v6/cpu/13053202  ნუ ახალ 17 პრო მაქსს ვერც შეადრი ეს წინა წლის დივაისს უფრო უნდა შევადაროთ, მაგრამ აი 8 რომ გამოვა ვგონებ კიდე უფრო სრულყოფილი იქნება. 17-ში არ მომწონს ეგეთი ფაქიზი რომ გააკეთეს, მართლა ფული დაზოგეს და ტიტანიუმისგან რომ არ დაამზადეს, გააბანძა მაგრად მაგან, პრემიალურობის შეგრძნება დაკარგული აქვს ხელში, 16 პრო მაქსვი ბევრად პრემიალურობის შეგრძნებას ტოვებს ჩემთვის პირადად ვიდრე 17-ი. 

    ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. 

    "მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ფოლდი ეს ახალი იქსფერიენსია რასაც სტანდარტული სმარტფონი ვერასდროს მოგანიჭებს." ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, იმიტომ რომ მე ვგულშემატკივრობ ძალიან დასაკეც დივაისებს და მომწონს მათი განვითარება რომ ყოველწლიურად მატულობს და უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ბაზარზე. 

    https://www.youtube.com/watch?v=FuIv_5dRloo

     

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.