Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9682
  • Joined

  • Days Won

    139

Everything posted by Harmony Lines

  1. არა რა სხვა თემაა საერთოდ ფოლდზე ყველაფერი, ვიდეოს ყურებასაც რომ შევეხოთ, იუთუბი ფოლდზე სულ სხვანაირი ფორმატით იხსნება, თამაში, ბრაუზინგი ბევრად კომფორტულია ფოლდზე, ვეერ შეადრი რა თუ არ გაგიტარებია დრო ფოლდთან, ყველაზე მეტ ხანს მაინც ბრაუზინგში ვატარებთ და სოც ქსელებში და მანდ ფოლდი ბევრად ქულ ტიპია ჩვეულებრივ სმარტფონებთან... სამსუნგ დექსი არის საოცრება... რაც შეეხება ნაკეცს მაგის მოშორება ეგ ერთ-ერთი უდიდესი ნახტომი იქნება წელს, და იმეტია ელემენტის მოცულობაც გაიზრდება, ფორმატს რაც შეეხება გუგლს ქონდა ვაიდ ფოლდ ვერსია პირველი პიქსელის და მსგავსი იქნება, მაგრამ მე ფოლდ 7-ს ფორმ მფაქტორი უფრო მომწონს, იმიტომ რომ მხოლოდ გაშლილი ეკრანი არ უნდა იყოს პრიორიტეტი, დაკეცილზეც კომფორტული უნდა იყოს მსგავსი დივაისის გამოყენება და დაკეცილზე 7-ს ფორმ ფაქტორი იდეალურად ზის ხელში, თუმცაღა ვაიდ ფოლდი იქნება დამატებით კიდევ ერთი მოდელი, როგორც თრიფოლდია, მე თრიფოლდის როგორც კონცეფცია ყველაზე მეტად მევასება, იმედია ეგეც დაიხვეწება და ისეთ წონაზე და სისქეზე დადგება რომ მსუბუქი იყოს... ფაქტიურად ძველი ფოლდები რაც იყო დაკეცილი, მაგხელა არის თრიფოლდი დღეს რაც ძაან წინ გადადგმული ნაბიჯია, ახლა საუბარი მიდის კიდე იმაზე რომ ელემენტი 5000-სი გახდება 8-შიო ნაკეცის გაქრობასთან ერთად, ეიფლიც კონკურენციაში რომ შევა მერე უფრო სწრაფი ტემებით განვითარდება ფოლდები, მოტოროლაც უშვებს ახალ ფოლდს აქედან და წლის მეორე ნახევარში კარგი დივიასები დადროფება მოკლედ, ასწორებს.
  2. https://www.phonearena.com/news/samsung-solved-foldable-crease-apples-solution-different_id177275 Samsung just solved the foldable crease, but Apple's solution might be different უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი კეცვად სმარტფონებში.
  3. აუ სასწაული რამე გამოდის... რა ქასთი ბრუნდება, რა მსახიობები რა მაშტაბებზე გავა ეს ფილმი უკვე ვიცი, ენდგეიმმა და ინფინიტი ვორმა ხო მოხსნა ყველანაირი რეკორდები თავის დროზე, ხოდა იმ ძველ დიდებას დაუბრუნებს მარველს ეს ფილმი...
  4. უკვე გაძვირებულია, იმდენად არის მოთხოვნა გაზრდილი, 16-17-ს რომ მეუბნებოდნენ ცენტრში 6 თვის წინ იგივე მანქანაზე 22-25 მითხრეს, მაგას ვამბობ რომ ხალხი მაგრად ყიდულობს, ქალაქში ბევრი მხვდება უკვე ჩინური მანქანები... გარანტიებით იზიდავენ ხალხს ძირითადად და დაბალი ფასებით...
  5. ეს რა ხდება, ესე მალე მეორე თიზერის გამოსვლა უკვე...
  6. 300 000$-იან მაიბახს 100 000$-იანი maextro s800 რო აბახეებს ყველა ასპექტში რანაირადაა ერთი და იგივე ფასი ან უფრო ძვირი... აგერ მაგალითი მაგ 2 მანქანის შედარების, Avatr ნახე, lync&co ნახე, geely, jetour ნახე, Geely-მა ვოლვო იყიდა 1.8 მილიარდად, ასევე მფლობელობაში ყავს ლეგენდარული "ლოტუსი", მერსედესის და აუდის და BMW-ს დიზაინერები ყავთ დაქირავებული უხდიან ბლომად, და აკეთებინებენ მანქანებს, ვოლვოსგან გადმოიღეს ძრავი, დაკიდიების სისტემა, ლოტუსის ნავიგაცია, და ეძახე შენ მაღალტექნოლოგიური ნაგავი და 5 წელში კიდე რამდენ კომპანიას ჩაყლაპავენ. ჯერ სად ვართ. უკვე ქალაქში ხშირად მხვდება ჩინური მანქანები, ჩემს კორპუსში უკვე Jetour 2T იყიდა ერთმა, გარანტია აგქვს 5 წელი და მიდი აბა როგორია ამდენ ბენეფიტზე უარი თქვა და ჩამოიყვანო დამტვრეული მანქანა, ვიღაცა ამერიკელის გამოსმული, მერე აკეთო, დაახარჯო ზევიდან და კი ადიხარ 20 000$-მდე კაი მანქანა რო იყიდო და 20-ში აქ როცა ცენტრში შეგიძლია შეხვიდე და იყიდო პირდაპირ 0 გარბენით, 5 წელი გარანტია კიდე ზევიდან, უკვე იწყებ ფიქრს რაღაც რაღაცეებზე... აბსოლუტურად მესმის ყველა იმ ჩინური მანქანის მფლობელის ვინც გადავიდნენ, იმიტომ რომ ყველა ერთს ამობს, ეკონომიურია, საოცრად რბილი და კომფორტული და ყოველდღიურობაში იდეალურად მოსახმარია. დღეს-დღეობით რეალობა ასეთია... აი ამ ვიდეოს უყურე ბევრ რამეს გაიგებ ჩინურ ავტოინდუსტრიაზე...
  7. ჩინელებმა ძაან გად... თავზე ბოლო პერიოდში ავტო ინდუსტრიაში, ისეთ ავტომობილებს აწარმოებენ უკვე და ისეთი დიზაინერები დაიქირავეს, ისეთი ბრენდები შეისყიდეს რომ რავიცი, ალბათ მანქანათმშენებლობაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე მდგომი ქვეყანა გახდება მსოფლიოში.
  8. რა მოითმენს 2026-ს ბოლომდე, თან რა უბედურებაა Avengers Doomsday და GTA 6 ორივე ერთ წელს გამოდის და ორივე წლის ბოლოს...
  9. პირველი გუგლ ფოლდისკენ მიდიან ესენი როგორც ჩანს...
  10. 2025-2026 წლის საუკეთესო სმარტფონების გამოვლენა ტექ იუთუბერების ყოველდღიური მოხმარებიდან გამომდინარე, "ტექ იუთუბერების რჩეული სმარტფონები."
  11. https://ge.movie/movie/49624/predator-killer-of-killers აი ამას უყურე თუ არ გინახავს, ყველაზე მაგარი და ორიგინალური ეკრანიზაციაა ვაფშე პრედატორის.
  12. დაიდო რივიუები, იმედია მალე შემოვა აქ, ერთი სული მაქ პირადად გავტესტო... (საინტერესოა აქ რა ეღირება, დიდი ალბათობით ამერიკაზე იაფი ჩვენთან ეღირება, როგორც ფოლდ 7-ს შემთხვევაში გააკეთა სამსუნგმა.)
  13. წელიწადში 4-ჯერ წონის კლებამ გამოფიტა ორგანიზმი, ბოლოს რო ვნახე ბრძოლამდე ინტერვიუში ყავდათ მიწვეული ერთ-ერთ ამერიკულ არხზე, ტუჩები ქონდა გალურჯებული ისეთი გამოფიტული იყო ტიპი, და მაგის გარდაც თავად თქვა რომ რომ მთავარია დანა უაითს და პუბლიკას ვაჩვენე შოუო, რაც მინდოდა მეჩვენებინაო და ორიენტირებული რომ ყოფილიყო ბოლომდე გეიმ ფლანზე, პარტელში წაიყვანდა ბოლომდე ბრძოლას და დაღლიდა სულ დაცვებისგან, მან კი მთავარი შეცდომა რაც დაუშვა დაუდგა სტრაიკინგში ერთ-ერთ საუკეთესო სტრაიკერს, იანი დღეს დღეობით ალბათ UFC-ში ილიას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსერია და ზუსტად ის მიცა რაც უნდოდა, მოკლედ არასწორი სტრატეგია აირჩია, მეორე ფაქტორი იყო, 1 კალენდარულ წელში უნდოდა 4-ჯერ ქამრის დაცვა რაც არავის გაუკეთებია აქამდე და უნდოდა მაგ რეკორდის მოხსნა, უბრალოდ ძალიან დიდი მსხვრეპლის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი. ისეთი უხასიათო ვიყავი მთელი დღე ამ ბრძოლის მერე, გაყოლილი მქონდა გაფუჭებული ხასიათი, თან დღეც ისეთი მოჟამული დაემთხვა მთელი დღე წვიმდა, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მოკლედ რაა, ტრილოგია იქნება აუცილებლად, ოღონდ შემდეგში ბევრად გააზრებული და დასვენებული უნდა დაბრუდნეს და დაიბრუნებს ქამარს, უკვე 35 წლის არის კაცი და ასეთი ორგანიზმის გადაწვა, რაც არ უნდა კარგი კარდიო ქონდეს, მაინც ცვეთა აქვს ორგანიზმს თავისი და როცა ასეთ სტრესში ამყოფებ ორმაგად უახლოვდები ლიმიტის ზღვარს ხოდვა, ზუსტად მაგ ზღვარზე გაიარა დღეს.
  14. ბოლო სეზონი, ეპიკობებით აღსავსე იქნება. აბა სუპერნეიჩერალის ვაიბი წამოიღო... აუ რაც მაგ სერიალის ბოლო სერიაზე ვიბღავლე, გული მქონდა ცუდად, მე ეგეთი ემოციური სერია არ მახსოვს, ალბათ ჩემი ბავშვობის სერიალი რო იყო მაგის ბრალიც იყო ნაწილობრივ და მაგიტომ, სენტიმენტები წამოიღო ძაან ბევრი.
  15. 21:9 კონტენტზე კი ეგრეა, არაა დიდი სხვაობა, 16:9-ზე ფოლდ-ზე უკვე შესამჩნევია სხვაობა, მაგრამ იმ ჩაღრმავებას ეკრანზე ყველაზე ნაკლებად ამჩნევ როცა წინიდან უყურებ, უხილავია წინიდან როცა უყურებ, მხოლოდ გვერდიდან და ანარეკლზე ეტყობა ეგ ჭაღრმავება, თან 7-ში მინიმუმამდეა დაყვანილი, და ძველებში საშინელება იყო იმდენად ეტყობოდა, მაგრამ რაც მახარებს ის არის რომ ევოლუციას გადის ეგ სეგმენტი და იხვეწება და იხვეწება, ჩინელები იქედან აწვებიან აგდებენ ახალ მოდელებს, აგერ ეიფლიც აპირებს გამოშვებას, დააყენებენ როგორც იქნა საშველს... მაგრამ ბრაუზინგს რაც შეეხება ფოლდზე მაგრა არცერთ ტელეფონზე არ ასწორებს. გინდ იუთუბი იყოს ისე მაგრად აქვთ მორგებული ყველაფერი ამ კვადრატულ ეკრანზე გაგიჟდები, წარმოიდგინე ადრინდელ 4:3 ფორმატზე ვსაუბრობთ ფაქტიურად და თანამედროვეობაში ასე მაგრადაა მორგებული ბევრ რამეს. (არა ყველაფერს მაგრამ უმეტესობას, ეგეც დროის საკითხია) მაგრამ აი ელემენტზე მეც მწყდება გული რაღა დაგიმალოდა იმსახურებს 5000-ზე მეტ ელემენტს ყველა ვარიანტში ფოლდ 7-ი, მაგას რომ 5500 მილიამპერიანი ელემენტი ქონდეს ახლაც ნაყიდი მექნებოდა, 8-ს იმედი მაქვს. არადა საკმაოდ მძლავრი დივაისია და უტეხავს ესეთი ზომის ელემენტი ნამდვილად. https://browser.geekbench.com/v6/cpu/13053202 ნუ ახალ 17 პრო მაქსს ვერც შეადრი ეს წინა წლის დივაისს უფრო უნდა შევადაროთ, მაგრამ აი 8 რომ გამოვა ვგონებ კიდე უფრო სრულყოფილი იქნება. 17-ში არ მომწონს ეგეთი ფაქიზი რომ გააკეთეს, მართლა ფული დაზოგეს და ტიტანიუმისგან რომ არ დაამზადეს, გააბანძა მაგრად მაგან, პრემიალურობის შეგრძნება დაკარგული აქვს ხელში, 16 პრო მაქსვი ბევრად პრემიალურობის შეგრძნებას ტოვებს ჩემთვის პირადად ვიდრე 17-ი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. "მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ფოლდი ეს ახალი იქსფერიენსია რასაც სტანდარტული სმარტფონი ვერასდროს მოგანიჭებს." ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, იმიტომ რომ მე ვგულშემატკივრობ ძალიან დასაკეც დივაისებს და მომწონს მათი განვითარება რომ ყოველწლიურად მატულობს და უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ბაზარზე. https://www.youtube.com/watch?v=FuIv_5dRloo
  16. ფოლდი სხვა სიყვარულია საერთოდ, მე-7-სთან 24 საათს გაატარებ და შეგიყვარდება... 8 წელია უკვე სამსუნგი უშვებს ფოლდებს და ბევრი რამ დაიხვეწა ძალიან, მთავარი ფაქტორი წონა და მოცულობა იყო, რაც მე-7ში ყველაზე იდეალურად არის დაბალანსებული და რო გადაშლი იმაზე ფილმის ყურება, თამაშის თამაში და მულტიმედია, გინდ წერა, ბრაუზინგი სასწაული გამოცდილებაა, მე 24 ულტრადან ჩვეულებრივ ტელეფონს აღარ მიუბრუნდები თუ გადავალ აუცილებლად ფოლდზე, 7-ი უკვე იდმენად დახვეწილია რომ ერთადერთი ელემენტი უტეხავს 4400 მილიამპერი, თორე სხვა ხმრივ დაჟე ულტრას 200მპიქსელიანი ლინზა ჩაუსვა უკვე ფოლდ 7-ს, გახსნილი ხო საოცრად თხელია, საშლელი მექანიზმი ტიტანისგანაა დამზადებული, მოკლედ უდონესი რამეაა, წამოუწექი, გადაშალე სადაც გინდა და იჩილავე... მულტიტასკინგში ხო მეფეა ცალკე. ჩემთვის ყველა ტელეფონმა დაკარგა მუღამი 24 ულტრას ყიდვის შემდეგ. იმდენად ჭკვიანი ტელეფონია რომ და ისეთი მაგარი ხელოვნური ინტელექტი აქვს რავიცი, ყველაფერში მაკმაყოფილებს, ამით ამოვწურე სტანდარტული ტელეფონები, მომავალი რილეიშენშიფი ჩემი სმარტფონთან ფოლდი იქნება აუცილებლად. რაც შეეხება ჩემთვის რომელიც უაღრესად უფრთხილდება ზოგადად ტექნიკას ჩემს ხელში დარწმუნებული ვარ დიდ ხანს იქნება ჯამრთელად. და ბავშვისთვის ისედაც არ არის ეს ტელეფონი შექმნილი და არც სტანდარტული მომხმარებლისთვის, ეს უფრო იმ ხალხისთისაა ვინც მულტიტასკინგს იყენებს და ყოველდღიურობასთან ერთად საქმისთვის ჭირდებათ. გუგლმა პირველმა გამოუშვა ახალო ფოლდ 10 პრო რომელიც IP65 სტანდარტზეა უკვე, მალე სამსუნგიც გადავა მაგ სტანდარტზე 48-დან. მომავალი ფოლდებისააა... წარმოიდგინე 8 ინჩიანი ტაბლეტი ხდება დაკეცილი 6.5 ინჩიანი ტელეფონი და სულ რაღაც 215 გრამს იწონის, ინჟინრული შედევრია აბა რა არის.
  17. ჩასველება ინ ექშენ. ამაზე მაგარი დივაისის დედაც... ნოუთბუქი, პლანშეტი და ტელეფონი ერთად დაგაქვს ფაქტიურად ჯიბით. ინჟინერიის უმაღლესი დონე.
  18. უესთეტიურესი ფილმია, ერთ-ერთი საუკეთესო რაც ფრანკენშტეინზე გადაღებულა, ჩვეულებრივი არტია რომ უყურებ, რა გადაღება, რა დადგმა სცენების, ესკიზემი, მიმიკები, ემოციები, ისტორია, თვითონ მონსტრის თვალით დანახული პერსპექტივა ხომ ცალკე სრული სიგიჟე იყო, მოკლედ გილიერმო დელ ტორო შეუდარებელი რეჟისორია თავისი დიდებით.
  19. იმდენად მოსაწყენი ბრძოლა იყო რომ, ამხელა ტიტულზეა ბრძოლა ხალხს ქვეყანა ფულია ქვს გადახდილი ბილეთებში და PPV-ში და ტიპებმა რა ბრძოლა აჩვენეს ეს რა იყო, სრული მარაზმი, მე მგონია რომ თუ ასე გაგრძელდა წესები შეიცვლება და სიტყვაზე ჰავგარდში თუ გყავს მოწინაამდეგე 1 წუთი გექნება დრო, თუ 1 წუთში ვერაფერს იზამ უნდა წამოგაყენოთ რეფერმა და ეს ბევრად სანახაობრივს გახდის MMA-ს, თორე ეს იყო სრული მარაზმი, ტიპებმა 25 წუთი იგორავეს და მილიონები აიღეს. თან ამ ისლამს რო მოაქვს თავი ასეთი ვარ და ისეთი ვარო, 25 წუთიდან ტიპი 19 წუთი პარტელში იყო და ვერც ხელი, აუღო, ვერც ფერხი, ვერც კისერი, რავიცი მე ამდენი ხანი ერთი საბმიშენი როგორ არ გამოუვიდა, ეგ იცის ცუდად შედგენილმა წესებმა, ტიპმა იცოდა რაუნდები მოქონდა და იკოტრიალა ბოლომდე მისგან რა მიდიოდა მაინც გადაკიდეს ქამარი და PFP-ს პირველი ნომერიც მიცეს, არადა რა მაგარი ქარდი იყო და ბოლო 2 ბრძოლამ რაც ყველაზე მაგარი უნდა ყოფილი ბოლო 2 იყო ყველაზე ბანძი, დანარჩენები სულ ნოკაუტები და ექშენი აჩვენეს და სატიტულო ბრძოლებმა ჩაქიმა ტიტანიკივით. იმედია ალექსანდრე აჩვენებს ახლა კარგ სანახაობრივ ბრძოლას და მერე მერაბიც გადაუვლის მეორედ იანს.
  20. როგორც ასეთი სტრაიკერი უმაღლესი დონის არის JDM, თუ მოხდა ისე რომ გაუტარა ისლამს დასვამს ეგრევე და მორჩება ბრძოლა და თუ ისე მოხდა რომ 1-2 რაუნდში ვერ დაანოკაუტა, მერე უკვე ისლამი მოუგებს ჭიდაობის ხარჯზე. თუ ისლამმა მოიგო, ილიას და ისლამის ბრძოლა 10000%-ით შედგება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.