Razer-მა წარმოგვიდგინა განახლებული Orochi უკაბელო გეიმინგ თაგვი, რომელიც მობილურ თამაშებს წარმოაჩენს ახალ სიმაღლეზე თავისი მოსახერხებელი ზომით, ფორმითა და და უახლესი ტექნოლოგიებით. მეოთხე თაობის ლაზერული სენსორითა და ორმაგი, სადენიანი და უსადენო ფუნქციით აღჭურვილი Razer Orochi კომპიუტერთან დასაკავშირებლად იყენებს Bluetooth 3.0 ტექნოლოგიას.
გაუმჯობესებული ელემენტის ხანგრძლივობა განიჭებთ უწყვეტი თამაშის 30 საათს, ან ნორმალურ რეჟიმში მუშაობის 3 თვეს, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია მის წინამორბედთან შედარებით.
ტექნიკური მახასიათებლები: 4G ლაზერული სენსორი, 6400 dpi; 1000 Hz Ultrapolling/ 1ms Response time (როგორც სადენიან, ასევე უსადენო მდგომარეობაში); გეიმინგზე ოპტიმიზირებული Bluetooth 3.0 უწყვეტი კავშირი; Synapse 2.0 ღრუბელოვანი სერვისის მხარდაჭერა; Razer Synapse on-board memory (შიდა მეხსიერება კონფიგურაციების
დასამახსოვრებლად); Wired-wireless ჰიბრიდული სისტემა სადენიანი რეჟიმისთვის მოსახსნელი ბოჭკოვანი გარსით დაფარული სადენი; LED scroll wheel 24 ინდივიდუალური დასაკლიკებელი პოზიციით; 7 non-slip, სწრაფი პასუხის მქონე პროგრამირებადი ღილაკი; ელემენტის მარაგისა და Bluetooth კავშირის მაჩვენებელი; განუწყვეტელ რეჟიმში სარგებლობისას 30 საათი ელემენტის ხანგრძლივობა; ჩართვა/გამორთვის ღილაკი; 0.9 მეტრი სიგრძის მოოქროვილი USB დამაკავშირებელი (უზრუნველყოფს სიგნალის
მაღალ ხარისხზე გადაცემას);
სისტემური უზრუნველყოფა: Bluetooth enabled PC/Mac ან კომპიუტერი ჩაშენებული USB პორტით. Wind8/ 7/ XP (32-bit)/ Vista/ Mac OS X (v10.6-10.7- დან ზემოთ). 100MB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე ინტერნეტ კავშირი
სურათები:
წყარო: razerzone.com; engadget.com