Jump to content

zV1

წევრი
  • Posts

    4790
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    3

Everything posted by zV1

  1. რა სისულელე,რა ცუდი ფასი აქვს?ეგ ფასი HD7950-ი ღირს რომელიც ამასთან ახლოსაც ვერ მივა Avenger შენ წარმოიდგინა გტ620 რა იქნება :D
  2. არც მე,თან დაარაზგონებ და 680-საც აჯობებს.
  3. 690-ის რევიეუ როგორ არაა აქა ჩვენ ფორუმზე. საუკეთესო ვიდეოკარტაა ჩემი აზრით Price/Performance კუთხით
  4. ხოოოო უმეტეს თამაშებში დაახლოებით 30 კადრი წამშით ჯობნის
  5. სპასიბა ბრატცი დადებითი შეფასებისთვის. აუ მოდერებს ვთხოვ,სულ პირველი 670-ის სურათი რო მიდევს,მანდ კი არ უნდა მედოს შეეგებეთ 670-ის ქვემოთ უნდა მედოს და იქნება ვინმემ ჩაასწოროს.
  6. მაგარი ფანებია ძალიან წარმატებები გაყიდვაში.
  7. ჩავასწორე ეგენი
  8. არა 32 ბიტიანია
  9. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3876754
  10. შესავალი როდესაც კომპანია AMD-მ წარმოადგინა თავისი 28 ნანომეტრიული GCN არქიტექტურაზე დამზადებული ვიდეობარათები,Nvidia-ს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდა პასუხისთვის და გამოუშვა GK104 GPU-ზე დაფუძნებული ერთბირთვიანი GTX680 და ორბირთვიანი GTX690. კომპანია Nvidia კი დღეს გვაცნობს GTX670-ს,რომელიც ასევე GK104-ზეა დაფუძნებული,თუმცა მის დიდ ძმასთან შედარებით, მას აქვს ცოტათი უფრო სუსტი მონაცემები. მოდით გადავავლოთ თვალი GTX670-ის მახასიათებლებს და მის შედარებას GTX680,GTX580 და GTX570-თან. როგორც ხედავთ, GTX670-ს აქვს შედარებით ნაკლები CUDA პროცესორი, ტექსტურული იუნიტი,Rops-ი და ასევე მისი Core Clock და Boost Clock სიხშირეები ნაკლებია.თუმცა, GTX670 - GTX680-თან შედარებით, 100 დოლარით იაფი ღირს და 25 ვატით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მოკლედ რომ ვთქვათ, GTX670-ს GTX680-თან შედარებით 9%-ით ნაკლები Core Clock აქვს.აქვს ასევე 1-ით ნაკლები SMX-ები და 16-ით ნაკლები ტექსტურული იუნიტი.შევხედოთ GTX670-ის რეფერენსულ დიზაინს: ასევე შევხედოთ მის GPU-Z-საც: თუმცა კომპანია Nvidia-ს პარტნიორები მას გამოუშვებენ როგორც რეფერანს-ქულერით,ასევე ნახევრად და სრულად კუსტარული ქულერით.მათ ზოგიერთ ფოტოს შეგიძლიათ შეხედოთ აქ - http://www.anandtech.com/Gallery/Album/1953#1 ასევე ვნახოთ ფასების შედარება სხვა ბარათებთან: GTX670-ის კონკურენტი HD7950 იქნება. შეეგებეთ Geforce GTX670 შედარებით დაბალი ენერგო მოხმარების ხარჯზე GTX670 9.5ინჩის სიგრძისააა,როდესაც GTX680-ის სიგრძე 10 დუიმია. მაგრამ PCB მხოლოდ 6.75 ინჩის სიგრძისაა,3.25 ინჩით მოკლე, ვიდრე GTX680-ისა. ამ ყველაფრის ნათლად დასანახად, შევხედოთ ფოტოს: შენიშვნა: ამ სურათზე მოცემულია EVGA-ს ვიდეობარათი, რომელიც რეფერენსულის იდენტურია პატარა PCB შემთხვევითობა არააა,რადგან ვიდეობარათისთვის,რომელიც მხოლოდ 170 ვატს მოიხმარს, Nvidia-ს უფრო გრძელი PCB არ სჭირდება. შევხედოთ GTX670-ის ზედა ნაწილს: კომპანია Nvidia ამბობს რომ GTX670 იყენებს იგივე ქულერს რომელსაც GTX680.თუმცა მიუხედავად ამისა, ხმაურის დონეები მაინც სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. შევხედოთ ასევე ვიდეობარათის მხოლოდ PCB-ს: დაბალი ენერგომოხმარების გამო, GTX670-ის PCB მოკლეა,VRM Circuitry კი, ამჟამად მის ზემოთა ნაწილშია, თუმცა ისინი მცირე ზომისანი არიან. ამგვარად, GTX670 არ გამოგვადგება Heavy Overclocking-ის დროს. Nvidia ასევე ვოლტაჟის მომატების ნებასაც არ გვრთავს. წინა პლანზე მხოლოდ 4 და 8 Hynix R0C GDDR5 RAM ჩიპებია, ხოლო დანარჩენი 4 - უკანა ნაწილზეა.ასევე ვიდეობარათის ზედა იარუსზე ჩვენ ვხედავთ PCIe დენის მაკავშირებლების პორტს და SLI-ხიდს. გარდა ამისა, Nvidia-ს იგივე I/O აქვს გამოყენებული GTX670-ში,როგორიც GTX680-ში და აქედან გამომდინარე, მათი Output პორტები იდენტურია. ტესტები ტესტებში GTX670-ისთვის გამოყენებული იყო დრაივერების ვერსია 301.33, GTX680 და GTX690-ისთვის - 301.34, Nvidia-ს დანარჩენი ვიდეობარათებისთვის კი - 301.24. შევხედოთ კონფიგურაციას: Crysis Warhead თუ GTX680-ის სისუსტე იყო Crysis-ი, მდგომარეობა არც GTX670-ისთვის შეცვლილა. GTX670 მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება. Metro:2033 ისევ და ისევ, GTX670 სულ მცირედით ჩამორჩება GTX680-ს,თუმცა 10 კადრ წამზე მეტით უსწრებს GTX580-ს. Total War: Shogun 2 განსხვავება 5760X1200 და 2560X1600 რეზოლუციებზე ისევ მცირეა,მაგრამ FULLHD გაფართოებაში, GTX 670 10 კადრი წამით ჩამორჩება GTX680-ს, GTX580-ს კი მთელი 30-ით უსწრებს. Batman: Arkham City განსხვავება GTX680-სა და GTX670-ს შორის ისევ მცირეა,GTX670 კი დაახლოებით 20 კადრი წამით უსწრებს GTX580-ს. Battlefield 3 როგორც ყოველთვის,GTX670-სა და GTX680-ს შორის განსხვავება მცირეა,GTX580-ს კი GTX670 დაახლოებით 15 კადრი წამით იტოვებს უკან. The Elder Scrolls V: Skyrim აქაც იგივე სიტუაცია მეორდება,თუმცა FULLHD გაფართოებაში GTX670 უმნიშვნელოდ ჯობნის GTX680-ს. სინთეტიკური ბენჩმარკები 3D Mark Vantage Pixel And Texture Fill 3D Mark Vantage Pixel Fill-ში იგივე სიტუაცია მეორდება რაც თამაშებში. ხოლო 3D Mark Vantage Texture Fill-ში, GTX680 17 გიგაპიქსელით სჯობს GTX670-ს. DirectX11 Detail Tesselation Sample აქ კი ძალიან საინტერესო სიტუაციააა,Normal-ში GTX670 ჯობნის GTX680-ს,Max-ში კი GTX680-ი ჯობნის GTX670-ს თუმცა არც ისე დიდი სხვაობით. Unigine Heaven აქ GTX680-ი GTX670-ს 7 კადრი წამით ჯობია,ხოლო GTX580-ს GTX670-ი მთელი 17 კადრი წამით ჯობია. ენერგომოხმარება,ვოლტები,ტემპერატურები და ხმაურის დონეები დაუტვირთავ რეჟიმში, GTX670 GTX680-ის მსგავსად მოიხმარს ენერგიას.მაგრამ Long Idle Power Consumption-ში, მათზე შედარებით უკეთეს შედეგებს გვიჩვენებენ HD7970, HD7950 და HD7870. როდესაც GTX670 დატვირთულია, Metro 2033-ით ის მოიხმარს მთელ სისტემიანად 317 ვატს, საბოლოო ჯამში, ის GTX680-თან შედარებით, 50 ვატით ეკონომიურია. მასზე ნაკლებ დენს კი მხოლოდ HD7870 იყენებს. ტემპერატურები აქ როგორც ხედავთ, GTX670 ისეთივე ტემპერატურა უჭირავს როგორიც GTX680-ს. აქ კი GTX670 2 გრადუსით გრილია GTX680-ზე.74 გრადუსი არაა ცუდი ტემპერატურა დატვირთულზე,მითუმეტეს რეფერანს ქულერზე. OCCT-ში ტემპერატურის მაჩვენებელი 77 გრადუსამდე იზრდება,რომელიც ისევ არ არის ცუდი. ხმაურის დონეები Nvidia ამბობს, რომ მას იგივე ქულერი აქვს გამოყენებული, რაც GTX 680-ში, თუმცა მასთან შედარებით, ის 1.2 დბ-ით უფრო ხმაურიანია. ეს სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა ჩვენ GTX670-ს ჩუმ ბარათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ეს მახასიათებელი საშუალოა. აქ კი, GTX670 უფრო ჩუმია ვიდრე GTX680,თუმცა სხვაობა არც ისე დიდია. აჩქარებული GTX670:პერფორმანსი, ენერგომოხმარება, ვოლტები, ხმაურის დონე და ტემპერატურები GTX670-ის აჩქარება მოხერხდა 1065 მჰზ-მდე,ხოლო Turbo Boost-ით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 1234-მდე გაიზრდება. აჩქარებული 670 იგივე ენერგიას იხმარს რასაც აუჩქარებელი GTX680. ტემპერატურები აჩქარებული GTX670 4 გრადუსით ცხელია, ვიდრე აუჩქარებელი 680. საერთო ჯამში კი, ეს ტემპერატურა არც თუ ისე სახარბიელოა. ხმაურის დონე ქარხნულ GTX670-თან შედარებით, აჩქარებული ვარიანტი 3.9 დბ-ით უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ხოლო GTX680-თან მიმართებით კი - 3.2 დბ-ით. აჩქარებული GTX670:სათამაშო პერფორმანსი აჩქარებული GTX670 ყველა თამაშში ჯობნის აუჩქარებელ GTX680-ს. საერთო ჯამში კი, სხვაობა 5 კადრი წამშია. ბოლოსიტყვაობა GTX670 მარტივად რომ ვთქვათ GTX680-ის ოდნავ შეკვეცილი ვერსიააა,ნაკლები ენერგომოხმარებით და ცოტა ნაკლები სათამაშო პერფორმანსით. ტემპერატურები არც თუ ისე ცუდი აქვს GTX670-ს,დატვირთულზე 77 გრადუსი.ვიდეობარათი არც ისე ჩუმია,თუმცა არც ძალიან ხმაურიანი. ენერგომოხმარების მხრივ, მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. დატვირთულ რეჟიმში ის 50 ვატით ნაკლებს მოიხმარს ვიდრე GTX680. აჩქარების შემთხვევაში კი, GTX670-ი უკვე ჯობნის GTX680-ს, მაგრამ ამასთან ხდება უფრო ხმაურიანი,და იმატებს ასევე ტემპერატურა.ასე, რომ გირჩევთ ან კეისი კარგად გააგრილოთ,ან არარეფერანსი GTX670 შეიძინოთ, ან ხმაური თუ არ გიყვართ, შეიძინეთ წ^ლის ბლოკი იყიდეთ. მე მაგალითად, GTX680-ს მაგივრად GTX670-ს ავიღებდი,100 დოლარით იაფია და აჩქარებულზე პირიქით ჯობნის GTX680ს. ბენჩმარკები მოყვანილია Anandtech.com-იდან. © Overclockers.ge By zV1 :bow:
  11. არის ცალკე მაგის აქტივატორი დაულინკავ თუ უნდა
  12. არა არა,Windows Thin PC დააყენე,იგივე სტარტერია ოღონდ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს ვინჩოზე და აეროც აქვს ეს ვინდოუსი მე მიყენია ჩემ ლეპზე რომელსაც 1.6გჰზ Pentium 4-ა,512 ოპერატიული აქვს
  13. dafuq is that.ვის დასჭირდება 5 ფანი,აიღე წყალი რა უფრო კარგად გააგრილებს და ჩუმიცააა. მადლობა ნიუსისთვის
  14. გუგლ ქრომე რულზზზზზზზზზზზზზზზზზ
  15. აბა ხალხო ვისაც ხარისხიანად ლამაზად და კოხტად უნდა თავისი კეისის დამოდინგება მიმართეთ ნეირონს! მთელი ფორუმი მოგცემთ რეკომენდაციას! ვა რა რეკლამა გამომივიდა Advertisment Master :D
  16. როგორ არ იქნება.ფასების გაიაფებას ველოდები და მერე ჩავამატებ HD7850-ს 560ტი-ს მაგივრად
  17. აუ კი მაგარია,ამ ბოლო დროს ძალიან წინ მიდის ფორუმის საქმე,ჯერ ჩემპიონატი მერე ეხლა Allmark-მა გადაწყვიტა Notebook-ების პერფორმანსის/ტემპერატურების/ბატარიების ხანგრძლიობის დიდი ცხრილი გააკეთოს.გუშინ კიდე ლიცენზირებული ძრავი მივიღეთ და ფორუმი მაგარ დერსკ ვიდზე გადავიდა.
  18. რა პროციკა დააალიმიტებს კაი ლომსა უფრო მაღალი დონის? არა,რათააა საჭირო. გაიაფდება HD7850-ი და მერე განვაახლებთ მიდ-ენდს
  19. იყო მარა... 5 მოვიდა და ყველა განეტილი იყო თან ისეთ უბანში ვცხოვრობ როოო, ერთხელ იმის გამო გაფუჭდა ავტობუსი რო იმდენი ხალხი აწვებოდა კარებს,რო ზემოთ კარების გაღების მექანიზმი (თუ რაცააა რავი ) აი იმენა გაფუჭდა. ეხლა კიდე ბოლი აუვიდა
  20. აურუმ სერია ძალიან მაგარია და საერთოდ FSP ძალიან მაგარი ფირმააა კვებებშიდა ბევრს იქით უმზადებს კვებებს
  21. ჰაერზე ასე "ექსტერემალურად" გაგრილებული კარტა არ მინახავს. წარმატებები მართლა მაგარი ფასია :thumbsup:
  22. მობილური ვერსიის აპპ-იც განახლდა! მარკეტში გაუშვით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.