მოგესალმებით ყველას ,ჩემი დღევანდელი ნიუსი შეეხება კომპანია ASUS ის მიერ Cebit 2011 გამოფენაზე წარმოდგენილ ახალ Gameing ნოუთბუქს რომლის მსგავსი სიძლიერით ჯერ არ შექმნილა,ეს გახლავთ ნოუთბუქი რომელიც იდელაურია ყველა ასპექტში და განკუთვნილია გეიმერთათვის,მას ჯერ არნახული შთამბეჭდავი მონაცემები აქვს რითაც იგი ყველა წინამორბედს ჯობნის.
და მაინც რა არის ასეთი საოცარი ამ ნოუთბუქში ? ეხლავე მოგახსენებთ.....
პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ამ უძლიერეს ნოუთბუქს მოდელ Asus G74SX ს აქვს 17.3 ინჩიანი Full HD 3D LED დისპლეი რეზოლუციით 1920x1080 რომელიც იდეალურია ნებისმიერი თამაშისთვის.იგი აღჭურვილია კომპანია Intel ის უახლესი 4 ბირთვიანი Core i7 2630QM Sandy Bridge პროცესორით,ასევე მას აქვს კომპანია Nvidia ს კიდევ ერთი უახლესი "მობილური" ვიდეო ბარათი GeForce GTX 560M რომლის კონკურენტი არ არსებობს მობილურ მოწყობილობებში,აქვს 16 GB DDR3 1333 / 16000 MHz სიხშირის მქონე ოპერატიული მეხსიერება, 750GB მყარი დისკი,Blu-Ray წამკითხველი 3D მასალისთვის და USB 3.0 & HDMI პორტები.
ესეც ვიდეო >
ამ მონსტრის ფასი ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი.