AMD ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანია Vertex3D მ დააანონსა Digital Streamer Edition სერიის 2 ახალი ვიდეო ბარათი Radeon HD 6670 და HD 6570 რომლებიც იყენებენ FlexiTV ტექნოლოგიას რისი მეშვებითაც ხდება გამოსახულების გადაცემა ტელევიზორიდან კომპიუტერში HD ხარისხში.
AMD HD3D ტექნოლოგიის წყალობით კი შესაძლებელია 3D Blu-ray ფილმების ნახვა 1080p ხარისხში , HDMI 1.4 პორტი კი საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი Dolby TrueHD და DTS HD Master ხარისხის აუდიო ხმის სისტემა.
ორივე ვიდეო ბარათს გარდა ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიებისა აქვს Direct X11 , CrossFireX ტექნოლოგიები , HDMI/DVI პორტები , 128-bit ინტერფეისის მქონე მეხსიერება.
VTX3D HD6670 Digital Streamer Edition ს აქვს 1GB GDDR5 ხოლო VTX3D HD6570 Digital Streamer Edition ს 1GB DDR3 ტიპის მეხსიერება,გარდა ამისა HD 6670 ის პროცესორის სიხშირეა 800 MHz ,მეხსიერების 1000 MHz,ხოლო HD 6570 ის პროცესორის სიხშირეა 650 MHz და მეხსიერების 2X667 MHz.