დღეს მინდა გამცნოთ კომპანია MSI ის 2 ახალი G სერიის გეიმინგ ნოუთბუქის გამოსვლის შესახებ ,რომლებიც როგორც სათაურიდან შეიტყვეთ აღჭურვილნი არიან კომპანია NVIDIA ს უახლესი და უძლიერესი მობილური ვიდეო ბარათით > GeForce® GTX 680M .
გარდა ვიდეო ბარათისა აღნიშნული სერიის 2 ნოუთბუქს გააჩნია უამრავი ღირსება , პრიველი მათგანია 17,3 ინჩიანი ეკრანის მქონე GT70 რეზოლუციით 1920X1080 , მეორე მათგანს GT60 ს კი აქვს 15,6 ინჩიანი ეკრანი იგივე რეზოლუციით. ორივე მათგანი აღჭურვილია კომპანია Intel ის უძლიერესი Core i7-3610QM პროცესორით , Killer E2200 Game Network ით , Tech სპიკრები THX Surround ხმის სიტემით და SteelSeries ს მანათობელი კლავიატურა.
GT70 ს ექნება 16GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება სიხიშირით 1600 MHz , ხოლო GT60 ს იგივე სიხშირის მქონე 12GB მეხსიერება , პირველ მოდელს ექნება როგორც 750GB იანი მყარი დისკი ასევე 128GB SSD , ხოლო მეორე მოდელს მხოლოდ 750GB იანი მყარი დისკი.პირველ მათგანს ექნება Blu-ray წამკითავიც.
ორივე მათგანს ასევე ექნება 3 ცალი USB 3.0 პორტი და USB 2,0 პორტები ( პირველს 2 და მეორეს 1 ) , 720P HD კამერა , 9Cell ბატარეა , WiFi , BlueTooth , და ზემოთ ნახსენები მანათობელი კლავიატურა.
აქვე კიდევ ერთხელ მინდა შევეხო GTX 680M ,რომელსაც ექნება 4GB GDDR5 ტიპის მეხსიერება და ყველა ის უახლესი ტექნოლოგია რაც საჭიროა თანამდროვე გეიმინგისთვის.Intel ის უახლესი პროცესორი რომლიტაც აღჭურვილია ეს 2 ნოუთბუქია დამზადებულია HM77 ჩიპსეტზე .
უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ამ, 2 ნოუთბქუის მონაცემები იხილეთ სურათი >
როგორც ვხედავთ პირველი შედარებით ძლიერი მოდელის ფასი 2600 დოლაირა ,ხოლო მეორესი 1900 დოლარი .