არკადები არასდროს მომწონდა და საერთოდ არც ვეკარებოდი, მაგრამ ამ თამაშის ფანი გავხდი, ძალიან მაგარი მართვა აქვს, რულს ცოტა მეტი ტრიალი უნდა და რეალურთან უფრო ახლოს არის, ერთი ეს fps აქვს პრობლემა, ძალიან უაზროდ დახტუნავს, გუშინ წინ პოლიცია გამომეკიდა და 10 fps-ით გავურბოდი, სახეზე ეტყობოდათ, დამცინოდნენ, გუშინაც ჩვეულებრივად ჩავრთე, როგორც წინა დღეს და fps თითქმის გამიორმაგდა, აზრზე არ ვარ რა მიზეზით, სადაც 15-მდე მქონდა, გუშინ 30 გახდა, სადაც 25-30 მქონდა, 50 გახდა, ეტყობა კვირა დღე რომ იყო მაგის ბრალია, დღეს რას იზავს ნეტა?
ცუდ ოპტიმიზაციაზე რომ თვალი დავხუჭო, 85%-ს დავუწერ, მანქანების გრაფიკა საკმაოდ დახვეწილი და ლამაზია, დიიიდი სივრცე და ბევრი გზაჯვარედინი, ძალიან გადატვრთული ტრაფიკი (რაც უფრო ექსტრემალურს ხდის "ხულიგნობას"), ცოტა სთორი აქვს "გაცვეთილი", რაღაც უფრო ახალიც შეიძლებოდა, თუმცა დიდად არ მაწუხებს და მაინც სიამოვნებით დავქრივარ.
P.S. რამოდენიმე დღის წინაც ავღნიშნე, მომეწონა ხალხს რომ ვერ ჭyliტავ და შემთხვევითაც ვერ გადაუვლი (არადა, ჯამბოს კი დაწყდა გული, იმ მოხუც ქალს სახლამდე სდია და ვერ გაჭyliტა, ნწ ნწ ნწ, რა მაგრა დარბის ეგ შობელძაღლი...):D