-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
საღოლ, კარგად ჩაგისვამს, მაგრამ ზანგს ოდნავ დაუწიე კონტრასტი და ზუსტად შეერწყმება ერთმანეთს, კაცი ცოტა უფრო მკვეთრია, ან ზღვას აუწიე.
-
მერე, ზემოთ მწვანე ზოლზე წყვეტილები არ გქონდა? არ მევასება ეს პლაგინები, ვერ გავუგე მუღამი და ძნელი მეჩვენება, მაქსზეც ეგრე ვარ, დაყენებაზე ძალიან ვწვალობ და ბოლოს ვეშვები ხოლმე, წადი შენიცთქო და...
-
არ გეწყინოს, მაგრამ სად ვეგასი და სად პრემიერი? ეგ სამოყვარულოა, პრემიერი კი, პროფესიონალური (ეს ისე კი არ გაიგო, რომ ჩემი ცოდნის დონეზე მაქვს ამბიციები, უბრალოდ უფრო მირჩევნია მძლავრი რედაქტორის ხმარება), თუმცა ყველას თავისი გემოვნება აქვს, თავიდან მაგით დავიწყე და რამოდენიმე დღეში აღმოვაჩინე პრემიერი. ხო მართლა, როცა ვეგასში ვმაიმუნობდი (1-2 დღით გავერთე, დიდი შეხება არ მქონია), ვიდეოს რომ შევიტანდი და ეფექტს დავადებდი, ცოტა ჭედვით აჩვენებდა (თვითონ პროგრამაში) და რენდერის ფუნქცია/ღილაკი ვერსად ვუპოვე (ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ? ვიდეოს რომ შეიტან, პირველ რიგში შიდა რენდერია საჭირო) და მაგას როგორ აკეთებ? მაგალითად, პრემიერში პირდაპირ გიჩვენებს, ვიდეოს ზემოთ წითელი ზოლია, ეგ ნიშნავს, რომ ვიდეოს ის უბანი ურენდეროა, ენტერს დააწვები და დაგირენდერებს, რის შემდეგაც გამწვანდება, ვეგასში როგორ აკეთებ? რენდერი უეჭველი ექნება, მაგის გარეშე არ არსებობს ვიდეო სამონტაჟო პროგრამა (სხვათაშორის, AE-საც აქვს), მაგას თუ მასწავლი, შეიძლება დავაინსტალირო კიდეც, ვეგასს აქვს 1-2 ისეთი ეფექტი, რომელიც პრემიერს არ აქვს (მაგალითად, ძველი, გაფუჭებული კადრის ეფექტი), ხოდა მაგისთვის მინდა, რაღაც კონკრეტულ კადრს მანდ დავამუშავებ და ისევ პრემიერში შევიტან.
-
H-264 მგონი არ აქვს, სქრინშოტს გადავუღებ და გაჩვენებ რომელი ჯობია.
-
walkman თუმცა, ეძღვნება კი არა, პირიქით, ამაფორიაქე. 2 დღის მშიერ კაცს რომ მაგარი სუკის მწვადი უტრიალო ცხვირწინ, თან რომ იცის, არ ეჭმევა (ან ეჭმევა, მაგრამ ვერ შეჭამს) walkman იმედია GEORGE 1 ოფს მაპატიებს და, თუ ასე იქნება, მაშინ შენც მოგიძღვნი 1 ცხოველს: Leica S2
-
კი, AVI მაქვს არჩეული, მაგრამ ეგ უხარისხობა მაგის ბრალი არ არის, 5 წუთიანი კლიპი იწონიდა 20GB-მდე, მერე კონვერტაცია გავუკეთე MP4-ში, 640x340-ზე და ჩამოვიდა 20MB-ზე, არისხი კი ბევრად გაუფუჭდა, მაგრამ რაც მაგ ლინკზეა, ეგ 2-ჯერ უარესია, თვითონ ტუბმა შეუცვალა ხარისხი, ეტყობა ზომის ეკონომიის მიზნით. თუმცა, შენ რჩევას მივიღებ და wmw-ში ვსინჯავ (არასდროს მივკარებივარ), ეხლა "ახალ მუზა მოსულ" კლიპს დავიწყებ (უკვე მეოთხედ ), ახალი რაღაცეები მინდა დავამატო (რა გამოვა, ეგ სხვა ამბავია, მთავარია, მჯერა!) და იქ გამოვიყენებ შენ რჩევას.
-
არ ვიცი, მაგას არ ვეხები და დეფოლტზე ვტოვებ. ეხლა ავტვირთავ იუთუბზე და დავდებ იმ დაუმთავრებელ კლიპს (დღეს რაზეც ვილაპარაკეთ). კომპრესიის გარეშე ზომაში 20 GB გამოვიდა და კონვერტაცია გავუკუთე, ამიტომ ხარისხი აქვს ცუდი, მაგრამ იმას მაინც ნახავ, რისი გაკეთება შეგეძლება ელემენტარულის ცოდნით. აუფ, ამ იუთუბმა სულ გაუფუჭა ხარისხი, არც თავისი იყო HD, მაგრამ ამან სულ გააბანძა. http://www.youtube.com/watch?v=O44dBX4i04Y
-
ბიჭო, რა არის იცი? თავიდან მეც მომეწონა, მეტი ინსტრუმენტები და უფრო ნავაროჩენი იყო, დავიწყე მონტაჟი, ეფექტები დავადე, ხოდა, მაგ დროს, ყოველ დადებულ ეფექტზე სათითაოდ არენდერებ, ვიდეოს რომ ჩააგდებ, სამუშაო პანელზე გაქვს იმ ვიდეოს სიგანე წითელი ზოლი, ეგ ნიშნავს, რომ ვიდეოს არ აქვს პროგრამაში სამუშაო რენდერი, მაგ დროს აწვები ენტერს და ნელნელა ეგ ზოლი იწყებს გამწვანებას, რაც ნიშნავს, რომ ვიდეო უკვე დარენდერდა და გამართულად და ყოველგვარი ბაგებსი გარეშე იმუშავებს, ამ ახალ ვერსიაში კი, უკვე ეფექტდადებულს რომ ვუყურებდი, მიუხედავად მწვანე ზოლისა, მაინც წითელზოლიანივით ჭედავდა, საბოლოოდ რომ დაარენდერებდი, მაშინ ნორმალური გამოდიოდა (კლიპის დამთავრებას ვგულისხმობ, საბოლოოდ ხომ უნდა გაუკეთო export- და შეინახო როგოც ვიდეო ფაილი?!), ხოდა, თუ მუშაობის პროცესში კანკალით აჩვენა და ვერ დავინახე როგორი ეფექტი დავადე, რაღად მინდა ეგეთი ახალი ვერსია? თან ვერც გავარკვია რა იწვევდა ამას, ხოდა ისე მამაპაპურ ძველ 2.0-ს დავუბრუნდი.
-
კი, მაგ მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. თუ მაგით აპირებ გართობას და გინდა, რომ შესაფერი ცოდნაც მიიღო, ჩაუწერე google-ში "adobe premier pro tutorials for beginers" და თავს ამოყოფ უდიდეს ბიბლიოთეკაში P.S. მე premier pro 2.0-ს ვხმარობ, კოდეკებთან უფრო სტაბილურია და ჭედვები და დაბალ FPS-იანივით ჩვენება არ აქვს, რასაც ვერ ვიტყვი ახალ, CS4-ზე.
-
ესეთ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის წინ დავიწყე, მთავარია, რამდენი ხანი დავუთმე და რა ხნის პრაქტიკა მაქვს, დაწყებით რამოდენიმე წლის წინ დავიწყე, მაგრამ ზედიზედ რომ გადააბა, სისტემტიურად მუშაობა გამოვა 1 თვე მაქსზე და 1 მაგდენიც პრემიერზე. არ არის რთული, მთავარია მუღამით ჩაუჯდე, ტუტორიალები ქე ყრია ვედრო მანეთად და გაერკვევი ყველაფერში, ინგლისურიც ქე იცი კარგად (თუმცა რუსულებიც ძალიან ბევრია, მე რუსულებით ვამუღამებდი), ხოდა, დანარჩენი უკვე შენი მონდომების ამბავია.
-
კი კაცო, რას ქვია შეიძლება? მაგისთვის არის ეგ პროგრამა და... შენ თუ კადრის შენელება გინდა და მაგისთვის აპირებდი AE-ს გამოყენებას, მაშინ გეტყვი, ტყუილად არ იწვალო, მანდაც კი შეანელებ, მაგრამ რთული მენიუ აქვს, ზუსტად სამაგისოდ გჭირდება PP, ოღონდ ისიც გაითვალისწინე, FPS უნდა გქონდეს მაღალი, რაც უფრო მეტჯერ ანელებ, მით უფრო მეტი FPS გჭირდება, აი მაგალითად, კადრს თუ 2-ჯერ შეანელებ, ესეიგი 48 FPS გჭირდება (24 ჩვეულებრივ კადრზე და რახანც 2-ჯერ ანელებ, ეს უნდა გაამრავლო 2-ზე), ნუ, ცოტას გაიჭირვებს კაცი და 45-საც იმყოფინებს, 3 FPS ისეთი არაფერია, რომ ცუდად მოგხვდეს თვალში, მაგრამ, თუ 3-4-ჯერ უნდა შეანელო, მაშინ უკვე 100 FPS გჭირდება, თამაშებიდან რომ გეიმფლეის ვუღებ ვიდეოს (FRAPS-ს ვხმარობ) რეზოლუციას ვუწევ დაბლა, რომ FPS გავზარდო, თუ 1280x1024-ზე მაქვს 40, დავუწევ 1024x768-ზე და დაახლოებით 15 FPS-ს მოვიგებ, თან თვითონ fraps-იც ხომ "ჭამს"?! თუ გეიმფლეის კადრის შენელება გინდა, მაშინ 45-50 FPS გჭირდება, 50-ით რომ გადაიღოს fraps-მა, მაშინ თამაშში უნდა გქონდეს 75, რადგან იმ 50-ს თვითონ წაიღებს და ნორმალური კადრისთვის 25 ხომ უნდა დაგრჩეს?! თუ დაბალი FPS დაგრჩება, მაშინ ეგეთივე ჩვენებით ჩაიწერს fraps-იც და ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა. მგონი ცოტა დაგაბნიე, მიხვდი რასაც გეუბნევი? :D
-
რაც jumper-მა გიპასუხა. 4-5 თვის წინ დავიწყე რბოლების გეიმფლეიზე კლიპის მონტაჟი, რომელსაც საშველი ვერ დავაყენე და მეზარება დამთავრება, როგორც ვატყობ ვერც დავამთავრებ, ახალი იდეები მომივიდა და ალბათ თავიდან დავიწყებ სხვას (უკვე მესამედ მომდის ესე, სანამ ბოლოში გავდივარ, სხვა მუზა მიჩნდება ), ხოდა, დავარენდერებ იმას, რაც მაქვს და დავდებ, ამას იმიტომ გეუბნევი, რომ ეს მონტაჯი სწორედაც რომ PP-შია გაკეთებული, თან წარმოიდგინე, მე გაგებაში არ ვარ, რაღაცეებს ვხლაფორთობ და პროფესიონალის ხელში რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი.
-
კარგი რაღაც ჩანს, მაგრამ უკვე მოვაგვარე, თურმე, თამაშში არ აქვს ეგ ოპციები, მაგრამ შეგიძლია მექანიკურად (ანუ H-shifter-ით) გადართო სიჩქარეები და მაინც იმოქმედებს, ეგეთი რაღაც პირველად ვნახე, ეტყობა გაუმჟობესებული ვარიანტია, ადრე შენთვითონ სათითაოდ უნდა დაგეყენებინა ყოველი სიჩქარე და აქ კიდევ ავტომატურად უკვე ეგრეა. არაუშავს, სხვა თამაშში მაინც გამოვიყენებ, მადლობა ყურადღებისთვის. P.S. სხვათაშორის, რამოდენიმენაირი ვერსია მაქვს გასინჯული და ეს ყველაზე ნავაროჩენი ჩანს. PP-ში თუ Premier Pro-ს გულისხმობ, მაშინ კი, ვიცი, AE არის მხოლოდ ეფექტების დასადებად და მანდ ვიდეო მონტაჟი არ მიდის (კი დაამონტაჟებ, მაგრამ ძალიან ჩახლართულია მაგ მხრივ, და რატომ უნდა იწვალო, როცა სპეციალური პროგრამებია?!), ხოლო PP კი იმენნა სამონტაჟოა, თავისი ეფექტებიც კი აქვს, მაგრამ AE-სთან ახლოსაც ვერ მივა.
-
ვაა, არიქა ბიჭო, იქნებ მეშველოს, არადა მთელი კაიფი ეგ არის და არ აქვს. ეწერა, რომ shift 2-საა? აა, უნივერსალია? მგონია, რომ არ წავა, რატომ და, H-shifter-ის მუღამი რა არის, კონტროლერ ოპციებში გაქვს სიჩქარეთა ჩამოთვლილი: 1-2-3-4-5-6 და უნდა დააყენო სათითაოდ, მაგრამ ამ თამაშს საერთოდ არ აქვს ეგეთი ოპცია, იმიტომაც მინდა რაიმე მოდი/პლაგინის მსგავსი. მაინც მადლობა, სახლში რომ მივალ გავსინჯავ, კაი კაცი ხარ :thumbsup:
-
რაო, ვერაფერი? კაი, დაიკიდეთ, რუსულ ფორუმზე შევაგდე კითხვა და იქნებ რამე მიპასუხონ.
-
1 სათხოვარი მაქვს, არ გაგიძნელდებათ, ამდენი ინგლისური არ ვიცი და ვერ ვპოულობ, არადა ვნახე იუთუბზე და არსებობს, NFS Shift 2-ის "H-shifter" მინდა, ეს არის G25-27 და მსგავსი რულების, რომლებსაც სცეპლენია და მექანიკური გადაცემის კოლოფი აქვთ, მაგის გასააქტიურებელი, ანუ შეგიძლია ამით თამაშს დაუმატო სიჩქარეთა მექანიკური გადაცემის კოლოფის ფუნქცია (თვითონ თამაშს არ აქვს ეგ ფუნქცია, აქვს მხოლოდ "კულაჩკოვი/სექვენტალური/SMG" ეს ყველაფერი ერთიდაიგივეა), ხოდა, სხვების გეიმფლეის რომ ვუყურებ, აქვთ ეგ ფუნქცია, მე ვფიქრობ, რომ რაღაც მოდით, ან პატჩით დაუმატეს (x-box 360-ის გეიმფლეისაც ვუყურე და მაგასაც აქვს), იქნებ დამეხმაროთ თქვენი ინგლისურის კარგად ცოდნით და მომაძებნინოთ. წინასწარ დიდი მადლობა, მჯერა, რომ 5 წუთს არ დაიშურებთ და მომაძებნინებთ. P.S. "H-shifter" ასე ქვია მაგ ფუნქციას. აი ვიდეოც, აბა საიდან აქვს? ესეიგი არსებობს (მგონი ბოქსით თამაშობს, მაგრამ PC-ზეც ვნახე).
-
გასაგებია, მადლობა.
-
რა მაინტერესებს, ადრე ვიცოდი და ვეღარ ვიხსენებ, იუთუბის ლინკზე რომ კონკრეტული დრო მივუთითო, ანუ ლინკი რომ დავდო/სკაიპით გავაგზავნო და გახსნის დროს პირდაპირ 2:05-დან დაიწყოს, ადრე მგონი მთლიან ლინკს ბოლოში ვუწერდი =2:05 ეხლა ვერ ვაკეთებ.
-
მანდ წყვეტილია და შესვლა შეუძლია, ნიკორას კუთხეში ამბობ ხო?
-
ამათ უყურე ერთი, რა დღეში ხართ ბიჭო? აბა დაიშალეთ ეხლავე გაფიცებთ, რა აქვს ამ პროექტს თქვენი დასაცინი? ესეთი ინოვაციური ნაბიჯი რამდენი გინახავთ? უნდა ინატროთ, რომ ასეთი მანქანა მართლა გამოუშვან, ეს იქნება ახალი ნახტომი ავდოინდუსტრიაში, ეგ უკვე თითქმის ნანოტექნოლოგიის კარიბჭეა, კომპიუტერებში ხომ საკმარისად ერკვევეით?! წარმოგიდგენიათ, რა აპარატურამ უნდა მართოს ამდენი დეტალი? ამის განხორციელება, ახალი ვიდეო კარტის გამოშვება არ გეგონოთ, უსერიოზულესი პროექტია, რისი იმედიც, 10 წელი ნამდვილად არ მაქვს. ვაა, ესენი ვინ არიან ტო? აბა ერთი, ოპელ ასტრა ყოფილიყო, ხომ მოგეწონებოდათ? :D
-
ბლოკი რალისტი იყო, იწვალა, იხლაფორთა, მაგრამ ვერაფერი დიდი შედეგები, სხვათაშორის, ძალიან აქტიური ექსტრემალი იყო ყოველთვის, სნოუბორდი, სკეიტბორდი და 1-2-ჯერ მოტოსპორტშიც გამოჩნდა, თუმცა ვერცერთ სახეობაში მიაღწია წარმატებულის სახელს, წელს wrc-ში (World Rally Championship) გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა, პირველი ეტაპი რა თქმა უნდა ზამთრის იყო, ანუ თოვლში (შვედეთი), ხოდა მოემზადა, დადგა სტარტზე, ხელთათმანები შეიკრა, შლემიც გაისწორა და დაიწყო... ბევრი იარა თუ ცოტა იარა, 9 მთა ქე გადაიარა და გახარებული მიადგა ფინიშს, გაბრყინებული სახით გადმოხტა მანქანიდან, უფრო სწორედ ბოლიდიდან და მივიდა ჟიურისთან, ჰა, რავარი ბიჭი ვარ, ხომ მევედი პირველიო, ამათ ახედეს შენ კენი ბიძიას და, ვაი შენს პატრონს, რავა ყველაფერში ბოლო და ჩანჩალა უნდა იყო, წადი ბიძია აკეთე ისევ ის საქმე, რასაც აქამდე აკეთებდიო (ანუ fap), რატომო, რატომ და ბოლოზე ხარ შე გაჭირვებულოო, ვინ არის აი აბდაალი, დაცვას დოუძახეთ გააგდოს აქედანო. P.S. არადა, თვითონ რბოლის დროს რომ ვუყურებდი, მაგარი რისკიანი სიარული ქონდა, არც სისწრაფე ქონდა დაბალი, თითქოსდა, მაგრამ... ეს არის შოუმენი, რახანც კარგად დრიფტავს, ეს არ ნიშნავს, რომ რალისაც დაღეჭავს, ა ბატონო, დაღეჭა? დაღეჭა არა ტაშტი აი ასე რისკავდა: და ასე ეტირა დედა (ოღონდ მომდევნო, პორტუგალიის ეტაპზე): http://www.youtube.com/watch?v=yJaMUi8QNKY
-
ეს უკვე რეჟისორის ბრალია, წინა ნაწილში შორს ხედით იღებდნენ, მეტი სივრცე ჩანდა და მანქანას ლამაზ მანევრირებებს უფრო კარგად ატყობდი, აქ კი, ქუჩები და 90 გრადუსიანი კუთხეები იყო, კამერებიც ახლოს დადეს, რამაც ისეთი ეფექტი ვეღარ მოგცა, მაგალითად, რბოლაში პირიქით იქნებოდა, კოკპიტიდან ხედით რომ იღებენ (კაბინაში რომ დგას კამერა და თითქმის იგივეს ხედავ, რასაც პილოტი), მაგ დროს ვიწრო ქუჩა და მიხვეულ-მოხვეულ გზაზე სიარულს მაგარი/ლამაზი ეფექტი აქვს და უფრო სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ იგივე ხედით "კალცევოი" რბოლა, ისეთი ვერაფერია, ცოტა მოსაბეზრებელია, აქ სხვანაირად არის, როცა გიმხანას სტილის შოუს უყურებ, შორიდან ხედი ყოველთვის ლამაზია, ბოლომდე აღიქვავ თითოეული მანევრის ეფექტს, ახლო ხედით კი ... აი ეს არის მთელი მუღამი, ამ ხალხს კიდევ ვერ ვასწავლე ეს რეჟისორობა და რა ვქნა?:D
-
კაცო, აბა სხვა რა უნდა ქნას? გიმხანა ეგეთი სახეობაა, სხვას ვერაფერს გააკეთებს და...(სხვა არც არაფერი ეხერხება, რბოლებში სერიოზულად გაიგდეს).
