პრაქტიკულობაში რას გულისხმობ? კვადროა და თოვლიან ამინდშიც კარგად ივლის?
ტურბინიანი ვერსია წვავს 15+ ლიტრს, ოპოზიტური ძრავი (ეგრედ წოდებული "ბოქსერი") სუსტი აქვს და დატვირთვებზე "ჩაინურის წყალი" უყვარს, ამ პრობლემას კი, თბილისში 1-2 კაცი თუ აგვარებს, თან ისეთ ფასად, რომ მეორედ სუბარუს ყიდვის სურვილი აღარ გექნება, არც სხვა ნაწილები ღირს იაფი.
ხოლო, თუ სპორტულობაზე მიდგა ლაპარაკი, მაშინ სუბარუს დედა ვატირე, როცა ბუნებაში EVO არსებობს, ეგ ადრე იყო, რომ კვადროები ცოტა იშვიათობა იყო და ამ ფონზე სუბარუ ცანდა, თორემ დღეს დიდ ვერაფერს წარმოადგენს.
ვიცი, ეხლა სუბარუს ფანები აჯანყდებიან, მაგრამ ფორუმებს გადახედონ (უცხოურ ფორუმებზე ვამბობ, თორემ შეიძლება საქართველოში ფერარის ამჯობინონ) და დარწმუნდებიან ჩემ სიტყვებში, ჭორის დონეზე მოსმენილს არ ვამბობ.
P.S. ეს "ლანძღვა" ეხება ტურბინირებულ ვერსიებს, თანაც იმ შემთხვევაში, თუ სპორტულად მოიხმარ და არა ტრანსპორტად.