როტვეილერი, სტაფი, პიტბული, ბუნტერიერი, დობერმანი და ასეთი ტიპის, მოჩხუბარი ძაღლები, ესენია 1 პატრონის ცხოველი (თუმცა შეცდომას არც პატრონს აპატიებენ), გაზრდი/გაწვრთნი და შენი გულისთვის კაცს შეჭამს, მაგრამ ოჯახში მაგის ყოლა, ჩემი აზრით უდიდესი შეცდომაა, ეგ არის სადარაჯოდ იდეალური, რომელიც მხოლოდ 1 კაცს ემორჩილება სრული დატვირთვით.
მე შენს ადგილას არ გავრისკავდი, თუ არ გინდა, რომ ახლობლების რაოდენობა არ შეგიმცირდეს.
რამოდენიმე წლის წინ ჩემ უბანში მოხდა, ბიჭი თავის ძმაკაცთან (რომელიც არაერთხელ იყო ამ სახლში ნამყოფი) ერთად შევიდა სახლში (ეზოში), იქვე ახლოს მწოლიარე პიტი წამოდგა, მივარდა ამ დაპატიჟებულ, მაგრამ მისთვის დაუპატიჟებელ სტუმარს და ფეხში ჩაავლო, ეს პატრონი ეცა, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერ გააშვებინა, ეს ტიპი ღრიალებს... პატრონმა აიღო ჯოხი და ურტყა, მაინც ვერ გააშვებინა, მერე დაურეკეს პატრულს, იმათ უთხრეს ჩვენ ვერ გიშველითო და კინოლოგიას გამოვუშვებთო, როდის ისინი მოვიდნენ (ამ ყველაფერს 1 საათი დაჭირდა) და ნემსით დააძინეს, ეს ახვარი ძაღლი 1 საათი იდგა და არ უშვებდა კბილებს. ამ ჯიშებს სახლში შემოვიყვან? მითუმეტეს, როცა ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობ.
არც გირჩევდი ძმაო, ადრე თუ გვიან შარში გაგხვევს, დამიჯერე, მთელი სიცოცხლის მანძილზე რამოდენიმეჯერ მაინც ექნება იმის საშუალება, რომ მეზობელი დაგიგლიჯოს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ ის მეზობელი, ბავშვი იქნება, სულ დაძაბული უნდა იყო, დანარჩენი შენ იცი.
P.S. მაგრამ ზემოთჩამოთვლილთაგან, შედარებით სტაბილური მაინც როტვეილერია, შედარებით!