გიგა, ჩემი პოსტი შენს შეურაწმყოფელად არ იყო (იმიტომაც დავწერე, "საბედნიეროდ, მათ რიცხვს არ მიეკუთვნები"-თქო), ნამდვილად არ გიყურებ ცუდი თვალით, უფრო მეტიც, რა დონეზეც შეიძლება მოგვცეს ფორუმმა, ახლობლადაც გთვლი, უბრალოდ, ცხოვრებაა ესეთი, ახლობლების "გასართობი" ხშირ შემთხვევაში არასწორი იდეოლოგიაა (ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აზრი ეგ აქვს), ამიტომაც მწყდება გული, არაფრის მომტანი "წიკებისთვის" ბევრ რამეს ვზარალობთ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ილექება და ბოლოს თავის შედეგს აუცილებლად იძლევა, ამიტომაც მინდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვის მიმართაც სიმპატიით ვარ განწყობილი, რაც შეიძლება სწორედ ცხოვრობდეს, იმდენად სწორედ, რომ ჩემთვის მისაბაძი მაგალითიც კი იყოს.
სულ ეს არის, მე რა უფლება მაქვს, რომ შენი ცხოვრების სტილის შეცვლა დაგაძალო? რჩევით კი, მაგრამ ტვინს ვერ დაგიღრნი, ალბათ იმიტომ, რომ შესაფერისი დონის ახლობლობა არ გვაქვს, თორემ შენ რომ ჩემი უბნელი იყო, ალბათ როკ-კონცერტზე შარვალკოსტუმით ივლიდი (მე რომ ეჭვი არ ამეღო, სადაც მიდიხარ ).
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მხოლოდ ერთს გირჩევ: არასდროს დაივიწყო "ვისი გორისა ხარ"!