-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
კი, ეგეთი პარკირება აქვთ, ახლობელი ცხოვრობს საფრანგეთში და ის ამბობდა, მანქანებს ნეიტრალში ვტოვებთო, ჩვეულებრივი ამბავია, თუ ვერ ეტევი, მანქანას მიაწვები, გააგორებ და ჩააყენებ, ნეიტრალშიც მაგიტომ ტოვებენ, არ დატოვებ და მიწოლისას ბამპერს დაგიზიანებს, ესე მაინც გაგორდება და მანქანას ნაკლებად დააზიანებს.
-
ლექსო, რულის მოძრაობაზე ეტყობა, რომ კლავით თამაშობ და შენც ვერ ჩართე რული, თუ არც გიჩალიჩია?
-
:D
-
არა, ესენი ყველაფერი ვიცი და ეგრეც არის, ისეთი რამ არ არის არეული, რასაც ვერ მივხვდები, კომპიუტერში ვარ მაგარი ლამერი, ერთადერთი რაც კი საერთოდ კომპიუტერთან დაკავშირებით საშუალო დონეზე მესმის, ეს არის რული თავისივე ნასტროიკებით, მეტი გაგებაში არ ვარ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არ მაქვს არეული, რომელსაც ვერ ვხვდები რა ვუყო, ყველაფერი დგას 100%-იანი სიზუსტით, სულ ასე ვთამაშობ, მაგრამ რაღაც გაუბერა თამაშმა და გადმოწერა მეზარებოდა, არადა სხვა გზა არ მაქვს, ეხლა თავიდან დავაინსტალირებ და ისე გავსინჯავ, ან ვაბშეტა, პირდაპირ ბოლო ვერსიას დავაყენებ.
-
რა უნდა გკითხო, Z28 მიყენია, ვთამაშობდი G27-ით და ყველაფერი მშვენივრად იყო, მექანიკა + სცეპლენიით, 3 დღის წინ ჩავრთე და სიჩქარეებს არ უცვლის, 2 საათი ვეწვალე, რა არ ვსინჯე და ვერაფერი მოვუხერხე, სეთინგებში მიყენია მექანიკურ კოლოფზე (აქამდეც ეგრე იდგა და დიდი ხანი ვთამაშობდი, აღარაფერი შემიცვლია, როგორც ამ პრობლემამდე იყო, ეხლაც ეგრეა და თავისით გაატ..კა) სიჩქარეებსაც ხედავს, ანუ რეაქცია აქვს, ოღონდ მხოლოდ მენიუში, სიჩქარეს რომ ვუცვლი, ანთებს შესაბამის ღილაკს, მაგრამ თამაშში კი ჯორივით დგას და არაფერს შვება, რულის პრობლემა გამორიცხულია, რული არაფერ შუაშია, თვითონ თამაშმა გაუბერა. რამეს ხომ ვერ მირჩევ, ან ხომ არ გსმენია მსგავსი პრობლემა?
-
ჩვენი გადაღებული სურათები
eXtreme-Hunter replied to LedZeppelin's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
საღოლ, ყველა საკაიფოა. -
საღოლ ძმაო, მშვიდობაში, ძალიან ცხოველი აპარატია :thumbsup:
-
ეგ დრიფტი არ არის, ეგ არის burnout. აი ეს არის დრიფტი.
-
მაგრა ვიკაფე, ეს უკვე ბაგის ბაგია, ხელი მაინც ყოფილიყო, კოჭლი ფეხბურთელი? :lollol:
-
დაბლოკილი საიტების გახსნა როუტეის გვერდის ავლით
eXtreme-Hunter replied to kaspera7777's topic in დახმარება
ვაა, მოხვედი ბიჭო? აქაც მომაგენი ხომ? მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახლობელი, პროფესიით ჩვენთვის მისაღები, დიდი პერსპექტივების მქონე "აიტიშნიკი" ავთო ამას ჩუმად გეუბნევი, ყურში, აბა შენ იცი ეხლა, არ მეგვეჭრას თავი, თვარააა, მოხვალ სამსახურში და პაროლს დაგიდებ ვინდზე, დარჩები უკომპიუტეროდ, მააშ :givi: -
BMW-ები მყავს 1995 წლიდან და მსგავსი რამ, დაჟე უაბეესო E30-ზეც კი არ მქონია, ასეთი რამ შენ თვითონ გადაგხდა, თუ ვინმემ გითხრა? რაის ტორმუზზე ტრაკის ქნევა, ოპელი არ აკეთებს ეგეთ რამეს და სპორტული სულის მქონე მსოფლიო ბრენდში ვერ გათვალეს მაგდენი და ხალხს ხოცავენ? თანაც სად, გერმანიის ბანებზე, სადაც 250-ით დადიან? ABS იცი რას ნიშნავს? Antiblockiersystem, ანუ, თვითონ სიტყვა გეუბნევა-ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ამ შემთხვევაში ბლოკირება რას ნიშნავს? რას და, სწორედ ეგ არის გაცურების მიზეზი, იმიტომ, რომ გაცურება, უკვე ბლოკირებაა, ანუ, გაცურება ბლოკირების გარეშე არ არსებობს, თუ გაცურდა, ესეიგი დაიბლოკა საბურავები და გაასრიალა, მაშინ რა გამოდის, BMW-ს არ უვარგა ABS? რა მაგრა მიკვირს, საიდან აგროვებთ ასეთ ინფორმაციებს? რამდენი აბსურდული რამ მოვისმინე. რაც შეეხება ტრაკის მოცურებას, მაგაზე მოქმედებს რამოდენიმე ფაქტორი: 1. შასიზე წონის გადანაწილება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მგზავრებით, ასევე ბარგით. 2. გზის სისწორე და ტენიანობა (ყველაზე მთავარი ეს არის). 3. სამუხრუჭე სისტემის 100% გამართულობა. 4. ოთხივე ერთნაირი საბურავი + ერთნაირი ცვეთა. თუ ეს ყველაფერი მოუგვარებელია, BMW კი არა ბოლიდი მოგიცურდება, მაგრამ BMW რომ განსაკუთრებულად გამოარჩიო და ამ ნაკლში ბრალი დასდო, პირველად მესმის, ათასი უაზრო მინუსი გამიგია BMW-ზე, მაგრამ რაც ამ 2 დღეში აქ წავიკითხე, ჩემთვის მხოლოდ გაღიმების მიზეზია. ყველაზე ძალიან კი ის მიკვირს, 16 წელია BMW-თი დავდივარ, ჩემი შეხედულება და ამდენი ხნის პრაქტიკის არ გჯერათ და ვიღაც ხადავიკი ალბერტასაზრებს უსმენთ, რომელსაც BMW ცხოვრებაში არ ყოლია და არ გამოუცდია ჩემთვის, საკმარისზე მეტიც კი ვიცი, დამიჯერებთ, კარგი იქნება, არ დამიჯერებთ და, ღმერთმა ამაზე მეტი სადარდებელი არასდროს მომცეს მერსედესის გადამკვდარ ფანებთან 1 კითხვა მაქვს, გასაგებია, რომ BMW ნაგავია და ნავაროჩენი ნისან მიკრა ჯობია, მაგრამ უმინუსო ბრენდი ხომ არ არსებობს? რა თქმა უნდა, არა! მაშინ მითხარით მერსედესის მინუსები, ოღონდ ეხლა არ დაიწყოთ ბავშვური რაღაცეები, მერსედესს ნაკლი არ აქვს და უმწიკვლოდ სრულყოფილია და ა.შ. იმედი მაქვს, რომ მიუკერძოებელ პასუხებს მოვისმენ. Razer BMW-ს ემბლემასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ფლობ, თუმცა, შენი ბრალი არ არის, ბევრმა BMW-ს ფანმაც კი არ იცის სიმართლე, შემთხვევით გავიგე, თორემ მეც ეგრე ვიცოდი.
-
შენადა, აბა ბლუ სქრინით რატომ მირესტარტებს? იმედი მაქვს, კომპიუტერებში მაინც ერკევევი და იქნებ მიშველო. ამ საკითხზე კამათს მოვრჩები, ბევრის წერა მომიწევს, რისი სურვილიც, ნამდვილად არ მაქვს, თუ რამეა, შემიძლია სადმე სახინკლეში შეგხვდე და აგიხსნა რაღაც-რაღაცეები, რა თქმა უნდა ძმობაში გეუბნევი და არა ისე, თითქოს რამეს გასწავლიდე, მაგრამ ძალიან მიკვირს BMW-ს ამ დონეზე რომ აბანძებ, შეხება გქონია? ტრეკზე გამოსულხარ? გილიხაჩია? ძალიან ბევრი ბრენდის საუკთესო მოდელები გამისინჯავს და ვიცი რას რისი ტრაკი აქვს, დაწყებული sti-დან და დამთავრებული CLS 5.0, ეს ჩემი სიზის არის და ხშირად მქონია შეხება, მხოლოდ 1-ს გეტყვი, 3,5-იანი BMW-ით უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ, ბაზარი არ მაქვს კომფორტზე, მე ვამბობ სპორტულობაზე და აეროდინამიკაზე, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ BMW და მითუმეტეს მე 3 სერია ახლოსაც კი არ დაიყენებს მერსედესს სპორტულ სიარულში და თვითონ მერსედესისტებიც აღიარებენ ამას, მარტო 1 კაცია მსოფლიოში, ვინც ასე ფიქრობს და ისიც შენ ხარ, დაჟე "ჯერემი კლაკსონი" რომელსაც არ უყვარს BMW ეგეც კი მერსედესზე წინ აყენებს სპორტულობაში, შეგიძლია სხვა ტესტებიც ნახო და დარწმუნდე, მაგრამ მერე აზრი შეგეცვლება და ალბათ არ გინდა რომ შენ საყვარელ მერსედესს მიაფურთხო, შენ რასაც ლაპარაკობ, ეგ მიკერძოებაა, ვერ ვიტან მერსედესს, მაგრამ ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ ბანძია, სულ ვამბობ, რომ მაგარია, მაგრამ საჩემო არ არის, შენ კი, ძალიან არასწორედ აფასებ.
-
აბა, ფერარის იყიდდი, თუ 3500$-იან მარჯვენა რულიან 1-ბარ ტურბინირებულ nissan silvia-ს? უი ხო, ლამბო ავენტადორს დაადგი თვალი? ფერარი ენცო არ გირჩევნია? თან ელიავაზეც შლიან და ნაწილებიც იაფია ბევრჯერ მითქვამს, ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო ასეთ, საწყენად არ მიიღო და, უაზრო თემებს, მაგრამ არც ის შემიძლია, ასე წყნარად ვუყურო ამდენ დაუსაბუთებელ არაობიექტურობას, BMW-ზე რომ კაცი იტყვის, DTM-ში დიდი სახელი სულაც არ ქონიაო, რომელიმე ტრეკზე თუ გატესტესო, აქ უკვე აზრი ეკარგება კამათს და ისევ ჯობს მე დავრჩე "დაჩაგრული" და შენ ისე გაფიქრებინო, თითქოს მართალი ხარ და "მომაკეტინე", ვიდრე ბოლომდე მოგყვე და მტკიცებულებების დადებით თავი ავიტკიო, დამიჯერე, საკმარისი "განათლება" მაქვს ავტომობილებში+სპორტში და საკმარისიც მინახავს, მაგრამ დიდი დრო და ნერვები უნდა შევალიო, რომ შენ აზრი შეგაცვლევინო, მე კი, ჩემი დროის და ნერვების ფლანგვას, ისევ ის მირჩევნია, შენ იყო ბედნიერი და ამაყად შემოახვიო ამ სფეროში უცოდინრებს თავზე შენი არაობექტური შეხედულებები, არაუსავს, იყოს BMW უმაღლესი დონის ნაგავი, ხომ მაქვს უფლება, რომ ნაგავი მიყვარდეს? ხოდა, მიყვარს კიდეც, მე-11 BMW მყავს და ალბათ არ უნდა ბევრი ფიქრი, რომ დაიმსახურა, მაშინ რატომ ვიყიდდი ამას და არა სხვას? თუნდაც მერსედესს (თუმცა, 2-ჯერ მივქარე და ვიყიდე, პირველი 2 კვირაში ჩემ სიძეს ვაჩუქე, მეორეთი კი, მამაჩემი დადის)? იმიტომ, რომ 16 წლის მანძილზე ერთხელაც კი არ მითქვამს, შენი გამომშვების დედაცთქო, პირიქით, ისეთი რაღაც შეუსრულებია, გადმოვსულვარ და ემბლემაზე მიკოცნია, როცა მერსედესით უეჭველი დავიმტვრევოდი, ვიცი მერსედესის შესაძლებლობები და ისიც ვიცი რას ვამბობ, საბოლოოდ კი, იმას გირჩევ, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვე სანამ რაღაცის გაბანძებას დაიწყებ, უბრალოდ, როდესღაც შეგარცხვენს ეგ მიდგომა და გაგიტყდება, ყოველთვის მქონდა იმის საშუალება, რომ მანქანის ყიდვისას ამერჩია ბრენდიც და მოდელიც, მაგრამ არაფერს ვეკარებოდი ამის გარდა, უმიზეზოდ? თორემ შენ კი არა, მთელმა მსოფლიომ რომ უარი თქვას BMW-ზე, მე მაინც მეყოლება! P.S. არაფერი პირადული, აზრებიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანი, შენ შენი აზრი გაქვს (თუმცა ძალიან არასწორი), მე ჩემი, ხოდა, ნუ გაგიკვირდება, რომ nvidia დღნავს ATI-ს, მიუხედავად ati-ს მრავალრიცხოვანი ფანებისა, nvidia მაინც თავის ადგილზე დგას. ეს ოხერი, თურმე მაგარი რაღაც მოუგონიათ, გუგლი ქვია და სურვილებს გისრულებსო, თან კითხვებზეც გცემს პასუხსო, ისეთი ადვილი მოსახმარიაო, რომ ყველა შევა და მიიღებს ინფორმაციასო, ხოდა, იქნებ საღამოს jambo-სთვის გადაგეხვია ხელი, შესულიყავით ამ ჯადოსნურ გუგლში და გადაგეხედათ ავტოსპორტისთვის, იცი რამდენ ახალს აღმოაჩენდით? ჯამბო იმასაც კი გაიგებდა, რომ ზემოხსენებულ პოსტში რაც დაწერა, BMW დაიმტვრეოდა და მერსედი გადარჩაო, ეგ მაინც არ ეთქვა, BMW-ს აეროდინამიულობას როგორ შეადარა მწერსედესი? რა ნამუსით გამოატარა შენმა ხორხმა ეგ ტკბილი ბგერები (სერიოზულად გეუბნევი, სხვაგან არ თქვა ეგეთი რამ)?:D
-
ოო, ეგ უკვე ნამეტანი დაუმსახურებელი სიმკაცრეა, ყველაზე ცუდი შეხედულება, რაც ოდესმე გამიგია, სწორედაც რომ ეგ მე-3 სერია არ იქნევს ტრაკს და უსერიოზულესი აეროდინამიკა და მართვა აქვს, მე-5 და მე-7 სერია რომ გეთქვა, კიდევ ხო, მაგრამ მე-3???ეგ რამ გათქმევინა შეგიძლია გუგლში გადაამოწმო ჩემი სიტყვები. რაც შეეხება DTM-ს, BMW ეხლა კი არ გამოდის პირველად, წლების მანძილზე ლეგენდა იყო, დედის რაღაცეებს ახურავდა თავზე სხვა ბრენდებს (რა თქმა უნდა მერსედესსაც), მერე რამოდენიმე წელი აღარ გამოდიოდა, გადავიდა wtc-ში და იქაც იგივე ქნა, ბოლოს იმენნა მობეზრდა და წამოვიდა DTM-ში. თავიდანვე იმიტომ გითხარი, ჭორის დონეზე გაგონილები და მხოლოდ შენი ვარაუდები არ მითხრათქო, ვიცოდი, რომ მსგავს "მჭერმეტყველებას" ამოუშვებდი პირიდან ობიექტურობქას მოკლებულია შენი სიტყვები, ბაზარი არ არის, არ მევასება მერსედესი და მისი მარცხი ყოველთვის გამიხარდება, მაგრამ დაუნახავობაც არ შეიძლება, მე არასდროს ვამბობ, რომ მერსედესი ბანძია, უბრალოდ, ჩემ გემოვნებაში ვერასდროს ჩაჯდება, ბევრჯერ მქონია შეხება, მყოლია კიდეც თავის კლასში უსერიოზულესი ნავაროტკით და ძრავით, მაგრამ ვერ მოვიწონე, ხოლო BMW-მ ისე მასიამოვნა, რომ მერსედესი ჩემთვის მხოლოდ "ნაცნობი სიტყვაა", რომელიც სადღაც გამიგია, მაგრამ ვერ ვიხსენებ სად. P.S. შე კაი კაცო, მერსედეს გამშრალებულ ტილოს სარეცხს ფხვნილში ვრეცხავ და ისე ვხმარობ BMW-ზე, მერსედესში ჩანადებ აუდიო დისკებს აღარ ვდებ BMW-ში, გარაჟში 1,5 მეტრზე ახლოს არ ვუჩერებ უკან, რომ მერსედესის სუნი არ აიღოს და ა.შ. :keh:
-
არა, არ გეტყვი და პირიქით, სიამოვნებითაც კი მოვისმენდი შენ სათქმელს, ძალიან მაინტერესებს რას იტყოდი კლასის საუკეთესო მანქანაზე, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ BMW 3-er series N1 მოდელია C კლასში, შენ თუ ამასთან დაკავშირებით რამე ახალი იცი, რაც ჯერ ჩემამდე არ მოსულა, სიამოვნებით მოგისმენ რა თქმა უნდა არგუმენტებიანს, ისე კი არა, "მე არ მევასება", "პერედოკი სუსტი აქვსო, ამბობენო" და "აბა ფერარის დაუდგეს აღმართში" და პადობნი რაღაცეები, არ გუ მენ ტე ბით!
-
ბანის დედა ვატირე ტო, მთავარია ქალაქის მანევრები, არცერთია ტრასის სუპერქარი, ორივე C კლასის მანქანაა და ეს კლასი კი, ჩისტა ქალაქისაა, მაგრამ რახანც აქამდე მიდის სიტყვა, ეგ უკვე BMW-ს წარმატებას ნიშნავს, E92 M3 4.0 420 ცხენიანს ვადარებთ C 63 AMG-ს ამხელა კამეჩივით ძრავს, ძრავში 2,3 ლიტრიანი სხვაობა სერიოზული კუშია, იმიტომ ვცემ პატივს, კუბატურაში მერსედესს ახლოსაც კი არ მიიკარებს, თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად BMW-სთვის მაინც არ წარმოადგენს პრობლემას და ტრეკზე საუკეთესო დროის საჩვენებლად ეს პატარა ძრავიც ყოფნის, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, რომ C კლასში BMW წლების მანძილზე შეუცვლელი ლიდერია და ყველა ჩესტს უღებს, თუნდაც კონკურენტები ჯერ მომავალი წლიდან, დაახლოებით 6 თვეში, კონკრეტულად კი, 15 აპრილს (დღეებს ვითვლი) DTM-ში შემოვარდეს, მილეწ-მოლეწოს იქაურობა, მერე ვნახავთ ვის რისი ტაკუნები ქონია, ვისაც DTM უყვარს, სერიოზული სანახაობა ელის და კუშსაც თამამად ვდებ, რომ პირველივე ზახოდზე მოიგებს, ვინმეს თუ ეჭვი შეეპარება, გავმაზოთ B)
-
მაგარია ტო, რას უწუნებ? 18-იან დისკებზე, 2.0 ecotec-ის ძრავი დამოკლებული პორშინების სვლით, ნაწრთობი და დამსუბუქებული "ვალით", ინდივიდუალური დროსელებით და არიქა, დაიმალეთ :D
-
შენ თუ opel corsa-იან ქურდებს უნდა სდიო არ ვიცი, მაგრამ მე M3-ში ვიჯდე და მერე ვნახოთ ვინ რას დააბრალებს :D
-
რომ წააგო პახმელიას უნდა დააბრალო და... :xeli:
-
შენ საღამოს, ან დილით უნდა ნახო, 10MB-ით რომ იწერს, 1,5GB ფილმი გადმოვწერე 2,5 წუთში :D
-
ეუფ, შენ ნამეტანი სუსტი ნეტი გქონია, არ გეწყინოს, მაგრამ ასეთი ცუდი პირველად ვნახე, DialUP-ის დონეა.
-
არა, 1 კვირის გამოყვანილი ხაზია, cisco-ზეა აწყობილი მთელი სისტემა და თავიდანვე ისეა გათვალისწინებული, რომ ყველასთან თანაბრად იყოს, ვერც ხაზის დატვირთვას დავაბრალებ, რადგან აქ რომ 2-3MB-ზე იყოს ლაპარაკი, ჰო, მაგრამ სხვაობა, როგორც უკვე ნახე, საკმაოდ დიდია და რამოდენიმე ათეულ MB-ზეა პრობლემა. მოკლედ, თვითონ უნდა მოვიდნენ და მოაგვარონ რა, ასე კითხვა-კითხვით ვერ ვუშველი (ჩემი საშველი და მოსაგვარებელი არც არის, მამენტ, სულ მკიდია, ჩემთან კი დაფრინავს, უბრალოდ, იქნებ დავეხმაროთქო). მაინც მადლობა ყურადღებისთვის.
-
ეგ რა პონტია? თუ იმას გულისხმობ, რომ ვინმემ რამე შეზღუდვა დაადო, ეგრე არ არის, არ არის დალიმიტებული და იმიტომაც მიკვირს.
-
ვერავინ მეტყვით მიზეზს?
-
ეხლა ცოტა გადატვირთულია, საღამოს აიწევს და 100MB-ზე ავა როგორც download, ასევე upload. კითხვა მაქვს. ეს სქრინი არის ჩემი სამსახურის ნეტის, მაგრამ 1 პრობლემაა, ყველა კომზე სხვადასხვა სიჩქარეს აფიქსირებს, ჩემთან თუ 60MB-ა (გამიმართლასპონტში), სხვასთან (ძირითადად საოფისე დონის ჰარდებზე) 80, 40, 22, 35 და ა.შ. რისი ბრალი იქნება?
