Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. სოფლის მეურნეობას ხომ არ აპირებ? (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, თუ საკმარისი თანხა და ჭკუა აქვს კაცს).
  2. იმპრეზა??? სალონის დიდი ფართი რომ ახსენე, იმიტომ ვიფიქრე ფორესტერი. Baja-ც კარგია, მაგრამ ცოტა სპეციფიკური მანქანაა და უფრო ისეთ ხალხს ჭირდება, ვინც "პიკაპად" გამოიყენებს, მაგალითად რამე მაღაზია აქვს, გადაზიდვები უწევს და ა.შ. თუმცა, ბევრს მხოლოდ ტრანსპორტად ყავს და საბარგულს არც იყენებს. Legacy-ც კარგია, ძმაკაცს ყავს 2 მოდელი (2002 & 2004) და ჭკუა ეკეტება ისე უყვარს.
  3. ხო, მაგ შემთხვევაში კი, კარგია, ოღონდ უტურბინო 2.0 ძრავით. რა თქმა უნდა "ფორესტერს" გულისხმობ, ხო?
  4. პრაქტიკულობაში რას გულისხმობ? კვადროა და თოვლიან ამინდშიც კარგად ივლის? ტურბინიანი ვერსია წვავს 15+ ლიტრს, ოპოზიტური ძრავი (ეგრედ წოდებული "ბოქსერი") სუსტი აქვს და დატვირთვებზე "ჩაინურის წყალი" უყვარს, ამ პრობლემას კი, თბილისში 1-2 კაცი თუ აგვარებს, თან ისეთ ფასად, რომ მეორედ სუბარუს ყიდვის სურვილი აღარ გექნება, არც სხვა ნაწილები ღირს იაფი. ხოლო, თუ სპორტულობაზე მიდგა ლაპარაკი, მაშინ სუბარუს დედა ვატირე, როცა ბუნებაში EVO არსებობს, ეგ ადრე იყო, რომ კვადროები ცოტა იშვიათობა იყო და ამ ფონზე სუბარუ ცანდა, თორემ დღეს დიდ ვერაფერს წარმოადგენს. ვიცი, ეხლა სუბარუს ფანები აჯანყდებიან, მაგრამ ფორუმებს გადახედონ (უცხოურ ფორუმებზე ვამბობ, თორემ შეიძლება საქართველოში ფერარის ამჯობინონ) და დარწმუნდებიან ჩემ სიტყვებში, ჭორის დონეზე მოსმენილს არ ვამბობ. P.S. ეს "ლანძღვა" ეხება ტურბინირებულ ვერსიებს, თანაც იმ შემთხვევაში, თუ სპორტულად მოიხმარ და არა ტრანსპორტად.
  5. სერიოზულად ვამბობ, მშვენიერი მანქანაა, ფასი/ხარისხზე=მშვენიერ გადაწყვეტილებას, იმენა ქალაქის მანქანაა.
  6. რა გაცინებს კაცო, ოპელი შენი დასაცინია? დასაცინი კი არა, რუსებს 70 წლიანი პრაქტიკა აქვთ ავტო ინდუსრტიაში და დღემდე ოპელის დონის ვერ მოიფიქრეს, ყველაზე "შველივით" მანქანა რაც ყავთ, 07-ია 06-ის ძრავზე და 5-იანი "კარობკით", ძლივს აღმოაჩინეს, რომ კაცობრიობას (ეგვიპტელებზე ქონდათ ეჭვი) "ინჟექტორი" შეუქმნია და ეგეც გაუკეთეს რა, ეხლა რამოდენიმე მილიონიანი პროექტი დაიწყეს და თუ გაუმართლათ, ელექტრო სარკეებიც ექნებათ.
  7. არა, რა გამიფუჭდა ლომსას ფანტაზიები იყო რა. მიშა, შენ დადებულ ლოგოს სურათს არ ხსნის და, ეგ "ის" არის?
  8. ხო, შენ თავიდანვე ეჭვის თვალით მიყურებდი და მაინც გამშიფრე. აბა ბიჭო, ეხლა დილემის წინაშე ვარ, სახლი დავაგირავო და მანქანა გავაკეთო, თუ მანქანა გავყიდო და სახლი ვიგირავო.
  9. მაზოხისტი ვარ და რაც ყველაზე ძალიან არ მიყვარს, იმის ლოგოს ვხმარობ.
  10. არცერთი მიყვარს, kia picanto-ს არაფერი ჯობს.
  11. გაზეთ "სიტყვა და საქმე"-ში იყო ხოლმე მსგავსი განცხადებები, მაინც გადახედე, იქნებ რამე გაჩითო.
  12. მაგ ფასში მაგ კარტას ახლოსაც არ უნდა გაეკარო! ბევრად არაფრით ჯობს შენ კარტას, ფულს იხდი და ფაქტიურად უკეთესი გრაფიკით ვერ თამაშობ, სულ რამოდენიმე fps მოგცემს სხვაობას და თანამედროვე თამაშებში მაინც გულს დაგწყვეტს. 150 ლარში, თან შენ კვებამ რომ გაქაჩოს აიღე GTS250 e-green, მაგაზე ეკონომიურ ენერგომოხმარებას, თან ნორმალური დონის წარმადობას ვერ მიიღებ, ან კვებით დაიწყე და რაც ბიჭებმა გირჩიეს ისე ქენი.
  13. ზუსტ მისამართზე მოსულხარ.
  14. განა, დაბადებიდანვე ამ თამაშში არ არის ჰომოსაპიენსი?
  15. ეე, ჩემო მიხეილ, ეს ყველაფერი დროის ამბავია, თორემ ისე კარგად იაზროვნებენ, მიმიქარავს მსოფლიო გენიოსები. რა დონის პროგრესია ტექნოლოგიებში (მითუმეტეს კომპიუტერებში) და ამ დონეზე რომ მიუშვა 1 საუკუნე და არაფერმა შეუშალოს ხელი (ვგულისხმობ, შენს მიერ ზემოთმოყვანილ მაგალითებს, რაშიც 100%-ით გეთანხმები), მაშინ უეჭველი ეყოფათ ეს დრო საიმისოდ, რომ ეს ჩვენი ფანტასტიკა ფილმები რეალობად გვიქციონ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივა კაცობრიობა მაგამდე, ბუნება, კატაკლიზმები, ან თვითონ ადამანი შეუშლის ხელს და მესამეს დაიწყებს, ამაში ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, თორემ ეს ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ, შეიძლება 100 წელიც არ იყოს საჭირო და 50-შიც ჩაეტიონ.
  16. ხო, წვალება აღარ მოგიწვეს, დაღმართის ბოლოს რომელიმე ბოძს შემოეხვევა და ევაკუატორი აღარ გაგაწვალებს და თვითონ წაიყვანს საჯარიმოზე, საღამოს საცობში სიარულსაც აცდები, სამსახურიდან გამოხვალ და ღიღინ-ღიღინით ჩაისეირნებ დაღმართზე, შეიძლება დაღმართის ბოლოს შენი მანქანის რაიმე ნამტვრევიც იპოვო და სახსოვრად წაიღებ, იმ ბოძზეც მიაწერ: "здес хотел взлетат мои VW жук, но както не хуя не получилос, не могу понят, почему бедняшка не смог взлетатъ, можэт бит, криля били нужни" 1 კი ვიცი, ეგ მეთოდი საქართველოში ვერ გაამართლებს, ნეიტრალში დატოვებ და, კი არ მიაწვება და მიაგორებს, ეგრევე დაუბუქსირებს და წაიყვანს :D
  17. არა, ქეიფში რა თქმა უნდა გადაბმულ ლოთობას არ ვგულისხმობ, ისედაც, მე-2 დღეს ვერ ვსვავ (ხალხი პირიქით თვრება, რომ პახმელიაზე გამოსვლა უყვართ), კარგ ქეიფში, მართლაც კარგ ქეიფს ვგულისხმობ, ყველა რომ ძალიან ახლობლები ზის და მიდის ჯიგრული ჭუკჭუკი, ისიც რომ იცი, სიმთვრალეში არავინ გაჭედავს და სუფრიდან ნასიამოვნები ადგები.
  18. კარგი ქეიფი კარგია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, კაცი არ არსებობს, ვისაც ხეირი/სიკეთე მოუტანა :SNEMOTICON13:
  19. შენ უნდა ნახო, კიტრს რა საყვარლად თლის.
  20. თუ წინ დასადგომი ადგილი არ არის და არც მანქანის მიწევა იქნება საჭირო, მაშინ აღარც დატოვებ ნეიტრალში და არც არავინ მიაწვება. ეგ რომ მითხრა, მაგრა გამიკვირდა, რომ დავინახო ჩემ მანქანას აწვებიან, ხომ გადმოვათრიე ცემა-ტყეპითთქო და არაო, აქ ყველა ეგრე იქცევა და არ გაგიჩნდება მაგის სურვილიო, ეს ჩვენ გვიკვირს, თორემ ფრანგებისთვის + უკვე რამოდენიმეჯერ ნამყოფი ტურისტისთვისაც მოსული პონტია. საერთოდ, პარკირებაზე სერიოზული პრობლემები აქვთ, ჩემი ახლობელი ხშირ შემთხვევაში ფეხით დადის, სამსახურთან მანქანა რომ ვერ გავაჩერო (99% ეგრე ვარო), 45 წუთი მინდა მე-2 წრეზე მოსასვლელადო, აზრზე ხარ რა რკინის ნერვები გინდა?! აი ძმაო, რეკორდიც ამას ქვია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.