რაღაც გავს, რომ ამ ახალ პაროლში ძახილის ნიშნის მერე ორი ციფრით იწერება თვე, და ბოლოში უკუღმა წელია, ამჟამად 6202. რადგან ჩემთანაც 1 იანვრიდან XX!12xx5202 შეიცვალა XX!01xx6202-ზე, თებერვლიდან დიდი ალბათობით გახდება XX!02xx6202 და ა.შ. ანუ ახალი "პროშივკა" TKI_1.00_R1546 თვეში ერთხელ ავტომატიურად ცვლის პაროლს თარიღიდან გამომდინარე ))
და თუ ვფლობ ადმინისტრატორის პრივილეგიას ამ ახალი პაროლით, რა მაქვს შესაცვლელი ჩემ Cabsat Silknet როუტერში, რომ შევძლო დისტანციურ გადარესეტებას ? სხვაგან ვარ და ხოლმე ან იჭედება ან სიჩქარეს ჭრის, რესტარტი შველის, მაგრამ ამ თხოვნით სილკნეტს თუ უკავშირდები — უარზე არიან: პირიქით, რაღაცას სეტინგებში დისტანციურად რომ ცვლიან, მერე მომხმარებელს სთხოვენ გადაარესტარტოს თვითონ. არადა, მართვის გვერდზე Maintenance --> SysRestart მისაწვდომია. როგორც ვხვდები, ეს უფრო Telnet-ით უნდა მოხერხდეს, რადგან web-ინტერფეისში დისტანციური შესვლა შეუძლებელია. ალბათ, გარე IP-ს, Telnet -ის ნებართვის ჩართვის და პორტის ცოდნის გარდა, საჭიროა CWMP-ში გავუწერო რამე, რომ მიმასწავლოთ ?