გრაფიკა ტექნიკურად თითქოს გაუმჯობესდა — მეტი დეტალი, რეალისტური ტექსტურები, განათება და ჩრდილები. მაგრამ ამის ფონზე ის უნიკალური სული, რაც Oblivion-ს გააჩნდა, თითქოს იკარგება. ბევრმა სწორედ ზღაპრული და ნათელი ატმოსფეროს გამო შეიყვარა ეს თამაში. ყველა თამაშს არ უხდება რეალიზმი. Oblivion-ს განსაკუთრებულს სწორედ ის ხდიდა, რომ ფერადი ფანტაზიური ილუსტრაციად გამოიყურებოდა და არა კიდევ ერთი მუქი სამყარო Skyrim-ის სტილში. იდეალური იქნებოდა, თუ დეველოპერები ორ სტილს შორის არჩევნის საშუალებას მოგვცემდნენ, ან სულ მცირე, ორიგინალის ვიზუალური ხასიათი შეენარჩუნებინათ.