-
Posts
19 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by dimiblossom
-
ახლა ვთამაშობ Ninja Gaiden 4 და სადღაც ნახევარი უკვე დავხურე დადებითი: PC-ზე საკაიფოდ ოპტიმიზაცია აქვს გეიმფლეი სულ სხვა დონეზეა, Ninja Gaiden 3 და Nier Automata-ს ნაჯვარია. ძაან საკაიფო საუნდტრეკები, Metalcore და EDM უმეტესწილად ნაშები უარყოფითი: რო ეთქვათ, ეს Metal Gear Rising 2 არისო, დავიჯერებდი ფრენჩაიზის პროტაგონისტი Ryu Hayabusa მეორეხარისხოვანი პერსონაჟი გახდა კიბერპანკ ესთეტიკა არ უხდება. ვობშემ, 8/10
-
მაგით ვცადე მარა ქართულ ბარათებს არ იღებს. support მივწერე და მითხრეს Crypto-თი შეგიძლია გადაიხადოო
-
https://steam-rent.com/en ვობშემ, ვისაც Denuvo-იანი თამაშები გინდათ ითამაშოთ, აი ეს სერვისი ვიპოვე იხდი თითო თამაშზე ერთ ორ დოლარს და რამოდენიმე თვით გაძლევენ steam აქაუნთს. Kazan და Stellar blade ვითამაშე ამათი დამსახურებით :დდ
-
Yakuza Zero Heavy Rain Mass Effect Series
-
მგონი სულ რუსულ ბარათებს იღებს. ერთი B2Pay ვარიანტი აქვს მარა BOG TBC ბარათებზე ერორს აგდებს
-
Nioh 2 შეგილია სცადო, სუფთა სოულსია არარის ტრადიციული გაგებით, ჰიბრიდია სოულსა და ექშენ ჟანრებს შორის. მხოლოდ სტამინა და R1 არარის, ბევრად უფრო საკაიფო სისტემა აქვს, ყველა ტიპის იარაღს თავისი კომბოები, სტამინის და პერსონაჟის საბრძოლო სტილის კონტროლი, კონტრშეტევები და ბლომად კიდე რაღაცეები. ანუ ჩათვალე ნინჯა გაიდენი ოღონდ სოულს სამყაროში.
-
კარგი და ცუდი ამბავი. კაია ის რომ Ninja Gaiden მკვდრეთიდან აღსდგა, მაგრამ ცუდია ის, რომ კიდევ ერთხელ აურიეს და ის არ მისცეს რაც ფანებს უნდოდათ. Ninja Gaiden 2 პირველად გამოვიდა Xbox 360-ზე და მერე PS3-ზე განახლებული ვერსია სახელად Ninja Gaiden Sigma 2 (რომელიც Master collection-შიც დაამატეს). 90% ფანებს რო ჰკითხო, გეტყვიან რომ 360 ვერსია არის ბევრად უკეთესი ვიდრე სიგმა. ახლა, ეს Ninja Gaiden 2 Black არის მორიგი რემასტერი, ოღონდ ბოლოში Black ნიშნავს, რომ Definitive ვერსიაა. ანუ ორივე ვერსია აიღეს და ერთიანი საუკეთესო და ბალანსირებული ვერსია შექმნეს. GamePass ვერსია ჩავიწერე გუშინ წინ (კიდე კაი, არ ვიყიდე) და საკმაოდ გულგატეხილი დავრჩი. ისევ, sigma 2 არის ოღონდ Unreal Engine 5 გრაფიკით. ანუ, სისხლები და ხორცები კი დაამატეს ბაზარი არაა, ასევე იარაღების შენით შეგიძლია განაახლო, ეგეც კაია მარა ისევ დალშე სულ სიგმაა. არანაირი New Game+, ცოტა on-screen enemies და Dead or alive-ის სხვა პერსონაჟები ჩაკვეხეს Story mode-ში. ანუ, რეალურად ეს თამაში ახალი მოთამაშეებისთვისაა განკუთვნილი, რომ Ninja Gaiden 4-ის გამოსვლისთვის მოამზადონ. ორიგინალი ფანებისთვის არარის. დაჟე Asmongold-მა ითამაშა და საკაიფოდ მოეწონა. ახლა ცუდი იცით რაარის, Sigma 2-ის Source code იხმარეს, ორიოდენი ცვლილებებით, დაჟე Sigma 2-ში ბაგები რაც არის აქაც შეინიშნება. იმაზეც არ შეიწუხეს თავი რომ რამე გადაეკეთებინათ კიდე. But, it gets worse.. ვიღაცამ თამაშის source code გახსნა და აღმოაჩინა რომ Sigma 2-ის გრაფიკაა შიგნით, პროსტა ზემოდან Unreal engine-ის მიაწეპეს. ანუ ჩათვალე სიგმას თამაშობ პროსტა ვიღაცას Unreal Engine mod რო გაეკეთა რა. ალბათ მაგიტომაცაა 85GB ზომით. წარმოიდგინე, მოკლე Linear თამაში 85GB ზომით. ოპტიმიზაციის კვალი არ უჩანს. ვობშემ, ფანები ახლაც დაყოფილები არიან ორ ბანაკად და ამაზე ჩხუბობენ. მეც ამას არ უნდა ვწერდე, პირიქით, უნდა გამიხარდეს, რო ფრენჩაიზი გააცოცხლეს და ახალი მოთამაშეები ეყოლება მარა სუფთა Cash Grab არის, ვერ დამალავ.
-
2010 წელს მე-12 დაბადების დღეზე მაჩუქეს ორიგინალი Dualshock 3 და 2022 წლამდე ვხმარობდი. რამდენჯერ დავშალე გავწმინდე, იმენა ყველაფერი დაემართა Stick drift-ის გარდა. დღემდე მუშაობს და სტიკ დრიფტი ვაბშე არ იგრძნობა. მერე DualSense ვიყიდე და სადღაც 6-8 თვეში სტიკ დრიფტი დაემართა. მერე დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ იმენა ყველას ეგ აწუხებს და Sony იმენა ცირკაჩობს. ჯინაზე, დაბალხარისხიანი პოტენციომეტრით აწარმოებენ, რომ მერე წახვიდე და კიდე იყიდო. ან DualSense edge დაითრიო და დრიფტის შემთხვევაში ცალკე სტიკები იყიდო მათი საიტიდან. DualShock 3 ჰქონდა Hall Effect სტიკები რაც ბევრად უფრო სანდოა და იგივე ფასი ღირს რაც პოტენციომეტრის სტიკები. მარა რაში აწყობთ? მე მაგათი ხარბი დედავატირე
-
გაიხარე. რომელი დენის ფილტრი შეილება დავითრიო ?
-
https://en.eastups.com/LineInteractiveUPS/6731.jhtml მგონი ესაა მწარმოებლის გვერდი
-
https://ultra.ge/index.php?route=product/product&product_id=23967&search=ups ამას 900 ვატი აწერია მარა ხო შეუძლია 600 მაინც გაქაჩოს
-
კარგი იდეაა მაგრამ არამგონია ეგ პრობლემა დიდად არარდებდეთ (სანამ გვერდითა კორპუსისნაირად აქაც ეგ არ მოხდება). არამგონია ჩემი 500 ვატზე მეტს წვავდეს. https://www.msi.com/Power-Supply/MAG-A650BN/Specification მაინც რომელი დავითრიო
-
სალამი, თქვენი რჩევა მჭირდება. მოკლედ, ბოლო ნახევარი წელია ჩემს კორპუსში დაიწყო დენის პრობლემები. ჯერ გვერდითა კორპუსის სადარბაზოში ცენტრალური დენის სისტემა აფეთქდა (ხალხი გარეთ გამოვარდა იმენა), მერე ჩემთან ერთი პერიოდი დენი თამაშობდა მაგის მერე. ხოდა, დღეს ისევ დაიწყო ეს დანის თამაში. ჯერ ოთახში შუქი ირთვებოდა წამიერად, Wifi როუტერმა გაუბერა, მერე კომპიუტერის თამაშს რაღაც freeze-ები დაეწყო, ბოლოს კლავიატურა მაუსი გაითიშა და ვობშემ სასწრაფოდ გავთიშე. ხოდა, მინდა UPS ვიყიდო, სანამ რამე პიზდეცი არ მოხდა. 650 ვატიანი კვების ბლოკი მაქ და იმენა 600 ვატიანი უპს უნდა ვიყიდო? თუ შემილია 500 ან 400 იანიც ავიღო? 200-300 ლარად რომელ უპს მირჩევთ? ეს წავა? https://pcshop.ge/ka-ge/product/apc-bv1000i-gr-easy-ups-1000va-უწყვეტი-კვების-წყარო/
-
სადღაც 6-7 წელი Opera-ს ვხმარობდი. ძალიან ფუნქციონალური იყო, Myflow, Workspaces, VPN, Sidebar Apps და ეგეთები. ბრაუზერში ვინც მუშაობს მათთვის იდეალური იყო. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ ეს Opera One რებრენდინგი რომ გააკეთეს, მთელი ბრაუზერი ჩამოიშალა ჩემთვის. ბაგები, sync-ის პრობლემები, ქრაშები და 3x მეტ CPU % ხმარობდა. თან ეგ ახალი Minimalist Tab UI რო გააკეთეს მაგრად შემზიზღდა (რაცხა Tab Island), საშინელი ტრენდია როცა მეტი ესთეტიკისთვის წირავენ პრანქტიკულობას. მერე Vivaldi-ზე გადავედი და საკაიფოდ მომეწონა, იგივე Opera არის ოღონდ ბევრად სტაბილური და მეტი Personal Customization-ებით. მერე აღმოვაჩინე, რომ Opera-ს ყოფილი დეველოპერების მიერაა შექმნილი. ახლახანს Arc Browser გავჩითე, UI ძააალიან ლამაზი ჩანდა ვიდეოებში, მაგრამ პრაქტიკაში უფრო დამაბნეველი და ზედმეტად გართულებული. ანუ გვერდით რო ვინმე გეჯდეს, იტრაბახებ ისეთი დიზაინი აქვს მაგრამ ამისათვის თვით უნდა დაიტანჯო
-
-
ისე, კი მინდა პირველი Left 4 dead გამოვცადო. Zombie coop შუთერის პონტში. ბავშვობის Xbox 360-ის ეპოქის ნოსტალგია მაქ მაგ თამაშს რო ვხედავ ხოლმე. ულტრა სწრაფი და სისხლიანი შუთერების ეპოქა რო იყო. დღევანდელ შუთერებს რომ ვუყურებ, ძაან ისეთი უგულო დიზაინი აქვთ და იასნა მიკროტრანზაციებიც. აი ეს მეშვიდე თაობის კონსოლების დროს იყო უცენზურო და სუფთა coop შუთერები. ზომბი შუთერები მახსოვს Land of the Dead, House of the dead, dead space და dead island ვთამაშობდი ბავშვობაში.
-
Sigma 1 და 2 დავხურე მასტერზე რამოდენიმეჯერ. კი ძაან სასტიკია მაგ მხრივ, სადღაც 100 საათი თამაშის დრო დამჭირდა რო მასტერზე დამეხურა ორივე. პირველი კიდე არაუშავს, გრაინდინგით შეგიძლია ფული დაითრიო და upgrade ები გაუკეთო პერსონაჟს მაგრამ Sigma 2 ბევრად უფრო არაბალანსირებულია. 1-2 დარტყმაზე იბრიდები და იმდენ ფულს არ გაძლევს რომ საკმარისი item-ები იყიდო. ანუ მთლიანად რეფლექსების იმედზე უნდა იყო. აი მესამე ნაწილმა დაღუპა მთელი ფრენჩაიზი, პროდიუსერი ვინც იყო დატოვა კომპანია და ვიღაც "შესწიორკა" აიყვანეს მესამე ნაწილის შესაქმნელად. მაგაზე მთლიანი სტატიაც მაქ დაწერილი ადრე https://crimsonmtvare.wordpress.com/2020/10/16/ninja-gaiden-ისტორია/
-
ეს თამაში არის შედევრი, ოღონდ ერთი დიდი მინუსით. გრაფიკა, Art style, მუსიკა, პერსონაჟები, ყველაფერი იდეალურია მაგრამ საბრძოლო სისტემაში არის ერთი დიდი პრობლემა. ეს Perfect Guard ფუნქცია არის ჩემი აზრით ძააალიან უაზრო. აი წარმოიდგინე, პროსტა შეგიძლია მოწინაღმდეგის დარტყმები დაბლოკო მაგრამ თუ იგივე მოწინააღმდეგე დარტყმამდე წითლად განათდა, მაშინ 2 გზა გექნება, ან გვერდით გადახტე და ილოცო რომ iFrame-ი ამის საშუალებას მოგცემს, ან კატისებრი რეფლექსები ჩართო და ზუსტად იმენა დარტყმამდე Block ღილაკს მიაჭირო. შესადარებლად, სეკიროში, დარტყმისას გაქვს 30Frame (60-დან) რომ ბლოკის ღილაკს მიაჭირო, ანუ ნახევარი წამი დრო რეაგირებისთვის. აქ.. შენ გაქვს მხოლოდ 9 Frame რეაგირებისთვის.. რაც უფრო უარესია, არის ის რომ სეკიროში დარტყმის ანიმაციას დასაწყისი აქვს, ანუ თამაში ვიზუალურ სიგნალს გაძლევს რომ აჰა იმოქმედე, მაგრამ Lies of P-ში ეგეც არ არის. ვობშემ, მე პირდადად მიყვარს სადო-მაზოხისტური თამაშები, Ninja Gaiden, Nioh, Wolong, DS და მსგავსი მაგრამ ამ თამაშმა ნაღდი ნერვოზი გამიჩინა.
