კარგი და ცუდი ამბავი. კაია ის რომ Ninja Gaiden მკვდრეთიდან აღსდგა, მაგრამ ცუდია ის, რომ კიდევ ერთხელ აურიეს და ის არ მისცეს რაც ფანებს უნდოდათ.
Ninja Gaiden 2 პირველად გამოვიდა Xbox 360-ზე და მერე PS3-ზე განახლებული ვერსია სახელად Ninja Gaiden Sigma 2 (რომელიც Master collection-შიც დაამატეს). 90% ფანებს რო ჰკითხო, გეტყვიან რომ 360 ვერსია არის ბევრად უკეთესი ვიდრე სიგმა.
ახლა, ეს Ninja Gaiden 2 Black არის მორიგი რემასტერი, ოღონდ ბოლოში Black ნიშნავს, რომ Definitive ვერსიაა. ანუ ორივე ვერსია აიღეს და ერთიანი საუკეთესო და ბალანსირებული ვერსია შექმნეს.
GamePass ვერსია ჩავიწერე გუშინ წინ (კიდე კაი, არ ვიყიდე) და საკმაოდ გულგატეხილი დავრჩი.
ისევ, sigma 2 არის ოღონდ Unreal Engine 5 გრაფიკით. ანუ, სისხლები და ხორცები კი დაამატეს ბაზარი არაა, ასევე იარაღების შენით შეგიძლია განაახლო, ეგეც კაია მარა ისევ დალშე სულ სიგმაა. არანაირი New Game+, ცოტა on-screen enemies და Dead or alive-ის სხვა პერსონაჟები ჩაკვეხეს Story mode-ში.
ანუ, რეალურად ეს თამაში ახალი მოთამაშეებისთვისაა განკუთვნილი, რომ Ninja Gaiden 4-ის გამოსვლისთვის მოამზადონ. ორიგინალი ფანებისთვის არარის. დაჟე Asmongold-მა ითამაშა და საკაიფოდ მოეწონა.
ახლა ცუდი იცით რაარის, Sigma 2-ის Source code იხმარეს, ორიოდენი ცვლილებებით, დაჟე Sigma 2-ში ბაგები რაც არის აქაც შეინიშნება. იმაზეც არ შეიწუხეს თავი რომ რამე გადაეკეთებინათ კიდე.
But, it gets worse.. ვიღაცამ თამაშის source code გახსნა და აღმოაჩინა რომ Sigma 2-ის გრაფიკაა შიგნით, პროსტა ზემოდან Unreal engine-ის მიაწეპეს. ანუ ჩათვალე სიგმას თამაშობ პროსტა ვიღაცას Unreal Engine mod რო გაეკეთა რა. ალბათ მაგიტომაცაა 85GB ზომით. წარმოიდგინე, მოკლე Linear თამაში 85GB ზომით. ოპტიმიზაციის კვალი არ უჩანს.
ვობშემ, ფანები ახლაც დაყოფილები არიან ორ ბანაკად და ამაზე ჩხუბობენ. მეც ამას არ უნდა ვწერდე, პირიქით, უნდა გამიხარდეს, რო ფრენჩაიზი გააცოცხლეს და ახალი მოთამაშეები ეყოლება მარა სუფთა Cash Grab არის, ვერ დამალავ.