-
Posts
15 -
Joined
-
Last visited
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by EvilGen3301
-
ფორუმზეც დავწერე და 100 კაცმა დამიკომენტარა ჩვენცო და მაქედან მხოლოდ 3 კაცს ახსნეს მგონი, 4 ჯერ მივწერე საპორტს და არ ხსნიან სამწუხაროდ არვიცი... მხოლოდ ბ ოტებში ვითამაშე 4 ჯერ თუ 5 ჯერ და მეორე დღეს ბანი მედო
-
ძალიან მიყვარს ყველა ვერსია მაქვს სტიმზე მაგრამ ვანგუარდის გამო ბანი დამადეს და ვერ აგხსნითო მაგის ახლიდან მყიდველი მეარვარ ისევ BF 1 ვიყომარებ
-
ნვიდია სეთინგებიც შეცვლილი მქონდა და ტვიკებიც გავუკეთე მაგრამ არაფერი შველიდა, ძალიან მოქმედებს კინოს რომვუყურებ და დგება და ჭედავს იმ სამმა სეთინგმა მიშველა ანუ, ყველანაირ საიტზე კარგად მიდის რომც გადავახვიო ეგრევე იტვირთება და არჭედავს მერეც მაგრამ ფლეიერსაც გააჩნია, ზოგი ისეთი დებილობაა ყველავარიანტში გაგიჭედავს, ყველაზე კაი ვარიანტია ლოკალურ ფლეიერში უყურო სტრიმინგის ფუნქციით, აქ ჩანს ყველა ბრაუზერის სიწრაფე სხვადასხვა მოწყობილობებზე, https://www.browserating.com/#rankings ზოგადად ბრეივი არარის პირველი მაგრამ თავისი ადბლოკერი და პლიუს კარგი ტვიკები და პირველამდე ადის უკვე სისწრაფით, ნვიდიას ბარათი თუ გაქვს უეჭველი h264ify ეს უნდა დააყენო მართლა ძალიან ასწრაფებს და ბევრ ბაგს უბრალოდ აქრობს. პროცესს ლასსო კი უკვე ყველას უნდა ქონდეს ჩემი აზრით ისეთი ფუნქციონალიაქ, 60 ფპს მოვიმატე ქაუნთერში gpu0off ტვიკით, ნუ მაინც უნდა ყველა ცვლილების დატესტვა ბენჩმარკზე იმიტომრომ ზოგ კომპზე შეიძლება პირიქით დაუწიოს ფპს მაგან, უბრალოდ ჩემიაზრით ბრაუზერები ზედმეტად ამატებენ აბლოათებენ უკვე ყველაფერს და მოგვიწევს მალე LibreWolf ბრაუზერზე გადასვლა... ისედაც ძალიან ჩქარია და ბლოათი საერთოდ არააქვს პლიუს fastfox.js ტვიკს დაამატებ და ეგაა.
-
მოკლედ ყველას გვაქვს გამოცდილი კინოს ყურების დროს რამე საიტზე ხედავ რომ ჩატვირთულია მაგრამ მაინც ჭედავს ხოლმე 1 წამით და ა.შ ადვილად სწორდება მე Brave ბრაუზერს ვხმარობ ასერომ მაგის ინსტრუქციას დავწერ, ყველა ბრაუზერში არის ეს სეთინგები ასერომ უბრალოდ დაგუგლეთ. ( გირჩევთ მაინც Brave იხმაროთ ) 1) ჩაწერეთ ადრეს ბარში: brave://flags 2) დასერჩეთ ეს სამი რამ და ჩართეთ: Hardware-accelerated video decode Override software rendering list GPU rasterization 3) გათიშეთ Energy Saver 4) თუ ნვიდიას ბარათს ხმარობთ შეგიძლიათ დააძალოთ ბრაუზერს თქვენთვის საუკეთესო კოდეკი იხმაროს, ჩაიწერეთ " h264ify " ექსთენშენი. 5) თუ ინტელს ხმარობთ შეიძლება ენვიდიასთან კონფლიქტში შევიდეს ასერომ პატარა ტესტი ჩავატაროთ, გათიშეთ "Hybrid Graphics Scheduling" დააჭირეთ Windows + X → Device Manager, Display adapters, მარჯვენა მაუსის ღილაკი Intel UHD Graphics → Disable device, დაარესტარტეთ ბრაუზერი, თუ ამ დროს გაქრა ეს პატარა ჭედვები ანუ ორივე GPU ცდილობდა დექოდინგის გაკეთებას და ერთმანეთს ხელს უშლიდნენ, შემდეგ ჩართეთ ისევ. თუ 5) ში იყო პრობლემა და გამოგისწორდათ ეხლა ვეცადოთ ბრაუზერს გამოვაყენებინოთ მხოლოდ ერთი ენქოდერი. NVIDIA Control Panel → Manage 3D settings → Program Settings დაამატეთ brave.exe CUDA – GPUs → Use these GPUs: NVIDIA GPU OpenGL rendering GPU → Your GPU Power management mode → Prefer maximum performance ეს გარანტიას იძლევა, რომ დეკოდირება და რენდერინგი განხორციელდება NVIDIA-ს მიერ და არა Intel-ის.
-
ნუ ხო მე ის გეიმინგ ბუსტი სულ რომ 70 ად გამომდიოდეს მაინც მიღირს ქაუნთერში მსოფლიოში ტოპ 500 ში ვარ რანკზე და ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ნაკლები პინგი
-
65 - 75, სამწუხაროდ მანდ ბანი დამადეს ვანგუარდ ანტიჩეთის გამო და კიდე ბევრს ფორუმებზეც დავწერეთ მარა არავის აგვხსნეს ბანი ასერომ ლოლსაც თუ თამაშობ ჯერ ვანგუარდი გათიშე და ისე შედი ხოლმე, ზოგადად კერნელ ლეველ ანტიჩეთი თუგაქ მაგით თამაშს არ გირჩევ მაინც ბანი თუდაგედო არ აგხსნიან
-
გაუმარჯოს მოკლედ სილქნეტზე გადავედი 80 მაქ სისწრაფე 40 ლარად და გეიმინგ პაკეტიაქვთ 10 ლარად თვეში ანუ 50 ლარი გამომდის და ევროპულ სერვერებზეც 40 პინგით ვთამაშობ ზოგგან 32 მაქვს, არც მეთიშება არც მიჭედავს ბუფერრბლოატიც მაქსიმალურ ქულაზე ავიდა ძლივს დავისვენე აწი 1000მბს ველოდებით
-
2.4GHZ თუ არის WIFI მაშინ 20mhz სჯობს, 5GHZ კი 40mhz, 40 იანის მინუსი ერთი ის არის რომ უმეტესობა დევაისები არ ასაპორტებს ასერომ შეიძლება ვერც დაიჭირო თორე არის 80mhz და 160mhz 6GHZ WIFI თუ გაქვს, რეალობაში სახლის პირობებში 20 არის სტანდარტი ჯერ ჯერობით. მაგრამ რათქმაუნდა მეტი ჯობია გააჩნია რისთვის იყენებ.
-
ბიუჯეტი დაიკიდე ყველაზე კარგი რომელია? რომ გამოვიწერო ან აქაც თუ იყიდება
-
გასაგებია, ანუ როუტერი გამოვცვალო უბრალოდ, ხომარმირჩევ სად და რომელი ვიყიდო, SQM ტექნოლოგიით რომიყოს?
-
ერთგან მქონდა მხოლოდ 20 პინგი და ეგეც თურქულ სერვერზე ვალორანტში ( მხოლოდ მაგთიქომზე მოქმედებს სილქნეტს მანდაც დიდი პინგიაქვს რატომღაც )
-
ზოგადად ყველგან, ეხლა ახალი კაბელები ვიყიდე და გამოვცვალე ის ძველი ethernet კაბელი და ვნახოთ, და არამგონია უშველოს მაგრამ ძველს მაინც სჯობს რავიცი, იმ მომენტს ველოდები საქართველოში დაბალი პინგი და 200 - 300 mbps რომგვექნება 20 ევროდ როგორც ევროპაში
-
როუტერი ძველია მაგთიმ დამიყენა ადრე და მგონი კაბელებიც შესაცვლელიმაქვს, ოჯახში როცა მარტო ვიყავი მაშინ გავტესტე ისე 90 - ზე ჩადის როცა ყველა სახლშია. და არის რამე რითიც შემიძლია პინგი უკეთესი მქონდეს ან Bloat რომ მოვაშორო ჩემს ინტერნეტს ან რაიმე ვარიანტი იმიტომრომ აღარ შემიძლია უკვე ამ ინტერნეტის პრობლემებით ცხოვრება რაიმე სეთინგები და ასე შემდეგ ------------- თამაშის კომპანიას მივწერე და რაღაც როუთები შეიძლება არააქვთო თქვენს პროვაიდერსო და დაუკავშირდით და ეს მიეცითო: AS6507 - Riot Games - PeeringDB ჯერ არც ვიცი ვის დავუკავშირდე ან ეს რაარის მაგრამ იქნებ თქვენ უშველოთ ქართულ გეიმინგს არვიცი
-
გამარჯობათ ვინმემ ამიხსენით რა, ჯერ 100mbps მაქვს პაკეტი და 100 ამდე ვერც ადის და მეორე კიდე 50mbps მქონდა და თამაშებში რაც პინგი მქონდა იგივე მაქვს 100 ითაც და ტყუილად გავზარდე? თუ უნდა შეცვლილიყო პინგი და მემაქვს პრობლემა.. და ისიც როგორ მოვაგვარო დღეში სამჯერ ითიშება და იტვირთება ინტერნეტი, მაქსიმალური პაკეტი მაქვს ნაყიდი და მინიმუმ 100 უნდა იყოს წესით. edit: Ethernet ის კაბელი მაქვს პერსონალურ კომპიუტერში შეერთებული და იმის სქრინია.
