Jump to content

caravan

წევრი
  • Posts

    54
  • Joined

  • Last visited

Everything posted by caravan

  1. თვალისთვის უფრო გადამწყვეტი ბექლაითების ნათების ტონია. დელის lcd მონიტორები უფრო მოთეთრო ტონისკენ იხრება რაც შეიძლება თვალისთვის დამღლელი იყოს, ასუსი რაც მქონია უფრო თბილი ფერის ბექლაითებია და მაგრად მევასება თვალს ვაფშე არ მიღლის, პროგრამულად რამდენიც არ ვცადე დანასტროიკებები მაინც ვერ მივიღე ისეთი შედეგი რაც ასუსის მონიტორზეა, ანუ ჰარდს ასე თუ ისე ვერ გაექცევი მაინც. კინოები თუ გევასება და ვიდეოკონტენტი მაგისთვის უფრო VA გამოგადგება კონტრასთი მაგრები აქვთ, IPS უფრო თამაშებში და პროფესიული სამუშაოებისთვის გამოიყენება.
  2. ზოგადად რო შევაჯამოთ არსებობს როგორც კარგი და ცუდი იპს, ისე კარგი და ცუდი ვა ეკრანები, და კარგი და ცუდი ოლედებიც. იპს ზე რო გლოუ არ ქონდეს სტანდარტულზე საკმაოდ ძვირის გადახდა გიწევს რო კაი ბრენდის პანელი ქონდეს ჩაშენებული. ვა პანელებზეც ეგრეა, იაფიან ვა აქვს გოსთინგი და ტექსტ ბლარინგი, კონტრასტიც დიდად ვერ უსწრებს იპს ეკრანებს, კარგი და ნორმალური ხარისხის ვა ეკრანი საკამოდ გასიამოვნებთ და უნაკლო თუ არა მინიმალური ნაკლი ექნება ისეთი რო ყურადღებასაც არ მიაქცევთ. 5 მონიტორი მაქვს გამოცვლილი, 2 იპს იყო და 3 ვა მონიტორები. იპს ერთი მიძაბავდა თვალებს მეორე არა, ვა ეკრანებზე კი ერთმა დამთხარა თვალები(აოკი) ისე იკბინებოდა, დანარჩენი ორი კი მაგარი პლავნი იყო(ორივე ასუსი). იპს ზე ერთი ჩვეულებრივი 23 ინჩიანი ასუსი იყო და თვალების პონტში მაგარი პლავნი იყო ისიც, მეორე იპს კი ეხლაც მაქვს სახლში დელის 27 4კ და ის ცოტა იკბინება თვალებზე მიუხედავად რო იპს არის. ამის გამო ასუსებზე კარგი წარმოდგენა შემექმნა. ამიტომ არ ვიცი რატო არის ეგრე რო ზოგი გკტენს თვალებს ზოგი არა მარა ის კი ვიცი რო პანელების ტიპზე არაა დამოკიდებული თვალების დაღლა. უფრო ვფიქრობ რო ზოგს ეკრანის განათება, ფერების სიჭარბე და პიქსელური განლაგება აქვს სტრანი და ცუდი. ტექნიკურ და სხვა ვიზუალურ წუნს რაც ეზხება, არცერთზე არ მქონია რამე სხვა სახის პრობლემა
  3. ადრინდელ იპს ეკრანებს atw polarizer ეყენათ როგორც გავიგე და მკვეთრი გლოუ არ ქონდა მაგის გამო, მერე ამოუღიათ ეგ პოლარიზერი და ახალ მოდელებში იმიტო ჩანს უფრო უშნოდო.
  4. ყოველთვის სინათლე ვერ გექნება ოთახში, მითუმეტეს ზაფხულში დაძინების წინ სიბნელეში მაგრად ასწორებს კინოს ყურება და ზაფხულის ცხელ ღამეებში კიდე ოთახში შუქის ანთება არ გამოდის. ფულს ჟმოტავენ მარკეტინგის ამბავში ალბათ თორე იპს მინი ლედი 2300 და 4000 ზონიანი საუკეთესო იქნებოდა, ბლუმინგიც შეუმცირდებოდა მაგრად. მაკბუკებს m3 და m4 ვაფშე 10 000 ზონიანი მინი ლედ ეკრანები აქვთ და 30 000-50 000:1 აქვთ კონტრასტი და დიდ მონიტორებზე რა გაუხდათ ზონების რაოდენობის მომატება. გლოუს გარდა იპს მეორე გასხმა ბექლაითებია რომელიც ყველა იპს აქვს თითქმის თუ ძაან მაღალი ბილდის ხარისხი არ აქვს. სანამ ოლედების ბარნის პრობლემა არ გაქრება ყველაზე კაი ალტერნატივა ალბათ VA + მინი ლედ მონირტორებია კონტრასტების საქმეში დღესდღეობით, მომავალში ალბათ მიკროლედ პანელები ჩაძირავენ თანდათან ოლედებს და მინი ლედებსაც.
  5. რო ყოფილიყო 4კ ეკრანი 27 ინჩიანი VA პანელით და 120+ ჰერცით უეჭველი ეგეთს ავიღებდი მარა რატომღაც არ გამოდის ზუსტად ეგეთი სპეციფიკებით მონიტორები. დაჟე 60 ჰერცზეც დავჯერდებოდი სხვა რო უცვლელი ყოფილიყო ყველაფერი, ამ ips ეკრანებს რო ვერ მოხსნეს ჯადო გლოუს ეფექტის პონტში მაგიტომ ვერ შევურიგდი ჩემ 4კ მონიტორს, ღამით სიბნელეში მაგაზე ყურება არის უზარმაზარი ბულშითი ფილმებს როცა უყურებ. კი ააპდეითებენ ვითომ და კონტრასტებს უზრდიან მარა კვიცი გვარზე ხტომას არ მოიშლის მაინც და ბოლომდე ვერ გაქრება იპს ჩაფლავებებეი თუ კარგი მინი ლედი არ უმაგრებს ზურგს.
  6. იტოგში ჩემ ორივე მონიტორს ვუყურებ ხარბად და ვერცერთს ვერ ველევი, 27 ინჩიანი 4k რეზოლუციით ips 60 ჰერციანზე რაც მხიბლავს მისი რეზოლუცია და მაღალი პპი იდეალური დეტალიზაციით. მეორეც 27 ინჩიანი მარა 1440p რეზოლუციით, VA მატრიცაზე მაგარი კონტრასტით და 170 ჰერციანი სიხშირით და თვალისთვისაც იდეალური პლავნი დამჯდარი ფერებით. დიდი მაგიდა რო მქონდეს ორივეს დავიდგამდი მარა ჯერჯერობით 1440p ვხმარობ მონიტორად, მეორე 4K მონიტორს კი ტელევიზორად :დ რთულია ტექნიკის მოყვარულობა, რო მეკიდოს ტექნიკა ხო არ მექნებოდა ასეთი საფიქრალი და თავსატეხები.
  7. გამარჯობა! ეღთი უცნაური პრობლემა მაწუხებს-დესკტოპზე რაღაც აპლიკაციას რო გავხსნი ან პერიფერიულ მოწყობილობას მაგალითად ბლუთუზ ყურსასმენებს დავაკავშირებ მაუსი მომენტალურად იფრიზება და თროტლინგს იწყებს ხოლმე რამდენიმე წამს და მერე ისევ მოდის აზრზე, მაუსები ვცადე კაბელიანებიც და უკაბელოებიც სხვადასხვა პორტებში, დრაივერები ყველაფერი განახლებული მაქვს და იქამდე მივედი რო მონიტორშია პრობლემა, როცა სხვა მონიტორს დავაერთებ არაფერს აღარ აკეთებს და მშვენივრად მუშაობს უხარვეზოდ, მეორეს რო დავაბრუნებ ეგრევე იწყებს ისევ მაზგაიობებს. ვერაფერი ახსნა ვერ ვუპოვე რატო აკეთებს ასე
  8. ვნახე მაგ ქსიამომის განხილვა და სერიოზული კონტრასტი აქვს მინი ლედზე, თითქოს ბლუმინგებიც არ ეტყობა დიდად, პროსტა ძაან აჭიანურებენ პროგრესს, ბოლო თაობის მაკბუკების ეკრანებში თუ მოახერხეს 10 000 მინი ლედის ჩასმა სხვა მწარმოებლებს რა გაუხდათ მაგის ნახევარი მაინც რო ჩააყენონ მაგდენი თუ არა
  9. https://rog.asus.com/us/monitors/32-to-34-inches/rog-swift-pg32uqx-model/ 2021 წლის მოდელია მარა იმდენად მაგარი გამოუვიდათ ალბათ რო დღესაც გეიმერული მონიტორების მეფეს ეძახის ბევრი. ამაზონზეც 1400 დოლარი ღირს დღეს, მახსოვს ადრე 2000 დოლარი ღირდა მეტი თუ არა. displayhdr 1400 რაღაც მაზაფაქერი რამე იქნება.
  10. დელის ბილდი ეგრეა იმენა შეკრული ბილდები აქვს სოლიდური, იაფიანი ჭყაპუნა პლასტმასის ხმებს არ გამოსცემს და არც აქვს ეგეთი მატერია. მეც კმაყოფილი დავრჩი, ღერძზე ისეა სლაიდით დამაგრებული რო მინიმალური რყევა აქვს და მყარია ეკრანიც და სადგამიც ერთად. ესთეტიკაშიც მაგარია საოფისე მონიტორებში, საიამოვნო, სადა მინიმალისტური და თან ლაქშერი ვიდზეც დგას ერთდროულად. ვერცხლისფერი სადგამი და ფეხი და თეთრი პანელი ძაან საკაიფოდ გამოდის.
  11. LG წარმოების ეკრანებზე ადრე პრობლემები მესმოდა ხშირად ტელეფონებზეც, მონიტორებზე და ტელევიზორებზეც, და ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, ეხლა არ ვიცი რამდენად გამოასწორეს სახელი. ისე შევამჩნიე რო ძაან ძვირიან და ფლაგმანურ ips მონიტორებზე au optronics პანელები აყენია, მერე LG, ხანდახან boe და innolux, რაც მოვიძიე eizo ყველაზე მაგარი ხარისხიანი და ძვირიანიც ყოფილა მარა მონიტორებში რაც ცნობილია არსად შემხვედრია მაგის პანელები. ოლედებში samsung და lg ლიდერობენ, მარა მგონია რო Joled ჯობია ხარისხით და უფრო იშვიათია, ასუსის ზოგიერთ პრო არტ სერიებში აქვთ joled პანელები ჩაყენებული. საშუალო კლასში დ აბიუჯეტურ მოდელებში რომელ პანელებს ტენიან საინტერესოა, არც წერია ხოლმე მწარმოებლები. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_flat_panel_display_manufacturers
  12. https://www.displayspecifications.com/en/news/ec1fd44 ახალი თაობის ips მონიტორები დააანონსა დელმა, 3000:1 კონტრასტით, როგორი იქნება პრაქტიკაში და რა ფასებს დაადებენ საინტერესოა
  13. 4K მონიტორს მაგარი შეჩვევა სცოდნია, დაუნგრეიდი 2K-ზე და მითუმეტეს full hd-ზე უსიამოვნოა მერე
  14. კი კაი რამეა ეგ კალიბრატორები, გადაატარებდა კაცი და შეადარებდა ინტერნეტში სხვა ტესტებს და სხვა მონიტორებს
  15. ტიპები problem X ით მოიხსენიებენ მაგ პრობლემას როცა მონიტორზე ოპტიმალურ შუალედს ვერ პოულობ განათებაზე და ფერებზე, მაღლა აწევ გტკენს თვალებს, დაბლა დაწევ მაინც გტკენს, ვერ პოულობ რა არის გასასწორებელი ნასტროიკებში. ამაზე ჩავრთე და გავტესტე ჰდრ და არ შევუწუხებივარ დიდად, ვერ ვიტყვი სუპერ კლასის ჰდრ აქვს მარა მაქსიმუმ განათებაზე არ აუტკიებია თვალები, აოკზე შანსი არ იყო ჰდრ-ში მეყურებინა რამისთვის, იტოგში მაგარი კომპლექსური თემაა, ჩემ შემთხვევაში მაინც და შეიძლება სხვებისთვისაც ეგრე იყოს. შენ არ ვიცი როგორი მონიტორი გაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ალბათ ეგ ქმნის ფერების ახვატი, პროსტა 100% ზე მაღალი რაში სჭირდებათ, ზოგს ალბათ ევასება და არაა პრობლემა მაგათთვის ეტყობა აშკარა სხვაობა, პირველი უფრო საკაიფოა და პლავნი, არ დაგღლის, მეორეს პერედოზი აქვს ცოტა ფერების და დიდხანს ყურება არ გაასწორებს მაგ ფერებზე
  16. რეალურად არ ვიცი ოლედი როგორ იმოქმედებს, მარა ფორუმებზე გამიგია სხვები წერენ თვალებს ღლისო, ზოგი პირიქით წერდა არ მიღლისო, იტოგში რამდენი მომხმარებელიცაა ყველას თავისი გამოცდილება აქვს და სანამ შენით არ გატესტავ ვერ გაიგებ. ჩემი თვალების პრობლემა ფერების ახვატში იყოს როგორც ჩანს, ნუ ეგ სხვაობა თვალსაჩინოა და შეიძლება სხვა ნიუანსებიც ყოფილიყო, აოკზე ფერებიც კაშკაშა იყო ზედმეტად და ბექლაითიც არ მომწონდა, ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა ღუმელში რო თავი შეყო და თვალები დაგიწვას ან სვარკას რო უყურო დიდხანს, დელზე თეთრი ფონის ბექლაითი მომწონს, რაღაც აიფონის თრუტონის მსგავსი თეთრი ფერების დასმა შეიძლება და ასწორებს განსაკუთრებით კითხვის დროს, მარა სხვა ფერებზე მაგასაც ეტყობოდა გადამეტებული ახვატი მარა მცირედ უფრო, დიდად არა, თან srgb რეჟიმიც არ აქვს რო მაქსიმალურად შეერბილებინა ფერები, ობშიშოტში მაინც მევასება ის დელიც და მაგიტომ აღარ გავყიდე, ტელევიზორის ფუნქციაში იდეალური გამოდგა. ასუსზე ფერებიც დასტოინი რბილია და თეთრი ფონის ბექლაითიც არ მაწუხებს ვაფშე, წლების წინ ips მოდელიც მქონდა ასუსი ოღონდ უფრო პატარა და 1080პ რეზოლუციით და იმაზეც ანალოგიურად პრობლემა არ მქონია არცერთხელ.
  17. ვერ დაგეთანხმები იმაში რო ips უფრო ნაკლებად ღლის თვალს ვიდრე VA ან oled, ოლედი არ მქონია მარა VA და ips არაერთი მქონდა და გამოცდილებით დავინახე რო ზოგადად აღებული VA და ips მატრიცა არაა დამოკიდებული თვალების დაღლაზე, მთავარ როლებს თამაშობს პანელის ბექლაითის ნათების დონე და ტიპი, ფერების ახვატის ინტენსივობა, ფლიკერები, პიქსელების განლაგების კალიბრაცია და სტრუქტურა და ლურჯი გამოსხივების დონე. მქონდა aoc მონიტორი 2k va პანელზე 27 ზომის და სასტიკად მიძაბავდა თვალებს, მერე ვიყიდე დელის ips 4კ ისიც 27 ზომის და წინაზე ბევრად ნაკლებად მარა მაინც მიღლიდა თვალებს მომენტებში. ბოლოს ეხლა რაც მაქვს ასუსის 27 ინჩიანი 2კ VA პანელზე და თვალებმა დამისვენა როგორც იქნა, წინა მონიტორებზე თუ 20 წუთში და ნახევარ საათში ერთხელ თვალს ვარიდებდი ეკრანს რო დამესვენა ამაზე დილიდან საღამომდე შეიძლება ვიჯდე ისე რო გვერდზე არ გავიხედო და თვალები მაინც არ მეღლება. არ ვიცი ზუსტად რაშია სხვაობა მარა შეიძლება ერთმა ips ეკრანმა მაგრად გასიამოვნოს და მეორემ დაგტანჯოს ისევე იგივენაირად როგორც VA ეკრანებზე. რამდენ ასუსის მონიტორთანაც ვმჯდარვარ ყველაზე საკაიფოდ მაგის ეკრანები მეჩვენება და მგონია რო იცის ასუსმა ეკრანების სწორად დაკალიბრება. ფერებს რო ვადარებ გაცილებით პლავნი და სასიამოვნო სადა ფერები აქვს ასუსს ვიდრე წინა მონიტორებს, რაღაც დაღვინებული ფერები აქვს და არაა სვარკასავით კაშკაშა. ჰარდვეარის დონეზეა ეგ და სხვა მონიტორებს რო ვეჩალიჩე ვერ დავაკალიბრე ასუსის ნაირ ფერებზე.
  18. იტოგში 1 კვირაა უკვე რაც ახალ მონიტორს ვუყურებ და ვაკვირდები, ვაფშე არანაირი გოსთინგი და ბლექ სმერინგი არ აქვს როგორც VA ეკრანებს სჩვევიათ, ძაან გამისწორა და კმაყოფილი ვარ რო არაფერზე ღუნავს ტვინს
  19. თუ ძაან ახლოს არ მიადე ყური ისე ვერ გაიგებ და მუშაობაში არ შეაწუხებს კაცს, მთავარია არ მოემატოს დროის გასვლის მერე
  20. დელის მონიტორს რაც შევამჩნიე პატარა წრიპინის მსგავსი ხმა აქვს უკან თუ ძაან ახლოს მივაყურადებ, როგორც დავსერჩე coil whine ელექტრომაგნიტური კოჭის წრიპინი ქვიაო მაგას და ბრაკი ან საშიში არ არისო ტექნიკისთვის, სხვა მონიტორებსაც ახასიათებთ ალბათ ესეთი რამე? ან თუ არის შესაძლებელი მაგის გაქრობა
  21. კვების კაბელებში არის რამე უპირატესობა? დელს სტანდარტული კვების კაბელი აქვს უნივერსალური და ასუსს წვრილი მრგვალი ჯეკივით აქვს შუაში გარე ბლოკით
  22. ვნახოთ პირველი VA მონიტორი 1 წელი მქონდა და არაფერზე ჩაფლავებულა, პროსტა აოკის ბრენდის იყო და ისეთი მაგარი ახვატი ქონდა ფერების რო სვარკასავით იყო თვალებისთვის და ვერ ვუძლებდი, იმედი მაქვს არც ამას გამოაჩნდება პრობლემები. ეხლა რაც მაქვს ეს არის და ამის ფერების კალიბრაცია როგორც ცა და მიწა ისე განსხვავდება იმისგან, ძაან დასტონი სპეტქრი აქვს. https://www.asus.com/displays-desktops/monitors/tuf-gaming/tuf-gaming-vg27aqa1a/techspec/ ჩემი აზრით ასუსი ერთერთი მოწინავეა მონიტორებში და პიველ ადგილზე შეიძლება არ იყოს მარა რამდენი ასუსის ეკრანისც მინახია ყველაზე მაგრად მომწონს მაგის ფერები და თვალებზე პროლემა არ მქონია. 165 ჰერცი დიდად კი არ მჭირდება მარ აისე მივეჩვიე მაღალ ჰერცებს სქროლვის დროსაც რო 60 ჰერცთან ცოტა მიჭირს უკვე დვიჟენია. იპს მინი ლედებს რაც შეეხება ასუსის პროარტები მაინტერესებს მაგ მხრივ როგორი იქნება, რამდენიმე ახალ მოდელს 2304 ლედ ზონა აქვს და გეგმავენ 8კ მონიტორის გამოშვებასაც რომელსაც 4096 მინი ლედ ზონა ექნება, რაც უსერიოზულეს კონტრასტს დადებს, პროსტა 32 ინჩებზე რაში სჭირდებათ 8კ და თუნდაც 6კ არ მესმის, ტყუილად ტვირთავენ კომპიუტერებს. მაკ ბუკ პროებზე წავიკითხე 10 000 ლედ ნათურა აქვსო და რტინგზე რო ვნახე 50 000:1 და 150 000:1 ურტყვას კონტრასტები
  23. ხო ეგაა თემა რო სხვა VA მატრიცები რაც მინახია აქვს მოშნად ბლექ სმერინგი და გოსთინგიც მარა ამაზე რაც ეხლა მაქვს აშკარად არაფერი ეტყობა და კაია თუ კაი ხარისხის პანელი შემხვდა, მორკალული VA ეკრანებით მართლა ტვინი გაღუნეს მწარმოებლებმა, მაგარი არ მევასება თან ბელქლაითები აქვს მოშნად ვიდრე სწორ ეკრანიან VA პანელს. სპეციალურად დიხანს ვეძებე რო სწორეკრანიანი VA დამეთრია. ეგ მინუსები კი აქვს რო ზედმეტი ზეწოლა არ უყვარს ეკრანზე და დიდმა დარტყმამ შეიძლება ბნელი ლაქაც გაუჩინოს მარა ეგეთი რამე არც ისე ხშირად მოგივა. ips ჩემი ფავორიტი იქნებოდა გრაფიკოსი ან გეიმერი რო ვიყო მარა არცერთი ვარ, ძირითადად მეინსტრიმ მომხმარებელი ვარ და კინო, ვიდეო და ზოგადი გამოყენებისთვის ამას უფრო ვანიჭებ უპირატესობას. თან ips რაც უტეხავს ბევრი ბექლაითი აქვს 90% ეკრანებს და ცუდად ჩანს სიბნელეში ზაან. მაინც თუ რამე მოუვა აგერ კი მაქვს ცინცხალი დელის იპს 4კ რეზოლუციით ლოლ, მარტალია 60 ჰერციანია მარა ეგ ნაკლებად მადარდებს რადგან გეიმერი არ ვარ და ავიტან როგორმე. დაჟე ეხლაც ტელევიზორად რო მიდგას და ვუყურებ ვფირობ ხოარ გადმოვიტანო ისევ ჩემ მაგიდაზე ან რაზე ვიჩქარე ამ ასუსის ყიდვათქო. თან რაც მომწონს კიდე იმაში ჰარდვეარ ბლუ ლაით ფილტრის ეკრანი აქვს და მემგონი სოფტვეარზე ბევრად უკეთესად ეფექტურია. ისე ოლედებზე წერენ საოფისედ ცოტა ნიტოა, ცოტა ფლიკერები ახასიათებს და ფლიკერზე სენსიტიურ ხალხს შეიძლება თვალები დაუძაბოსო.
  24. ეხლა რაც მაქვს ასუსის VA მონიტორი ყველაზე კაი პანელია რაც კი მინახია VA, არანაირი black smearing და გოსთინგი არ აქვს, ფერებიც ისეთი დაღვინებული აქვს რო მთელი დღე ვუზივარ და არანაირი თვალის დაღლა არ მაქვს, იმ აზრამდე მივედი რო ასუსს ერთ ერთი ყველაზე კარგად შეუძლია პანელების დაკალიბრება თვალების დაცვის საქმეში. წინა მონიტორებზე ეგ პრობლემა მქონდა რო oversaturtated ფერები ქონდათ და თვალებზე ცუდად მოქმედებდა, განსაკუთრებით აოკს ქონდა ძაან აგრესიული ფერები და დიდხანს ვერ ვუყურებდი შეუსვენებლად. ხედვის კუთხეს რაც შეეხება რო ვადარებ VA უფრო მომწონს რადგან გლოუ არ უჩნდება გვერდიდან ყურების დროს როგორც იპს ეკრანებს. ძვირი კი მივეცი 1300 ლარი და ალბათ კაი ხარისხის VA აყენია, qisda ბრენდის წარმოებული პანელიაო როგორც უწერია ინტერნეტში, რომელიც benq-ის დამფუძნებელი კომპანიაა. როგორც ფორუმებზე ვკითხულობ ადრე ips იმიტო იყო პოპულარული რო სხვა პანელები იყო ძაან განუვითარებელიო და მაგის კვალობაზე ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, მარა ბოლო დროს მაგარი განვითარდა სხვადასხვა პანელებიც, განსაკუთრებით VA და უკვე ძაან ბევრს ევასება და ისეთი პირი უჩანს ips მალე ჩააჩოჩებს გვერდზე თუ მაგაზეც არ გაზარდეს კონტრასტი და გლოუს პრობლემაც არ მოაგვარეს.
  25. რაც მე ფული დამეხარჯა ამ მონიტორების ცვლაში 2300 ლარამდე კი მომივიდოდა ეგ სამსუნგის qd oled, მარა ბარნის ალბათობის გამო თავი შევიკავე და ისევ სტანდარტულ მონიტორებს დავჯერდი. ეხლა ბევრი თულია ბარნის თავიდან ასაცილებელი მარა რისკი ბოლომდე არ გამქრალა მაინც. ips -ზე შენ წერდი ხო აქ რაღაც დეგრადაციას განიცდისო წლების მერე, ლურჯი ტინტი უჩნდებაო. მე ისიც წავიკითხე სხვაგან რო image retention ანუ დროებითი ბარნისკენაც არისო მიდრეკილიო ზოგიერთი იპს პანელი. დაჟე rtings ზეც ვნახე ექსპერიმენტი ჩაატარეს ბარნების, და ყველაზე მდგრადი და დაცული ბარნების მიმართ VA პანელები გამოდგა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.