-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
ახალი ქეისი DFI Lanparty -სთვის
NEIRON replied to გიაჩხეო's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მაგარი კარგია! ვერტიკალური სახვრეტი რა ფირმაა? საკმაოდ კარგად გაუქაჩია,შტერნისები რაცაა ეგენი სუსტია ძალიან თუ მოდიფიკაცია არ გაიარა. -
გააჩნია რა დაიწვა,იაკორი,სტატორი,რა ფირმაა?
-
დამტენი თავისი აქვს თუ მულტიდამტენები როა მაგით მუხტავ?
-
ბალგარკის ან დრელის შერჩვაზეც მინდა დავწერო თემაც თქვენ რომელი გინდათ? მე დრელს ვემხრობი,კეისის მოდისთვის საჭიროა,თქვენ რას იტყვით? გურამ რამდენი წელია რაც მუშობს და რა დატვირთვით მუშობს ეს ბორმანქანა?
-
მშრალ ხიდზე ნახე,ელიავაზე შემკეთებლებთნ და განცხადებაც გახსენი ფორუმზე,შეიძლება ზოგს უგდია გაფუჭებული. გლდანში მე გავიკითხავ ერთთან,თუ აქვს გეტყვი.
-
ვერა,ბარახოლშიკებს ექნებათ,ეგენი არის უმეტესობა 1 სტანდარტის. ცალკე 30 ლარი ღირს მასეთი,თუმცა პრიკოლი ისაა,რტრ-ის 70 ლარი ღირს ახალი ბორმანქნიანად. მუშაობაში როგორია გურამ?შტერნი თუ ეს,რომელი სჯობს?
-
კი,ცალკე იყიდება გურამ ეგ სადენი მთლიანად და 30 ლარი ღირს,ან ადვილი გამოსავალი-ხამუტი შემოუჭირე გაბზარულ პლასმასას. აი ეგ გამომრჩა,ეგ მოდელი 250 ლარი ღირს კარგი კომპლექტაციით.
-
როცა კეისს სამოდინგოდ ვუყურებთ ,ყველაზე პირველი რაც მოგვდის თავში ბორმანქანაა როგორ უნდა შევარჩიოთ ბორმანქანა,რომელიც გვემსახურება და არ გაგვაწამებს: ბორმანქნის ბევრი მწარმოებელია,მეგა ნაგვიდან დაწყებული ხარისხის ეტალონით დამთავრებული. დღეს განვიხილავთ რამდენიმე მათგანს: stern ,proxxon,dremel stern-კარგად ნაცნობი ფირმაა სიმძლავრე აქვს 135 ვატი(საერთოდ ასეთი მწარმოებლები ეტიკეტსე ზრდიან ვატობას ხოლმე) ბრუნი 10 000 დან 30 000 მდე,რაც საკმარისია კეისის დასანაკუწებლად,მაგრამ პოლირებისთვის ბრუნი მაღალია. ფასი აქვს 60 ლარი ელიავაზე,დაგაჯერებენ რომ ავსტრიულია,მაგრამ ჩინეთიდანაა . რას ვიღებთ 60 ლარში: ლატუნის ცანგებს 3 სხვადასხვა ზომის ბრუნის რეგულაციით აღჭურვილ ძრავს თავის ფასთან შედარებით გამძლე ნივთს,რაც სახლის პირობებში სამოყვარულოდ ნორმალურია. ბრუნვის გადამცემ სადენს და რამდენიმე დასამუშავებელ კომპლექტს:ზუმფარის სამაგრი,საჭრელი ქვის სამაგრი ... ნახშირები ეცვლება,ისევე როგირც დრემელს ან სხვა ფირმისას რა აქვს მინუსი: ბრუნვის გადამცემი სადენის დაბალი ხარისხი,თუ წვრილ ბორებზე იხმართ,გემსახურებათ კარგახანს და შიგადაშიგ დაზეთავთ,ხოლო თუ ჭრაზე იმუშავეთ (თუნდაც კეისის),უფრო ცოტა ხანს გემსახურებათ. სასურველია ასე 50 საათი მუშობის მერე დატაოტდეს საკისარები,თუმცა ამას თქვენვე გაიგებთ ხრიალა ხმის მომატებით მუშობისას. რა ნაკლი აქვს ამ ბორმანქანას,რითაც ფასობს სხვა ფირმის გარკვეული მოდელი: ბრუნვის მომენტი(ნაკლები ძალა გარკვეულ ბრუნზე) უკუკავშირი ძრავსა და მის მართვად სქემას შორის,რაც იძლევა დაბალ ბრუნზე მომენტს და ბრუნვის რაოდენობის მუდმივობის შენარჩუნებას(სიტყვაზე თუ ბორმანქანა ამ ფუნქციის გარეშე ბრუნავს 20 000 ბრ/წმ-ში დაუტვირთვ რეჟიმში,ჭრისას ბრუნი 15 000 მაინც იქნება ან ნაკლები) რბილი სტარტი-ანი ფუნქცია,რის დროსაც ძრავი ბრუნს იკრებს ნელა 2 წამის განმავლობაში,ძალიან კარგი და სასარგებლო ბუნქციაა და ამუშვებისას უეცარი ძვრა არ ახასიათებს ბორმანქანას,+ ძრავის ნახშირები არ ცვდება და ძრავი გემსახურებათ უფრო დიდხანს რაც მთვარია და რაც იცით,მეტალის ხარისხი,დამუშვების ტექნოლოგიური ცილკი და სხვა ფაქტორები,რაც ხარისხს ადაბლებენ. თუმცა,გააჩნია თუ როგორ ახდენთ ექსპლუატაციას,თუ დაატაოტებთ,დაზეთავთ,გასტანს უფრო დიდხანს საკისარებიც და ბრუნვის გადამცემი სადენიც. მომდევნო ბორმანქანა არის proxxon: განვიხილავ კეისის მოდინგისთვის საჭირო კომპლექტს fbs 240/e(12 ვოლტიანი მოდელი თუნდაც, mikromot 50/e 190 ლარი ღირს 40 ვატი სიმძლავრით და 100 ვატიანიც,რაც გაცილებით უკეთესია) : proxxon fbs 240/e სიმძლავრე:100 ვატი ბრუნი:5000-20000 ბრ/წთ-ში ცანგები 1,0 - 1,5 - 2,0 - 2,35 - 3,0 და 3,2. -ძალიან კარგი ხარისხის,რისი დრემელსაც კი შეშურდება წონა 450 გრამია,ხელში უკეთ ფიქსაციისთვის რეზინის ჩანართი აქვს,რაც მოსახერხებელი დამუშავებისას. რა მოყვება კომპლექტში: კონკრეტულად: დადებითი მხარეები: ზუსტი ხელსაწყოა დრემელთან შედარებით,რადიალური ცდომა არის 0,03მმ-ს ფარგლებში,რაც ცანგებით მიიღწევა და კონსტრუქციული თავისებურებით. ბრუნის რეგულირება 5000 დან 20 000-მდე,რაც პოლირებისთვისაც გამოსადეგს ხდის რა აქვს მინუსი: 190 ლარში ვერ ყიდულობთ ბრუნვის გადამცემ სადენს,რაც ცალკე 100 ლარი ღირს,პროქსონზე კი მხოლოდ მისი ბრუნვის გადამცემი სადენი მიდის. რა აქვს მინუსი ბრუნვის გადამცემ სადენს: რაც შევამოწმე მაღაზიაში,ყველას აქვს მცირდი რყევა პატრონის,რაც საკისარებითაა გამოწვეული.გარეთა კარკასი ალუმინია,რაც არის მოუხერხებელი იმ მხრივ,რომ 30 წუთი მუშობისას ხურდება დისკომფორტის შეგრძნებამდე,პლასმასის ან რეზინის გარსის მქონე ბუნიკებს ეს პრობლემა არ აქვთ. მინუსია ასევე ის,რომ არ აქვს ნახშირების შეცვლის საშუალება,გაცვდება და ან ახალი უნდა იყიდოთ,ან ძრავს შეუკვეთვთ,რაც არ ღირს იაფი. ეს ძრავი არის დახურული ტიპის,მასზე ნახშირს ვერ შეცვლით იმის გამო,რომ არ აქვს ვინტი და არის დაშტამპული,თუ გახსნით,შეგიძლიათ რამდენიმე საათის მუშობით შეცვალოთ ერთჯერადი ნახშირი(თუმცა კონსტრუქცია ისეა,რომ პერიოდული შემოწმება ვერ ხერხდება ადვილად ნახშირის,თუ სულ არ დაიშალა,ნახშირის გამოლევისას კი უკვე გვიანია,რადგან ლატუნის სამაგრსაც მიაცვითავს ზედვე ხმარებისას,როცა ნახშირი დამთვრდება). და ბოლოს დრემელ 300 და 4000 : დრემელ 300-ს წარდგენა არც უნდა,ეს კომპანიის აქციებზე მონოპოლია bosch-ს აქვს,რაც კარგ ხელსაწყოებს უშვებს. დრემელის სამოყვარულო ვარიანტი 170 ლარი დაგიჯდებათ,რაც გამოიყურება ასე: ცანგა კი მხოლოდ 3,2მმ-იანი დურალუმინის მოყვება,ცალკე იყიდება ცანგებიც და პატრონაც ამ მოდელზე თავს არ შეგაწყენთ,რადგან ხარისხი არის კარგი,მისუსი-ცალკე ცანგა უნდა იყიდოთ სხვადასხვა ზომის. დრემელ 4000 კი უკვე ოო,კარგი რამეა ნამდვილად,თუ დრემელ 300-ს სიმძლავრე 125 ვატია,ამის კი 175 ვატი. ბრუნის რეგულირება 5000 დან 33000მდეა და არ დაგვავიწყდეს მთავარი:ბრუნვის მომენტი ,რბილი სტარტი,რაც ზემოთხსენებულიდან არცერთს აქვს. პრინციპში,მინუსი არის გამოსწორებადი-ცანგა 1 ცალი მოყვება 3,2მმ-იანი და ფასი. როგორ გამოიყურება დრემელპორნო 4000,ბავშვები მოაშორეთ ეკრანებს ეს დაკბილული ღერძზე არის ჩამკეტი ბორის მოხსნისთვის და საფიქსაციოდ. ყველაფერის დაწერა საკმაოდ გააფუებდა თემას,ამიტომ თუ კითხვა გაქვთ,დაპოსტეთ და შევე(ც)დები გიპასუხოთ.
- 40 replies
-
- 11
-
-
გაიხარე!
-
-
კო მოდერებისკენაც ისროლეთ რამე ,განდეგილებივით ვართ :givi:
-
კაით ახლა,გამოსავალი მუდამაა ,კამათია ჯერჯერობით და მეტი არ გვინდა
-
ნათქვამია : უნდა ჩაიდინო პატარა სიბოროტე დიდი სიკეთისთვისო,ხოდა რა არის ის სიკეთე
-
ამდენ ხვნა თესვას ფლეიმს შეავლეთ მუსრი,მაშლეთ თემა და ყოველ 100 გვერდს მიღმა თემა რომ იხსნება ისევ,ფლეიმში რო ბესპრიდელია ვიცი ,მაგრამ ეგ რამდენიმე თემის ბრალია ხოდა ვააბშე წასაშლელია,დასატოვებელია სულ რაღც 10 თემა. 1)დაბ.დღის მილოცვაზე საერთო თემა 2)საფტოპიკო გვერდები არა 100-მდე,1000 გვერიანი,რომ ყოველწუთს არ გაიხსნას. 3)სასაცილო სურათებიც 1000 გვერდამდე 4)სპორტზეც,ბოდიბილდინგზეც მასე. .... და კიდევ ვინც რას გადაწყვეტს რომ დარჩეს
-
ფლეიმის დახურვა ოფფტოპიკელებს სად წაიყვანს? როგორ ფიქრობთ საიტს თუ ოც.გე ჰქვია და გული შეგვტკივა,რა ვქნათ თუ მას შეეფერება 1-2 განყოფილება მთელ სათურში დავხურეთ ფლეიმი,და რას მივაღწევთ? ნიუსები დაიდება პორტალზე გატანას რომ ვერ მოასწრებთ ისე? ოვერქლოქინგის განყოფილებაში წავა გაგანია აჩქარება? ფორუმელები საუბრობენ,არა ,ბაასობენ ერთიდაიმავე თემაზე ინტელის პროცესორებზე,პირადი საუბარი არა ბატონო,პმ-ი და მაგის ჯანი,მაგისთვის სხვა ფორუმია და იგ გააოფინგებ კი მაგრამ დაბადების დღის მილოცვა იქ იდება,ბოდიბილდინგზე თემა იქაა ,აბიტურიენტებზე,ფეხბურთხე რას იზამთ? პროსტა ამ ფორუმის მუღამი არის იმაში რომ აქ არის გარკვეულწილად შინაური განწყობა,მაგიტომ დავრეგისტრირდი და შემოვრჩი მეც. არა პირადი საუბარი-დაწერთ თუნდაც თემაში,მივორნავთ,ზოგჯერ ისეა,ყველას პირადად ვერც მიწერ და მუღამზე ხარ გაესაუბრო ვინმეს. მე პირადად არ ვპოსტავ ოფ ტოპიკში ხშირად,მაგრამ თუ გაწუხებთ რომ რატომაა რომ მომხმარებლის თვალში სულ ოფნგი ტივტივდება,არის ადვილი მეთოდი: იგნორი მომხმარებლის მხრიდან ფორუმზე გააკეთეთ ისე,რომ ფლეიმის განყოფილება და თემები დაურეგისტრირებლივ არ ჩანდეს დაწერეთ მოლოდინი იმის,თუ რას მოელით ფლეიმის დახურვით
-
მომდევნო ტაიმი,გამშვები მექანიზმის კბილანა,ის პატარა საჩალიჩო დეტალი. ეს კბილანის ბოლო ეტაპია თითქმის: მომდევნო ეტაპია პოლირება,რამაც საკმაო დრო წაიღო ზუმფარის დამუშვების ჩათვლით ეს დეტალი კი პრიალებს ახლა,მაგრამ ფოტო კამერამ დაიგინა და არ ჩანს. ეს 2-ვე კბილანა ახლა უკვე დაცენტრილია,დაპოლირებული და მუშაობს ასე: [media=]
-
ფლეიმის გაუქმება არის შედეგის დროებითი აღმოფხვრა და არა მიზეზის გამოსწორება,საქმე კი არა ფლეიმშია,არამედ ადამიანურ გართობაში და რაც გინდათ დაარქვით,ფლეიმში კი ისაუბრებ ყველაფერზე,მუდამ შენს საყვარელ თემაზე საუბარი დამღლელია და მომაბეზრებელიც კი,ამიტომ,მრავალფეროვნება განტვირთვისთვის საჭიროა. ფლეიმში შეხედვის უფლება არვის შეუზღუდავს,იგნორი და მაგის ჯანი.
-
არცერთმა მხარემ რომ არ იწვალოთ,გახსენით თემა და ეგ არის,თუნდაც "კეისში დეტალების განლაგება" ,სადაც დადებთ სურათს და რჩევასაც მისცემთ ერთურთს,რადგან ეს თემა უფრო კეისში ცვლილების შეტანას ემსახურებოდა.
-
პაიკა დაგრჩა ?
-
ეს დღეები ვერ მოვიცალე ,მხოლოდ წინა ნაშრომი მოვასრულე: იყო ასე: ახლა კი:
-
ძრავი გატესტე უკვე? დაასვენე,თუ დახეთქილია და რამე,ბავშვის კანი კრემი წავა ნებისმიერი. ფულზეა თამაში თუ პროსტა ისე?
-
რა ენაზე წერ გიგი,ვერაფერი გავიგე :D
-
არა,წყალს აქვს მუდმივი და ცვალებადი სიხისტე,მუდმივ სიხისტეს კარბონატები განსაზღვრავს,ცვალებადს ბიკარბონატები,ბიკარბონატებია რომ ილექება ხოლმე ჩაიდნის ზედაპირზე,მუდმივ სიხისტეს კი მრავალჯერადი დისტილაცია ვერ აშორებს.
-
სამწუხაროდ გამოხდილი წყალი დენს ატარებს,რადგან წყალს აქვს მუდმივი სიხისტეც,რაც გამოხდით არ შორდება,გამოხდილი წყლის წინაღობა 140 კილოომია თუ სწორად მახსოვს,რაც აბსოლიტურად საკმარისია ტექნიკის დასაზიანებლად. იაგო,გამიგია eheim საც კარგი პომპები აქვს(ლინკზე 115 ვოლტიანია),რამდენად კარგია ზემოთმოყვანილებთან შედარებით,ან თუნდაც Swiftech-თნ შედარებით http://www.amazon.com/Eheim-Universal-Water-Pump-1046/dp/B0002AQXI6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1340535075&sr=8-1&keywords=eheim+water+pump
