-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
-
არა,საბედნიეროდ არაა ჩემი თითი. ნეოდიმმა ფრჩხილი წააცალა და თითის წინა ნაწილი. 2 მასეთი ზომის ნეოდიმი,ნახევარ მეტრს იქით უნდა დააშორო რომ არ მიიზიდოს ერთმანეთი, მიაახლოვა და მიუჭყლიტა თითი მიზიდულობამ უყურადღEბობის გამო. ლევან,ეგ მაგნიტი მაგნიტური თAვაკი რომ დადის,იმის მეორე ბოლოსკენაა
-
გამარჯობათ ფორუმელებო! დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია ამ სხეულის გარეშე თუნდაც ქულერი,მყარი დისკი,რომელიც ბრუნავს ახლა თქვენს კეისში,მუდმივი მაგნიტის წყალობით,ან ელ. ენერგია რაც გაქვთ,ეგეც მაგნიტის დამსახურებაა,მასზე იმდენად ბევრი რამაა აგებული,რომ ჩამოთვლა კიდევ გაგრძელდება ამ მასალაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი.აღმოჩენის ისტორია უკავშირდება მეცხვარეს,რომლის ჯოხის მეტალის ბოლო მიიზიდა შAვმა,გაურკვეველმა ქვამ,ამ პიროვნებას ერქვა "მაგნუსი" ,შესაბამისად კი,მაგნიტი შეარქვეს ამ მინერალს. ბუნებრივი მაგნიტი: მაგნიტის მაგნეტიზმი განპირობებულია შემადგენელი ნივთიერების მოლეკულების მაგნიტური ველის ორიენტირებული,დალაგებული მიმართულებით,როდესაც 1 მოლეკულის მაგნიტურ ველს არ ანეიტრალებს მეორე მოლეკულა,როგორც ეს ხდება არამაგნეტურ მეტალებში. რაც უფრო ორიენტირებულადაა დალაგებული მოლეკულებში ატომების ელექტრონული ღრუბლები(ანუ ერთი მიმართულებით,ისე რომ 1 მოლეკულამ არ გაანეიტრალოს მეორეს მაგნიტური ველი),მით მეტია მაგნიტის მიზიდულობის ძალა. მთლიანობაში,მაგნიტთა 3 სახეობაა: ბუნებრივი ელექტრომაგნიტი მუდმივი მაგნიტი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაგნიტებია : ბარიუმის ფერიტი(ბარიუმის შენადნობი რკინასთან) სტრონციუმის ფერიტი (სტრონციუმის შენადნობი რკინასთან) დღესდღეობით ყველაზე ძლიერი მაგნიტი გახლავთ ნეოდიმი(შემადგენლობა:ნეოდიმი,რკინა,ბორი) უმაღლესი სინჯის ნეოდიმის 1 კგ ღირს 450 დოლარი. ის ძლიერი მაგნიტი,რაც ჰდდ-ში ზის,სწორედაც რომ ესაა, მაგრამ,ამ მაგნიტს აქვს უარყოფითი მხარე დაბალი კიურის წერტილი,ანუ ტემპერატური ცვალებადობისდამი ნაკლები მდგრადობა. კიურის წერტილი,გასაგებად რომ ვთქვათ,არის ნივთიერებაში გარე ზემოქმედებით ელ. ღრუბლების(რაც მაგნეტიზმს განაპირობებს) განლაგების შეცვლა ატომში. მაგ: ფერომაგნიტი,ანუ ის ნივთიერება,რომელიც კიურის წერტილზე დაბლა იძენს დამაგნიტების უნარს შიდა მაგნიტური ველის გარეშე,ფერომაგნიტი კი პარამაგნიტი ხდება.ანტიფერომაგნიტზე(ანუ,არამაგნეტურ მასალაზე) კიურის წერტილის ზემოქმედებისას ხდება "გაწონასწორებული" მოლეკულების ურთიერთკავშირი და პარამაგნიტი ხდება. შესაბამისად,ჰდდ-ს მგრძნობელობა ტემპერატურისდამი ამ მაგნიტის თვისებებზეა დამოკიდებული. ნეოდიმი კი პოზიციონირების ხელსაწყოზე დგას(რაც მართავს მაგნიტურ თავაკს) ნეოდიმი მუდმივი მაგნიტია,მაგრამ ეს "მუდმივობა" დაახლოებით 50 წელ ექსპლუატაციის ვადას ემორჩილება. ნეოდიმი არის მარკების მიხედვით,იგი მგრძნობიარეა ტემპრეატურის ცვალებისდამი,რომელმაც +80გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს. ნეოდიმის მაგნიტი სათამაშო არ არის,ძალზედ დიდი მიზიდულობის ძალის გამო ,რაც 14000- 24000 Gauss შეადგენს(დედამიწის მიზიდულობა 1 გაუსია) ნეოდიმით თამაშის შედეგი(სპოილერში ტყუილა არ ზის) : ესეც კიურის წერტილი რამდენიმე მეტალის: არსებობს ასევე მეისნერის ეფექტი,ანუ მაგნიტური თვისებების სრული დაკარგვა,რის შედეგადაც ზეგამტარი ნივთიერება ლევიტირებს. ეს გახლავთ მაგნიტი,რომელიც თხევად აზოტზე ლევიტირებს("დაფრინავს" ზედმეტად ასახავს ამ მდგომარეობას)
- 51 replies
-
- 15
-
-
თითოეულ პოსტს ქვედა მარჯვენა ბოლოში აქვს + და - თუ დაგამინუსებენ,"რეპურაციაზე" აისახება ეგ მაგ რეპუტაციის ციფრებს კი უმეტესობა იკიდებს და შენც დაიკიდე .
-
როგორ შევაკეთოთ დამწვარი ვიდეო ბარათები
NEIRON replied to iliko1990's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
კარგადაა გამოცხობის პროცესი განხილული. მადლობთ თემისთვის! როცა რამეს ვადუღებ და მინდა გვერდით არ შემომადნეს რაიმე,იმ დეტალს ვახვეევ სელპაკს წყალში დატენიანებულს,ან ნაჭერს . კითხვა: აქ არ წავა კონდენსაორების დასაცავად? და რამდენია კონდენსატორის გახეთქვის ალბათობა? -
მაგ 200 ლარამდე 2 კარტიჯის ფული შეავსებს,1 აიღე და კარგი
-
მაკბუკმა რამდენით მოიმატა წონაში არაა ცნობილი?
-
სუფთა ეს ვარიანტია მადლობთ ნიუსისთვის!
-
მისაწოლებაზეა მანდ საქმე http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D1%83%D0%BA%D0%B8%D0%BD%D0%B3
-
მე მაქვს ჰპ დესკჯეიტ 4213,ვირი მუშაა. მაგრამ აი ჭავლური "ვნედაროჟნიკი" მიმიქარავს,დამუხტვა მელნით საჩAლიჩოა + 1 კვირა ან მეტი თუ არ იხმარ,მელანი ახმება,უნდა დანამო რომ ამობეჭდოს. შავ-შეთრი ლაზერული აიღე
-
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
კი,5-6 მმ-იანი ძვირია,3 მმ აიღE,მეტი სქელი რად გინდა,არც არაფერში. -
ამ იაფფასიანების ფერადი ფერი საერთოდ არ უნდა გინდოდეს,ფსევდო ამობეჭდვა ახასიათებს. აირჩიე იმის მიხედვით,თუ რომლის კარტრიჯი უფრო უკეთაა დარგებული დამუხტვას. ქსეროქსი
-
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
აქ იყიდება ელიავაზე 1 კვადრატზე ნაკლებს კი ლისტიდან არ ჩAმოგიჭრიან. -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ეს ადგილია ისრით მონიშნული როა,მანდაა ახლო მახლო(დიდი ძრავები,სხვარკი აპარატები და ათAსი რამე უდევთ მანდ). როგორ დავჭრათ ორგმინა ორგმინის დაჭრას თუ დაიწყებთ ხელის ხერხით ან ლობზიკით,დიდი ალბათობაა,რომ ეგ 3 მმ-იანი მინა გაგებზაროთ ან სწორი კიდე დეფექტიანი გამოვიდეს ამიტომ,როცა გვინდა ჩამოვჭრათ ორგმინა,ვიყენებთ კარგად გალესილ შილას,ანუ წვეტიან წამახვილებულ საგანს,თუნდაც ბეტონის ლურსმანს(დუბელს) ვადებთ რკინის სახაზავს(ან თუნდაც სწორ ფიცარს) და ჩამოვხაზავთ რამდენჯერმე(დავაწვებით ასე მაქს. 5 კგ ძალით),შემდეგ მოერე მხრიდან იმავეს ვიმეორებთ და ბოლოს უკვე "გადავკეცავთ" გადანახაზ ადგილზე და მივიღებთ სწორად ჩამოჭრილს. პ.ს:როცა დაჭრას დაიწყებთ,მიეყრდნეთ სახაზავის კიდეს რომ არ აგისხლტეთ შილა. -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ამ პატარებს 30 თეთრი მივეცი თითოში.სიგრძე 1,5 სმ-ა. მეტალი მართლაც სჯობს ბევრ ძველ რუსულ ჭანჭიკებსაც კი. -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
სინთეთიკური რა თქმა უნდა. მატოვის აქვს 1 პრობლემა,თუ ცხიმიანი ხელი მოკიდა ადამიანმა,იგი უკვე ანარეკლს იღებს. ფერის შერჩევაზე,არ ვიცი,უცხო,ყველა შავად ღებავს პერლამუტროვი არ იქნება ურიგო. კი,ელიავაზე ვიყიდე ამაზე პატარა ზომას ვერ წავაწყდი,ესენი 5მმ-იანებია. დახლები რომ აქვთ,სადაც რკინეულობას ყიდიან,იქ აქვთ რამოდენიმეს,შუაგულშია. მატორები სადაცაა დიდები,იქით აქეთ კი ჩAმოყოლებაა რკინეულობის დახლების,მანდ ულაგიათ. -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ესეც ის ჭანჭიკები: http://s017.radikal.ru/i412/1110/2c/ca727ec3d779.bmp http://s017.radikal.ru/i419/1110/7d/ad021b4a62ab.bmp ლამაზებია ახლოდან,შეღებილები არაა,მეტალია ასე დამუშავებული. -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
გაპრიალება არა 1000 იანი მაქსიმუმ,ზევით არც უნდა წასვლა, 500-იანიც კარგია,გაპრიალებით ცუდად დაიმაგრებს საღEბავი თქვენს კეისზე ნიტროს დაასხამთ თუ სინთეთიკურს? -
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ალუმინი სხვათაშორის საღებავს იმაგრებს ნორმალურად(ღია ოღონდ), მაგრამ გრუნტი საჭიროა. ახლა ალუმინი რაც იყიდება, არის გალაკული რომ არ გაშავდეს ჟანგბადთან კონტაქტში(არ შემიღებავს და ვერ გეტყვი,სჯობს სატესტოდ პატარა დეტალზე გამოცადო),საკმაოდ მედეგი ლაქი უსვია. ასევე ზუმფარის გადასმასაც აქ მნიშვნელობა,ეცადეთ,პარალელური განაშკურკი არ იყოს,საღებავი ოდნავ ცუდად ემაგრება და გაშკურკულის პერპენდიკულარულად არა მაგრამ პარალელურად ძვრება . გრუნტიდან გირჩევ კაპაროლის "ალ გრუნტს"(სპეციალურად ცინკის გრუნტია),800 გრამს 35 ლარი მივეცი,ეგეც პატარა დაფასოვება ძლივს გამომიძებნეს,მაგრამ ისეთი მაგარი ადჰეზია აქვს,მაგარი(მანქანაზეცაა დასხმული,თეთრი ფერისაა). -
მაშინარიუმის ნოსტალგიამ გამახსენა თAვი ხომ არ იცით machinarium2 გამოვიდა თუ ეს ვერსიები დაბოლებაა(ოფიციალურ გვერდზე არაფერია,აქ თუ "გაჟონილი" ვერსიაა გადავიწერდი)? http://www.machinarium2.ru/
-
ზოგჯერ იცის მასე,რამდენჯერმე ჩემთანაც მასე არ აიტვირთა,ბოლო დროს კი ცოტა მოუხშირა. ზუსტად მაგ შავადმონიშნულივითაა.
-
კეისების მოდინგი საკუთარი ხელებით
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდა,მკითხე. მთAვარი გამომრჩა: კეისის გვერდები დაფარულია ცინკით,რომელიც გალვანიზაციით ედება,ცინკი კი ძნელად იღებს საღებავს. სინთეთიკური(გაშრობას 1-2 დღე უნდა,გამოშრობას 5 დღე მაინც) საღებავით გირჩევთ შეღებოთ კეისი და არა ნიტროთი(მალე შრება) სინთეთიკურის 800 მილილიტრი ღირს 15 ლარი. ნიტროსი-800 მლ 7 ლარი. დაგრუნტვა სასურველია(სპეციალური ცინკის გრუნტით),მაგრამ სინთეთიკას უფრო მეტი ადჰეზიურობა ახასიათებს,ვიდრე ნიტროს. თუ არ გაქვთ პულვერიზატორი(და არც იმ 5 ლარიანი გინდათ შეღებოთ) ,ღრუბელი (გუბკა) გამოიყენეთ,მშვენივრად ღებავს(+ ისაა,რომ სინთეთიკა გუბკას არ ალღობს,ნიტრო კი პირიქით). გაითვალისწინეთ,სინთეთიკურს "სინთეთიკური გამხსნელი" უნდა,თუ გახსნით 646 ნომერ გამხსნელში,არ მოურიოთ,პირდაპირ გადააქციეთ. -
გაგიმარჯოთ ფორუმელებო! იყოს ეს თემა რჩევებისათვის მოდინგის შესახებ,რა როგორ დავამზადოთ და რა სად შეიძლება შევიძინოთ და ა.შ. გავუზიაროთ ერთურთს გამოცდილება ახლა კი სტანდარტულად რა გვჭირდება მოდინგისთვის: დრელი, ლობზიკი(მე არ ვიყენებდი ხოლმე),რკინის მაკრატელი მშვენიერია ფანჯრის ამოსაჭრელად კეისის შეიძლება მოქლომები(ზაკლობკები) დაგჭირდეთ ორგმინის სამაგრად,მაგრამ როდესაც არ გვაქვს მისი ხელსაწყო,ეგეც საყიდელია,ამიტომ მარტივი და ლამაზი ვარიანტიც არსებობს ჭანჭიკები,რომელიც მონიკელებულიდან-შავ მატოვი ფერამდე ვარირებს,+ უფრო ლამაზიცაა. ასევე თავებიც არის სხვადასხვა ფორმის არის ასეთებიც,მატოვები,ლამაზებია,მეტალი მაღAლი ხარისხისაა და 5მმ-იანი სისქის 20მმ-ზე(სიგრძე) 40 თეთრი ღირს(ჩვეულებრივი იმავე ზომისანალოგი კი 5-10) შეღებვა,,ეს ცოტა არ იყოს,კარგად თუ გინდა იყოს,მაშინ თანხა არ დაზოგოთ. წინა თემა მოდინგზე კი ჩაბარდა წარსულს ახლა კი კეისების დატიუნინგებას ახლა ფორუმელი ლუკა ეწევა და მშვენივრად გამოსდის: ბევრი რამე არ დამიწერია,თუ კითხვები გექნებათ,გიპასუხებთ!
-
რუსულ ფორუმებზე დაძებნე?! შესაძლოა იყოს სპეციფიკურ პროგრამებს იშვიათად თუ ტეხენ ნაკლები მოხმარების გამო
-
ახლახან წავაწყდი ქულერის გურუ ლაბრიკაციულ საშუალებას ეს არის თეთრი ფერის გამჭვირვალე ტაოტი,რომელიც სჯობს ზეთს და სხვა საშუალებებს ას წილად. საუბარია სილიკონის ტაოტზე,ნაკლებტოქსიკურია,არ ორთქლდება მაღალ ტემპერატურაზე,ინარჩუნებს იმავე სიმკვრივეს ტემპერატურათა ფართო დიაპაზონში. მთვარი,ღირებულება 1 უნცია 31 გრამია http://www.amazon.com/Novagard-Lubricating-Protecting-Dielectric-Silicone/dp/B00378LLT6/ref=acc_glance_e_ai_ps_t_5 http://www.amazon.com/Superlube-21030-Multipurpose-Synthetic-Grease/dp/B000XBH9HI/ref=sr_1_cc_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1318180068&sr=1-1-catcorr თემაში კორექტირებებია შესატანი და გადაიკითხეთ,გამოგადგებათ
