ძველმა ბერძნულმა და ძველმა რომაულმა მითოლოგიამ შთააგონა ASUS-ის კომპანიის ინჟინრები, შეექმნათ ASUS ARES და ASUS MARS. გასაკვირი არაა, რომ ამ კომპანიის ინჟინრებმა გადაწყვიტეს განევითარებინათ <<God Of War II>>. პირველი ცნობა MARS II-ზე გამოჩნდა თითქმის 1 წლის წინ, როდესაც მთავარ როლს ასრულებდა ჩიპი GeForce GTX 480, უფრო ზუსტად ორი GF100. ამ <<ცხელმა ბიჭებმა>> გზა მისცეს ორ GF110-ს, რომლის ბაზაზეც ამ დროისთვის თავს იწონის ვიდეოკარტა ASUS MARS II.
პასუხისმგებლობა MARS II-დან სითბოს გამოფრქვევაზე დაკისრებული აქვს, ორიგინალი კონსტრუქციის მქონე <<სამ-სართულიან>> ქულერს, ორი ფანით და ტექნოლოგიით უშუალო კონტაქტი DirectCU II.
შეგახსენებთ, რომ გიგანტი აღჭურვილია 19-ფაზიანი ენერგოსისტემით, ხოლო ადგილობრივი მეხსიერების მოცულობაა GDDR5 384-bit 3GB.
დამატებით კვებაზე პასუხისმგებელია სამი 8-კონტაქტური დენის კონექტორი, მასთან ახლოს ასევე მდებარეობს მოკრძალებული ღილაკი, რომელიც ააქტიურებს მთელ მის ძალას ვიდეოკარტის გასაგრილებლად.
ASUS MARS II-ის სიხშირეები ჯერ ისევ არ დასახელებულა