ჭორი გავრცელდა ასევე რომ Killzone: Shadow Fall-ის ერთპირიანი კამპანიაზე მუშაობა თვეებია რაც დამთავრებულია http://www.vg247.com/2013/03/25/killzone-shadow-fall-single-player-campaign-has-been-complete-for-months-report/
რაც შეეხება Xbox-ის ბოლო ჭორებს (ჯორჯმა დადო და განვმარტავ): SDK-მ გაჟონა ერთ-ერთი ადამიანის ხელში რამდენიმე დღის წინ და როგორც გაირკვა: კონსოლი მუდამ უნდა იყოს ინტერნეტთან დაკავშირებული რომ იფუნქციონიროს, თამაშების დისკებიდან გაშვება შეუძლებელია, უნდა მოხდეს მათი დაყენება მყარ დისკზე და ასევე, მეორადი თამაშის მხარდაჭერაც არ ექნებაო :/ http://www.edge-online.com/news/new-always-on-always-connected-durango-leak-is-real/
ჩავთვალოთ რომ sony-სთან უკვე წააგო ბრძოლა microsoft-მა :/ მომხმარებელს არცერთ შემთხვევაში არ აწყობს არცერთი ეს მახასიათებელი
დოკუმენტი ასევე ადასტურებს განახლებული kinect-ის სენსორისა და blu-ray დისკის წამკითხველის მხარდაჭერას კონსოლისთვის
ერთი სიტყვით, ანონსზე (სავარაუდოდ აპრილის ბოლოს) შთამბეჭდავი რაღაც უნდა წარადგინონ რომ აჩვენონ თუ ვთქვად ps4-ზე უკეთესი პროდუქტი აქვთ