E3 2010-ზე პრეს-კონფერეციის ბოლოს კომპანია Nintendo-მ გაამხილა მთავარი
სიურპრიზი - ახალი სათამაშო მოწყობილობის Nintendo 3DS-ის ანონსი.
მოწყობილობა აღჭურვილია ორი ეკრანით. ამ შემთხვევაში ზედა ეკრანი შედარე-
ბით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ქვედა. მისი დიაგონალი შეადგენს 3.5 დიუმს.
მარჯვნივ ჩვენ ვხვდებით სამგანზომილებიანი ეფექტის მრეგულირებელ კონტრო-
ლერს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ 3D ეფექტისთვის მას სპეციალური სა-
თვალეები არ სჭირდება.
მოწყობილობის ქვედა ნაწილზე არის სენსორული ეკრანი, ანალოგი, გადამკვეთი
და ბლოკ ღილაკები. სტილი შეცვლილია მის წინამორბედებთან შედარებით. ის
გახდა უფრო მკვირი, საიმედო და მყარი. Nintendo 3DS-ში ჩაშენებულია მო-
ძრაობის სენსორი, გიროსკოპი და სამი კამერა (ერთი შიგნით და ორი ხუფზე).
ისინი გამოიყენებიან 3D-სურათის დასაფიქსირებლად.
სიახლეს ასევე შეუძლია ჰოლივუდური ფილმების სამ განზომილებაში ჩვენება.
საწყისი გრაფიკა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ
გამოსახულებით იგი არ ჩამოუვარდება Wii-ს ჩვენებას. ამ პლათფორმისთვის
თამაშების შესაქმნელად იმუშავებენ ისეთი დეველოპრები როგორებიცაა THQ, Square Enix, Level 5, Ubisoft, Konami და Capcom. Nintendo 3DS-ზე
ვიხილავთ, ასევე შემდეგი თამაშების ახალ სერიებს: Street Fighter, Resident Evil, Professor Layton, Dead or Alive, FIFA, DJ Hero 3D, Saints Row, Kingdom Hearts 3D, Ridge Racer, Assassin's Creed და Metal Gear Solid. Nintendo 3DS ავტომატურად დაუკავშირდება, ისეთ წერტილებს, სადაც ვრცე-
ლდება Wi-Fi კავშირი, ამის შემდეგ კი შეძლებთ გადმოწეროთ მნიშვნელოვანი
კონტენტები. სერვისი სამწუხაროდ არ არის უფასო. ამ ჯერზე Nintendo-მ შეძლო E3 2010 გამოფენის გადატრიალება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე თამაშების
ინდუსტრიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ანონსი. სხვა ტექნიკურ
მახასიათებლებთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფოს. წყარო: 3DNews.ru