ბოლო სეივში თალის და ლეგიონს დავუთმე დიდი დრო. თალის ერთგულების მისიაზე პირველი მოსმენის შემდეგ არასდროს "მიმიხედავს" უკან, არადა მანდ ერთი ადმირალი, კალ'რიგარი და ვიტორი დგანან თურმე
გამოველაპარაკე ყველას... ყველა ადმირალის დიალოგები გავიარე, თალისთან არაფერი ნდომიათ რეალურად თურმე და სულ სხვა მიზეზით მოეწყო სასამართლო... ვთხოვე ნუ ჩაებმებით ომში-თქო... ერთ ვარიანტში ლეგიონიც წავიყვანე ქვარიელებთან ფლოტში და იმანაც გამოთვა "თანაცხოვრების" სურვილი, მაგრამ მაგ შემთხვევაში Suicide mission-ზე ან არაერთგული ლეგიონი უნდა წამეყვანა, ან ეკიპაჟის ნაწილს ვკარგავდი. მოკლედ ლეგიონი არ ავიყვანე საბოლოოდ თალის მისიაზე (რადგან არც მყავდა ჯგუფში, Reaper IFF-ის მისიის გავლის შემდეგ ხომ მართლა უნდა ვიჩქარო თუ ყველას ხსნა მსურს)...
ლეგიონს რაც შეეხება, ბევრი ვესაუბრე Suicide Mission-ის შემდეგ, გეთზე მელაპარაკა, ქვარიელებზეც, რიპერებზეც... რიპერიც გეთის მსგავსი "შიგთავსის" არსება ყოფილა, ანუ მრავალი პროგრამაა "ჩართული" ერთდროულად მასში, მაგრამ გეთისგან განსხვავებით "კონსენსუსის მიღწევა" არ სჭირდება, ყველა პროგრამას ერთი აზრი აქვს ამა თუ იმ საკითხზე როგორც ჩანს... არადა სოვერენი ამბობდა "We are each a nation, independent"-ო. შესაშური ერთსულოვნება ჰქონიათ, თუკი ყველა პროგრამა დამოუკიდებელია და მაინც ერთ აზრზე დგას
სოვერენს ნაზარა რქმევია და "Sovereign" უბრალოდ მეტსახელი აღმოჩნდა (Nazara, Sovereign of the Citadel თუ რაღაც მაგდაგვარი მითხრა ლეგიონმა).