შევადაროთ HTC Incredible S(2)-ს რომელიც ერთ ბირთვიანი 1GHz-იანი ბირთვით და 768მბ რამით და ეგ მოტოროლა ატრიქს 4გ ორი 1GHz-იანი ბირთვით და 1GB რამით.
თავიდან სანამ მოტოროლას ვიყიდდი მქონდა ჰტც და ამ ჰტცს მერე ვიყიდე მოტოროლა.
დავიწყოთ ლაგით, რომელიც ჰტცს საერთოდ არ ჰქონდა, ხოლო მოტოროლას, ერთი სქრინიდან მე-2 გადასვლისას FPS() მცირდებოდა და ძლივს გადადიოდა.
MotoBlur-ი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ამისთანა ნაგავი კაი ხანია არ შეუქმნია ადამიანს.
გეიმლოფტის თამაშებზე რაები ემართებოდა უნდა გენახა, ხელში დიდხანს ვერ დაიკავებდი ისე ცხელდებოდა, სახე ედღვნებოდა.
კამერაც დიდი არაფერი და ვსპიშკა კიდე საზიზღრობა ჰქონდა, ვსპიშკით რო ვიღებდი სურათს, რაღაცნაირი მომწვანო მოყვითალო ფერი გადაკრავდა, ნუ ისეთი არა როგორც ყველა ვსპიშკით გადაღებულ ფოტოს აქვს.
მოკლედ ერთი დიდი ნაგავია რა. HTC Incredible 2 და Motorola Atrix 4G რომ დამიდო, დაუფიქრებლად ჰტც-ს ავიღებ.