ჩამომივიდა razer basilisk v3 და პატარა რევიუსაც დავწერ
თავიდან სქროლი გაფუჭებული მეგონა სპინ რეჟიმზე იყო და არ რთავდა , ანუ ერთ რეჟიმზე იყო და ვსიო
თურმე დენი ჭირდება და რო შევაერთე ეგრევე ამუშავდა , ანუ შეერთებულზე ფუნქციონირებს ჩვეულებრივარივათ ,რაღაცნაირი უცხო სქროლი აქ , სასიამოვნო და ძაან კარგათ მოძრაობს
თვითონ მაუსს რაც შეეხება ხარისხიანია ,არაფერი არ უყანყალებს და უმოძრაობს ,ლუფტები არააქ რაც მთავარია
დახვეწეს ხარისხი როგორც ჩანს რეიზერმა , ისე მაუსიც იაფიანიც არაა და ვიზუალიც საკმაოდ ლამაზი აქ თავისი რჯიბი განატებით
წონას რაც შეეხება ძაან მაგრათ არის დაბალანსებული , ხუსტად ცენტშია სიმძიმე და ძაან კარგათაა გაწონასწორებული, ზუსტად ისეთი წონააქ არც დამატება უნდა და არც დაკლება
კლიკებიც კარგი -სასიამოვნო , ისეთია როგორიც უნდა იყოს
მორგებას რაც შეეხება ეგრევე ირგებ , საკაიფოდ ჯდება ხელში , გარშემო რეზინააქ და არც ხელი ცურავს , თვითონ კლიკებზეც ისეთი საფარი აქ რო არ გისრიალებს ხელი ,ფოფტ თაჩის მაგვარი
შეფასება მაღალი ეკუთვნის , პირველადი შთაბეჭდილებებით ძალიან კარგია და გამძლეობას დრო გვიჩვენბს