Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. სურათი არაა...
  2. აუ რუკის სკრინს ვერ დადებ?
  3. ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, Windows-ის დისკის დაზიანება, DVD-ROM პრობლემა, დაწერე რომელ ვინდს აყენებ და საიდანაა გადმოწერილი, დისკის ზედაპირი ხომ არა დაზიანებული?
  4. როგორც გითხრეს, განსხვავებულ მაზერზე არ ჩაირთვება Windows (90% შემთხვევებში, ნუ თუკი სხვა მაზერს იგივე ჩიპსეტი და HDD კონტროლერი აქვს, შეიძლება ჩაირთოს) გამოსავალს რაც შეეხება მარტივია: დააყენე Windows ფლეშკიდან! Windows 7 USB/DVD download tool-ით (დაგჭირდება მინიმუმ 4 გბ ზომის ფლეშკა)
  5. დაწერე შენი კომპის მონაცემები და Windows-ის ვერსია...
  6. ეგ ფიქსი მუშაა თამაშის 1.3.10.0 ვერსიაზე მარტო ვისაც რუსული ვერსია გაქვთ, Playground.ru-ზე უკვე არის ორივე ბოლო პატჩი რუსული: 1.3.07 და 1.3.10 (Patch4)
  7. მე დამარტყა ერთხელ მწარედ კეისზე com პორტს ვაერთებდი და გაანათა თვალებში, შტეფსელიც ამოწვა და დედაპლატაც მიაყოლა მთლიანად გამოსაცვლელი გახდა დამიწება აუცილებელია კორპუსის მაინც, თუმცა ჩვენთან შტეფსელებში არსადაა ფაქტიურად დამიწება სახლში კი არა ლაბორატორიებში რამდენიმე ათეულ ათასი მწვანეს ღირებულების აპარატურას რომ ვამონტაჟებ იქ დამიწების არქონის გამო მიწევს ხშირად გაჩერება ცალკე გაყვანა კიდევ ნამეტანი მოუხერხებელია ეგ კი არა ერთერთ ლაბორატორიაში ერთი ძვირადღირებული ხელსაწყოსთვის გაიყვანეს დამიწება კუსტარულად: ფანჯრიდან სქელი ფოლადის მართული გადაკიდეს და დაუერთეს შენობის მეხამრიდის სალტეს (კომუნისტების დროს კიდევ მაგას მაინც აკეთებდნენ) მაგრამ რემონტის დროს ჭკვიანმა მუშებმა იქვე სვარკის დამიწება დააერთეს და გადაწვეს ხელსაწყო :D
  8. აცადე არაფერს წაშლის წესით უნდა ეშველოს ერთხელ თუ გაიარა ბოლომდე
  9. ხო რა 8.0.1-დან 9.0-ზე გადახტნენ ახალი სისტემა შემოიღეს გადანომვრის რაც მთავარია არცერთ ადონზე პრობლემა არა აქვს
  10. მერამდენე თემაა მსგავსი კითხვით! და თან არასწორ განყოფილებაში გახსნილი!! ვორნი თემის ავტორს გადადის დახმარების განყოფილებში წაიკითხეთ წესები!
  11. თემის ავტორს ვორნი არასწორ განყოფილებაში თემის გახსნისთვის მომავალში გადახედე ფორუმის და მისი ქვეგანყოფილებების წესებს! გადატანილია დახმარების განყოფილებაში
  12. XP-ს რატომ ვერ აყენებ გაგეცი მაგაზე პასუხი წინა პოსტში და წაიკითხე რაც შეეხება მაგ პრობლემას, რაც სურათზეა, შეიძლება WIndows-ის საინსტალაციო დისკის ბრალი იყოს, ან თვითონ ვერსიის საიდან გადმოწერე?
  13. ჯორჯ,ბოლოს წინა პატჩი იყო 2329, ეგ პატჩი რომ დავაყენო ახალდაყენებულ PowerDVD 11-ზე წავა? წინები არ უნდა? და მერე დავააპდეითებ 2408-მდე ამ ბოლოთი თორემ ყველა პატჩი მაქვს შენახული რაც გამოვიდა მე11-ს შემდგომ ხო, არ ვიცი დაემთხვა თუ რა, კომპზე ერთ-ერთი აპდეითის მერე სპიკერები გადაეწყო 6-ზე და როცა MKV-ს ვუყურებდი 5.1 ხმით ლაპარაკის ხმა აღარ ისმოდა მხოლოდ ფონური მუსიკა და ამბიენტი... მერე დავაყენე ისევ 2 სპიკერზე კონფიგურაცია და სტერეო აუთფუთი და გასწორდა
  14. მანდ უნდა იყოს პარტიშენ თულში რომელიმე დამაკოპირებელი პროგრამა, ადრინდელებში იყო Acronis Disk Director თუმცა ახლებში ამოიღეს მგონი მაგრამ თუ ვინჩესტერს დარხეული აქვს შეიძლება მაგ პროგებსაც გაუჭირდეთ ცადე MHDD და შესაძლოა "გააცოცხლოს" ვინჩესტერი (უფასო ჩამტვირთავი დისკია, საიტზევე ნახავ სრულ ინსტრუქციებს)
  15. მე მაგისთვის Temaviewer-ს ვიყენებ დააყენე სახლის კომპზე, მიუთითე ვინდის ჩართვასთან ერთად ჩაირთოს და ამოიწერე ID და პაროლი მერე ნებისმიერი კომპიდან შეგიძლია დაუკავშირდე მაგ ID და პაროლით უსაფრთხოების გაზრდისთვის შეგიძლია შენი ექაუნთი გააკეთო და მასში დაამატო ყველა კომპი სადაც დააყენებ TeamViewer-ს და ჩაურთო ვაითლისტი: ანუ მხოლოდ იმ ID-დან შეიძლებოდეს კავშირი რომლებსაც ხელით ჩაუწერ გადმოწერა შეიძლება აქედან: http://www.teamviewer.com/en/download/currentversion.aspx მანდვეა ტუტორიალებიც პროგრამა უფასოა არაკომერციული მიზნებისთვის თუ მაინცდამაინც RDC გინდა გადახედე ამ ინსტრუქციას: Windows 7 - Remote Desktop Connection (RDC) - Network
  16. ხო,მწვანედ როცაა სახელები, ნიშნავს, რომ დაშიფრულია თუ გინდა თვითონ ცადე: ფოლდერზე მარჯვენა კლიკი Properties: გამწვანდება სახელები წაიღე მერე რომელიმე ფაილი სხვა კომპზე, ან თუნდაც სხვა იუზერით შედი და ნახე თუ გახსნი შიფრირების მოსახსნელად ის პტიჩკა უნდა მოხსნა ვხურავ თემას
  17. სხვაგან შეერთება ცადე ვინჩესტერის BIOS-ში ჩანს? ან ვაბშე SATA კაბელი გამოცვალე ჯობს ეგ იმის ბრალია, რომ XP-ს არა აქვს HDD კონტროლერის დრაივერი და თუკი HDD მუშაობს SATA რეჟიმში ვერ ხედავს ამიტომ თუ გინდა XP დააყენო, ჯერ BIOS-დან უნდა მონახო IDE Mode ან ამდაგვარი და გაფაიყვანო IDE-ზე ან Compatible გააჩნია მაზერს დეტალურად ნახავ მაზერის მანუალში BIOS-ის განყოფილებაში მეორე გზაა XP-ს საინსტალაციოში წინასწარ ჩააინტეგრო n-lite-თი ჩიპსეტის დრაივერები და მერე დაინახავს
  18. დარმუნებული ხარ რომ უფროსობას არ აქვს დაბლოკილი? სხვა ბრაუზერიდან ცადე გახსნა?
  19. პოკერს ხომ არ თამაშობ ბევრ მაგიდაზე? არ მიცდია არასდროს 2 თამაშის გაშვება მარტივად ასე შეგიძლია გააკეთო: ჩართო ეკრანიანი რეჟიმში ორივე თამაში, ერთი ერთ მონიტორზე გადაათრიო, მეორე მეორეზე ან როგორც IME-მ გითხრა თამაში თვითონ გეკითხება რომელზე გავუშვაო ცადე და არ ქნა?
  20. ზოგი უბრალოდ დაძვრება ფოლდერის ოპციებში და დაშიფრავს ხოლმე შანსი არაა როგორც გითხარი, XP-ზე Encription-ის დროს არავითარი გასაღები არ იქმნება, Win7-ზე თუკი BitLocker-ს ჩართავ მგონი მაშინ გაძლევს გასაღებს, თორემ ისე სტანდარტული დაშიფვრისას არის იგივე მექანიზმი რაც XP-ს შემთხვევაში აზრი არა აქვს რა ფაილია და რითია გადაღებული თუ დაშიფრულია და Windows გადააყენეს შანსი არაა ამიტომ თუკი ვინჩესტერზე რამე დაშიფრული ფაილებია, წინასწარ უნდა გაუკეთო დეშიფრაცია სანამ Windows-ს გადააყენებ ეგრე მქონდა მე ჯერ კიდევ Vista-ს დროს ერთი პაპა დაშიფრული ძალიან საჭირო ფაილებით და გადაყენება რომ დავიწყე მერე გამახსენდა, კიდევ კარგი ჯერ ფორმატამდე არ ვიყავი მისული, სასწრაფოდ გავაჩერე ინსტალაცია, ჩავრთე და მოვხსენი შიფრირება თორემ შანსი არ იყო იმათი აღდგენის თეორიულად შეიძლება შიფრის "გატეხვა" მაგრამ მაგისთვის სუპერკომპიუტერი თუ არა ძალიან მძლავრი სერვერი ან კლასტერი მაინც უნდა გქონდეს და ასევე გამოცდილი სპეციალისტები, ასეთი რესურსები კი ფაქტიურად მხოლოდ ზოგი ქვეყნის უშიშროების სამსახურებს აქვთ, და იმათაც ზოგჯერ შეიძლება არაფერი გამოუვიდეთ (მაგალითად BitLocker-ით დაშიფვრისას) ან ძალიან დიდხანს გაეწელოს ასე, რომ სალის პირობებში არი არა აქვს მაგის ცდას
  21. დააკვირდით: მწვანედ ჩანს სახელებიო, ე.ი დაშიფრული ფაილებია მაგათი აღდგენის შანსი არაა ნუ იწვალებ ტყუილად თუკი ვინდი გადააყენა ისე, რომ დაშიფვრა არ მოუხსნია არავის მიცემს უფლებას ფაილების ნახვისას დამშიფრავის Creditian-ები თუ არა გაქვს, რაც ვერ გექნება ვერანაირად თუკი Windows გადაყენდა მოკლედ Shift+Delete მიეცი მაგ ფაილებს ყველას ადგილს გაანთავისუფლებ დაშიფრულ ფაილებთან წვდომის შანსი არაა როდესაც Windows გადაყენდება ან მაგალითად თუკი პაროლის რესეტს გააკეთებ ჩამტვირთავი დისკიდან! ან თუ ფლეშკაზე გადაეწერე განშიფვრის გარეშე სხვა კომპზე ვერ გახსნი! არანაირი გზა არაა მაგისი და ტყუილად ნუ დაუწყებ ძებნას, დროს დაკარგავ!
  22. რა უნდოდა ამ თემას Windows-ის პროგრამების განყოფილებაში? თემის ავტორს ვორნი შემდეგში გადახედე ფორუმის და განყოფილების წესებს! რაც შეეხება შენს პრობლემას, ჩიპზე არსებული ვირუსი სავარაუდოდ Windows-ისაა და Symbian-ის ანტივირუსები ალბათ არც აღიქვამს ვირუსად, ასე, რომ უაზრობაა თუკი კომპზე ვერ აერთებ, პირდაპირ ტელეფონიდან დააფორმატე თუკი წერს ვერ ვაფორმატებო, გამორთე, გამოაძრე ჩიპი, ჩართე და მერე დააფორმატე Tools ფოლდერშია Memory საიდანაც შეგიძლია ჩიპი დააფორმატო უკეთესია, თუ ჯერ ტელეფონს დააფორმატებ და მერე ჩიპს (ტელეფონის დაფორმატებისას ჩიპი ამომძვრალი გქონდეს) ტელეფონს *#7370# კომბინაციით კოდია 12345 გაითვალისწინე: ფორმატირებისას იშლება ყველაფერი! სურათები, მუსიკები, ვიდეოები, მესიჯები, კონტაქტები და ა.შ ასვე დაყენებული პროგრამები, თემები და სეთინგები ამიტომ თუ არ გინდა წაიშალოს, მანამდე Nokia PC Suite-სთან დაასინქრონე ან მხოლოდ მხოლოდ ეგენი დააბექაფე (პროგრამები და სეთინგები არა)
  23. შეიძლება: გამოვა ახალი ფანჯარა სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თუ ვინ გამოაგზავნა, საიდან როდის, რა გზა გაიარა და ა.შ (IP-ებით) თუმცა მგონი უშუალოდ გამომგზავნის IP არაა თუ ვებფოსტაა, უფრო სერვერების IP ჩითავს მაგრამ ნახე მაინც, შენ თავს გაუგზავნე რამე და შეამოწმე თუა შენივე IP მანდ
  24. აბა სტატიკურ ადრესებზე გადაიყვანე მერე შიგა ქსელში ჩართული კომპზები... + როუტერის Firmware Update-ც ცადე (სახიფათო პროცედურაა თუ არ იცი როგორ უნდა შეეშვი, სულ შეიძლება მოკლა როუტერი)
  25. კი, ვიდეოდაფის ოპციებიდან შესაძლოა სხვადასხვანაირი კონფიგი მონიტორების, Windows-ის სტანდარტული პარამეტრებიდანაც არის შესაძლებელი, თუმცა თამაშისას მაგალითად მაუსი შეიძლება გაგექცეს ხშირად მეორე მონიტორზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.