Jump to content

Power_VANO

ადმინი
  • Posts

    5956
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    64

Everything posted by Power_VANO

  1. HP-ს კვებები ნახე იბეიზე, სანდოა ყველაზე და გამართლებული.
  2. კი, 10 სჯობს.
  3. კარგი შედეგია, გაუმჯობესება ორი გზით შეგიძლია. 1) https://bitcointalk.org/index.php?topic=2021765.0 ამ მაინერით დაახლოებით 500 სოლამდე შეიძლება ასვლა, უკეთესი ჰეშრეიტი გექნება. 2) ოვერქლოქინგით. რომელი მოდელი გაქვს ვიდეო ბარათი? ნორმალური 1070-ები ბირთვზე +100-ს დებენ და +500-600-ს ოპერატიულ მეხსიერებაზე. ეგრე ახვალ იმ მეორე მაინერით 500 სოლამდე. EWBF-თი ახვალ 470-მდე.
  4. არის კიდევაც მარტივი და რეკომენდირებულიც დამწყებებისთვის. გამოსატანი თანხა რომ გაზარდეს, ცუდია, მაგრამ ცოტა მეტხანს მოაგროვებ და ეგაა.
  5. დღესდღეობით არ დაგალიმიტებს არაფერში. მომავალში, როცა ეთერეუმის დაგ-ის ზომა გასცდება 4 გბ-ს, დაგალიმიტებს, მაგრამ სხვა კოინების მაინინგს ისევ შეძლებ.
  6. მინი ვერსიები არ ვარგა მაინინგის. ოვერქლოქინგი ნორმალურად არ გამოდის, + პატარა რადიატორის გამო გაგრილება ვერ ხერხდება ოპტიმალურად, შესაბამისად, სიხშირეებს ვერ იჭერს ვიდეო ბარათი და დაბალ სიხშირეებზე დაბალი ჰეშრეიტით მუშაობს. P106 არის GTX 1060-ის მაინინგ ვერსია, პორტების გარეშე. P104 არის GTX 1080-ისა და 1070-ის ნაჯვარი და ასევე უპორტო და თან კასტრირებული ვერსია. RX 580-ებს უნდა ბიოს მოდი გაუკეთო, ისე არ აქვთ კარგი ჰეშრეიტი. მხოლოდ ეთერეუმზე თუ გინდა,მაშინ RX 580-ები სჯობს, თუ ექვიჰეშ და ალტერნატიულ კოინებზეც, მაშინ NVIDIA. ს9 და მისი ძმები სიმარტივისთვის კარგია - შეაერთებ - გამოიმუშავებს, მაგრამ სახლში ვერ დაიდგამ, ძალიან ხმაურიანებია. ვიდეოების რიგს სახლშიც დაიდგამ უპრობლემოდ და ზამთარში გათბობის ფულსაც დაზოგავ. ყველა დამაინებადი კოინი მუშაობს Proof of Work-ის საშუალებით, ანუ გადარიცხვები ბლოკჩეინში მოწმდება კრიპტოგრაფიული ალგორითმების მიხედივით. მაინერები კი ამას გამოითვლიან.
  7. $-ით თუ გინდათ ყიდვა, cex.io-ზეა რიპლი. სხვა კრიპტოვალუტით - bittrex.
  8. როცა რეფერალის ლინკს დებთ, ყოველთვის მიაწერეთ, რომ რეფერალია.
  9. გამოდგება კი, მაგრამ რომ მოძებნო გამზადებული კაბელებიც იქნება გასაყიდად აუცილებლად.
  10. ნახე მოდელები, წერია იქ. 560 და ქვემოთ.
  11. @eolsori მინიმუმ 1050 TI უნდა იყიდო მაინინგისთვის, რომ ნორმალურად მომგებიანი იყო. მოგება შეგიძლია დათვალო whattomine.com-ზე. კრიპტოვალუტის ფასები ყოველწუთას იცვლება და გარანტირებულ თანხას ვერავინ გეტყვის, მაგრამ მაგ საიტზე მიახლოებულებს დათვლი. ზემოთ აირჩევ ვიდეო კარტის მოდელს, ჩაუწერ რაოდენობას და ეგაა.
  12. 1 ცალი 1070 უნდა მაგას დღევანდელი დღის მონაცემებით whattomine.com-ზე შედი და დაათვლევინე კონფიგურაციები.
  13. $-ზე ბევრი იქსჩეინჯი არ ვაჭრობს. CEX.io-ზე შეგიძლია $-ში ივაჭრო, მაგრამ 0.000002852 ბიტკოინი იმდენად მცირეა, რომ მაგას რომ სადმე გადარიცხავ შეიძლება კვირები მოგიწიოს ლოდინი გადარიცხვის დასტურზე
  14. ყოველთვის სჯობს, რომ შენით შეისწავლო. რომელ მაინერს იყენებ, კლეიმორს? თუ კი, კლეიმორს აქვს შესანიშნავი ლოგირების სისტემა + ავტორესტარტინგი. უპრობლემოდ ნახავ რომელი კარტებია პრობლემური, დააკლებ ოვერქლოქს, დაარეგულირებ და ავტორესტარტერსაც დაქოქავ.
  15. ერთი, რომ პულების ადრესები ცნობილია და მშვენივრად იცის იქსჩეინჯმა პულიდან რიცხავ თუ არა თანხას. მეორეც, პულები მცირე რაოდენობებს რიცხავენ და ამიტომ აქვს პრობლემა იქსჩეინჯს. შენი ვოლეთი გააკეთე და იმაზე დაამაინინგე, ან სხვა იქსჩეინჯზე ნახე თუა ზკლასიკი და იქ დაამაინინგე, სადაც პულიდან გადარიცხულზე არ აქვთ პრობლემა.
  16. ყველაფრით ღირს, რასაც დენის ხარჯის მერე მინუსში არ გაყავხარ. suprnova.cc მაგალითად. დანარჩენები აქ ნახე: https://bitcoingold.org/
  17. კი ეგ უნდა ჩაწერო. თანხა სხვა იქსჩეინჯზე უნდა გადაიტანო, მაგალითად, cex.io-ზე და მერე გაანაღდო $-ში. დრაივერები განაახლე და შეიძლება Nicehash Legacy დაგჭირდეს, საიტზე უდევთ ეგეც. ეგეც ნაისჰეშის მსგასია, მაგრამ ეგ კონკრეტულ კოინს გირიცხავს, რასაც ამაინინგებ.
  18. დასქრინე ვერსიები და გეტყვი რომელი დააყენო. კომპში შეიძლება რამე სხვა ვირუსიც გქონდეს. გადააყენე სჯობს.
  19. Vega გრაფიკა დაუთრევია ინტელს მაინც Intel Core i7-8709G with Vega M Graphics http://www.guru3d.com/news-story/intel-core-i7-8709g-with-vega-m-graphics.html
  20. ჰოდა დაიწყე ნაისჰეშით + აქ გადახედე ტოპიკებს. კონკრეტულ კოინებზე წერია ინსტრუქციებიც.
  21. Bittrex-ზე იყიდება. დღეს მოიმატა და გავყიდე. ახლა ოდნავ კლებაში წავიდა. ძველი ნაყიდი მქონდა და მოგება დავაფიქსირე. რომელი კოინი სად იყიდება შეგიძლია აქ ნახო, Markets ტაბზე. მაგალითად იგივე სტატისი: https://www.cryptocompare.com/coins/strat/markets/BTC
  22. X11 ალგორითმზეა ეგ. მაგ ალგორითმს ასიკები სულს აძრობენ, კომპით აზრიც არ აქვს დამწყები თუ ხარ, nicehash.com-ზე დარეგისტრირდი და მაგით ამაინინგე. პროცესორსაც გამოიყენებს, ვიდეო ბარათსაც და ბითკოინში გადაგიხდის.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.