-
Posts
109565 -
Joined
-
Days Won
1034
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by George
-
Thermaltake Toughpower GF3 1000W კვების მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/supply/thermaltake-toughpower-gf3-1000w-review.html 1000 ვატიანი გოლდია იაპონური შიგნეულობით და 10 წლიანი ქარხნული გარანტიით, full მოდულარია და ATX 3.0 და PCI-E 5.0 მხარდაჭერაც ქონია, ანუ საკმაოთ ძვირიანი მოდელია
-
Opera 97.0.4718.0 Developer https://get.geo.opera.com/ftp/pub/opera-developer/97.0.4718.0/win/Opera_Developer_97.0.4718.0_Setup_x64.exe + ჩეინჯლოგი: https://blogs.opera.com/desktop/changelog-for-97/ Opera Crypto Browser 96.0.4693.24 https://get.geo.opera.com/pub/opera_crypto/96.0.4693.24/win/Opera_Crypto_96.0.4693.24_Setup_x64.exe
-
ჰო მეც ვნახე სადღაც ინფო რომ განსაკუთრებით რეფერანსი ვერსიები დამატებით რაზგონზე პერფორმანს კარგავენო, მანდ ალბათ შენ შემთხვევაში მაგაზე ზევით ეცემა წარმადობა, ან ხურდება ზედმეტათ და აგდებს აბაროტებს ავტომატურათ, VRAM რაზგონზეც ახურებს თუ არ გიცდია, რეფერანსზე მანდაც პრობლემები აქვს XTX განსაკუთრებით მგონი
-
დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-Web-dl 1080P 50fps-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, ამჯერათ სეტანტას ტრანსფერით დაიდო, ცოტა გაცვეთილი ტრანსფერია მაგრამ ლაგების გარეშე იყო, პსჟ 5 ქულით უსწრებს მაგ ტურის შემდეგ მარსელს, მესამეზე კი მონაკო მიდის, თუმცა ლანსი ჯერ არ ჩამორჩება მონაკოს ისე ძალიან, წელს 4 გუნდი გამოვარდებაო მეორე დივიზიონში, მაგრამ ეგ არ ვიცი ფლეიოფიც იქნება თუ პირდაპირ 4 გუნდი ვარდება ფლეიოფის გარეშე, შეიძლება 18 გუნდამდეც მცირდებოდეს შემდეგი ჩემპიონატი და მაგიტომ, აქამდე მახსოვს 2 ვარდებოდა პირდაპირ და 18 გუნდი ხვდებოდა მეორე დივიზიონის მესამე გუნდს, ანუ როგორც ეგ გერმანიაშია, აჩერედნოი მადრიდული დერბიც ვნახე რეალი-ატლეტიკოს დაპირისპირება, ამჯერათ ოკოსპორტის ტრანსლიაცია დაიდო, სლუცკიც იყო ერთ-ერთ კომენტატორათ, კვარაცხელიას წინა ტრენერი რუბინში, არ ყოფილა ექსტრა ინტერვიუები და გარჩევები, ამოჭრილი ვარიანტი დაიდო რუტრაკერზე, მაგრამ ნორმალური ტრანსფერია ლაგების გარეშე, რაც შეეხება თვითონ თამაშს საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა სადაც არ ქონია დიდი უპირატესობა მადრიდს, 64 წუთზე ანხელ კორეა გააძევა სუდიამ მოედნიდან, 78 წუთზე გახსნა ანგარიში ხოსე მარია ხიმენესმა, 85 წუთზე ალვარომ გაათაბრა ანგარიში, ეგ 18 წლის მადრიდის ვასპიტანიკია და მაგის კისერზე იყო ნაწილობრივ მანამდე გაშვებული ბურთი, კარგათ დაარტყა თავური და შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მეტი გოლები აღარ გასულა და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ისე ბარსა რეალზე გაცილებით ცუდათ გამოვიდა წელს ევროკუპკებში მაგრამ ჩემპიონატში კი ჯაბნის კარგათ რეალს და არ კარგავს თითქმის ქულებს, მაგრამ ევროკუპკებში მაგის ნახევარსაც არ აჩვენებენ და დაცვაშიც ქონდათ პრობლემები თან, კიდე 5-6 შეხვედრა მაქვს გადმოწერილი და ვიკენდამდე ვნახავ მაგეებსაც, არ ვიცი შეიძლება რამე საინტერესო მიდვიკზეც ტარდებოდეს არ შემიხედია რასპისანიისთვის
-
დღეს ფინალიც ვნახე დუბაის პრემიერის WTA 1000 ტურნირის 1080i-ში, ისევ სეტანტას ტრანსლიაცია იყო ცოტა გაცვეთილი მუქი ვიდეოტრანსფერით, თუმცა მეტრეველი იყო კომენტატორი, რაც მთავარია არ ლაგავდა ბურთის მოძრაობის დროს, მაგ კანალზე ხშირათ იცის ეგეთები ფეღბურთის ტრანსლიაციებზე და არა მარტო, სხვათაშორის არ გამოვიდა ძალზე საინტერესო ფინალი, ბანალურათ ნომერ პირველმა რაკეტკამ ჩააგდო ეგ თამაში და ვერ აჩვენა კარგი თამაში, ვერ ვიტყოდი რომ ბარბარა კრეიჩიკოვამ იდეალური თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩეხი კი ჯობდა აშკარათ პირველ ჩოგანს, მარტო პირველ სეტში გამოვიდა უფრო დაძაბული ბრძოლა, მაგრამ მაინც შეძლო ჩეხმა ტენისისტკამ 6-4 გამარჯვება, მეორეში კი უფრო სერიოზული უპირატესობა ქონდა 3-2 ბრეიკის შემდეგ და 6-2 მოიგო მეორე პარტია და 1.5 საათში გაიმარჯვა მაგ ტურნირში, მაგ გამარჯვების შემდეგ ჩეხი ტენისისტკა უკვე 16 ადგილზე გადავიდა და ფინალური ტურნირის გონკაშიც შევიდა უკვე რვაეულში, ანუ ვინც ხვდება მაგ ტურნირში ჯერ სეზონის სტარტზე უფრო, მარტში ტარდება კიდე მასტერსები და პრემიერები და ვნახავ, შემდეგი ტურნირი ინდიან ველსში უნდა გაიმართოს შტატებში, მანდ ქალებიც მონაწილეობენ და კაცებიც
-
Xe G4 48EU ალბათ უფრო, ხოდა ყველაზე ძლიერ 1195g7 უკვე Xe G7 96EU უყენია, 12 სერიაში ალბათ 1260P მძლავრი ინტეგრირებულით და კიდე რამდენიმე მოდელს აქვს 96EU ვარიანტი ჩაყენებული, მაგაზე მძლავრი ინტელს ჯერ არ გამოუშვია მობილურ პროცესორებში, მაგრამ ალბათ 7 ნანომეტრიან 14 სერიაზე გამოუშვებს წესით უკვე, ისე Iris Xe ეგ საერთო სერიაა და მერე იყოფა მაგ EU და ეგ ამცირებს ან პირიქით ზრდის წარმადობას, ანუ 96 მაქსიმუმ 48 უკვე ბიუჯეტური ვარიანტია, ასე 3-4 წლის უკან მგონი ინტელს ქონდა Iris Pro P580 ინტეგრირებულიც გამოშვებული, მაშინ დაახლოებით ნვიდიას MX150 დონეზე უბერავდა ეგ ძველი მოდელი, რაც არ უნდა იყოს ადრე რაც ქონდა 14 ნანომეტრიან სერიაზე ბევრათ ჯობია ეგ ახალი ვარიანტები უკვე, თუმცა გეიმინგისთვის დიდათ არ ვარგა, მარტო ძველი იგრები და კაზუალური თამაშები ეგეც უფრო 720P ან ხანდახან 1080P, მაგაზე ზევით არც ღირს მოსინჯვა ალბათ
-
Intel Xe Graphics G4 იდეაში Nvidia Mx230 2გბ დონე უნდა იყოს ზუსტათ ვერ გეტყვი აი თვითონ ინტელიც შეგიძლია შეადარო აბა: 5300u ინტეგრირებულს მეტის თავი აქვს ამდ-ზე, ისე ყველაზე ძლიერი ინტელის ინტეგრირებული მობილურ პროცესორებში ალბათ ეს უნდა იყოს Intel Iris Xe MAX Graphics ნუ იგივე Intel Core i7-1165G7-ან 1370P რამე დიდი ნახტომი ინგრეგრირებული ვიდეოკარტის წარმადობაში არ ყოფილა, ანუ არ გაუზრდია ინტელს ცალკე ვიდეოკარტის პერფორმანსი, მაგრამ დდრ5 და პროცესორის ხარჯზე შეიძლება მეტი ფპს დადოს იგრებში ეგეთზე ვიდრე ძველზე უკვე, აი ამდ 7000 სერიის ინტეგრირებულზე აქვს უკვე მატება და არც ისე პატარა წინა სერიას თუ შევადარებთ, ლაპარაკი მიდიოდა ლამის 20% მატებაზე და ვნახოთ როცა გამოვა დადებენ ტესტებს, ეგ მობილურ პროცესორებზე ლაპარაკი რაც ნოუტებში იდება, ნუ 1165G და ახალი i7-1370P პირდაპირ ბენჩმარკებს რაღაც ვერ ვხედავ თამაშების, თუმცა ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა დაფიქსირდეს ალბათ, შეიძლება ჯერ არ გაუშვიათ გაყიდვაში და მაგიტომ, მაგრამ მალე გამოდიან ეგ პროცესორებიც, რაღაც მატება შეიძლება დადოს 1270P მაგ ახალმაც, ისე კი 13900H უყენია სხვათაშორის 96EU ინტეგრირებული, ანუ მანდ პროცესორიც ძლიერია და ინტეგრირებულიც არ აქვს სუსტი,თუმცა ეგეთი პროცესორები გეიმერულ სისტემებში გვხდება მარტო ძლიერ ვიდეოკარტასთან ერთად, აი 1270P ბონუსია კარგი ინტეგრირებული ვიდეოკარტა რახან მაგას არა აქვს ძლიერი ვიდეოკარტა ჩაყენებული
-
ვერაფერს ვერ დაგპირდები მაგრამ თეორიულათ შეიძლება თვეებიც კი გაგაწვალონ მაგ ბაგის დაფიქსვამდე, ან თუ გაგიმართლა შეიძლება 23h2 ბილდზე გასწორდეს ეგ პრობლემა, მაგრამ ეგ ზაფხულამდე არა მგონია გამოვიდეს ვოტერმარკის გარეშე ისნაიდერული ბილდი მაინც ფინალური ვარიანტი უკვე, მეც მაგას ვუცდი და მინდა მოვსინჯო ჩემ ძველ სისტემაზე რა ხილია, თორე 1 რესრარტით აბრუნებს ისევ 10-ზე მაინც ჯერ დავტესტავ მაინც, უფრო ამდ თუ იყოჩაღებს და რამდენიმე კვირაში დაფიქსავს მაგ ბაგს
-
რეპაკი თუა არ უნდა უნდოდეს არაფრის ჩაკვეხება პირდაპირ ეშვება მაგეებზე, ისო რელიზზე უნდა ჩაგდება კრეკის, მაგრამ მანდაც მოყვება ხოლმე სხვა ფოლდერში ცალკე
-
11-ზე ეგ თუ 10-ზეც ეგრე იყო, შეიძლება ჩისტი 11-ის ამბავიც იყოს 10-ზე არ დაგიტესტიათ, არაფერი ეგეთი არ ჭირს ჩემ ძველ RTX1080 და მაგიტომ, მაგრამ როგორც ჩანს მარტო 7000 ახურებს, მაგრამ მოსინჯეთ 10-ზეც მაინც 11 ვისაც უყენია, რამე ცალკე პარტიშენის შექმნაც შეიძლება სწრაფათ და დატესტვა და მერე წაშლა ვისაც 10-ი არაფერში ჭირდება ან 11 ურჩევნია, მაგრამ თუ იქ კარგათ მუშაობს დროებით შეიძლება იმაზე დარჩენაც ჯობდეს ფრისინკის და მაგ ჭედვების გამო, ისე ფრისინკზე ნვიდიაზე უფრო უნდა ახურებდეს, რახან მანდ gsync compatible-ით მუშაობს კარგ მონიკებზეც კი, ამდ კარტებზე კი პირდაპირი საპორტი აქვს ფრისინკ პრემიუმის ან ფრისინკ პრემიუმ პროს მონიკებზე, ანუ გაბერვები ნვიდიაზე მეტი უნდა ქონდეს, არ ვიცი შეიძლება აქვს მაგრამ მარტო 11-ში და ბოლო 4000 სერიის კარტებზე, მე არ დამიტესტია კარგათ მაგ ახალ ვინდოუსზე, მაგრამ 10-ში კარგ ფორმაშია და არაფერი ახურებს და ლაგავს ზედმეტათ, გლობალურათ ახურებს ფრისინკზე თუ მარტო ზოგ იგრებში ისე, ეგეც 7000 კარტების თემა მგონია მაინც
-
არ გამართლდა ისევე პესიმისტური პროგნოზები როგორც ეთერეუმის და ბიტკოინის წინა დაცემის პერიოდში, რომ გვაფრთხილებდენ უფრო სერიოზულ დროპებზე, ანუ 1570$ დაცემის შემდეგ ისევ 1670$ უახლოვდება ეთერეუმი, ბიტკოინი კიდე 22700$-ზე დაეცა მარტო და უკვე 23700$, ანუ ისევ იზრდება მაღალი დოუ ჯონსის და ოქროს კურსის გარეშეც ყველაფერი, უნდა ავსულიყავი ასე 3000$-მდე მაინც ალბათ მაგ პესიმისტიკური პროგნოზებისთვის რომ არ შემეხედა და ამეღო ისევე 1500$ ფარგლებში ეთერა, დიდი დროპები დროებით დასრულდა როგორც ჩანს და თუ დაეცა მაქსიმუმ 200$ ეთერეუმი და ეგეც თვეში ერთხელ იცის წელს და არა ხშირ-ხშირათ, მანდ 1800$ თუ გაცდენ შეიძლება მერე 1600$ ვეღარც იყიდო ვერაფერი კარგა ხანს, ერთადერთი მაგაში დაბალი ოქროს კურსი და დოუ ჯონსის ინდექსი თუ შეუშლით ხელს, ეგენი მართლა ეცემა ბოლო რამდენიმე კვირაა, ჯერ-ჯერობით ეგრე გაძლიერებულია კრიპტო იანვრიდან მოყოლებული და მერე ვნახოთ რა და როგორ იქნება, თუ ისევ გაუჭირდა ალბათ უფრო მაისისთვის ყველაფერს
-
ისე ეს ახალი 870 ევოც სატა3-ზე საკმაოთ გრილი სსდ ყოფილა, ეხლა რომ დათბა და ოთახში 19 გრადუსია 24 გრადუსს აჩვენებს აიდლზე და 30 დიდათ არ ცდება გრუზზე, ბენჩმარკებში შეიძლება 20-25 წუთში ასე 35 გაცდეს მაგრამ ეგეც არაა დიდი ტემპერატურა, რაც არ უნდა იყოს 120 ლარათ ნორმა ვარიანტი იყო და 500გბ უკვე 200 ლარი უნდოდა ან მეტი დაჟე, ალტაში 230 ჯდება 870 ევო 500გბ, ნუ 980 აქვს გენ3 კიდე 130 ლარათ 250გბ და ფური რენეგადია 500გბ 230 ლარათ ჯენ4 მანდვე https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/kingston-fury-renegade-pcie-4.0-nvme-m.2-ssd-500gb.html 980 პრო 300 ლარიო მანდვე ჯენ4 რაც ცოტა უკვე ძვირია დაჟე ფასდაკლების გათვალისწინებით, 230 ლარი მაღაზიისთვის ნორმალური ფასია ჯენ4-ში მაგ მოდელში, მე რამე მასეთს ავიღებ ალბათ ახალ სბორკაზე, ეგ იქნება მაქსიმუმი, მეტი არაა საჭირო აშკარათ, მეტში ვგულისხმობ 1ტბ ვარიანტებს და თან ჯენ5 რომელზეც შეიძლება წარმადობა კიდე იზრდება მაგ ახალ მაზერებზე მაგრამ ფასიც კარგათ ემატება მაგ ახლებზე და ჯერ ცოტა პრობლემურია თან, არა მარტო სამსუნგებზე ქონდა გაბერვები, რასაც ვუყურებ ფასი-წარმადობით 500გბ ჩანს ყველაზე კარგი ვარიანტი ჯენ4-ზე nvme-m.2 PCI-E-ზე მოდელებიდან 250 ლარის ქვემოთ რაც მოგივა უკვე ჩვენთან სეილზე, თუმცა ნელ-ნელა შეიძლება კიდე დაეცეს ფასი ან მაგ ფასათ უკვე ჯენ5 მოგივიდეს მოგვიანებით, მალე იაფდება და მაგიტომ
-
ხო აქვს ეგ პრობლემა ზოგან https://blogs.windows.com/windowsdeveloper/2017/05/19/improving-high-dpi-experience-gdi-based-desktop-apps/ მე 2k 27 ინჩიან მონიტორზე ppi 109 მაქვს და არ ჭირდება მაგის გაკეთება დიდათ, 100% dpi ყოფნის ყველაფერზე დეფოლტზე რაც აყენია, არ აბლურებს არაფერს, პიქსელაციაც არ ეტყობა და ასოებიც ისეთი წვრილი არაა რომ ვერაფერი წაიკითხო ახლოდან როცა უზიხარ, ანუ ნორმალურია ჩემთვის
-
კი რაღაცა შეცვალეს მაგ უტილიტაში და აჩვენებს უკვე, მოკლეთ მაგით შეამოწმე ხოლმე, კი მანდ ყველაფერი მწყობრშია, იდეაში დიდხანს გაძლებს ეგ სსდ
-
ისე ვაკვირდები და FTX კრახის შემდეგ სიტუაცია საკმაოთ გამოსწორდა და დასტაბილუროდა კრიპტოში, ნუ ბიტკოინ-ეთერეუმი საკმაოთ გაიზარდა და ბოლო პერიოდში ყველაფერი რომ ეცემოდა ბიტკოინი და ეთერეუმი მაინც მაღალ კურსს ინარჩუნებდა და ეგრე გრძელდება უკვე 1 თვეზე მეტია, არც ეხლა დააგდეს 1570$-ზე ქვემოთ ეთერეუმი, უკვე მიუახლოვდა 1650$, თუმცა ყველაფერი საკმაოთ დაცემულია დოუ ჯონსი იქნება თუ ოქროს ფასი, დოუ ჯონსმაც რომ ამოქაჩოს და მიუახლოვდეს 35000 ატმეტკას მაინც და ოქროს კურსი ისევ გაცდეს 1900$+ ალბათ ვიხულავთ ბიტკოინზეც მინიმუმ 27500$+ უკვე და ეთერეუმიც გაცდება 2000$, მაგრამ მანამდე ეგეთ ატმეტკებზე დგას, რაც ცუდი სულაც არაა წინა წლის ზამთრის ფორმას თუ შევადარებთ, ნუ დეკემბერში ძალიან უჭირდა ყველაფერს
-
და რატომ არ აჩვენებს ან რითი ამოწმებ, HDD tune არ ჩანს სმარტი, ნოუტბუკის ბრალია ვითომ, რომელი სსდ ზუსტათ, შეიძლება მიერთების ბრალი იყოს, ანუ მაგ კონექტზე არ ქონდეს სმარტის საპორტი, უბრალოთ ვერ დაადგენ რა ფორმაშია სსდ ზუსტათ ან რამე უჭირს თუ არა, რამე სხვა უტილიტა იქნება რითიც შეიძლება სსდ ფორმის დადგენა, აი NVME ასეთი რაღაც ვიპოვე https://blog.covecube.com/2018/05/stablebit-scanner-2-5-2-3175-beta/ NVME არ ქონიათ სმარტის საპორტი მგონი, შეიძლება crystalinfo აჩვენოსო სმარტი, ცადე აბა https://crystalmark.info/en/download/
-
პატარა ზომის სსდ ბევრი დრო არ ჭირდება, დიდზე ბევრი დრო უნდა უფრო, ნუ რამდენიმე წუთი ანდომებს ჩემ 250გბ სატა3 870 ევოზე ფულლ სკანს, m2 ssd-ზე კიდე მცირდება სკანირების დრო
-
How to remove 'Get Started,' TPM, and CPU requirements from Windows 11 with tiny11builder https://www.neowin.net/guides/how-to-remove-get-started-tpm-and-cpu-requirements-from-windows-11-with-tiny11builder/ სხვათაშორის თუ ვინდოუს 10-ან აკეთებ პირდაპირ აპგრეიდს და appraiserres.dll ფაილს ანაცვლებ ინსტალერის ფოლდერში ვინდოუს 10-ის ფაილით, მაგ შემთხვევაში აგრძელებს დაყენება და მეტი არაფრის ჩალიჩი არ უნდა ძველ სისტემებზე სადაც ვინდოუს 11 საპორტი არა აქვს ან TPM-ის, ეგ კი არა და როგორც გქონდა იქ ყველაფერი ისე დარჩება 11-შიც, ანუ თუ გეიმ მოდი ამოცლილი იყო ეგრე დარჩება 11-ზეც, მე რომ ვაყენებდი ეგრე იყო, ვნახოთ მესამე ფინალურ ბილდში რა სიტუაციაა, ზაფხულში შევამოწმებ აუცილებლათ, კვებასაც ახალს დავუყენებ უკვე, ეს კვება 2009 წლისაა და ცოდოა უკვე მაგაზე რამის მუშაობა პაპანაქება სიცხეში თან, thermaltake ეს კვება ჯობია მაინც უქმათ მაქვს ყუთში შენახული შკაფში https://www.thermaltake.com/smart-dps-g-650w-gold.html ზუსტათ ეგ მოდელია, სხვაში არ აგერიოათ, ერთი ვიდი აქვს ბევრს და ისინი უფრო უბრალო მოდელებია იაპონური შიგნეულობის გარეშე, მაგას 7 წლიანი ქარხნული გარანტია აწერია, ბრონზებია კიდე ეგეთივე ჩინური შიგნეულობით 5 წლიანი გარანტიით, ვიდი ზუსტათ ეგეთივე აქვს მაგრამ უფრო იაფი ღირს ეგეთი, შეგიძლია მაზერს მიაერთო უსბ კაბელით და fan კონტროლი და ტემპერატურაც ჩანს კვების რა სიტუაციაა, zero-fan ქონია მაგ უტილიტიდან, თან მოდულარია ეგ და კაბელებიც ნაკლები უნდა კეისში, ეხლა ძველ კვებაზე გამოტენილია კაბელებით ყველაფერი, ნუ სემი მოდულარია კი, მაგრამ ეგ რაც აქვს დატოვებული ყოველთვის მიერთებული უნდა გქონდეს მაინც კვებაში, მაგის გარეშე ვერ გაეშვებოდა, დანარჩენი კი შეგიძლია შენ გემოზე დააერთო უკვე სატა კაბელი იქნება თუ სხვა
-
ნუ რეტრიმს თვითონაც აკეთებს ვინდოუსი ავტომატურათ მაგას თუ მთლიანათ არ გამოურთავ, მანდ შენით გატარება არაფერს არ უნდა, რაც შეეხება ყვითელ დაუყენებელ დრაივერებს, ეგ უფრო ინფორმაციული დრაივერებია, ანუ აფიქსირებს რა გიყენია სისტემაში, ამ თემაში ვაგდებ ხოლმე ბოლო ვერსიებს და თუ შემდგომში დაგჭირდება შეგიძლია გადმოწერო მაქედან https://www.overclockers.ge/index.php?/topic/2454-intel-chipset-software-installation-utility/page/14/#comments სსდ-ზე ცალკე დრაივერის დაყენება არაა დიდათ აუცილებელი, მე რაპიდ მოდიც მყოფნის, ანუ თვითონ მიკროსოფტის დრაივერიც ნორმალურათ მუშაობს რასაც აყენებს, თუ არ დააყენა მ2 მაშინ შეიძლება კიდე, აი Intel Management Engine Interface მიყენია, მე თუმცა მანდაც მარტო დრაივერის დაყენებაც საკმარისია, მთელი სბორკა არაა აუცილებელი დააყენო, ეგ ყველაფერი მეეჭვება დაგჭირდეს და მაგიტომ, რაც შეეხება მაგ თამაშს, შეიძლება რეალურიც იყოს, რახან მაგარი დაბალი ფპს ქონდა სერიოზულ იმ დროინდელ კარტებზე მახსოვს, თუმცა 1080P ალბათ ცოტა პატარა ფპს მაინც მაგ კარტისთვის, ანუ ოპტიმიზაცია ალბათ არც მაგ თამაშს აქვს კარგი, ისე რებარის ჩართვა მოახერხე თუ არ გამოგივიდა
-
მე ყველაფერი ინგლისურათ მაქვს დახურული პს-ზე, რამე დიდ დისკომფორტს არ განვიცდიდი ლაპარაკის 80% კარგათ მესმოდა გაჭირვების გარეშე 10% შედარებით ცუდათ და დარჩენილი 10% არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას და ეგეც მარტო ზოგიერთ იგრებში იყო ეგეთი რთული ინგლისური უკვე, თუმცა სპორტულ ტრანსლიაციებს, ფილმებს და სერიალებს ბავშობიდან რუსული გახმოვანებით ვუყურებდი და ვეღარ გადავედი ინგლისურ ენაზე ან თუნდაც ქართულზე, მაგრამ მანდ ყველაფერს მაინც ვერ უყურებ ქართულათ, იშვიათათ თუ ვნახე რამე ინგლისურათ
-
kms-ით ხო, ალბათ რაღაც ბაიპასია, თუმცა დიდი ხანია არაფერი გამიაქტიურებია, შეიძლება უკვე მშვენივრათ ააქტიურებს UEFI-ზეც, 6 თვიანი აქტივაცია იქნება მერე ხელახლა უნდა გაატარო
-
ლოლ დღეს ჩაირთო ღამის ექსპრესი უკვე 35მბ თან 100მბპს უკვე, აი სისწრაფეც: მაგრამ მთავარი მაინც ტორენტია: რიხინ-რიხინით მოაქვს, შეიპერი მეყენა cfos-ზე 4500მბპს და არ გაატარა მაქსიმუმი, თუმცა ტორენტს ვერ აჩერებს მაინც ავიდა თითქმის მაქსიმუმზე, ანუ გუშინ რომ გამიაქტიურეს ღამით 0 რეაქცია მაგრამ დღეს რომ გაცდა 12 საათს ჩაირთო მშვენივრათ, არ რაღაცა გაასწორეს ან ეგრე იყო დაკონფიგურებული, ვისთანაც პირველ დღეს არაფერი მოემატება რომ გაითვალისწინოს
-
ადრე იყო ვინდოუს 7-ზე DAZ loader აქტივაცია, მერე პირდაპირი აპგრეიდით აყენებდი ვინდოუს 10 იმავე რევიზიას და გაძლევდენ უფასო კლუჩიკს და დაყენების შემდეგ თავისით აქტიურდებოდა მაგ სისტემაზე, წლების უკან ეგრე დავითრიე, ეხლა რა ხდება არ ვიცი, დიდი ხანი მუშაობდა ეგ მეთოდი, UEFI მგონი აქტიურდება ვინდოუს 7-ზე, ან კიდე უფრო მარტივი ვარიანტია იაფიანი ლიცენზია იყიდო OEM კლუჩიკი, ძვირი არ ღირს ნამდვილათ
-
ლოლ სასწავლათ გავძვერით ბეწვზე მსოფლიო ჩემპიონატში 3 ქულით წავაგეთ და იქაც 3 ქულით გვქონდა მოგებული და გვეყო ეგეთი რეზულტატიც, ისლანდიასაც ეგეთივე წაგება და მოგება დაუფიქსირდა და დამატებითი პარამეტრებით გადავუსწარით https://www.fiba.basketball/basketballworldcup/2023/european-qualifiers/groups თან ბოლოს შეეძლოთ კიდე 2 ქულიანის ჩაგდება წამები რომ რჩებოდა
-
ეს თემა იქნება https://support.hp.com/id-en/document/c07054518 ამოუღიათ საპორტი 2020 წლიდან ბიოსში შეიხედე და ნახე აქვს თუ არა მაგის ჩართვის სეთინგი აბა
