ჩვენ შესახებ

Overclockers.ge – ს ისტორია იწყება 2007 წლიდან, რამოდენიმე ენთუზიასტმა, კერძოდ გიორგი მარგებაძემ, ნოდარ სვანიძემ, ზვიად ხარატიშვილმა მოახერხეს და ჩამოაყალიბეს პირველი ფორუმი განხრით, რომელიც მოიცავს კომპიუტერული სამყაროს მიღწევებს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმოხილვას, ასევე პროფესიონალურ ხედვას კომპიუტერის შიდა თუ გარე მიკროარქიტექტურაში. ფორუმი დაკომპლექტებული იყო სულ რამოდენიმე ადამიანით, რომლებმაც თავიანთი უზადო შრომით და ენთუზიაზმით მოახერხეს ქართველი ხალხში უკვე კარგად დამკვიდრებული ტერმინი „კომპიუტერი“, უფრო მრავალი განხრით წარედგინათ. ძირითადად საქართველოში კომპიუტერის მცნება იწყება ოთკუთხედი ყუთიდან და მთავრდება „უპულტო ტელევიზორით“ a.k.a მონიტორი. თუმცა საიტმა მოახერხა და განზოგადებული მცნება კომპიუტერი უფრო კონკრეტული გახდა.
საიტი დაარსების დღიდან გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას კომპიუტერული ტექნოლოგიის შესახებ. ხდება უახლესი ნაწილების ლაბორატორიული ტესტირება.ჩვენთან იხილავთ საჭირო ინფორმაციას გამომთვლელი მანქანის შექმნიდან დღევანდელ დღემდე. ასევე მცირედი ხედვა მომავლისკენ და ანალიზი ტექნოლოგიის მოსალოდნელი განვითარების შესახებ.
საქართველოში კომპიუტერის დაჩქარება საკმაოდ საფრთხილო საქმედ ითვლებოდა. ხდებოდა ხალხის გამიზნულად დაშინება პრინციპში არაარსებული საფრთხის წინაშე. რა თქმა უნდა რისკი ამ საქმიანობას გააჩნია, მაგრამ ჩვენი დახმარებით შესაძლებელია ზიანის მინიმუმამდე დაყვანა. საქართველოს ბაზარზე არცთუ ბევრს აქვს საშუალება,შეიძინოს უმაღლესი დონის ტექნიკა. სწორედ ამას ემსახურება ეს საიტი.ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, იაფი ტექნიკით დაეწიოთ და გადაასწროთ 3-4 მაგი ფასის მქონე ნაწილებს. მწარმოებლის ტაქტიკა ხშირად შეფარულია და 1 “ვაშლი” შეიძლება 5-6 სხვადასხვა შეფუთვით მოგვყიდოს განსხვავებული ფასებით. აქვე ასპარეზზე გამოდის ოვერქლოქერების გუნდი და გეხმარებათ აარჩიოთ საუკეთესო ფასი/წარმადობა. ჩვენი მონაცემთა ბაზა მოიცავს საკმაოდ დიდ ტესტებს და შედეგებს უახლესი ნაწილების შესახებ. აქედან იოლად შეიძლება ანალიზი და დასკვნა, თუ რომელი ნაწილით რისი მიღწევა შეიძლება და რა არჩევანი მოიტანს საუკეთესო დანაზოგს.
კომპიუტერის ის დეტალები, რომელთა დაჩქარებაც შესაძლებელია, წინასწარვე მოდის მწარმოებლისგან განსაზღვრული ტექნიკური მონაცემებით. არ არსებობს არანაირი გარანტია დაჩქარების შედეგის მიღწევაზე. მწარმოებელი იძლევა გარანტიას მხოლოდ მის მიერ მოცემულ მონაცემებზე.
ძირითადი რისკი დაკავშირებულია აჩქარების პრინციპზე. ფაქტიურად აჩქარების დროს ჩვენ მივიღებთ იმაზე მეტ სიმძლავრეს და ბევრად დიდ სიჩქარეს ვიდრე ეს კომპონენტის ყიდვისას განსაზღვრა მწარმოებელმა. რისკი რომელიც ახასიათებს რომელიმე კომპონენტის აჩქარებას დაკავშირებულია ზუსტად იმ პრინციპზე, რომ რომელიმე კომპონენტის სიცოცხლისუნარიანობა იმაზე მცირე ხდება ვიდრე ეს აჩქარებამდე უნდა ყოფილიყო. დავუშვათ პროცესორი რომელიც რეალურად იცოცხლებდა 20 წელს, 50% დაჩქარების შემდეგ და 24/7 მოხმარებით სავარაუდოდ 5-10 წელს აიტანს.მაგრამ ტექნოლოგიის განვითარების ტემპების გათვალისწინებით არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ გააჩნია პროცესორს 5 წლის შემდეგ. აქედან შეიძლება ელემენტარული ლოგიკის განვითარება. ჯობს დღეს გვქონდეს დამატებითი სიმძლავრე და ის ვადა რაც რეალური ვარგისიანობა სახეზეა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იმედი რომელიმე კომპონენტის 5 წელზე მეტი ხნით ხმარებისა მაინც ფუჭია.
დაჩქარებას, გარდა იმისა რომ იაფფასიანი ნაწილებიდან შეუძლია დიდი წარმადობის გამოქაჩვა, ასევე გააჩნია დიდი აზარტი.მსოფლიო ჩაბმულია თამაშებში, შეჯიბრში. უკვე საქართველოშიც დიდი ხანია აზარტმა ექსტრიმის ყველა საფეხურს გადააბიჯა. ჩვენმა გუნდმა ეტაპობრივად მოახერხა მინუსოვანი ტემპერატურის გადალახვა და ერთ-ერთი პირველ შედეგზე E8600 გაიყინა -128 გრადუსზე. მიღწეულ იქნა 6.5 გიგაჰერცი სიხშირე. იმის გათვალისწინებით რომ მსგავს ტექნიკაზე მსოფლიო აბსოლუტური რეკორდი 6.7 გიგაჰერცს შეადგენს, შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია. ამჟამად საქართველოს აბსოლუტური რეკორდის ავტორი ჩვენი ფორუმის წევრია Power_Vano და რეკორდი შეადგენს 8322.44 mhz-ს ინტელის Celeron LGA775 356 პროცესორზე -188 გრადუსზე ცელსიუსით. ეს შედეგი იმით არის შესანიშნავი, რომ 2014 წლის მარტისთვის მე-12 ადგილი დაიკავა მსოფლიო მაშტაბით და მე-2 ადგილი ინტელის პროცესორებს შორის.
იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, არცერთ მწარმოებელს არ გააჩნია პირდაპირი ინტერესი, რომ ტექნიკით მოგვამარაგოს და ტესტების ეგზემპლარები მოგვაწოდოს. აქ ჩვენ მხოლოდ ლოკალური სპონსორების იმედზე ვართ, რისთვისაც დიდი მადლობა გუნდისგან პროფესიონალური კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ ფირმას “Gitec”-ს. საიტის შექმნის დღიდან მათი გვერდში დგომით და მხარდაჭერით უკვე მოხერხდა ორი ლანფართის ჩატარება. სპონსორმა ასევე მოგვაწოდა პრიზები გამარჯვებულებისთვის.
საიტი დაკომპლექტებულია ადმინისტრაციის (ადმინები, გლობალ მოდერატორები , მოდერატორები)
მაღალი პროფილის წევრებისა (ნიუსჰანტერები, VIP, OC Master-ები)
და ჩვეულებრივი მემბერებისაგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან 4000 კაციან ფორუმს
ქართული ოვერქლოქერების გუნდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებულისთვის.

Leave a Reply