Intel Core i7-3970X EE გამოჩნდა გაყიდვებში

კომპანია Intel-მა გამოუშვა ახალი ფლაგმანი თავისი პროცესორების რიგში Intel Core i7-3970X EE, იგი LGA2011 სოკეტზე გამოდის და 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული Sandy Bridge-E არქიტექტურაზე, როგორც მისი წინამორბედი და ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი, 256KB მეორე დონის ქეში ყოველ ბირთვზე და 15MB მესამე დონის ქეშ მეხსიერება, მეხსიერების ოთხარხიანი კონტროლერი DDR3 ტიპის (128GB ოპერატიულის მხარდაჭერით) და 40 PCI Express არხი.

Posted Image

განიხილეთ ფორუმზე

ან

ტაქტური სიხშირე Core i7-3970X EE პროცესორისთვის იქნება 3.5 GHz, ხოლო ტურბო რეჟიმში მისი მაქსიმალური სიხშირე იქნება 4.0 GHz და TDP 150 ვატი. ფაქტიურად ამ პროცესორმა მოხსნა AMD Phenom-ის რეკორდი TDP 140 ვატი.

Posted Image

კომპანიის ფლაგმანი უკვე გამოჩნდა გაყიდვაშე სინგაპურში 1168 დოლარად. თუმცა რეკომენდებული ფასი როგორც ყოველთვის ინტელის ტოპ პროცესორებისთვის 999 დოლარია ხოლმე. პროცესორი იყიდება BOXქულერის გარეშე და ყუთი შეფერილია შავი ფერით რაც გვახსენებს რომ ეს პროცესორი Extreme ვერსიაა.

Posted Image