სისტემური დაფა Intel DX79TO

კომპანია Intel-მა გამოუშვა LGA2011 სოკეტზე დაფუძნებული სისტემური დაფა Intel DX79TO. მისი ღირებულება დაახლოებით 200-210$-ს შეადგენს და ის ითვალისწინებს პროცესორ Core i7-39xx (Sandy Bridge-E), მაქსიმუმ რვა და საერთო ჯამში 64 გბ ოდენობის, DDR3-1600+ ტიპის ოპერატიულ მოდულის, ორი ვიდეობარათის (PCI Express 3.0 x16) და ექვსი SATA-მოწყობილობის, მათ შორის 6 გბიტ/წმ გამტარიანობის მქონე პორტების მხარდაჭერას.

Posted Image

გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია PCIe x1 (3) და PCI სლოტებით, ოთხი გასასვლელით ფენებისთვის, Power და Reset ღილაკებით. გაგრილების სისტემის რადიატორები შედარებით მცირე ზომისაა და შესრულებულია შავ-ლურჯ ფერთა გამაში. დამატებითი კვების მიწოდება კი ხდება 8-პინიან EPS12V-ის მეშვეობით. ხოლო, შეტანა-გამოტანის უკანა პანელზე გამოტანილია S/PDIF (ოპტიკური), USB 3.0 (2), USB 2.0 (6), RJ-45 პორტები, FireWire და სამი ანალოგური პორტი ‘მინი-ჯეკი’.

სიახლის ავტორი – X-treme user

განიხილეთ ფორუმზე