ASUS Rampage IV Extreme

გაჩნდა ინფორმაცია Intel X79 ჩიპსეტზე დაფუძნებულ სისტემურ დაფა ASUS Rampage IV Extreme-ის შესახებ, რომელიც რასაკვირველია ორიენტირებული იქნება Sandy Bridge-E (LGA2011) პროცესორებთან. ის შესრულებულია აგრესიულ შავ-წითელ ფერთა გამაში და შედის ელიტურ ASUS Republic Of Gamers (ROG) სერიაში. ის აღჭურვილია ოპერატიული მეხსიერების 8 სლოტით (მხარდაჭერილია DDR3-მოდულები 2400 მჰზ-მდე), ხუთი PCI-Express x16 ინტერფეისით და ერთი PCI-E x1-ით. ასევე, ოთხი SATA 6 და ამდენივე SATA 3 გბიტ/წმ პორტით. გათვალისწინებულია CPU-ქულერების გამოყენების შესაძლებლობა – როგორც LGA2011, აგრეთვე LGA1366 სოკეტისათვის, ხოლო ჩიპსეტის გაგრილების სისტემაში კი, აქტიური ელემენტი (ფენი) ‘default‘-ზეც ადგილზეა. კვებას თავის მხრივ, საფუძვლად უდევს II თაობის Extreme Engine Digi+ ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს ანალოგურ და ციფრული მართვის სქემებს.

Posted Image

სიახლის ავტორი – X-treme user

განიხილეთ ფორუმზე

ან

უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი USB 3.0 გასასვლელი (კიდევ ოთხი კი რეალიზებულია შესაბამის პორტების მეშვეობით) და რვა USB 2.0, PS/2, ორი eSATA 6 გბიტ/წმ, 3,5 მმ-იანი სტანდარტული პორტები – აკუსტიკური სისტემისა და აუცილებელ S/PDIF-სათვის. გარდა ამისა, RJ-45 – LAN-თან დაკავშირებისთვის. ნახევრადგამჭვირვალე ლურჯ გამობერილ თავსახურით ადვილად არის შესაძლებელი ინტეგრირებული Bluetooth მოდულის ამოცნობა.

Posted Image

Posted Image

როგორც ამ რანგის პროდუქტების უმრავლესობა, Rampage IV Extreme-იც დაკომპლექტებულია ძაბვის გაზომვის საკონტროლო წერტილებით, ჩართვის, გადატვირთვისა და BIOS-ის განულების ღილაკებით და ‘debugging‘ ინდიკატორით. Subzero Sense გასასვლელი იძლევა ერთდროულად CPU და GPU-ტემპერატურის მონიტორინგის საშუალებას – ორ თერმომზომის გამოყენებით. ხოლო ტექნოლოგიაVGA Hotwire-ის გამოყენებით, ხდება GPU-ვოლტაჟის გაზრდას უსაფრთხო რეჟიმში. გარდა ამისა, კომპლექტს თან ერთვის OC Keyსახელწოდების მქონე მოდული, რომელიც ერთდება დისპლეისთან ან ვიდეობარათთან და ამგვარად, უზრუნველყოფს მეორე მათგანის უფრო მოსახერხებელ აჩქარებას.

როგორც ჩანს, აღნიშნული პროდუქტის გაყიდვები Sandy Bridge-E პროცესორების ოფიციალური პრემიერის შემდეგ დაიწყება, რომელიც როგორც ცნობილია, დაგეგმილია 14 ნოემბერს. დაახლოებითი ღირებულება კი – 300$-ია.