ASRock X79 სერიის დაფები

გერმანიის როგორც მინიმუმ ორ ონლაინ-მაღაზიაში მიიღება შეკვეთები LGA2011 სისტემური დაფების შეძენაზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სამი მოდელი და ყველა მათგანი განეკუთვნება ASRock X79 სერიას. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ფასები მაღალია: ASRock X79 Extreme4-M ღირს 179Extreme4 – 192Extreme7 – 265€. რა თქმა უნდა, ანონსის თარიღის მოახლოებისას, ეს ნიშნულები ალბათ რამდენადმე დაიწევს, მაგრამ უნდა გათვალისწინებულ იქნას ისიც, რომ მოწინავე მწარმოებლები Asus და Gigabyte-ის პროდუქტები შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ASRock-ისა.

Posted Image

სიახლის ავტორი – X-treme user

განიხილეთ ფორუმზე

ან

Posted Image

Extreme7 გაფორმებულია შავ ფერში, აღჭურვილია ხუთი PCI Express x16 ინტერფეისით – Nvidia 3-Way SLI და AMD CrossFireX-ის მხარდაჭერით, ექვსი DDR3-2400+ სლოტით, 11 Serial ATA პორტით (4 ცალი – 3 გბიტ/წმ და 7 – 6 გბიტ/წმ), როგორც მინიმუმ ექვსი გასასვლელით – ფენებისთვის და ოთხი USB 3.0-ით (მათგანი ორი განთავსებულია უკანა პანელზე). გარდა ამისა, ის ითვალისწინებს 3-სექციან რადიატორს – კვების ელემენტებზე და მცირე ფენს, რომელიც მოთავსებულია X79-ის ქულერზე. აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ ასეთი ზომის ‘ხრახნები’, მტვრის შეგროვების მხრივ, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევიან და მისმა გაჩერებამ შესაძლოა ჩიპსეტის გადახურება და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ASRock-ის ინჟინრებმა გაითვალისწინესX79-ის დაცვის სისტემა – მაღალი ტემპერატურების გავლენისგან. LGA2011 სოკეტი დაკომპლექტებულია 8-არხიანი (ან 16-იანი) სქემით. დამატებით სიმძლავრეს უზრუნველყოფს EPS12V და Molex 4-pin კონექტორები.

Posted Image

ივნისის Computex-ის გამოფენის ფოტოსურათები, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ოდნავ გავეცნოთ ASRock X79 Extreme4-საც. მასზე ჩვენ ვხედავთ 4 სლოტს – DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამ PCI Express 3.0 x16 ინტერფეისს და 10 SATA-ს. მისი სხვა სპეციფიკაციები ჯერჯერობით არ ხმაურდება.