Gigabyte G1. Assassin 2

Posted Image

ინფორმაციულ წყაროს საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გავეცნოთ პირველად IDF-ის გამოფენაზე წარმოდგენილ Gigabyte G1.Assassin 2 სისტემურ დაფას. მისი წინამორბედის მსგავსად, ის შესრულებულია შავ-სალათისფერ გამაში. ‘კომპოზიციის’ ცენტრალურ ელემენტად ითვლება რადიატორი, რომელიც შესრულებულია კომპაქტური პისტოლეტის ფორმის სახით, რაც ამ პერსპექტიულ პროდუქტს – კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით, კიდევ უფრო გამოსარჩევს გახდის.

სიახლის ავტორი – X-treme user

განიხილეთ ფორუმზე

ან

Posted Image

Posted Image

ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ სტანდარტულია ღირებულების მაღალი დიაპაზონის ნაწარმებისა. ბეჭდურ სქემაზე განთავსებულია ოთხი სლოტი DDR3 ტიპის მეხსიერებისთვის, ექვსი SATA პორტი (მათგან ორის მონაცემთა გადაცემის სისწრაფე შეადგენს 6, დანარჩენი ოთხისთვის კი – 3 გბიტ/წმ-ს), ასევე Creative-ის X-Fi აუდიოჩიპი, Bigfoot Networks Killer E2100 კონტროლერი, რომელიც ახდენს ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზირებას სათამაშო საჭიროებებისდა მიხედვით. ‘ჯენტლმენურ ნაკრებს’ ავსებს სამი PCI Express x16 და ორი UEFI მიკროსქემა.

უფრო დაწვრილებით ამ პროდუქტს, ანონსის მოახლოებასთან ერთად გავეცნობით, ჯერჯერობით კი, მხოლოდ ამ მცირეოდენი ინფორმაციით დავკმაყოფილდეთ.

Leave a Reply