EVGA X79 Classified დაფა

ინტერნეტ-რესურს Legit Reviews-ის მიერ, გასულ შაბათ-კვირას ჩატარებულ GeForce LAN 6 ღონისძიებაზე, დაფიქსირებულ იქნა სისტემური დაფა EVGA X79 Classified (LGA2011). ის წარმოადგენს 4 და 6 ბირთვიან Intel Sandy Bridge-E პროცესორების აჩქარებისთვის განკუთვნილ ენთუზიასტ-კლასის გადაწყვეტილებას, რომელთა გამოსვლა თვეზე მცირე დროშია მოსალოდნელი.

Posted Image

სიახლის ავტორი – X-treme user

განიხილეთ ფორუმზე

ან

Posted Image

Posted Image

პროდუქტი წარმოდგენილი იყო გაგრილების სისტემის ინჟინრული ვარიანტით (დაბალპროფილიანი რადიატორი ჩიპსეტის მიდამოებში, ალბათ უბრალოდ PCB-ს დიზაინის დასაფარად იყო გამოყენებული). LGA2011 სოკეტზე მოთავსდა წყლის ბოქს-ქულერი Intel RTS2011LC, გარდა ამისა, ასევე ვხედავთ ოთხ DIMM DDR3 სლოტს, ხუთ PCI Express x16 ინტერფეისს – ვიდეობარათებისთვის და ექვს SATA პორტს (4 x 3, 2 x 6 გბიტ/წმ).

Posted Image

Posted Image

Posted Image

ოვერქლოქინგის მოყვარულებს კი, უდავოდ გამოადგებათ პირდაპირ ბეჭდურ სქემაზე განლაგებული Power, Reset და Clear CMOSღილაკები, ისევე, როგორც ძაბვის საზომი კონტაქტები. უკანა პანელზე განთავსდა Bluetooth მოდული და მთელი 8 ცალი USB 3.0გასასვლელი.

ამ მომენტისთვის, კომპანია გეგმავს Core i7-3000-სთვის როგორც მინიმუმ სამი დაფის გამოშვებას, ესენია: X79 SLI (მოდელის კოდი – E775), X79 FTW (E777) და ზემოაღნიშნული X79 Classified (E779).

Leave a Reply