All Activity

This stream auto-updates     

  1. Past hour
  2. Harmony Lines

    Must See Movies

    Avengers: Endgame final scores Rottentomatoes: 98% IGN - 9.5 Metacritic - 78% Imdb - 9.5 "This is the best superhero movie i'v ever seen" So emotional, so sad, so funny, beautiful action scenes, everything we want, russo brothers make this for fans... Epic final movie for this marvel 11 year saga" აი ასეთი კომენტარებით შეაფასეს კინოკრიტიკოსებმა endgame...
  3. მაგრამ ისევ დაეცა 5450$ ფარგლებში, ვნახოთ აბა თუ მოახერხებს ამჯერათ 6000$ ბარიერის გადაკვეთას თუ ისევ 5500$ ფარგლებში დარჩება გარკვეული პერიოდი ჯერ
  4. სამშაბათს, 23 აპრილს კრიპტო ბაზარზე ზრდა მიმდინარეობს, Bitcoin-მა გადალახა 5500 დოლარიანი ნიშნული და 2019 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი 20 კრიპტოვალუტა წერის პერიოდში მწვანე ზონაშია. Tezos (XTZ) 12%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო 24 საათში. მეორე მხრივ, Binance coin (BNB) და Bitcoin SV (BSV) შემცირდა დაახლოებით 2,7 და 1,2%-ით, შესაბამისად. CoinMarketCap-ის მონაცემებით Bitcoin-ის ფასი ზრდას აგრძელებს და წერის პერიოდში 5590 დოლარს აღწევს. მისი ბაზარზე დომინანტობა ბოლო 24 საათში 52,5%-დან 53,2%-მდე გაიზარდა. Bitcoin-ის ფასის 24-საათიანი გრაფიკი. CoinMarketCap Ether (ETH), ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა 2,3%-ით გაიზარდა და წერის პერიოდში 175 დოლარად იყიდება. ბოლო 7 დღის განმავლობაში მან 7,6%-იანი ზრდა განიცადა. Ethereum-ის ფასის 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap XRP, სიდიდით მეორე Altcoin-ი სტატიის წერის დღეს აფიქსირებს ფასის ცვლილების დაბალ დიაპაზონს. იგი შემცირდა 0,1%-იდან 0,326 დოლარამდე. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ჯამში მონეტის ფასი 1,5%-ით გაიზარდა. XRP-ის შვიდდღიანი ფასის გრაფიკი. CoinMarketCap ბაზრის საერთო, მთლიანმა კაპიტალიზაციამ 2019 წელს პირველად მიაღწია 185 მილიარდ დოლარს. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap ევროპული კრიპტო ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-მა დაწერა, რომ Bitcoin-მა შექმნა პირველი ხარული ოქროს გადაკვეთა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ. Bitcoin-ის ოქროს გადაკვეთა. Bloomberg https://cointelegraph.com/news/bitcoin-almost-touches-5-600-forming-its-first-bullish-golden-cross-since-october-2015
  5. George

    Battlefield V (2018)

    შეიძლება 1903 ვინდოუს 10 ახალ ბილდზე კიდე უფრო საკაიფოთ შეუბეროს, ჯერ დახვეწონ ყველაფერი, მატება იდეაში კიდე ექნება WDDM 2.6-ზე მანდ მაინც ყველაფერს როცა დაასტაბილურებენ, ჯერ არ ღირს მაინც გადასვლა, ის რომ ყოველი ახალი ვინდოუსის გამოსვლით პერფორმანსი ეცემა მთლათ სწორი არაა, დროპებს და ლაგებს უფრო იწვევს ახალი სეტინგები რაც ემატება მაგ ახალ ვერსიებში, თუ კასტრირებულ ვერსიას დააყენებ იდეაში მშვენიერი პერფორმანსი ექნება ალბათ ძველ ვინდოუს ბილდებზეც უკეთესიც არაფერი როცა აღარ შეუშლის ხელს დიდათ, დეფენდერი იწვევს გარვკეულ წარმადობის ვარდნას და ხანდახან სპექტრი-მელტდაუნის ზაშიტა, მაგრამ როგორც წესი მაგითიც კარგათ გაზავს და თან 1903 მაგ მხრივ გააუმჯობესეს წარმადობა, ჩემი აზრით გეიმ რეჟიმი ვაბშე არ ჭირდება, შენ თუ ყველაფერი ფორმაში და მწყობრში გაქვს ბიოსის სეტინგები იქნება ტაიმინგები თუ დრაივერები სისტემაში ეგ რეჟიმი საერთოდ არ ჭირდება მაქსიმალურათ მაღალი ფპს რომ დადოს იგრებში, შეიძლება მარტო მოძველებულ სისტემებზე ქონდეს გარკვეული პრიროსტი, ვისაც ადამიანური პროცესორი და საკმარისი ოპერატიული აქვს ნორმალურ კარტასთან ერთად ეგ რეჟიმი არაფერში გამოადგება, ამიტომ თუ ბოლომდე ამოჭრილია ეგ ვარიანტი იდეაში აჯობებს და უკეთესათ შეუბერავენ იგრები, მე რასაც ვუყურებ უფრო აფუჭებს საქმეს ეგ გეიმ რეჟიმი ვიდრე პირიქით, მაგ მხრივ კასტრირებული ვინდოუს 10 ბილდები უკეთესს წარმადობას დადებენ იგრებში ვიდრე ხელხულებელი ვერსიები ყველაფერი როცა გაშვებული და მუშაობს გჭირდება შენ ეგ თუ არ იყენებ საერთოდ, იმდენი რამეა დამატებული რომ მცირე დროპები ყველაზე მძლავრ სისტემებზეც კი ქონდეს შეიძლება უკვე ეგ ყველაფერი ჩართული თუ დატოვე, ხანდახალ თამაში ლაგავს მაგეებით ან გარკვეული კომფლიქტიც ქონდეს შეიძლება ფპს რომც არ შემცირდეს დიდათ, ონლაინში ვინც თამაშობს მანდ კიდე ცალკე რაღაცეებია დასაფიქსი მათ შორის ლან კარტის სეტინგებიც, სეტინგებში offload რასაც აწერია ყველაფერს უთიშავენ ხოლმე და ფიქსავს ლაგებს და უფრო გლატკათ უბერავს მაგის შემდეგ ვიდეობი იქნება თუ ონლაინ იგრები, ოვერლოად იწვევს პროცესორის დაგრუზვას ლონგ რანში სულ რაღაცას როცა აკაჩავებ ან უბრალო აბმენი მიდის ინტერნეტ პაკეტის, მე ყველა ზედმეტი ხარახურა კარგა ხნის გამორთული მაქვს და უფრო კარგათ უბერავს ეგრე ლონგ რანში სისტემა და ნაკლებათ ლაგავს, ინტერნეტზე ეგ არ მოქმედებს, მშვენივრათ უბერავს მაინც ბრაუზინგი იქნება თუ გადმოწერები, მე full 100gb duplex მიყენია და interrupt moderation და flow control მაქვს მარტო სეტინგებიდან დატოვებული, სხვა ყველაფერი გავთიშე ან ისე დავტოვე როგორც ეყენა სხვა პარამეტრები, მაგ სეტინგებში ზოგიერთი პარამეტრი პროცესორის ზედმეტ ნაგრუზკას იწვევს
  6. Today
  7. @Gogla1990 მადლობა, მივაკითხავ ხვალ მაშინ.
  8. 598544495 გიორგი დინამოს მოპირდაპირედ მუშაობს, პამდას ქსელი, 20 ნომერი მაღაზია
  9. Razer Core eGPU კორპუსების სერია საშუალებას იძლევა შიდა ვიდეო ბარათი დაუკავშირდეს Thunderbolt 3 პორტის მქონე მოწყობილობების ფართო სპექტრს. ამ სერიას შეემატა ახალი მოდელი Core X Chroma, რომელიც აღჭურვილია 700-ვატიანი კვების ბლოკით, USB კონცენტრატითა და გიგაბიტური ქსელური ადაპტერით. razer.com Razer Core X Chroma — ეს არის ყველაზე უნივერსალური მოდელი, რაც დღესდღეობით არის ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება მარტივია, გრაფიკული ბარათის დაყენებას არ სჭირდება ინსტრუმენტები მონტაჟისა და მიმაგრების მარტივი მექანიზმის წყალობით. მასში შესაძლებელია განთავსდეს დესკტოპ-ვიდეო ბარათები (სამ სლოტიანამდე). მოწყობილობის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი USB Type-A პორტი და Gigabit Ethernet. მაღალი დატვირთვისას სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფისთვის Razer Core X Chroma-ს აქვს უნიკალური ორჩიპიანი Thunderbolt-კონსტრუქცია, რომელიც ერთდროულად გადასცემს მონაცემებს როგორც გრაფიკულ ადაპტერს, ასევე მონაცემებს პერიფერიული მოწყობილობების შესახებ ერთი Thunderbolt 3 სადენით. ATX ფორმატის მოდერნიზებულ კვების ბლოკს შეუძლია უზრუნველყოს გრაფიკული ბარათების სტაბილური მუშაობა 500 ვატ სიმძლავრემდე. მოწყობილობის ალუმინის კორპუსი აღჭურვილია ორი ზონით, სადაც წარმოდგენილია Chroma RGB განათებები. იგი იმართება და რეგულირდება Windows ოპერაციული სისტემითა და პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3-ის მეშვეობით. პერფორირებული გვერდითი პანელები და ვენტილაციის სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ გაგრილებას და გრაფიკული ადაპტერის მუშაობისათვის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. Razer Core X Chroma თავსებადია ლეპტოპებთან, რომლებსაც აქვთ Thunderbolt 3 შიდა გრაფიკის (eGFX) მხარდაჭერით, მუშაობენ Windows 10-ის ბოლო განახლებაზე - Windows RS5. მოწყობილობასთან თავსებადი Razer-ის ლეპტოპების რიცხვში შედის: Razer Blade Stealth 13, Razer Blade 15 და Razer Blade Pro 17 (NVIDIA GeForce GTX 1060 ვერსიით). სისტემებს, რომლებიც იმართება macOS High Sierra 10.13.4 ან უფრო გვიანდელი ვერსიებით, აქვთ მხოლოდ AMD ვიდეო ბარათებთან მუშაობის მხარდაჭერა და არ არის ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა Razer Synapse 3. მოწყობილობა უკვე გაყიდვაშია, მისი ფასი 399 აშშ დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/26017/razer-predstavila-novoe-reshenie-dlja-uvelichenija-graficheskoj-proizvoditelnosti-kompaktnyh-ustrojstv
  10. გამარჯობა, მაქვს PNY NVIDIA GeForce GTX 650 2GB, BIOS-ში გაწერილი მაქვს, რომ External ვიდეო ბარათი იყოს პრიორიტეტული და ინტეგრირებული არ გაუშვას, მაგრამ მონიტორს რომ ვაერთებ ორივეზე, მაინც ინტეგრირებულში აჩვენებს, ანუ ამ ვიდეო ბარათს ვერ აღიქვამს. ამ ვიდეო ბარათის ქულერი ტრიალებს, როცა ვრთავ კომპიუტერს. ITcraft-ში მქონდა მიტანილი, მაგრამ ვერ შეაკეთეს და გამომატანეს უკან. ამ ფორუმზე წავიკითხე გადამწვარი ვიდეო ბარათის გაცხელებით შეკეთების ამბავი, მაგრამ მაგან მეეჭვება უშველოს, რადგან კომპიუტერი ვერ აღიქვამს საერთოდ. შეგიძლიათ მითხრათ ეს გაკეთდება თუ აღარ და ვისთან მივიტანო ან ჩემით თუ შევძლებ გაკეთებას? ამის გაკეთება ძვირი თუ დამიჯდება, მაშინ გაკეთება არ მიღირს და გადავაგდებ, ისედაც არ არის ძლიერი ვიდეო ბარათი და იაფი ღირს... მადლობა
  11. Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ გადაიდო დასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი, მეორე დღეს კი უკან გამოითხოვა Galaxy Fold-ის ყველა ნიმუში, რომლებიც რეცენზისტებისთვის ჰქონდა გაგაზავნილი. ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ვადის გადაწევას კომპანია ხსნის ამგვარად, რომ აუცილებელია დამატებითი ტესტების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს მოწყობილობის კონსტრუქციის გამძლეობა. Samsung-ის პირვანდელი გეგმის თანახმად Galaxy Fold აშშ-ში უნდა გამოსულიყო 26 აპრილს, თუმცა ექსპერტების დაკვირვების შედეგად ექსპლუატაციიდან 1-2 დღეში პრობლემები გამოვლინდა, რამაც კომპანია იძულებული გახადა, დასაკეცი სმარტფონის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადოს. მარტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც Samsung-ი ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ გამოიცდება Galaxy Fold-ის ეკრანი გაშლა-დაკეცვისას. იმ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ მოწყობილობამ საიმედოობა დაამტკიცა და არ გამოვლინდა არანაირი დეფექტი. ანალიტიკოსების აზრით, დასაკეც სმარტფონზე აღმოჩენილი პრობლემები არ აისახება Samsung-ის ბუღალტრულ ბალანსზე, თუმცა რელიზის ვადის გადაწევა ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მოწინავე პოზიციას დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. თავად კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მომხდარში პოზიტიურ მხარესაც ხედავს: „მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ გაყიდვების დაწყებამდე, რათა სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“. https://3dnews.ru/986328
  12. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი სმარტ-ტელევიზორების სერია Mi TV, რომლებზე შეკვეთებიც უახლოეს დროში დაიწყება. ტელევიზორების სერიაში წარმოდგენილია ოთხი მოდელი ეკრანის დიაგონალებით - 23, 43, 55 და 56 დუიმი. ტელევიზორებს ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორები აქვთ, პროგრამულ პლატფორმად კი გამოყენებულია საფირმო სისტემა PatchWall, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. 32-დუიმიანი პანელის გაფართოებაა 1366 × 768 პიქსელი (HD). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 43-დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს ( 1920 × 1080 პიქსელი). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება. 55- და 65-დუიმიანი მოდელების გაფართოება 4K ფორმატს შეესაბამება (3840 × 2160 პიქსელი). მათ 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვთ. ოთხივე მოდელს აქვს Bluetooth Low Energy (LE) და Wi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა. აღსანიშნავია მათი წვრილი ჩარჩოები და უკანა პანელის გაუმჯობესებული დიზაინი. კომპლექტი შეიცავს დისტაციური მართვის Bluetooth-პულტს, რომელსაც აქვს ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა. ფასები: 32-დუიმიანი მოდელი - 160 აშშ დოლარი; 43-დუიმიანი - 300 დოლარი; 55-დუიმიანი - 450 დოლარი და 65-დუიმიანი მოდელი - 600 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/986330
  13. Bitcoin price analysis: BTC/USD hit pause button before another assault https://www.fxstreet.com/cryptocurrencies/news/bitcoin-price-analysis-btc-usd-hit-pause-button-before-another-assault-201904240440 12.129 veilcoin გაუკეთებია ბოლო 24 საათში, სულ კი 13.5 დაახლოებით 30 საათიანი მაინინგის შემდეგ, ეგ ბსოდზე, კიდე მეორე პულია შეიძლება მერე იქაც დავტესტო რა ხდება, დაკრაშვები მეტი აღარ ქონია, საშვალო ჰეშრეიტი 145მჰ/სეკ, აბა დღეს sprnova დავამაინინგებ საინტერესოა რა შეიცვლება, 12.12 ვეილკოინი კი ეხნალდელი კურსით 0.00097 ბიტკოინი გამოდის, 30 საათში გაუკეთებია მოკლეთ 0.0011 ბიტკოინზე ცოტა ნაკლები, მაინც კარგია, სხვა კოინებზე მაგდენს ვერ აკეთებს ამ ეტაპზე, მაგრამ სპრნოვა დავტესტავ დღეს აბა თუ იგივეა ისევ მანდ ვამაინინგებ მაშინ ფასიც იზრდება მაგ კოინის, ალბათ სუპერნოვაზე აღარ დავტესტავ რახან საკმაოთ ახლოსაა რეალურ პაკაზატელთან: თუმცა პულზე 146მჰ.სეკ-მდე მიჩვენებს საშვალო ჰეშრეიტს მაგრამ მახსოვს რომ რეალურათ 126 უბერავდა მანამდე x16R-ზე და მაგ პაკაზატელს უფრო ვენდობი, თან 126 ემთხვევა თითქმის ვირუჩკა ისე მართლა თუ საშვალო ჰეშრეიტი 146 რეალურათ მაშინ კარგათ მპარავს მემგონი bsod, ეხლა გადავწყვიტე 1 დღის suprnova ვამაინინგო: მაგ პულს ყველაზე დიდი ჰეშრეიტი ქონია მაგ კოინზე, მაგრამ მანდ სხვანაირი გადახდის მეთოდიკაა, bsod prop მანდ PPLNS ვნახოთ რომელი უფრო ნაკლებათ იტყუება, იდეაში 0.0012 ბიტკოინი უნდა გამეკეთებინა თუ მართლა 146მჰ.სეკ საშვალო 24 საათიანი ჰეშრეიტი მე კი 0.00095-მდე გავაკეთე, შეიძლება პული არასწორათ ანგარიშობს საშალო ჰეშრეიტს, აქაც ვნახავ საშვალო ჰეშრეიტს და 24 საათიან ვირუჩკას ეხლანდელი სირთულიდან გამომდინარე რამდენს დაწერს, ყოველთვის შეიძლება პულის შეცვლა თუ რამეა, მაგრამ მაგ ორიდან რომელიმე უნდა აირჩიო, სხვა პულები ბევრათ უფრო დაბალი ჰეშრეიტითაა და არ ღირს მანდ მაინინგი
  14. ჩინური მისიის მთვარემავალი Chang'e-4 და დასაფრენი მოდული ამჟამად ჰიბერნაციის რეჟიმში იმყოფებიან და ელიან მორიგი მთვარეული ღამის დასრულებას, რომელიც დაახლოებით ორი დედამიწური კვირა გრძელდება. ორივე აპარატი მთვარის ზედაპირზე მუშაობს უკვე იმაზე დიდი ხანია, ვიდრე გამოცხადებული იყო მათ სამოქმედო პერიოდად. მორიგ „დაძინებამდე“ მთვარემავალმა დედამიწას გადმოსცა მთვარის ბნელ მხარეზე გადაღებული ახალი ფოტოები. 3 იანვრის შემდეგ მთვარეზე არსებული ჩინური აპარატები დაკავებულნი არიან გეოლოგიური და ქიმიური მახასიათებლების გამოკვლევებით. მთვარის ორივე მხარეს დღე-ღამის საკუთარი ციკლი არსებობს, რომლებიც 14 დედამიწურ დღე-ღამეზე დიდხანს გრძელდება. ამ დროისათვის მოდულმა და მთვარემავალმა გაატარეს 4 მთვარული დღე და 4 მთვარული ღამე. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აპარატები მხოლოდ 3 მთვარულ დღე-ღამის პერიოდს გაძლებდნენ, ასე რომ რაც მეტი დრო გადის, მით დიდი ბონუსია ეს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს სასარგებლოდ. მისიის მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მთავრემავალი და მოდული მეხუთე მთვარულ ღამესაც გადაიტანენ და შეხვდებიან მეხუთე მთვარულ დღეს, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ცნობით მთავრემავალმა ამ დრომდე გაიარა 178,9 მეტრი მთვარის ზედაპირზე. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა მთვარემავლის მიერ გავლილ მანძილს (114 მეტრი). მან არსებობა 2014 წელს შეწყვიტა და მოასწრო მხოლოდ 1 მთვარული დღე-ღამის გაძლება. იმ ფაქტს, თუ რატომ გადაადგილდება მთვარემავალი ასე ნელა, მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხსნის იმით, რომ მოძრაობისას აპარატი გულდასმით იკვლევს გრუნტს და გარემოს - სპეციალური გამოსახულების სპექტრმზომით. სააგენტოს ცნობით, მისიაში მონაწილე ყველა კოსმოსური ობიექტი, თანამგზავრის ჩათვლით, ნომინალურ რეჟიმში მუშაობს. ზემოთხსენებული მცირე ინფორმაციისა და მთავრემავალის კამერით გადაღებული ახალი ფოტოების გარდა ახალი ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. რეალური სამეცნიერო მონაცემების შესახებ, რომლებიც აპარატებმა მოაგროვეს და დედამიწაზე გზავნიან, ცნობილი გახდება მხოლოდ სპეციალური კონფერენციის შემდეგ, რომელიც ამა წლის ივლისშია დაგეგმილი. https://hi-news.ru/space/kitajskij-lunoxod-missii-chane-4-prislal-novye-snimki-poverxnosti-luny.html
  15. Tesla აპირებს პირველი რობოტაქსები გამოუშვას 2020 წელს - განაცხადა ილონ მასკმა კომპანიის ღონისძიება „Autonomy Day”-ზე – „დარწმუნებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Tesla-ს ავტონომიური რობოტაქსები მომავალ წელს გამოვა - თუმცა არა ყველა იურისდიქციაში, რადგანაც ჩვენ ვერ მივიღეთ თანხმობა ყველა მარეგულირებელი ორგანოსაგან“ - განაცხადა მასკმა. მან რეგულაციების შესახებ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კომპანია თანხმობას მომდევნო წელს მიიღებს. გეგმის მთელი არსი მდგომარეობს ახალ მოდულში. Tesla-ს ავტოპილოტი იმუშავებს ახალ პროგრამულ-აპარატულ მოდულზე Full Self-Driving (FSD) Hardware 3. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „რაიდშერინგის“ აპლიკაციაში დაამატონ შესაბამისი აღჭურვილობა და ავტომობილი იმუშავებს ისეთივე ბიზნეს-მოდელად, როგორც Uber და Airbnb. Tesla ასეთი მგზავრობების მოგებიდან 25-30%-ს მიიღებს, აცხადებს მასკი. ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია, Tesla სპეციალურად წარადგენს რობოტაქსებს. მოკლედ, რაიდშერინგი მფლობელებს საშუალებას მისცემს თვეში დაახლოებით 500 $ გამოიმუშავონ. Tesla-ს ყველა ახალი ავტომობილი დღესდღეობით იწარმოება სპეციალურ კომპიუტერულ ჩიპთან ერთად სრული ავტონომიურობისათვის. ეს ჩიპი უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც საჭიროა ავტონომიური მართვის რეჟიმისათვის და იგი, მასკის თქმით, მსოფლიოში საუკეთესო იქნება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ელექტრომობილები აღჭურვილია რადარებისა და სენსორების ნაკრებით, თუმცა არ აქვს ლიდარი, სინათლის დეტექტორი და დაშორების რადარი, რაც უმეტესი ავტომწარმოებლის აზრით მეტად მნიშვნელოვანია, მასკი კი საჭიროდ არ თვლის. მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შანსი იმაზე მცირეა, ვიდრე მძღოლის გულის შეტევის ალბათობა. ახალი ფუნქციების დანერგვის შედეგად ელექტრომობილები შეძლებენ გადაადგილდნენ სრულიად დამოუკიდებლად და არა ისე, როგორც ამჟამად - ახლა საჭიროა, რომ მძღოლმაც ადევნოს თვალ-ყური გზას. ბოლო ეტაპი იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მასკის თქმით საბოლოოდ მზად იქნება მომდევნო წლის შუა პერიოდში. სისტემა იმუშავებს 70 მლნ კილომეტრიანი მონაკვეთის მონაცემების საფუძველზე, ეს მონაცემები Tesla-ს ელექტრომობილებმა შეაგროვა. ავტომობილები შეძლებენ მოახდინონ სხვა ავტომობილების უჩვეულო ქცევების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება. მასკმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ავტონომიური ტაქსების ქსელის ამოქმედებას მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა სჭირდება. ჯერჯერობით აშშ-ში არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ავტონომიურ ტრანსპორტს. https://hi-news.ru/auto/tesla-planiruet-zapustit-set-taksi-na-avtopilote-v-2020-godu.html
  16. Gobro

    The Crew (2014)

    The Crew 2 უფასო იქნება 25 რიცხვიდან 28-ის ჩათვლით https://vgtimes.ru/news/56954-halyava-v-the-crew-2-proydut-besplatnye-vyhodnye.-potoropites-chtoby-obehat-vsyu-ameriku.html
  17. Yesterday
  18. გამარჯობათ, ესეიგი არასდროს მქონია კარგი დინამიკები და შესაბამისად გამოცდილებაც არ მაქვს, მინდა რაც შეიძლება კარგი ვიპოვო იაფად თუმცა 1000 ლარსაც გადავიხდი თუკი დარწმუნებით მეცოდინება რომ ნამდვილად კარგია და ღირს. არ მინდა Bluethooth და ა.შ ტრადიციული კაბელიანი 2.0 სისტემის მონიტორები მაწყობს, კომპიუტერს უნდა დავუერთო. რაც ინტერნეტში ვნახე იქედან 3 ვარიანტზე ვფიქრობ. პირველი ძვირიანი ვარიანტია მაგრამ თითქმის ყველა აქებს: Yamaha HS8, მეორე პოპულარულია ამაზონზე და კარგი review-ები აქვს: Edifier R1280T, მესამე მე პირადად არასდროს გამიგია, ის არც პოპულარულია და წესიერად ვერც youtube-ზე ვნახე მაგრამ რატომღაც ქართულ ფორუმებზე ძალიან აქებენ Microlab SOLO 9C. რას მირჩევთ რომელი ავიღო? ჯერ მაინტერესებს ამართლებს თუ არა ფასს შემდეგ როგორ ედარება ერთმანეთს, ძირითადად ჰაუსებს ვუსმენ მაგრამ ისეთი დინამიკები არ მინდა მხოლოდ ერთი ჟანრისთვის რომ ვარგა, კარგად დაბალანსებული მინდა რომ იყოს, ბასებითაც და სისუფთავითაც. ამ სამიდან თუ ვინმეს რომელიმე გქონიათ ან დაგიტესტავთ რამე მირჩიეთ, სხვა მოდელებიც გამოუშვით რომლებიც იცით...
  19. როგორც ვიცი აღარ არსებობს არცერთი
  20. BTC/USD Bitcoin Price Prediction — Bulls Have Become More Powerful: $6,000 Is the Next Stop https://u.today/btcusd-bitcoin-price-prediction-bulls-have-become-more-powerful-6000-is-the-next-stop
  21. Harmony Lines

    Must See Movies

    ეგ ჩვეულებრივი თემაა MCU-ში, წითელი ხალიჩა და სთარები გაივლიან ზედ, და შემდეგ შედიან კინოეტრში და უყურებენ ფილმს, სხვადასხვა გაზეთის ჟრნალისტებთან და მედიის რევიუვერებთან ერთად... აქამდე არცერთ მსახიობს არ ქონდა ეგ ფილმი ნანახი, თავიანთ როლებს თუ არ ჩავთვლით, აზრზე არ არიან რა ხდება მთლიანად, მხოლოდ დახურულ პრემიერაზე ნახულობენ სრულყოფილად ფილმს... კრიტიკოსებთან ერთად და ა.შ. პირველი რეაქციები დაიდო დახურული პრემიერიდან... https://editorial.rottentomatoes.com/article/avengers-endgame-first-reactions-epic-emotional-endgame-exceeds-expectations/
  22. ინდუსტანის ქუჩური თოხლები ლოლ რა გააჩალიჩა ტიპმა
  23. ერთ ერთი შედარებით უფრო ნაკლებათ ცნობილი ჩინულ ბრენდის იქნება ალბათ, ვერ გეტყვი იდეაში კი თუ რამე ცუდს არ წერენ გუგლში თვითონ ჩინელები https://www.axle3d.com/gtx1070-ti ერთი პერიოდი მანლი ჩამოქონდათ ეგეთივე ტიპის გაგრილებით საკმაოთ იაფათ და მაგის აღება მინდოდა მაინინგისთვის, მაგრამ მერე ფასიც დაეცა და კარგი ვარიანტი გავაძრე უფრო და უფრო გაიზარდა ბიუჯეტი და ეგენი აღარ მიყიდია უკვე, თავიდან კი 6xgtx1070tI აღება მინდოდა ეგეთივე გაგრილებით, ბოლოს კი 4x1080 და 1Xgtx1080tI შევჩერდი უფრო ცნობილი ბრენდების
  24. სალამი ფორუმელებო. ღირს ამაში 400 ლარის გადახდა? რა თქმა უნდა თუ ტექნიკურად გამართული იქნება. პრემიერისთვის მინდა თამაშებისტვის არა.
  1. Load more activity