Jump to content

როგორ დავაერთოთ შუქდიოდი 5 -12 -220-.... ვოლტზე

Recommended Posts

მინდა 12 ვოლტზე დავსვა რვა ცალი ლედ ნათურა წითელი ასეთია რაც ლინკზეა http://dac.ge/?act=product&prodid=1135  სქემაზე მიმდევრობითაა თუ არ ვცდები სწორადაა შედგენილი? თუ რეზისტორი მეტი უნდა? ნათურა 2.6 ვოლტიდან 3-მდეა ეგრე მითხრეს და რეზისტორებიც შესაბამისი მომცეს 

29779f42e9a4.jpg

Link to comment
Share on other sites

მუხიანში ძველი რადიოქახნის ტერიტორიაზე იყო 1 თვის წინ წამოვიგე რაგაცეები და იმუშავა :)

Link to comment
Share on other sites

სქემა სწორად შევადგინე თუ არა დაწერეთ რა, ან მიმდევრობით ვოლტები თუ იკრიბება არ გამოვა ხო 8 ცალი ნათურის ~2.6-3 ვოლტიანის დასმა მიმდევრობით ? პარალელურად დამიხაზეთ სქემა 8 ცალზე რა

Link to comment
Share on other sites

  • 4 years later...

რგბ თუა მაშინ რა ჯანდაბა ვქნათ დაწერეთ, ფანში მინდა ჩავაყენო 4 ცალი, რამ მოკლა ასე ეს თემა, წავლენ მერე და 140მმ რგბ ფანში მიაფშვნიტავენ 30 დოლარს და ექნება 40 cfm :gigi:

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...
On 8/15/2011 at 3:07 PM, NEIRON said:

გაგიმარჯოთ!

2.jpg

როგორც ვიცით,შუქდიოდი შედგება გარეთა კოლბისაგან და მასში მოთავსებული ნახევარგამტარული კრისტალისგან.

შუქდიოდების მთავარი მახასიათებელია ძაბვა და დენის ძალა.

ჩვეულებრივ,შუქდიოდი გათვლილია 20 მილიამპერ(0,02 ამპერი) დენის ძალაზე(ე ეხება 1 კრისტალს,თუ კრისტალი 4 -ია,მაშინ 80 მილიამპერია საჭირო).

შუქდიოდისთვის ნომინალური ვოლტი დამოკიდებულია იმ ნახევარგამტარულ მასალაზე,რისგანაცაა დამზადებული(და რაზეც ნათების სპექტრია დამოკიდებული).

თითოეულ ნათების სპექტრის მქონე შუქდიოდს თავისი ძაბვის მახასიათებელი უნდა,რაც მწარმოებზეა დამოკიდებული

წინაღობის ზუსტად გათვლა კი თქვენს შუქდიოდს აცოცხლებს დიდხანს.

ფერების მონაცემები შუქდიოდის......................საჭირო ძაბვა(ვოლტი)

ინფრაწითელი...................................... 1,9 ვ-მდე

წითელი..........................................1,6 დან 2,3 ვ-მდე

ნარინჯისფერი.....................................2,03 დან 2,1 ვ-მდე

ყვითელი.........................................2,1 დან 2,2 ვ-მდე

მწვანე...........................................2,2 დან 3,5 ვ-მდე

ცისფერი.........................................2,5 დან 3,7 ვ-მდე

იისფერი.........................................2,8 დან 4 ვ-მდე

ულტრაიისფერი...................................3,1 დან 4,4 ვ-მდე

თეთრი..........................................3 დან 3,7 ვ-მდე

თითოეული ნათების სპექტრის მქონეს ლედ-ისთვის ვოლტი გავიგეთ,ახლა როგორ შევაერთოთ იგი 5,12 თუ 220 ვოლტზე

იმისათვის რომ შუქდიოდი ჩავრთოთ თავის მახასიათებელზე მაღალ ვოლტზე,გვჭირდება რეზისტორი.

424c2de494bf.jpg

რეზისტორი კი საჭირო წინაღობის უნდა იყოს(წინაღობის ერთეულია ომი)

მცირე ფიზიკის ნაგლეჯის გარეშე არაფერი გამოგვივა(ალბათ იტყვით:სკოლაში ფიზიკას ვერ ვიტანდი და აქაც ყოფილა მე ამისიო :D),ამიტომ

ომის კანონი მდგომარეობს შემდეგში:

I = U/R

აქედან რეზისტორისთვის საჭირო მონაცემს,ანუ წინაღობას ვიგებთ :

R = U/I

R -არის წინაღობა(ანუ რა წინაღობის რეზისტორი გინდათ)

I-დენის ძალა (ეს ამპერია,ანუ რამდენ მოიხმარს მაგ:შუქდიოდი)

U-ძაბვის ურთიერთქმედება(ანუ,რამდენი ვოლტის მოშორება გვინდა,რომ გამართულად იმუშAოს და არ დაიწვას)

ახლა კი მაგალითი,როგორ ვითვლით საჭირო წინაღობას:

შუქდიოდს,რომელსაც ვრთავთ 5 ვოლტზე,მაგ: უსბ-სადენზე ან მოლექს კონექტორზე,უნდა წინაღობა

მაგ:ლედ-მანათობელი მოიხმარს 3 ვოლტს და 20 მილიამპერს(0,02ამპერს)

გვინდა ვამუშაოთ 5 ვოლტზე,2 ვოლტი უნდა ჩამოვაცილოთ

ფორმულით ასე იქნება:

2ვოლტი/0.02 ამპერი= 100 ომი

ანუ გინდათ ამ მონაცემის რეზისტორი .

რეზისტორების სიმძლავრე დამოკიდებულია ვატობაზე,თუ რეზისტორი დაბალვატიანია,ჩართული ხელსაწყოს კი უფრო მეტი მონაცემის,იგი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მუშაობას.

კიდევ 1 ფორმულა,მრავალჯერ განაგები:

2ვოლტი х 0.02 ამპერი = 0.04 ვატი

0.04 ვატი არის საჭირო მახასიათებელი რეზისტორის.

საბოლოოდ ანუ,გვინდა 5 ვოლტზე ლედ ნათურის ჩასართავად 100ომიანი და 0,04 ვატიანი რეზისტორი(თუ მეტი იქნა ვატობა,არაუშავს).

12 ვოლტზე თქვენ გამოთვალეთ :D

არის შუქდიოდების ჩაერთების 2 მეთოდი:

მიმდევრობითი და პარალელური

afdcu.png

შუქდიოდის პარალელურად ჩაერთებისთვის ჯამდება დენის ძალა

მიმდევრობით ჩართებისას კი

ox202.png

ჯამდება შუქდიოდების ვოლტი

როდსსაც ყიდულობთ შუქდიოდს გაითვალისწინეთ:

იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის(სხვადასხვა მწარმოებლის ვოლტი ვარირებს,ერთიდაიმავესი კი 1 ნომინალშია) და ერთი და იმავე ტიპის.

მაგ: როდესაც 12 ვოლტზე ვაერთებთ 3 ცალ 3 ვოლტიან(0,02 ამპერი) შუქდიოდს მიმდევრობით,

მაშინ 3ვოლტიx3 შუქდიოდი=9 ვოლტს

კვებას 12 ვოლტი აქვს,

12ვოლტი -9 ვოლტი(ლედ-ნათურის)=3 ვოლტი

ანუ,ეს 3 ვოლტი ზედმეტია

3 ვოლტი /0.02 ვოლზე=150 ომი(ამდენი უნდა იყოს რეზისტორის წინაღობა)

როდესაც გვაქვს 4 შუქდიოდი(თითო 3 ვოლტი,0,02 ამპერი) და ვაერთებთ კვების 12 ვოლტზე მიმდევრობით,

3x4=12 ვოლტს,თითქოს არ გვინდა რეზისტორი,მაგრამ მასე არაა,საჭიროა,ოღონდ 1 ომიანი.

ამი რეზისტორის გამოუყენებლობისას,როცა პირდაპირ დურცავთ ოთხივეს 12 ვოლტში,იგი ან მალე დაიწვება ან ცოტა ხნით წაუმუშავებს.

ვაერთებთ პარალელურად 3 შუქდიოდს(თითო 3 ვოლტი,0,02 ამპერი) 12 ვოლტზე

ამისთვის ვკრებთ შუქდიოდის ამპერებს(ზემოთ ავხსენი) 20 მილიამპერიX3=60 მილიამპერი (0,06 ამპერი)

ძაბვა,რომელიც ზედმეტია 12 ვოლტიდან და უნდა ჩამოვაცილოთ არის 12-3= 9 ვოლტი

9 ვოლტი /0,06=150 ომი

ანუ,გვინდა 150 ომიანი რეზისტორი.

ამ ფორმულის თანახმად

[b]R = U/I[/b]

 R -არის წინაღობა(ანუ რა წინაღობის რეზისტორი გინდათ)

 I-დენის ძალა (ეს ამპერია,ანუ რამდენ მოიხმარს მაგ:შუქდიოდი)

 U-ძაბვის ურთიერთქმედება(ანუ,რამდენი ვოლტის მოშორება გვინდა,რომ გამართულად იმუშAოს და არ დაიწვას)

სახლი არ გადაწვათ:D ,წარმატებებს გისურვებთ!

მოგესალმებით ძალიან კარგად და გასაგებად გაქვთ ახსნიკი თუ როგორ ჩავრთოთ შუქდიოდი, მაგამ მე მაქვს კითხვა შემდეგი: თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითში სადაც დენის წყაროს კვება გვაქვს 5 v  ვოლტი ხოლო ლედ -მანათობელი ნათურა მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი და გვინდა ვამუშაოთ 5 V ვოლტზე, 2 V ვილტი გვინდა ჩამოვაცილოთ ფორმულით ასე იქნება 2V ვოლტს /0,02A ამპერი = 100 ომის ანუ გვინდა ამ მონაცემის რეზისტორი. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოცემულ მაგალითში  დენის წყაროს კვება ვიცით რომ არის 5 V ვოლტი მნიშვნელოვანია თუ არა რამდენი ამპერია? მაგალითად დენის წყაროს კვება გვაქვს 5 V ვოლტი და 2 A, მეორე შემთხვევაში 12 V ვოლტი და 2 A ამპერი, ორივე შემთხვევაში გვინდა ჩავრთოთ ლედ-მანათობელი ნაღურა რომელიც მოიხმარს 3 v ვოლტს და 20 mA მილიამპერს (0,02 A) ამპერი როგორ გამოითლება რეზისტორის წინაღობა თითოეულ შემთხვევაში. გმადლობთ.

დენის ძალა არ ახდენს გავლენას შუქდიოდის ჩართვაზე წინაღობის შერჩევისას

მაგალითისთვის, 5 ვოლტი მოლექსის ჯეკიდან და 5 ვოლტი უსბ კონექტორიდან, ამპერებში განსხვავდება , მაგრამ არ აქვს გავლენა ნათურის ნათებაზე.

თუ ხელსაწყოს აერთებ 1 ამპერ/სთ დამტენზე და (ვოლტი 5)და ეს ხელსაწყო იმუხტება 1 სთ-ში , მაგრამ ამ ხელსაწყოს აქვს საშუალება მოიხმაროს 2 ამპერი  (თუმცა დამტენი მარტო 1 ამპერს იძლევა) , მე რომ დავაერათებ 2 ამპერიან, 5 , ან თუნდაც 50 ამპერიან დამტენზე (5ვოლტი) ეს ხელსაწყო მაინც 2 ამპერს მოიხმარს .

15 hours ago, jagajigi said:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...
On ‎17‎.‎06‎.‎2017 at 11:22 AM, NEIRON said:

დენის ძალა არ ახდენს გავლენას შუქდიოდის ჩართვაზე წინაღობის შერჩევისას

მაგალითისთვის, 5 ვოლტი მოლექსის ჯეკიდან და 5 ვოლტი უსბ კონექტორიდან, ამპერებში განსხვავდება , მაგრამ არ აქვს გავლენა ნათურის ნათებაზე.

თუ ხელსაწყოს აერთებ 1 ამპერ/სთ დამტენზე და (ვოლტი 5)და ეს ხელსაწყო იმუხტება 1 სთ-ში , მაგრამ ამ ხელსაწყოს აქვს საშუალება მოიხმაროს 2 ამპერი  (თუმცა დამტენი მარტო 1 ამპერს იძლევა) , მე რომ დავაერათებ 2 ამპერიან, 5 , ან თუნდაც 50 ამპერიან დამტენზე (5ვოლტი) ეს ხელსაწყო მაინც 2 ამპერს მოიხმარს .

rgb ნათურები უნდა გავუკეთო ფანს და აქ მოცემულ სქემებზე წინაღობა ყოველთვის პლიუსზეა წინ, რაც არ მოხერხდება რგბ ნათურებზე რადგან წითელი, ლურჯი, მწვანე ხარჯავს სხვადასხვა ვოლტს, აქედან გამომდინარე შეიძლება თუ არა უკვე გამომავალზე დაყენდეს წინაღობა როგორც ამ სურათზეა, ანოდ ნათურის შემთხვევაში?

RGBLEDs2.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.