GIBSON Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 კომპანია Sapphire Technology Limited მოამზადა გამოსაშვებად ალტერნატიული კონსტრუქციის და ქარხნულად აჩქარებული გრაფიკული ადაპტერი AMD Radeon HD 6850, რომელიც დაემატება ცნობილი ბრენდის TOXIC Series პროდუქტებს. Sapphire Radeon HD 6850 TOXIC Edition მოდელი აგებულია ლურჯი ორიგინალი დიზაინის PCB-ზე, PCI Express 2.1 x16 შინით და აღჭურვილია უფრო ეფექტურად, ვიდრე რეფერენსული ქულერი, ორსლოტიანი აქტიური საჰაერო გაგრილებით და სამი სპილენძის სითბური მილებით. <<გულში>> გახლავთ სიახლე, 40-nm ჩიპური ტექნოლოგიით Barts PRO, 960 Stream პროცესორები, 48 ტექსტურული მოდულით (TMU) და 32 ROP ბლოკებით. ვიდეოკარტას აქვს 1GB მახსოვრობა GDDR5 256-Bit ინტერფეისი და მუშაობს სიხშირეებზე 820/4400 MHz (ბირთვი/მეხსიერება). უკანა პანელზე არის ორი DVI კონექტორი, გამავალი Display 1.2 და პორტი HDMI 1.4a. ასევე თავსებადია DirectX 11, აღჭურვილია მესამე თაობის განახლებული ინტეგრირებული ვიდეოპროცესორით Unified Video Decoder (UVD 3). აქვს მხარდაჭერა AMD APP და Blu-ray 3D, ასევე <<მეგობრობს>> AMD Eyefinity Multi-display Technology და AMD CrossFireX Multi-GPU Technology ტექნოლოგიებთან. პროდუქტს გაყიდვაში მალე ვიხილავთ, ხოლო ფასი ამ დროისთვის არ არის ცნობილი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 +30-50$ სავარაუდოთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 ადიდასის ვიდეზა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 17, 2010 Share Posted November 17, 2010 გიბსონ ცოტაოდენი სურათებია აქ და ჩაამატე http://fudzilla.com/reviews/item/20896-sapphire-hd-6850-toxic-edition Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.