Popular Post მიშა Posted November 22, 2010 Popular Post Share Posted November 22, 2010 როგორც გაირკვა, საჭირო გახდა კონსოლებზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. კონკრეტულად, PlayStation-სა და Xbox-ზე. ამ სტატიაში სწორედ მათზე მოგითხრობთ. დაწვრილებით. 1. Sony PlayStation დავიწყებ Sony-ს ბრენდით იმიტომ, რომ ის უფრო "ბებერი" და "სტაჟიანია". PlayStation სერიის პირველი კონსოლი, უბრალოდ "Sony PlayStation" ასე გამოიყურება: იგი 1994 წელს გამოვიდა გაყიდვაში და მისი გამოშვება 2006 წლამდე გრძელდებოდა და გამოშვებული კონსოლების რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა. როგორც ახლახანს აღმოვაჩინე, PlayStation-ის საკმაოდ ბევრი მოდელი, უფროსწორად კი "რევიზია" გამოდიოდა: არა მაქვს იმედი, უფროსწორად, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ამ ცხრილს არავინ წაიკითხავს, მაგრამ მაინც მოვიყვანე... დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით: PS-ის მოდელის ნომერში ბოლო ციფრების "დეფინიცია": 0 - იაპონია (იაპონური boot ROM, NTSC:J region, NTSC Video, 100V PSU) 1 - აშშ (ინგლისური boot ROM, NTSC:U/C region, NTSC Video, 110V PSU) 2 - ევროპა (ინგლისური boot ROM, PAL region, PAL Video, 220V PSU) 3 - აზია (იაპონური boot ROM, NTSC:J region, NTSC video, 220V PSU) რაც შეეხება კონსოლის შიგნეულობას, მისი დედაპლატა ასე გამოიყურება: ხოლო მთავარი ნაწილებია: CPU - MIPS R3000A-სთან თავსებადი (R3051) 32 ბიტიანი RISC ჩიპი. დამამზადებელი - LSI Logic Corp. ტაქტური სიხშირე 33.8688MHz გამოთვლითი სიმძლავრე 30 MIPS სალტის გამტარობა 132 MB/s 4 KB Instruction Cache Geometry transformation engine. ეს "ძრავი" პროცესორის ჩიპშია "ჩამონტაჟებული". იგი გამოიყენება 3D გრაფიკებში დამატებითი ვექტორული გაანგარიშებების საწარმოებლად. გამოთვლითი სიმძლავრე 66MIPS წამში 360000 უტექსტურო პოლიგონის გადამუშავების შესაძლებლობა. 360,000 flat-shaded polygons per second წამში 180000 ტექსტურირებული და განათებული პოლიგონის გადამუშავების შესაძლებლობა. Data decompression engine. GTE-ს მსგავსად ისიც CPU-შია მოთავსებული და გამოიყენება ვიდეოს დეკომპრესიისთვის. თავსებადია MJPEG და H.261 ფაილთან გამოთვლითი სიმძლავრე - 80 MIPS Graphics processing unit. ვიდეოჩიპს შეეძლო ნებისმეირი 2D და გადამუშავებული 3D პოლიგონების ჩვენება. მაქს. 16.7 მილიონი ფერი (24-ბიტით) 256×224 - 640×480 გაფართოება Sound processing unit. უზრუნველყოფს 24-არხიან 44.1kHz ხმას. Memory ძირითადი RAM: 2 MB ვიდეო RAM: 1 MB აუდიო RAM: 512 KB CD-ROM ბუფერი: 32 KB ოპ. სისტემის ROM: 512 KB გარდა ამისა PS-ში ყენდებოდა მეხსიერების ბარათები, თითოეული - 128KB EEPROM-ით: CD-ROM drive "2x" დრაივი, მაქს. 300KB/s გამტარობით CD-DA (CD-Digital Audio) თავსებადობით. ორიოდე სიტყვას კონტროლერებზეც ვიტყვი ზრდილობის გულისთვის. თავდაპირველი გეიმპედი ასე გამოიყურებოდა: ცოტა ხნის შემდეგ იგი Dual Analog-მა შეცვალა: მაგრამ არც მისმა "სიცოცხლემ" გასტანა დიდხანს - 1997 წლიდან წარმოების ბოლომდე PS-ს DualShock გეიმპედით უშვებდნენ: ჰო მათლა, სხვათაშორის 2001 წელს გამოვიდა ე.წ. "PS 1", იგივე "PSOne". იგი PS-ის კომპაქტურ ვერსიას წარმოადგენს (38×193×144მმ მაშინ, როცა PS 45×160×185მმ გახლავთ): როგორც სურათიდან ხედავთ, მას პატარა LCD დისპლეიც მოყვება. გარდა ამისა კონსოლს კომპლექტში ედო ავტომობილისთვის განკუთვნილი დენის ადაპტერი. ასე რომ ეს PS-ის ერთგვარი "ნახევრად-portable" ვერსიაა. 2. Sony PlayStation 2 წინამორბედზე არანაკლებ პოპულარული გახლავთ Sony PlayStation 2. იგი 2000 წლიდან გამოდის. ეს მისი პირველი მოდელია: ეს კი გადამუშავებული, დათხელებული ("Slimline") მეორე მოდელი. იგი 2004 წლიდან იყიდება: სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ტექნიკური გაუმჯობესება, რომელიც მე Slimline-ს ვუპოვე, პროცესორის ოდნავ გაზრდილი სიხშირეებია, ასე რომ თუ ვინმეს განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ, მადლობელი ვიქნები თუ გამიზიარებთ... ზედა სურათებზე ორივე კონსოლი ერთი ზომისა ჩანს, ამიტომ მესამე სურათიც მომყავს, სადაც PS2-ზე დევს PS2 Slimline: PS2/PS2 Slimline მონაცემებია: CPU: 64-ბიტიანი "Emotion Engine" 294.912 MHz (299 MHz Slimline-სთვის) სიხშირით, 10.5 million ტრანზისტორით Memory: 32MB RDRAM GPU: 147MHz მქონე "Graphics Synthesizer" გაფართოება: 256x224 - 1280x1024 ვიდეომეხსიერება: 4MB Disc Drive: 24x (PlayStation/PlayStation 2 CD-ROM), 4x DVD 100 Mbit Ethernet/modem კონტროლერი: DualShock 2: ან Resident Evil 4-ის "სპეცკონტროლერი": PS2 ისევე, როგორც PS, მეხსიერების ბარათებსაც იყენებს, მაგრამ გაზრდილი მოცულობისას. აი მაგ. სურათზე ხედავთ 8MB-იან ბარათს: დღეისთვის PlayStation 2 ყველაზე გაყიდვადი კონსოლია - 2009 წლის 18 აგვისტოს გაიყიდა მისი ასოცდამეთვრამეტმილიონე ეგზემპლარი (გაიგეთ რა დავწერე?) 3. Sony PlayStation 3 აი მივადექით სერიის ყველაზე ძლიერ კონსოლს. იგი 2006 წლის ნოემბრიდან იყიდება: ჯერ-ჯერობით გაყიდულია მხოლოდ 27 მილიონი, ანუ მის მამას და ბაბუას რომ დაეწიოს, PS3-ს საკმაო შრომის გაწევა მოუწევს. 2009 წელს გამოვიდა PS3 Slim: მისი მოდელის ნომერია PS3 CECH-2000 და ჩვეულებრივ PS3-ზე 33%-ით პატარა, 36%-ით მსუბუქ და 34%-ით ენერგოეკონომიურია. ახლა კი მოგიყვანთ მახასიათებლების ცხრილს, ვიკიპედიიდანაა ამოსნიპული, მაგრამ იქ ჩამხედავები თქვენ მაინც არა ხართ ეს კი თითოეული მოდელისთვის CPU და GPU-ს ტექნოლოგიები და ენერგომოხმარება: PS3-ს შეუძლია 1080p HD გამოსახულების ჩვენება და თქვენ წარმოიდგინეთ სურვილის შემთხვევაში მასზე Linux-ის დაყენებაც კი შეგიძლიათ, მაგრამ როგორ უნდა იმუშაოთ მასში DualShock 3 და Sixaxis Wireless გეიმპედებით (იხ. სურ.), ჩემთვის გაურკვეველია 4. Xbox "ნუ წაიღე ტვინი ამ სონით, ხომ იცი, რომ არ მევასება" - ფიქრობს ალბათ ზოგი თქვენგანი, ზოგმა კი შეიძლება სულაც არ წაიკითხა ზედა 3 თავი და პირდაპირ მეოთხეს ეძგერა. დანარჩენ თავებში ხომ სონის კონკურენტ Microsoft Xbox-ზე იქნება საუბარი... იგი 2001 წლის დასასრულს გამოვიდა. ამ დროისთვის კომპანია Microsoft-ის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ საკმაო გამოცდილება ჰქონდათ პროგრამებში, კერძოდ DirectX-ში და გადაწყვიტეს Dx-ის ბაზაზე შეექმნათ ცალკე კომპიუტერი, კონსოლი, რომელიც დააკმაყოფილებდა სექსუალურად (ან რამე სხვანაირად) დაუკმაყოფილებელ გეიმერებს. შედეგი არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა: PS2-თან შედარებით, ვიზუალურად, X-ყუთი საზიზღრად გამოიყურება და რადიაქტიურად დაბინძურებული დენის ტრანსფორმატორის შთაბეჭდილებას მიტოვებს. იგი 2006 წელს ამოიღეს გაყიდვიდან. ამ დროისთვის მაიკროსოფტმა მხოლოდ 22 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა. სონისთან შედარებით საცოდავი რიცხვია. მონაცემები: CPU: 32-ბიტიანი 733 MHz სიხშირის მქონე, 180nm ტექნოლოგიით დამზადებული. "მამად" აღებულია Pentium III პროცესორი. 133MHz 64-ბიტიანი სალტე 32KB კეში მეხსიერება: Hynix-ის, ან Samsung-ის წარმოების 64MB DDR SDRAM 200MHz სიხშირით. 128-ბიტიან ორარხიან რეჟიმში მაქს. 6400MB/s გამტარობით. GPU: 233MHz სიხშირის Nvidia NV2A. 115მილ. ვერტექსი წამში, 125 ნაწილაკი წამში, 932 მეგაპიქსელი წამში, 1864 მეგატექსელი წამში, 485416 სამკუთხედი წამში 60FPS-ზე, 970,833 სამკუთხედი წამში 30FPS-ზე. GPU ძლიერ წააგავს Geforce 3/4 ჩიპებს. 480i, 480p, 576i, 576p, 720p, 1080i გაფართოებების მხარდაჭერა. დისკები: 2×–5× (2.6 MB/s–6.6 MB/s) CAV DVD-ROM, 8 ან 10GB 3.5" 5400RPM HDD. 10/100BASE-TX ინტერნეტ-ადაპტერი. ეს კი Xbox-ის კონტროლერებია: მარცხნივ Duke კონტროლერი, მარჯვნივ - Controller X 5. Xbox 360 იგი 2005 წლიდან გამოდის სხვადასხვა ცვლილებებითა და გაუმჯობესებებით. დღესდღეობით გამოდის მხოლოდ 2 მოდელი - Xbox 360 Arcade და Xbox 360 Elite. Arcade "ლოუ-ენდ" მოდელია, მას 60GB HDD აქვს, ხოლო Elite კონსოლის "ჰაი-ენდ" ვარიანტია, 120/250GB ვინჩესტერით (იხ. სურ.). რათქმაუნდა მეხსიერების გაზრდა დამატებითი ჩიპებით შეიძლება როგორც ერთ, ასევე მეორე მოდელზეც... რაც შეეხება დაწვრილებით მახასიათებლებს... CPU: 3.2 GHz PowerPC სამბირთვიანი Xenon. თავდაპირველად 90, ხოლო შემდეგ 65nm ტექნოლოგიით, 1MB L2 კეშით და 10.8GB/s სალტის გამტარობით. GPU: წინა X-ყუთისგან განსხვავებით 360-ს უკვე ATI-ს ვიდეოჩიპი უდგას - 65nm-იანი ATI Xenos, 500MHz სიხშირით, უნიფიცირებული შეიდერებით, 10MB მეხსიერებით, 4xFSAA-ს შესაძლებლობით. მეხსიერება: 512MB GDDR3-700. დიახ, GDDR, რადგან მას CPU და GPU თანაბრად იყენებს... აბა რა ქნას საწყალმა GPU-მ, 10MB მეხსიერების იმედად იყოს? აქაც გვაქვს ყველანაირი DVD-დრაივი, 10/100Mbps ინტერნეტ-ადაპტერი და 802b/g WiFi ადაპტერი (რომელიც PS-ს მგონი არ აქვს ). 6. მუდმივი და მომაბეზრებელი კითხვა რომელი ჯობია? Xbox 360 თუ PlayStation 3? ჰა? არ იცი? აუ არ მჯერა რომ არ იცი! ფაიზაღი იცი და პასუხს მიმალავ!.. არ გივნდა რა ეს... დეფექტებით რომ დავიწყოთ, Xbox-ის RROD ყველას გეცოდინებათ ალბათ თუმცა არ იცით ის, რომ PS3-საც აქვს მსგავსი რამ, პატარა ყვითელი ნათურა რათქმაუნდა Xbox ცნობილი გახდა იმით, რომ Elite სერიის ნახევარზე მეტს "აენთო წითელი", ხოლო PS3-ის მხოლოდ 5-10%-ს თუ აქვს მსგავსი პრობლემა. რათქმაუდნა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი უკეთესია, პრობლემები მოგვარებულია, კომპ. ტექნოლოგია ისეთი რამეა, რასაც შეცდომების გარეშე ვერც შექმნი და ვერც განავითარებ. ამას ყველანი უნდა შევეგუოთ. ფაქტია, რომ PS3 45nm-იან პროცესორზეა, ხოლო Xbox - 65-იანზე, მაგრამ ენერგომოხმარებით თურმე ორივე ერთნაირი ყოფილა და სითბოს გამოყოფა და ოვერქლოქინგის პოტენციალი აქ არაფერში გვაინტერესებს. ორივე კონსოლს აქვს HD DVD, ცალკე DVD პლეერი, ინტერნეტი, ვიდეოთვალი და ა.შ., თუმცა PS-ზე ლინუქსი ყენდება, X-ყუთს კი "ვაირლესი" აქვს... ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისი პლიუსი და მინუსი ორივე კონსოლს აქვს. ასე ერთი ხელის მოსმით თქმა, რომ PS3 ჯობია Xbox-ს, ან პირიქით, ჩემი მხრიდან სისულელეა, მე არა ვარ არცერთი კონსოლის ფანი და თქვენ წარმოიდგინეთ არცერთ მათგანზე არც კი მითამაშია. Xbox პირველად 2 თვის წინ ვნახე ბაზრობაზე, PS3 კი ორიოდე დღის წინ ელიტელში, 1100+ ლარი ღირდა (სხვათაშორის სტენდზე დგას, კონსულტანტები თუ კარგ ხასიათზე იქნებიან შეგიძლიათ თხოვოთ და გათამაშებენ კიდეც). მაშინ ისიც კი გავიფიქრე "ამის ფასად ჩემი სანატრელი i5-ის ნახევარი მაინც მომივა"-მეთქი. "რომელი ჯობია". ამის თქმა ჩემთვის შეუძლებელია, არც ექსპერტი ვარ, არცერთ კონსოლთან შეხება არ მქონია, ერთი გაჭირვებული ბაღანა ვარ და აგერ ამდენი ხალხი წერს რომელი ჯობიაო აი ამ თემაში, 24 ივლისის მერე ეს თემა გახსნილია და დღესდღეობით 343 პოსტს ითვლის, არამგონია იქ ჩემზე უკეთ დაწეროს ვინმემ რამე. ასე რომ იმედი უნდა გაგიცრუო ერთგულო მკითხველო, შენც არც ისე ერთგულო მკითხველო და შენც, შემთხვევითო გამვლელო. მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს . რამე რომ დავწერო ორივე უნდა გავხსნა, გავჩიჩქნო, ვითამაშო, ასე ვთქვათ, "გავბენჩო" და ა.შ. მე კი მაგის არც საშუალება მაქვს და არც დრო. ისევ თქვენ უნდა იჩალიჩოთ რამე და თავადვე მიხვდეთ რომელი ჯობია. მაგრამ მაინც მგონი, რომ "რომელი ჯობია" უნდა გწამდეს... როგორც იტყვიან, It's not a matter of fact, but a matter of belief... ესეც დამატებითი ინფორმაცია Gota-სგან. საავტორო უფლებები დაცულია ცოტა ჩემგანაც.... გადმოვაკოპირე ვიკიპედიიდან, რომელზეც მე დავწერე ეს მოკლე სტატიები PlayStation (ცნობილი აბრევიატურებით: PS, PSone, PS1, ან PSX) არის 32-ბიტიანი მეხუთე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც გამოუშა Sony Computer Entertainment-მა 1994 წლის დეკემბერში. PlayStation იყო PlayStation-ის სერიის პირველი კონსოლი, რომელიც პირველად გამოუშვეს იაპონიაში. მისი მემკვიდრე და განახლებული კონსოლებია: Net Yaroze, PS one, PSX, PocketStation, PlayStation 2, PlayStation Portable და the PlayStation 3. 2008 წლის 20 ივლისის მონაცემებით, PlayStation-მა გაყიდა 102 მილიონი ერთეული. სონის შეწყვიტა PlayStation-ის პროდუქცია 2006 წლის 23 მარტს, 11 წლის შემდეგ, რაც პირველი პროდუქტი გამოუშვეს. PlayStation 2 (შემოკლებით PS2) არის მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც გამოსცა სონიმ. PS2 არის პირველი PlayStation-ის გაგრძელება. PlayStation-ის მემკვიდრე და PlayStation 3 წინამორბედი. მისი შექმნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 1999 წლის მარტს და გამოიცე 1 წლის შემდეგ იაპონიაში. PS2-ის ძირითადი კონკურენტები იყვნენ: სეგას Dreamcast, მაიკროსოფტ-ის Xbox და ნინტენდოს GameCube. PS2 არის ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი. 2009 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით, გაყიდულია 145 მილიონი ეგზემპლიარი. ამავე წლის მონაცემებით, PS2-ის თამაშების რაოდენობა აჭარბებს 1,900-ს. 12 თამაშის გამოცემა იგეგმება 2010 წელს. PlayStation 3 (შემოკლებით PS3) არის Sony Computer Entertainment-ის მესამე ვიდეო თამაშის კონსოლი, PlayStation 2-ის შთამომავალი და PlayStation-ის სერიის წევრი. PlayStation 3-მა კონკურენცია გაუწია მაიკროსოფტის Xbox 360-სა და ნინტენდოს Wii-ს. იგი მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშის კონსოლია. მთავარი ფუნქცია რაც PS3-ს აქვს წინამორბედებთან განსხვავებით, ისაა რომ მას აქვს ონლაინ თამაშის ფუნქცია, PlayStation Network. PS3 პირველად გამოსცეს 2006 წლის 11 ნოემბერს იაპონიაში, 17 ნოემბერს - ჩრდილო ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ამავე წლის 23 მარტს ევროპასა და ოკეანეთში. ორნაირი მოდელი იყო ხელმისაწვდომი: მთავარი მოდელი 20 GB-იანი მყარი დისკით (HDD) და პრემიუმ მოდელი 60 GB-იანი მყარი დისკითა და რამდოენიმე დამატებითი ფუნქციით (20 GB-იანი მოდელი არ გამოუშვეს ევროპასა და ოკეანეთში). ამის შემდეგ, კონსოლის რამოდენიმე რევიზია გამოიცა, რომელთაგანაც აღსანიშნავია სლიმ მოდელი 2009 წლის სექტემბერში. PlayStation Portable (შემოკლებით PSP) არის პორტატული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა და გამოსცა Sony Computer Entertainment-მა. კონსოლის გამოცემის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია 2003 წლის E3-ზე და 2004 წლის 11 მაისს წარმოადგინეს იგი სონის პრეს კონფერენციის წინ 2004 წლის E3-ზე. სისტემა გამოუშვეს 2004 წლის 12 დეკემბერს იაპონიაში, 2005 წლის 24 მარტს ჩრდილო ამერიკაში, ხოლო PAL რეგიონში ამავე წლის 1 სექტემბერს. PlayStation Portable არის პირველი პორტატული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც იყენებს ოპტიკურ დისკის ფორმატს, Universal Media Disc-ს. Xbox (სახელი წარმოქმნილია DirectX box-იდან) არის მაიკროსოფტრის ვიდეო თამაშის კონსოლი. იგი არის მაიკროსოფტრის პირველი შემოსვლა სათამაშო კონსოლის მარკეტში. იგი კონკურენციას უწევდა სონის PlayStation 2-ს, სეგას Dreamcast-სა და ნინტენდოს GameCube-ს. ინტერგრირებული Xbox Live მოთამაშეებს ონლაინში თამაშის საშუალებას აძლევს . Xbox გამოსცეს 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, 2002 წლის 22 თებერვალს იაპონიაში, ხოლო ამავე წლის 14 მარტს ავსტრალიასა და ევროპაში. იგი არის მაიკროსოფტის Xbox 360-ის წინაპარი. მისი გამოშვება შეწყდა 2006 წლის ბოლოს, ხოლო ბოლო თამაში (Madden NFL 09) გამოიცა 2008 წლის აგვისტოში.\ Xbox 360 არის მაიკროსოფტის მეორე ვიდეო თამაშების კონსოლი. 2005 წლის E3-ზე, 19 მაისს, კომპანია მაიკროსოფტმა ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის XBox-360-ის შესახებ. XBox-360-ის შექმნას 3 წელი დაჭირდა. იგი არის მეშვითე თაობის ვიდეო თამაშის კონსოლი და სონის PS3-ისა და ნინტენდოს Wii-ს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. 2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბის 34 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. 15 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted October 12, 2011 Share Posted October 12, 2011 მმააგარი თემაა. ყველა პს-ზე მაქ ნათამაშები. :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted October 12, 2011 Share Posted October 12, 2011 სღ, ძალიან კარგი თემაა. :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgipr Posted October 13, 2011 Share Posted October 13, 2011 მე სონი ფლეისთეიშენი მქონდა SCPH-9002 მაგრად მახსოვს მერე სონი 2 დიდი პირველი მოდელი რომლის დაჩიპვასაც ვაპირებდი მაგრამ დავიკიდე მაგარი სტატიაა მიშა! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted October 14, 2011 Share Posted October 14, 2011 მე სონი ფლეისთეიშენი მქონდა SCPH-9002 მაგრად მახსოვს მერე სონი 2 დიდი პირველი მოდელი რომლის დაჩიპვასაც ვაპირებდი მაგრამ დავიკიდე მაგარი სტატიაა მიშა! სონი 1-ს ვუჯექი 24 საათი, ქობულეთში მთელი ფული იქ გადავყარე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgipr Posted October 14, 2011 Share Posted October 14, 2011 :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Levaniko Posted November 30, 2011 Share Posted November 30, 2011 მიშა ძალიან კარგი თემაა და დიდი მადლობა ამდენი შრომისთვის. ბევრი აქამდე ჩემთვის უცნობი, საინტერესო ინფორმაცია მივიღე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gam3b0y Posted December 1, 2011 Share Posted December 1, 2011 +10 ამ თემისთვის პს: მოდერებს არ უნდა ქონდეს ბევრის მომატების პონტი? მე Nintendo Entertainment System(დენძი იყო ამის პატენტი)-იდან wii-მდე მინდა, რომ გავაკეთო ესეთივე თემა მაგრამ აქ არავის არ ევასება ეგ ყველაფერი :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Levaniko Posted December 1, 2011 Share Posted December 1, 2011 მე მევასება :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bad77 Posted December 10, 2011 Share Posted December 10, 2011 მიპინეთ StarKill3R Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
macopikchu Posted February 10, 2012 Share Posted February 10, 2012 გადმოწერილი თამაშებიროგორ გადავაკეთო ისე რომ პს2-ზე ვითამაშო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted April 4, 2012 Share Posted April 4, 2012 PS4 გამოვაო A8 3850 და 7670-ითოოო ..................... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Davide Posted April 10, 2012 Share Posted April 10, 2012 რომ Elite სერიის ნახევარზე მეტს "აენთო წითელი", აი ეს მაეჭვებს ძალიან ელიტი შავი მოდელია და მე მაქ და ელიტი ვისაც ქონდა და აქ ყველა ძალინ კმაყოფილია იმდენად კმაყოფილები რო დაჟე სლიმებსაც ჯობიაო უმეტესობა ასე იძახის და ელიტი რა შუაში იყო აქ? ინფოში არა სწორედ წერია ეტყობა. ყველაზე გამძლე და გამომდგარ მოდელებათაა ცნობილი ელიტები და რავი.. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted April 10, 2012 Share Posted April 10, 2012 ps3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Davide Posted April 10, 2012 Share Posted April 10, 2012 ჯობნას რაც შეეხება უდავოდ XBOX მირჩევნია 5 ლარიანი დისკები და მისი ჯანი ან 3.50 რიანი გამოიწერა ჩაწერა ითამაშა. გამოდწერა ახლა ბლუ რეის ზომის ფაილები მერე ვინჩესტერზე ჩაყარე და ითამაშე ტაანჯვაა ტანჯვაააააა ეს Pს3 ეხება რა აქ პს3 ? გოდ ოფ ვარი კარგია, გრან ტურისმო 5 კარგია. უნჩარაქთედი კარგია კილ ზონე. კიდევ ვერ ვიხსენებ ექსკლუზივებს პლეისთეიშენისსას იქნება კიდევ რამოდენიმე. ახლა რა აქ XBOX გეარს ოფ ვარი ფორზა მოტოროსპორტი ჰალო და ასე შემდეგ ბევრი. ასე რომ არ აკლებენ არც ერთი და არც მეორე ექსკლუზივ თამაშების გამოშვებას ერთმანეთზე უკეთესს თან. მაინც გასართობათ X გირჩევთ. :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 10, 2012 Share Posted April 10, 2012 ექკლუზივებით მაინც სონი3-ი ჯობია, დანარჩენში გეთანხმები, ჩვენ პირობებში ბოქსი უფრო კარგი ვარიანტია ვისაც 40-50$ გადახდა არ შუეძლია ამაზონზე ლიცენზიებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Davide Posted April 11, 2012 Share Posted April 11, 2012 ექკლუზივებით მაინც სონი3-ი ჯობია, დანარჩენში გეთანხმები, ჩვენ პირობებში ბოქსი უფრო კარგი ვარიანტია ვისაც 40-50$ გადახდა არ შუეძლია ამაზონზე ლიცენზიებში მეც ეგ უნდა დამეწერა ზუსტი ნათქვამია ჩვენ პირობებში მართლა ბოქსი ჯობია რატო არც ბოქსი არ აკლებს ექსკლუსიზევებს შეიძლება ცოტა აქ მარა ძაან მაგრები აქ. ფორზამ რა უქნა გრანტურიზმოს მოშნად დახვეწეს. აჯობა კიდეც ფროზა 4 მა გრანტურიზმო 5 ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 11, 2012 Share Posted April 11, 2012 კი მაგაშიც გეთანხმები, GT5 მაინც ვერ გამოუვიდათ ისეთი კარგი დონის როგორსაც ელოდა ხალხი, მაგ მხრივ ფორცა უფრო კარგი დონის თამაშია მთლიან ჯამში, რეიტინგებიც უფრო მაღალი აიღო და ბევრათ უფრო ცოტა დროში გააკეთეს თან, უბრალოთ სონი3-ზე მართლა ტოპ დონის ბევრი ექსკლუზივი გამოდის და ბოქსზე უფრო ნაკლები მაგ დონის ექსკლუზივია გამოსული, თუმცა რამდენიმე მართლა მაღალი დონისაა და შეიძლება სონი3-ის ტოპ ექსკლუზივებთან შედარება დონეთი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
punisher5525 Posted July 29, 2012 Share Posted July 29, 2012 me orive kargad vici am kompebis dabadebidan mokolebuli me sanam eseni iqneboda daje atari mkonda romelzec ar daijerebt da magnitoponis kasetebze iko tamashebi mokled bevri kompis momscre var da tamamad shemidzlia vtkva ro ps3 zalian zalian jobia x box ,ubralot x box araoriginali diskebi ro midis praktikuli upro da iapi magram gavartki tamashs tu onlineshi ver itamasheb da amistvis mainc originali gchirdeba ase rom chemi azrita da didi gamocdilebit da shemizlia monacemebit da vizualit da grapikit da yvelaprit avxsna ratomac jobia ps3 ,ps3 dgesdgeisobit kvelaze magari konsolia mitumetes slim modeli romelic praktikulad ar puchdeba did models tavis vada aq magram slim sul sxvaa ,me msiamovnebs ps3 ze tamashi Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted July 29, 2012 Share Posted July 29, 2012 console gaming dzirs saertod da consolebidan ertaderti rac momconda da vikide es iko, SEGA Dreamcast! Playstation 1ts bevrad jobda da zog tamashs jobda ps2 isas. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giorgipr Posted August 16, 2012 Share Posted August 16, 2012 PS3 ძალიან მაგარი რამეა!! ეხლა მოდის ანჩართედი სამივე ნაწილი მეორე თვეში ალბათ გრან ტურისმო, ჰევი რეინი და ა.შ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted August 17, 2012 Share Posted August 17, 2012 ps2 is rame eqskluziuri tamashebi mitxarit ra Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gam3b0y Posted August 17, 2012 Share Posted August 17, 2012 ps2 is rame eqskluziuri tamashebi mitxarit ra Metal Gear Solid 2, Metal Gear Solid 3, Shadow Of the Colossus, ICO, God Of War 2, Persona 3/4, Final Fantasy X ესენი ყველა must play თამაშებია )) განსაკუთრებით Shadow Of the Colossus და MGS 3 + მარტო იმენა ექსკლუზივები ჩამოვთვალე და არა მულტიპლატფორმები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
#Skinhead Posted August 17, 2012 Share Posted August 17, 2012 Metal Gear Solid 2, Metal Gear Solid 3, Shadow Of the Colossus, ICO, God Of War 2, Persona 3/4, Final Fantasy X ესენი ყველა must play თამაშებია )) განსაკუთრებით Shadow Of the Colossus და MGS 3 + მარტო იმენა ექსკლუზივები ჩამოვთვალე და არა მულტიპლატფორმები chavujdebi exla emulatorit :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gam3b0y Posted August 17, 2012 Share Posted August 17, 2012 chavujdebi exla emulatorit ჯერ მაინც დასერჩე ხოლმე ზოგი იბაგება და ჭედავს მე ეგრე გამაწამა MGS3 მა დავიკიდე მერე ეხლა HD კოლექციას-ს ვიყიდი მაინც დავხურავ :@ და + 32 ბიტიანისთვის ბევრად უკეთესი ემულატორია დაჟე ვინდოუსი გადავაყენე მაგის გამო და მაინც გამაწამა :E Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.